საქართველოს დაცული ტერიტორიები, მნიშვნელოვანია!!! |
საქართველოს დაცული ტერიტორიები, მნიშვნელოვანია!!! |
Geooffroader |
Feb 22 2016, 12:46
Post
#1
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
ბატონებო,
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია გაცნობებთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესაძლო კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თანამშროლობის ფარგლებში მოგვმართავს თხოვნით, რომ თავი შევიკავოთ off-road-ისათვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იქ, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები და არ არის ნებადართული ავტომობილებით გადაადგილება. ასეთ ადგილებში მსგავსი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩადენილ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულია შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას (1500-2000) ლარამდე. მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას (400-500)ლარამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ - გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას (500-600) ლარამდე. მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა 1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ (40-70) ლარამდე. 2. იგივე ქმდება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში - გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ (60-90) ლარამდე. აქედან გამომდინარე, სააგენტომ, გამოხატა რა პატივისცემა ოფროუდ-მოძრაობისადმი საქართველოში, თხოვნით მოგვმართა საქართველოს ოფროუდის ფედერაციას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ ოფროუდ-მოძრაობაში ჩართულ პირთა ინფრომირება აღნიშნულის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის სავარუდო კანონდარღვევა და მისი თანმდევი ქმედება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილებისა და შესაძლო კანონდარღვევის პრევენციის მიზნით,საქართველოს ოფროუდის ფედერაცია მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იმ ადგილებში, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები. მიმართვას თან ახლავს დაცული ტერიტორიების რუკები. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის. პატივისცემით, საქართველოს ოფროუდის ფედერაცია თბილისის მიმდებარე დაცული ზონების რუქა. tbilisi_kvartlebi_zonireba.kmz ( 711.26k ) Number of downloads: 512 პ.ს. დროდადრო დაემატება საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიების რუქებიც. -------------------- come back Nick
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 19:13 |