Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ ექსპედიციები _ მარტვილი-ბალდა-ასხი-კინჩხა, 12-13 სექტემბერი 2015

Posted by: nika Sep 14 2015, 10:36

ვიყავით ორი მანქანით ჩემი პაჯერო და ზურაუსტას მოკლე 70.

ჯერ ჩავედით მარტვილში და მოვინახულეთ ღვთისმშობლის მონასტერი. შემდეგ სოფელ ბალდადან შევუყევით ქვებიან გზებს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ჯერ მდ. აბაში სათავეებში მდებარე პატარა ნასოფლარს სადაც უამრავი მწყემსი ბინადრობდა. აქედან მალევე გზა მარცხნივ ქედზე წავიდა და თავიდან კაი საშინელი როქქროულინგი იყო. მერე მიხვეულ მოხვეული დაიწყო და ცოტა გვეშველა. სიმაღლე რომ ავკრიფეთ დაიწყო ხედები. ძირითადად აბაშის ხეობა ჩანდა ჯერ. მერე თითქოს ქედივით გადავლახეთ და გამოჩნდა კარსტული ძაბრები. უამრავი. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ბოლოს ავედით თვითონ ასხის პლატოზე აქ ქვები ნაკლებად იყო და უფრო მელოები იყო სადაც მწყემსებს პირუტყვი ყავდა. ამინდს კი არაუშავდა თუმცა მთების დანახვის დიდი შანსი არ იყო. ჯერ ვცადეთ პლატოს შრდილო მხარესკენ ბქას ტრეკით წასვლა, მაგრამ ერთგან ვერ მივხვდით როგორ გადაიარა ხევი (დაღმართI და აღმართი ჩანდა აუვალი). ამიტომ პირდაპირ ძირითადი გადასახედისკენ წავედით. აქედან გადაიშალა ფანტასტიური ხედი ცხენისწყლის ხეობაზე. ცაგერიც ჩანდა. წინ კი მეორე ნაპირზე ხვამლი, ოღონდ ცხადია პროფილში. შეგვეძლო პლატოს ნაპირს ჩრდილოეთისკენ გავყოლოდით, თუმცა ჩანდა რომ წასვლას აზრი არ ჰქონდა, ამ ამინდში მაინც არაფერი გამოჩნდებოდა. აქვე პატარა ჩაღრმავებაში დავეცით ბანაკი და დავტკბით ხედებით ჩამავალი მზის ფონზე. აქ ტელეფონიც იჭერდა. თან ველოდი ვარსკვლავებს მაგრამ რომ დაღამდა ნისლი ჩამოწვა ამიტომ დავიძინეთ.
ღამე ქარი ამოვარდა და ღრუბლები სრულად გაფანტა, მაგრამ დილისკენ გაწვიმდა, ვიცოდით რა რომ წვიმაში კინჩხასკენ ჩასვლა არ შეიძლებოდა ისევ იმ როქქროულინგით ვიხეთქავდით გულს. თუმცა 1 საათში წვიმამ გადაიღო და ქარი ამოვარდა. თან ძალიან ძლიერი წვიმაც არ იყო. მერე ოდნავ მზემაც ამოანათა. წავიხემსეთ და აი ამ დროს გავიგეთ პირველი გრუხუნი, მერე მეორე, თან ჩანდა რომ ეს ყველაფერი ბალდისკენ ხდებოდა და ჩვენსკენ მოდიოდა. წვიმაში არც იმ ქვებზე სიარული იქნებოდა სასიამოვნო. სწრაფი ტემპებით ავკეცეთ კარვები, ამასობაში ღრუბელმა ახლოს ჩაგვიარა და ცაგერისკენ წავიდა, ოდნავ დაგვაწვიმა მაგრამ არაკრიტიკულად. სანამ გზაგასაყარზე გავედით საიდანაც ან ბალდასკენ ან კინჩხასკენ უნდა გვევლო უკვე გამოჩნდა რომ კინჩხასკენ წვიმა არ იქნებოდა, ამიტომაც გავრისკეთ და წავედით აქეთ. ხედები ძალიან ლამაზი იყო. ჩასასვლელი გზა სასყაულად დაკლაკნილი და თან კაპიტალურად აშენებული. დღემდე ამოუცნობია ჩემთვის თუ ვინ და რატომ ააშენა ეს გზა. mygeorgia.ge-ზე 50-იანი და 25-იანი ტოპორუკების შედარებისას ჩანს რომ 25-იანზე ეს გზა არაა ჯერ დატანილი ასეთი სახით. ანუ კომუნისტებს აუშენებიათ 50-80-იან წლებში.
დავეშვით დაბლა. ტყეში რომ შევედით მალევე დაიწყო 3 ხიდიანების ნავალი ადგილები. თუმცა ძირითადად ხერხდებოდა მათი შემოვლა ტყით. დაზვერვა კი უნდოდა საიდან მოგევლო. ცოტა წამოჟინჟლა კიდევაც მაგრამ ისე საშიშად არა. მერე გავედით მდელოებზე და აი აქ გზაბი უარესი იყო. თუმცა აქაც უვლიდი. და ბოლოს მოულოდნელად სოფელთან ახლოს დაიწყო საკმაოდ დიდი დაღმართები სადაც გზასაც ხან უვლიდი და ხან არა. აი სადაც ვერ უვლიდი აი იქ წვიმაში მოხვედრა არასასიამოვნო იქნებოდა ძალიან რბილად რომ ვთქვა. ბოლოს როგორც იქნა ჩავეით ზედა კინჩხაში. იქიდან ავედით კინჩხა ფერდისკენ მიმავალ გზაზე და მოულოდნელად დაგხვდა ასფალტი. გადაწყდა ჩანჩქერებზე ასვლა (2 კმ იყო). ჩანჩქერებისკენაც გააგანიერეს გზა და მაგ მიდამოების მოწყობას აპირებენ პარკინგით და სპეცეფექტებით. ჩანჩქერიდან 50 მეტრში კი პატარა კაფე დაგვხვდა blink.gif
კანიონში აღარ წავედით რადგან დაგვეზარა და თან დრო ისე იყო რომ ზესტაფონის მშენებარე ავტობანს წესით უსაცობოდ გავივლიდით. ამიტომაც დავგაზეთ თბილისისკენ. თუმცა ბოლოს აგარასთან დოღლაურთან კახამ მანახა არქეოლოგიური მექა.
უძველესი სასახლის ნანგრევები.

