IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საქართველოს დაცული ტერიტორიები, მნიშვნელოვანია!!!
Geooffroader
post Feb 22 2016, 12:46
Post #1


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



ბატონებო,

საქართველოს ოფროუდის ფედერაცია გაცნობებთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესაძლო კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თანამშროლობის ფარგლებში მოგვმართავს თხოვნით, რომ თავი შევიკავოთ off-road-ისათვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იქ, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები და არ არის ნებადართული ავტომობილებით გადაადგილება. ასეთ ადგილებში მსგავსი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩადენილ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულია შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:


მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას (1500-2000) ლარამდე.

მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას (400-500)ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ - გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას (500-600) ლარამდე.

მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ (40-70) ლარამდე.
2. იგივე ქმდება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში - გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ (60-90) ლარამდე.


აქედან გამომდინარე, სააგენტომ, გამოხატა რა პატივისცემა ოფროუდ-მოძრაობისადმი საქართველოში, თხოვნით მოგვმართა საქართველოს ოფროუდის ფედერაციას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ ოფროუდ-მოძრაობაში ჩართულ პირთა ინფრომირება აღნიშნულის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის სავარუდო კანონდარღვევა და მისი თანმდევი ქმედება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილებისა და შესაძლო კანონდარღვევის პრევენციის მიზნით,საქართველოს ოფროუდის ფედერაცია მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იმ ადგილებში, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები.
მიმართვას თან ახლავს დაცული ტერიტორიების რუკები.
წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის.

პატივისცემით,
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია



თბილისის მიმდებარე დაცული ზონების რუქა.
Attached File  tbilisi_kvartlebi_zonireba.kmz ( 711.26k ) Number of downloads: 512



პ.ს. დროდადრო დაემატება საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიების რუქებიც.


