http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=72028hushtajump.jpg
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია აცხადებს ფოტოკონკურსს.
24-25 სექტემბერს ახალქალაში გამართული თრაიალში საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპის და ტროფი სპრინტი “eXtreme 2016”-ის დროს გადაუღეთ მონაწილეებს ორიგინალური ფოტო, გაიმარჯვეთ კონკურსში და მიიღეთ საჩუქრები.
I ადგილი. 100 ლარიანი Amazon gift card
II ადგილი. 60 ლარიანი Amazon gift card
III ადგილი. 40 ლარიანი Amazon gift card
კონკურსში მონაწილეობის წესები:
1. გადაუღეთ ორიგინალური ფოტო შეჯიბრში მონაწილე ავტომობილს და გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე პირად შეტყობინებებში
https://www.facebook.com/OffRoadersGeorgia
2. ფოტო უნდა იყოს თქვენი გადაღებული ან გქონდეთ უფლება ფოტოს ავტორისაგან და ნებისმიერი სახით მისი გაყალბება ან ფოტო მონტაჟი გამოიწვევს ფოტოს დაბლოკვას.
3. იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა, ფოტო უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემატიკას. მასზე გამსახული უნდა იყოს შეჯიბრში მონაწილე ავტომობილი.
4. ერთი მომხმარებლისთვის საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდულია და შესაძლებელია მაქსიმუმ 3 საკონკურსო ფოტოს მიღება. ფოტო ზომაში უნდა იყოს მინიმუმ 2000X1500.
5. გამარჯვებული გახდება ის ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას (like) დაიმსახურებს.
6. საკონკურსო ფოტოების მიღება დაიწყება 2016 წლის 26 სექტემბრიდან.
7. ფოტოების მიღება შეწყდება 2016 წლის 2 ოქტომბერს, საღამოს 11 საათზე.
8. საკონკურსო დრო ამოიწურება 2016 წლის 9 ოქტომბერს და საღამოს 11 საათის შემდეგ მოპოვებული მოწონებები (like) აღარ ჩაითვლება.
9. გამარჯვებული დასახელდება 11 ოქტომბერს 14:00 საათზე.
10. კონკურში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 16 წლიდან ზევით.
11. ყველა ფოტოზე საავტორო უფლებები რჩებათ მონაწილეებს. კონკურსის ორგანიზაროტს უფლება აქვს გამოიყენოს გამოგზავნილი ფოტოები მის მიერ ორგანიზებული სხვა ოფროუდ შეჯიბრების ან ღონისძიებების რეკლამირების მიზნით.
ყურადღება:
1. კონკურსიდან მოიხსნება ის ფოტო, რომელსაც საეჭვო გზით ექნება მოპოვებული მოწონებები. აკრძალულია სპამით მოწონებების (like) მომატება და მკაცრად გაკონტროლდება ყველა მოწონების (like) მიმცემი პროფილი, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს სპამის და ბოტის მეშვეობით მოწონებების (like) მომატება.
2. თუ დამტკიცდა, რომ ფოტოზე არ არის შეჯიბრის მონაწილის ან უნებართვოდ გაქვთ გამოყენებული სხვის მიერ გადაღებული ფოტო, მაშინ ის მოიხსნება კონკურსიდან.
3. მას შემდეგ რაც მოხდება გამოგზავნილი ფოტოების ატვირთვა საკონკურსო ფოტოების ალბომში, ყველა ფოტოს ავტორი ვალდებულია ატვირთვიდან 3 დღის ვადაში თავი მოინიშნოს (Tag) საკუთარ ფოტოზე. წინაამღდეგ შემთხვევაში ფოტო არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას...
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია წარმატებებს გისურვებთ.
https://www.facebook.com/OffRoadersGeorgia/photos/a.475010014658.259783.92835034658/10154506223679659/?type=3&hc_ref=NEWSFEED
სურათის ზომები ცოტა დამაბნეველია, მაგ ზომა არ არსებობს, უნდა მოჭრან მაგ ზომაზე, სტანდარტულად არსებობს მაგასთან მიახლოებული 3.1 მეგაპიქსელი, რაც იქნება ზომაში 2048×1536 (ზოგი კამერაც იღებს პირდაპირ მაგ ზომას, პარამეტრების შეცვლის მერე)
ამიტომ წერია მინიმუმ
თანამედროვე კამერების 99.99% მაგაზე უკეთესს იღებს. ანუ მაგაზე დიდი ფოტოები შეიძლება უპრობლემოდ.
განცობებთ ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა ვინაობას
I ადგილი - გივი ბეროშვილი - 100 ლარიანი ამაზონ გიფთ ქარდი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2756101_givi.jpg
II ადგილი - ბი ბი - 60 ლარიანი ლარიანი ამაზონ გიფთ ქარდი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6884802_bibi.jpg
III ადგილი - Wilson Darigadi - 40 ლარიანი ამაზონ გიფთ ქარდი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=1024403_wilson.jpg
მესამე სურათიდან მოვითხოვ წილს
D.E.F.
ჰაჰაჰაჰაჰ
სამნი იყავით ხო?
Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)