ფოტოები და ვიდეოები იქნება მერე

გუგლის რუკა
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eokNpnztl4.k9fERpKUI-4g&usp=sharing

ტრეკი მიმაგრებულ ფაილშია


Attached File(s)
Attached File  Askhi_plateau.rar ( 221.91k ) Number of downloads: 178

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 11:51

ნიკა ტრეკიც დადე... გორდიდან ასხზე ასვლა მაქვს გეგმაში და მაინტერესებს...

Posted by: nika Sep 14 2015, 12:20

დავდე უკვე wink.gif

გორდიდან თუ ადიხარ გაითვალისწინე რომ არასასიამოვნო აღმართებია. წვიმაში მანდ სიარული ძალიან არარეკომენდირებულია. ჩამოსვლა კი საერთოდ არ შეიძლება crazy.gif
ასევე ტყეში სულ 3 ხიდიანების გაფუჭებული გზებია და უნდა მუარო და ბევრგან წინასწარ არ ჩანს რომელი მხრიდანაა უკეთესი გზა. უნდა გადმოხვიდე, დაზვერო ფეხით და ა.შ.

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 14:47

ციტატა(nika @ Sep 14 2015, 12:20) *

დავდე უკვე wink.gif

გორდიდან თუ ადიხარ გაითვალისწინე რომ არასასიამოვნო აღმართებია. წვიმაში მანდ სიარული ძალიან არარეკომენდირებულია. ჩამოსვლა კი საერთოდ არ შეიძლება crazy.gif
ასევე ტყეში სულ 3 ხიდიანების გაფუჭებული გზებია და უნდა მუარო და ბევრგან წინასწარ არ ჩანს რომელი მხრიდანაა უკეთესი გზა. უნდა გადმოხვიდე, დაზვერო ფეხით და ა.შ.