--------------------
come back Nick
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
ბოლშე ნემაგ   საქართველოს დაცული ტერიტორიები   Feb 22 2016, 12:46
sambela   ეს ფერები რა პონტი...   Feb 22 2016, 14:23
nika   sambela ნებართვის გარე...   Feb 22 2016, 14:46
nika   როგორც ხედავთ ჩვენ...   Feb 22 2016, 14:48
Levani   გვავიწროვებენ ნელ ...   Feb 22 2016, 20:11
nika   Levani პრინციპში მანდ ...   Feb 22 2016, 20:26
4runner   ლოგიკას ვერ ვხვდებ...   Feb 22 2016, 20:28
pajero 3.2did   ნიადაგს აფუჭებთ :D   Feb 22 2016, 20:37
nika   4runner დაცული ტრიტორი...   Feb 22 2016, 20:37
USU   4runner ჰუმუსოვანი ფენ...   Feb 22 2016, 20:45
4runner   ეგენი კი წავიკითხე...   Feb 22 2016, 21:54
ბოლშე ნემაგ   ეგენი კი წავიკითხ...   Feb 23 2016, 12:51
Mah0nya   ძირითადად ეგეთ ად...   Feb 23 2016, 14:26
nika   რა ვერ გაიგე? ეგ არს...   Feb 22 2016, 22:41
Hushta   სულაც არ მინდა რომ ...   Feb 22 2016, 22:51
4runner   ანუ მაგ ტერიტორიებ...   Feb 22 2016, 23:26
nika   4runner წერია ზევით რაზ...   Feb 22 2016, 23:31
irakli   სამწუხაროა.   Feb 23 2016, 00:27
მწვანე პარტ   მართალია, გადახედ...   Feb 23 2016, 00:56
მჟავე   მართალია, გადახედ...   Feb 23 2016, 08:49
rezident   ეგრე თოფიანი მონად...   Feb 23 2016, 00:57
4runner   ეგრე თოფიანი მონა...   Feb 23 2016, 09:04
xterra offroad   Bunebrivi safaris dacvit daickes eseni male offist...   Feb 23 2016, 09:06
DVT-222   ვერაა კარგი ამბავი...   Feb 23 2016, 09:52
vid   ვფიქრობ მალე პრეის...   Feb 23 2016, 09:56
4runner   ვერ იმუშავებს ეგ კ...   Feb 23 2016, 09:57
nika   ეს კანონი კაი ხანი...   Feb 23 2016, 11:13
Neo   ბოლშე ნემაგი ფაქტ...   Feb 23 2016, 12:55
ბოლშე ნემაგ   ბოლშე ნემაგი ფაქტ...   Feb 23 2016, 13:10
ბოლშე ნემაგ   მაგალითად თუშეთში ...   Feb 23 2016, 13:05
GIVI   არ შეიძლება ოფროუდ...   Feb 23 2016, 13:33
4runner   არ შეიძლება ოფროუ...   Feb 23 2016, 21:58
pajero 3.2did   რათ უნდა მაგას რეი...   Feb 23 2016, 13:50
GIVI   რათ უნდა მაგას რეი...   Feb 23 2016, 13:59
pajero 3.2did   შენ მაინც არსად ტყ...   Feb 23 2016, 14:03
4runner   რათ უნდა მაგას რეი...   Feb 23 2016, 22:00
mamamia   ხოდა გიხაროდენ გიხ...   Feb 23 2016, 14:05
pajero 3.2did   ხოდა გიხაროდენ გი...   Feb 23 2016, 14:08
Neo   ბოლშე ნემაგი მე პო...   Feb 23 2016, 14:10
GIRA   ძირითადად ეგეთ ად...   Feb 23 2016, 14:58
ბოლშე ნემაგ   ძოხო ეს შენ წერ ამი...   Feb 24 2016, 00:21
nika   Mah0nya კი ბატონო ეს უბ...   Feb 23 2016, 16:17
ERTAWMINDELI   დღეს ველაპარაკე გა...   Feb 23 2016, 22:31
ბოლშე ნემაგ   დღეს ველაპარაკე გ...   Feb 24 2016, 00:25
ERTAWMINDELI   მე რაც მითხრეს ის ვ...   Feb 24 2016, 00:51
nika   ERTAWMINDELI ეს ტერმინი სა...   Feb 24 2016, 01:06
ERTAWMINDELI   nika მაგდენი უკვე აღა...   Feb 24 2016, 01:10
ERTAWMINDELI   ეგ არ გამხსენებია ...   Feb 24 2016, 01:13
USU   ERTAWMINDELI ვინ არის ეგ თა...   Feb 24 2016, 01:49
ERTAWMINDELI   USU კანცელარიას რა ი...   Feb 24 2016, 01:56
USU   ERTAWMINDELI კანცელარიის უ...   Feb 24 2016, 02:10
ERTAWMINDELI   USU არა მაგ აზრით არ მ...   Feb 24 2016, 02:15
ERTAWMINDELI   გაგზავნა გამოგზავ...   Feb 24 2016, 02:16
USU   ERTAWMINDELI თუ სააგენტოს ...   Feb 24 2016, 02:20
ERTAWMINDELI   ეგეთი ამბები ტელეფ...   Feb 24 2016, 02:53
USU   ERTAWMINDELI რა, ორ ოფიციალ...   Feb 24 2016, 02:55
ERTAWMINDELI   USU რა ვიცი რა ვიცი ამ...   Feb 24 2016, 02:57
USU   ERTAWMINDELI ჩვეულებრივი ა...   Feb 24 2016, 02:59
Neo   USU ან ეთქვა წერილობ...   Feb 24 2016, 09:22
nika   USU ამას კიდევ შეიძლ...   Feb 24 2016, 11:02
otk   ოკუპირებულ ტერიტო...   Feb 24 2016, 12:01
nika   ოკუპირებულ ტერიტო...   Feb 24 2016, 13:10
USU   nika კი ბატონო. Neo :lol:   Feb 24 2016, 12:09
Neo   ტარიფები http://apa.gov.ge/ge/eco...   Apr 20 2016, 11:58


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 21:22