ერთი მანქანით წასვლა სისულელეა შენი დახასიათებიდან ასე გამოდის smile.gif მთის ამინდს რას გაიგებ, რომ მოწვიმოს მაგ აგმართზე ჯალამბარს იხმარ? ან ჯაჭვით უკანა ხიდზე ივლი ნაწვიმარზე? (წინ ვერ ვაყენებ)

Posted by: nika Sep 14 2015, 15:38

*IRAKLI*
ეგ აღმართი სოფელთან ახლოსაა და მანდ მთა აღარაა. ჯაჭვები კი დაგეხმარება და ჯალოც.

და ერთი მანქანით სიარულო ზოგადად არარეკომენდირებულია wink.gif


ეს კი ნელ ნელა ფოტოები კახა ხიმშიაშვილის პიკასადან
ჯერ ბაგრადი იყო ქუთაისიდან
https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/BagratiCathedralSept2015#

მარტვილის ღვთისმშობელი
https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/MartviliCathedralSept2015

ასხის მასივი თავისი პლატოთი
https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/AskhiSept2015

კინჩხა
https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/KinchkhaWaterfallSept2015

Posted by: beka Sep 14 2015, 15:41

ციტატა(nika @ Sep 14 2015, 15:38) *

*IRAKLI*
ეგ აღმართი სოფელთან ახლოსაა და მანდ მთა აღარაა. ჯაჭვები კი დაგეხმარება და ჯალოც.


ვითამ წვიმაში აუვლი? crazy.gif

Posted by: nika Sep 14 2015, 15:44

სხვათა შორის ყრნოს პროგნოზმა გაარტყა ძალიან ზუსტად. მე პროგნოზი ვნახე კინჩხა ფერდის და იქ ოდნავი წვიმა იყო 10-12 საათზე. აი ზევით პლატოზე კი 5 საათზე გაწვიმდა დილით და კაი ერთი საათი გვასხავდა. შედეგად სოფელთან ყველაფერი ისევ მშრალი დაგვხვდა და ამ ცუდ გზებზე საკმაოდ ილოად გავიარეთ.

beka

ციტატა
ვითამ წვიმაში აუვლი?

წვიმაში ვერ აუვლი და არც უნდა წახვიდე. უბრალოდ სოფელთან ახლო რადგან არის შესაძლებელია ამინდის მეტ-ნაკლებად ზუსტად ნახვა თუ როგორი იქნება იმ დღეს wink.gif

Posted by: Parnavaz Sep 14 2015, 15:56

*IRAKLI*

დამირეკე და წამოგყვები,გორდიდან თუ წაყვალ მანქანაში ჩაგიჯდება, ნორმალური გზიდან თუ წახვალ მანქანით წამოვალ

Posted by: nika Sep 14 2015, 16:12

წრიულს აქვს მუღამი ისე. ბალდას მხარეს უფრო ძაბრებია. და ერთი ლამაზი მდელო ჩანს ქვევით, ფოტოებს რომ დავყრი განახებთ.

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 16:41

ციტატა(Parnavaz @ Sep 14 2015, 15:56) *

*IRAKLI*

დამირეკე და წამოგყვები,გორდიდან თუ წაყვალ მანქანაში ჩაგიჯდება, ნორმალური გზიდან თუ წახვალ მანქანით წამოვალ

მე სანადიროდ მინდა წასვლა და საიდანაც უკეთესი გზაა იქედან ავალ რატო ვიწვალო მითუმეტეს თუ წვიმა ან ახალი ნაწვიმარი იყო. მთავარია ალპურში მოვხვდე smile.gif

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 16:45

ციტატა(nika @ Sep 14 2015, 16:12) *

წრიულს აქვს მუღამი ისე. ბალდას მხარეს უფრო ძაბრებია. და ერთი ლამაზი მდელო ჩანს ქვევით, ფოტოებს რომ დავყრი განახებთ.

ოკ. თან მივხვდები სანადიროთ თუ ღირს წასვლა (სავარაუდოთ კარგი ადგილები იქნება) ნამყოფი არ ვარ მაქეთ

ნიკა ჯაჯის ტბაზე თუ ხარ ნამყოვი? სოფ. უხუთიდან ადის გზა მაგარი ადგილებია მერე გურიის მთებში გადადიოდა როგორც ვიცი მარა ბოლო წლებია ჩაკეტილია ტბამდე 4 კმ ფეხით უნდა იარო გზა არის დავიწროებული მანქანა ვერ ეტევა

Posted by: GIRA Sep 14 2015, 16:47

*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?

Posted by: beka Sep 14 2015, 16:49

ციტატა(GIRA @ Sep 14 2015, 16:47) *

*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?


ძროხები, ცხენები, მეგრელები crazy.gif

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 16:53

ციტატა(GIRA @ Sep 14 2015, 16:47) *

*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?

სურათებიდან რაც ვნახე არჩვი იქნება ალბათ მარა სამწუხაროდ მაგაზე ნადირობის ლიცენზია არაა smile.gif

Posted by: nika Sep 14 2015, 16:59

beka

ციტატა
ძროხები, ცხენები, მეგრელები

laugh.gif laugh.gif laugh.gif

არა და მართალია, ნადირი იქ მგონი არაა. საქონელია გაშვებული ისე.

ჯაჯის ტბაზე არ ვარ ნამყოფი. 4 კმ ფეხით კი გაივლიდა კაცი თუ ძაან აღმართი არაა.
ისე ადიგენიდან უფრო ახლოა მისასვლელი ბინებია იქვე ახლომახლო.

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 17:07

ციტატა(nika @ Sep 14 2015, 16:59) *

beka

laugh.gif laugh.gif laugh.gif

არა და მართალია, ნადირი იქ მგონი არაა. საქონელია გაშვებული ისე.

ჯაჯის ტბაზე არ ვარ ნამყოფი. 4 კმ ფეხით კი გაივლიდა კაცი თუ ძაან აღმართი არაა.
ისე ადიგენიდან უფრო ახლოა მისასვლელი ბინებია იქვე ახლომახლო.

აარაა ცუდი სასიარულო მე ვიყავი მარა ნისლი იკო და აზრი არ ქონდა ტბა ვერ ვნახე მოვბრუნდი უკან smile.gif უხუთიდან არანაირი ლიანდები უბრალოდ ქვიანი გზა არის და აგმართები მაგრამ მანდ შარშან სექტემბრის ბოლოს მოთოვა და ივლისის ბოლომდე ასვლა გამორიცხულია ადიგენიდან არ ვიცი მაქეთ მინდოდა გადმოსვლა მაგრამ გზა აგარ იკო
https://www.facebook.com/tlomtadze/media_set?set=a.2633835455915.137689.1556296592&type=3
ბოლო სურათები გრუბლებს ზემოდან გადაგებული არის მანდ. კარგ ამინდში კარგი სანახაობაა

Posted by: Parnavaz Sep 14 2015, 17:21

*IRAKLI*


მე პაციფისტი ვარ და ხალხის გარდა არაფერს ვესვრი smile.gif

Posted by: GABE84 Sep 14 2015, 17:27

ჰე ქუთეისლებო წევიდეთ ერთ დღეს უკეთესი ვარიანტი რა გინდათ ულამაზესი ხედებია და თან სამაიმუნო გზა. crazy.gif

Posted by: beka Sep 14 2015, 17:37

ციტატა(GABE84 @ Sep 14 2015, 17:27) *

ჰე ქუთეისლებო წევიდეთ ერთ დღეს უკეთესი ვარიანტი რა გინდათ ულამაზესი ხედებია და თან სამაიმუნო გზა. crazy.gif


აცალე რო გაწვიმდება და იმაიმუნეთ მერე crazy.gif

Posted by: nika Sep 14 2015, 17:45

beka
Red Alertი wink.gif

Posted by: Parnavaz Sep 14 2015, 18:09

ტკაცა-ტკუცის ხმის ხათრით წამოვალ თუ წახვალთ smile.gif)

Posted by: *IRAKLI* Sep 14 2015, 18:24

მე თუ წავალ კაი გვალვაში გადამშრალი რომ იქნება ყველაფერი. მანქანის და თავის ტანჯვა არ მხიბლავს მითუმეტეს როცა სანადიროდ ან სანახავად როცა ვარ ტერიტორიის. ოფროუდზე კიდე სხვაა ეგ მამხელაზე არ წავიდე ტალახის საზელად ახლოში მაგის მეტი რა არის. მაგრამ კაი ამინდშიც როცა მიდიხარ მიდიხარ მასეტ ადგილას მომზადებული უნდა იკვე კველაფრისთვის და მიტო ვიკითხე წვიმაში ჯალოს თუ იხმარ და ცეფი თუ ცაგადგება საქმეშითქო თორე ზაკაზად წვიმაში რომ წავიდე მაგის ახოტნიკი ნაღდათ არ ვარ მითუმეტეს როცა ადგილი არ ვიცი

Posted by: Parnavaz Sep 14 2015, 18:39

*IRAKLI*
მიოერეა მაგის ახოტნიკი და მაგის გასაგონად დავწერე, ფორუმზე დასადებად ხო არ იყიდა ის ინსები smile.gif)

Posted by: GABE84 Sep 14 2015, 20:07

Parnavaz
ბევრი ელოდა ტკაცა ტკუცს (განსაკუთრებით საჩხერე-მრავალძალზე. ვაისას არ ვგულისხმობ ისე იარა რომ მე არ ჩამოვრჩენოდი) მაგრამ ჩაე...ვათ მოლოდინში biggrin.gif გვალვაში და გადამშრალზე აპელიც დადის. თუ წახვალთ მეც წამოვალ მარტო მანდ სიარული არ მხიბლავს

Posted by: Parnavaz Sep 15 2015, 08:31

GABE84

33 ინსა + 4რანერი=ტკაცუნს

რაც მალე დაიჯერე მით უფრო დიდი შანსი გაქ 400$ით მდიდარი იყო smile.gif

ოპელი კი არა 105 ვერ დადის ისეთი გზაა მანდ გორდიდან

Posted by: nika Sep 15 2015, 10:57

*IRAKLI*

ციტატა
მე თუ წავალ კაი გვალვაში გადამშრალი რომ იქნება ყველაფერი.

მაქაური ამინდები არ ვიცი თუმცა ზოგადად შუა ოქტომბრამდე ალბათ, მერე იქ მოთოვს, ტყეში კი ტალახები გაიჩითება. ახლაა გადამხმარი ზაფხულის შემდეგ.

Posted by: NOD-100 Sep 15 2015, 20:49

GABE84
ეჰ მეც ეგრე მეგონა მაგრამ გავიგე ტკაცა ტკუცი და მერე სადღაც 3500 ლარში გავიწეწე მაგრამ ეხლა მორჩა ეგ ტკაცატკუცი 😃😃😃😃

Posted by: beka Sep 16 2015, 10:57

ციტატა(GABE84 @ Sep 14 2015, 20:07) *

Parnavaz
ბევრი ელოდა ტკაცა ტკუცს (განსაკუთრებით საჩხერე-მრავალძალზე. ვაისას არ ვგულისხმობ ისე იარა რომ მე არ ჩამოვრჩენოდი) მაგრამ ჩაე...ვათ მოლოდინში biggrin.gif გვალვაში და გადამშრალზე აპელიც დადის. თუ წახვალთ მეც წამოვალ მარტო მანდ სიარული არ მხიბლავს


არ დაუჯერო არავის! მარტო შენს შეცდომებზე ისწავლე! crazy.gif

Posted by: nika Sep 17 2015, 11:34

წავიდა ფოტოები

ბგრატის ტაძარი ქუთაისში რიონის ხიდიდან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=50647IMG_1332.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=93837IMG_1336.jpg

მარტვილის მონასტერი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2038IMG_1338.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=89227IMG_1339.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=98347IMG_1341.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=28666IMG_1342.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=14893IMG_1343_IMG_13490001.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=9322IMG_1350.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=90717IMG_1351.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=9151IMG_1352.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 11:37

ხედი მარტვილის მონასტერიდან მდ. აბაშისკენ სადღაც მანდაა ცნობილი კანიონი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=42667IMG_1353.jpg

მონასტრის ხედები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=93982IMG_1354.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=63908IMG_1356.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=21531IMG_1357.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65741IMG_1358.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=90736IMG_1359.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=28246IMG_1360_IMG_13670001.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=30439IMG_1371.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 11:41

ტყეში მოძრაობისას ბევრი ფოტო არ გადამიღია. აქ უკვე ალპურ ზონაში ვართ ფაქტიურად ცოტაც და შევალთ ასხის პლატოზე
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=43150IMG_1372.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=12021IMG_1373.jpg

პანორამაზე მარჯვენა მხარეს უკვე პლატოც ჩანს
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=95997IMG_1374_IMG_13830001.jpg

ქვევით კი ლამაზი მდელოა. აქ იწყება ცნობილი მდინარე ოკაცე.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=33247IMG_1384.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=96188IMG_1386.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=12056IMG_1389_IMG_13950001.jpg

შემოდგომა მოდის
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=8689IMG_1399.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 11:56

ავედით პლატოზე და ...

რითია ასეთი უნიკალური ასხის პლატო. ჯერ ერთი რომ საკმაოდ ბრტყელი მასივია თან ალპურ ზონაშია. და რაღა თქმა უნდა კარსტული ძაბრები
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98

ამ ფოტოზე სამი ძაბრი ჩანს, ახლომდებარე თან ორადაა კიდევ დაყფილი და შიგნით ტბორიცაა და "ბინა"-ც
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=58026IMG_1402.jpg

აქაც ჩანს ძაბრი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=64311IMG_1403.jpg

ასხის პლატოს სამხრეთ დასავლეთი ნაწილის კლასიკური პეიზაჟი. ძაბრები და ქვებია გარშემო
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=37108IMG_1404.jpg

გზა ძაბრებს შორის გადის. ზოგან ხელოვნურადაა ამაღლებული ქვების ნაყარით
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=86726IMG_1406_IMG_14150001.jpg

კახა ზევით ავიდა და იქიდან იღებს
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=30122IMG_1416.jpg

აი ესაა ლამაზი მდელო ქვევით
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=85802IMG_1417.jpg

ამ ძაბრის ძირში კი ჭაობივითაა.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=59635IMG_1418.jpg

აი ასეთი მასალისგანაა შექმნილი მთელი ეს მასივი. როგორც ხედავთ წვიმის წყალი საკმაოდ იოლად "ჭამს" მას. შედეგად სიღრმეში წარმოიქმნება გამოქვაბულები, ხოლო ზედაპირზე ძაბრები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=31726IMG_1419.jpg

ახლო პლანზე ძაბრი, უკან მდელო
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=43762IMG_1421_IMG_14300001.jpg

გზა წინ მიიწევს
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=14633IMG_1432.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:09

ასხის პლატოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი აბსოლუტურად სხვანაირი გამოდგა
აქ უფრო ბრტყელი ზედაპირია, ბალახით მოფენილი, ძაბრებიც უფრო ბალახოვანია

ეს ჯვარი დგას ქვაზე, რომელიც შორიდან ეკლესიას ჰგავს
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=47792IMG_1433.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=68498IMG_1435.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=62151IMG_1437.jpg

ასხის მდელოები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65754IMG_1438.jpg

ცხენისწყლის მოპირდაპირე ნაპირზე კი ხვამლი ჩანს პროფილში
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=88619IMG_1440.jpg

ასხელი ცუგრიები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=69434IMG_1441.jpg

დააკვირდით წინ რამხელა ძაბრია
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=44016IMG_1442_IMG_14520001.jpg

პიპიები ხვამლის ფონზე
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=10952IMG_1453.jpg

აი იქიდან მოვედით
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=53834IMG_1454.jpg

ეს პატარა ქედი კეტავს პლაოს სამხრეთის მხრიდან და ხვალ აი ამ გზით უნდა გადავიდეთ კინჩხაში
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=54985IMG_1455.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:15

ასხის პლატოს აღმოსავლეთი და ჩრდილო აღმოსავლეთი ნაწილი უფსკრულით მთავრდება, აქ მდ. ცხენისწყალმლა იმუშავა. ფაქტიურად მან გაჭრა მთელი მასივი ორ ნაწილად, მარცხენა ნაპირზე ხვამლი დარჩა, მარცხენაზე ასხის პლატო.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=45919IMG_1456.jpg

ფანტასტიური ხედებია
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=10550IMG_1457.jpg

უკან ჩანს ცხენისწყლის ხეობა, ცაგერი და ცაგერის წყალსაცავი საიდანაც დერივაციული გვირაბებით წყალი ლარანურის წყალსაცავისკენ გადადის
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=35456IMG_1458.jpg

ხვამლი და სოფ. ოყურეში
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=55566IMG_1460.jpg

პანორამა
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=31653IMG_1461_IMG_14700001.jpg

ხედები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=28780IMG_1471.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=29449IMG_1473.jpg

ეს პატარა მდელო ქვევით ჩანდა
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=52146IMG_1475.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:18

დილა და ხედები ცხენისწყლის ხეობაზე
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=56463IMG_1478.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=74594IMG_1479.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=70547IMG_1480_IMG_14880001.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=63454IMG_1491.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=58622IMG_1492.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=66694IMG_1493.jpg

ეს კი უკვე ხედები პლატოზე უღელტეხილისკენ მიმავალი გზიდან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65786IMG_1494.jpg

ჩანს როგორი დაძაბრულია
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=23818IMG_1496.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=34013IMG_1497_IMG_15060001.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:22

ხედები უღელტეხილიდან ცხენისწყალისკენ
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=20644IMG_1507.jpg

დავიწყეთ დაშვება
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=57598IMG_1509.jpg

კიდევ ხედები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=66103IMG_1510.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=53552IMG_1511_IMG_15170001.jpg

ეს კი ის გზაა რომელიც ჩვენ ამოვიარეთ და პირველი ფოტოები საიდანაც დავდეთ
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=56152IMG_1518.jpg

სამახსოვრო ფოტო
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=79769IMG_1520.jpg

მდ. ოკაცეს ხეობა.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=71798IMG_1521.jpg

სოფ. ზედა კინჩხა. აქ უნდა ჩავიდეთ.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=42881IMG_1522.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:25

ამ მომენტში ტყის მასივი უკვე გამოვიარეთ და სოფლის თავზე მდებარე მდელოებზე ვართ უკვე.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=99999IMG_1523.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=17475IMG_1525.jpg

სადღაც აქაა ზედა ჩანჩქერი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=86394IMG_1526.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=56534IMG_1527_IMG_15340001.jpg

ცხენისწყლის ქვედა ხეობა
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=12687IMG_1537.jpg

ცუდად ჩანს მაგრამ აი ეს სერპანტინი ჩამოვიარეთ
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=61038IMG_1538.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:28

ზედა ჩანჩქერი ზედა კინჩხადან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=68508IMG_1539.jpg

ქვედა ჩანჩქერი ზედა კინჩხადან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=16555IMG_1540.jpg

ზედა ჩანჩქერი კინჩა ფერდის გზიდან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=82539IMG_1542.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=50301IMG_1543.jpg

ეს უკვე მისასვლელი ბილიკიდან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=92703IMG_1544.jpg

ოკაცეს ხეობა ასეთია. ისიც ჭრის ამ ქანებს თუმცა ცხენისწყლის მაშტაბებამდე ვერ მივიდა.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65670IMG_1545.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=44089IMG_1547_IMG_15540001.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=99710IMG_1556.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=59789IMG_1557.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=27045IMG_1559.jpg

Posted by: nika Sep 17 2015, 12:32

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=60492IMG_1560.jpg

დიდი ჩანჩქერი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=44117IMG_1562.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=64468IMG_1563_IMG_15700001.jpg

ამინდი გამოვიდა და ჩვენს მეირ გავლილი სერპანტინი უკეთ ჩანს აქედან
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=50269IMG_1572.jpg


ეს კი უკვე აგარასთან სოფ. დოღლაური და მასთან მდებარე არქეოლოგიური გათხრების ადგილი. აი ეს ბორცვი არის მთლიანად ერთი დიდი სასახლის ნაშთები და ქვედა ფენებიც ხელოვნურია სულ
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=57651IMG_1573_IMG_15800001.jpg

აგარის შემოვლითი გზა
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=7353IMG_1581.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=91851IMG_1582.jpg

ცეცხლი მოკიდებია სასახლეს და აი ასე დადნა იქაურობა.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65246IMG_1584.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=28873IMG_1585.jpg

შრეები
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=64033IMG_1586.jpg

Posted by: nika Sep 19 2015, 18:49

პირველი დღის ვიდეოები
https://www.youtube.com/watch?v=G8QrOlEysLM&index=1&list=PLMhw5vejhxgN35gvuCCPcoexWsOXiOJet

Posted by: vais Sep 19 2015, 21:50

GABE84
wasvlas tu daapirebt gamagebinet

Posted by: Parnavaz Sep 20 2015, 16:26

vais


საით ხარ ვაის? სამუშაო დღეებში გცალია?

Posted by: vais Sep 20 2015, 17:07

tbilishi var, kutaishi agar vmushaob, jerjerobit rogorc droebit umushevars sul mcalia)))

Posted by: GABE84 Sep 20 2015, 20:08

Parnavaz
როდის აპირებ?

Posted by: Parnavaz Sep 21 2015, 10:15

GABE84

4შაბათის მერე

Posted by: GABE84 Sep 21 2015, 10:37

Parnavaz
განაგებინე წინა დღით და მეც წამოვალ კრესტავინას შევცვლი გზაში რომ არ დავრჩე

Posted by: Jorjika Sep 21 2015, 12:10

შაფათ-კვირას

Posted by: Parnavaz Sep 21 2015, 14:28

ხოდა გაგებინებ მერე, 4შაბათის მერე.სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს

Posted by: nika Sep 22 2015, 10:34

მეორე დღის ვიძიოები მზადდება თავისი პორნოლიანდებით და კინჩხას ჩანჩქერებზე გაყვანილი ავტობანით.

Posted by: nika Sep 22 2015, 16:23

დღე მეორე
https://www.youtube.com/watch?v=zbtZPzFaiO8&list=PLMhw5vejhxgN35gvuCCPcoexWsOXiOJet&index=6

მცირე კომენტარი
პირველ ვიდეოში ისეთი არაფერი, ქვებზე დაბოდიალობ
მეორე ვიდეო დაშვებაა პლატოდან ტყემდე აქაც ისეთი არაფერი
მესამე ვიდეო აქ იწყება უკვე სამხიდიანების ნავალი გზები თუმცა აქაც ძალიან სირთულეები არაა. უმეტესად უვლი რა და თან ძირითადად სწორ მონაკვეტებზეა ჯალოს ჩააბავ თუ რამეა.
მეოთხე ვიდეოში ძირითადი ორი ცუდი ადგილი მახსენდება 1:00-ზე, თან დაღმართია და თან რავი მარჯვნივ თუ ჩაგაცურა ოოო. 5:30-ზე ძალიან ციცაბო დაღმართია. აი მაგ ორ ადგილში წვიმაში მოხვედრის არანაირი სურვილი არ მექნებოდა. ცხადია სპეციალურად ოფროუდზე თუ არ წავიდოდი მანდ.

Posted by: Cherokaa Sep 22 2015, 20:42

მაგარი სურათებია დღევანდელ თემებში

muagar.gif

რატომ გამომრჩა და გამოვტოვე ეს ამბები ან სად ვიყავი თქო ჩემს თავს ვეკითხები ახლა და ვერაფერსაც ვერ ვიხსენებ საერთოდ

...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)