წოდორეთი-დიდგორი-მუხათგვერდი (19.05.07) |
წოდორეთი-დიდგორი-მუხათგვერდი (19.05.07) |
May 19 2007, 22:03
Post
#1
|
|
Unregistered |
გევდით შემდეგი მარშუტით:
ლისი-წოდორეთი-ტაბარუკი-დიდგორი-ძეგვის ტბა-ჭილის ტბა-მუხათგვერდი ძაან მააგრი იყო ყველაფერი თავისი მწავდებით და გაჭედვებით და ა.შ. მონაწილეობდნენ: 1) მე და მეგგი (სამურაი) 2) ზურაბაუ (ნივა დალიფტული) 3) ვუჰუ (ნივა) 4) ლევანი65 (პაჯერო II) 5) ნივა_ხო (ნივა) 10 საათზე შევიკრიბეთ მიცუბისების გარაჟებთან პლატოზე. შემდეგ გავედით წოდორეთისკენ. იქ დაგვხვდა ვახო და გავუბერეთ ტაბარუკისკენ. გზად მაგარი სიმშრალე იყო და უკვე გვენანებოდა რომ ტყუილად მივდიოდით მაგრამ ზევით ტალახები იყო მაინც. უფრო მეტიც. დიდგორთან ალაგ-ალაგ თოვლიც კი იდო ჩრდილებში (ფოტოებზე ნახავთ). ბოლოს რამდნეიმე საინტერესო გუბის გავლიშ სემდეგ მივედით დოდგორში. აქ გადავწყვიტეთ რომ დავბრუნებულიყავით უკან და ჩავსულვიყავით ჭილის ტბაზე. ნივა_ხოს სამწუხაროდ ეჩქარებოდა და ისევ იმ გზით დაბრუნდა წოდორეთში რითიც ამოვედით. ჩვენ კიდე გამოუკვლევი გზით წავედით. გზად საკმაოდ ბევრი საინტერესო იყო. დაცემული ხე რომელსაც შემოვუარეთ და მანქანები 3 ბორბალზე დავაყენეთ. ტალახის რამდნეიმე გუბე და ა.შ. ბოლოს ვიმწვადავეთ იმ ადგილას სადაც წინა გასვლისას გელა თოვლში გაიჭედა და მერე ბენზინის ატსტოინიკი გაუფიჭდა. იქვე გუბეში ჯერ ვუჰუ შევიდა და ვერ გამოვიდა. მერე ზურაბაუ. მერე ისევ ვუჰუ ისევ ზურაბაუ და ა.შ. და ვინაიდან მე ჩემ ძრავს ვზოგავდი (მაინც ჯერ ცოტა აქვს გავლილი და აბაროტებსაც 3000-ზე ზევით ვცდილობდი არ ამეწია), მათი ამოთრევა სულ ლევანის უწევდა. მაგ გუბეში ტრიტონებიც ვიპოვეთ. ბოლოს დავიძარით ჭილის ტბისკენ. იქ ვნახეთ ნაკვადროციკლალი ადგილები და დავეშვით მუხათგვერდისკენ. ცხადია იმ ადგილს გვერდს ვერ ავუვლიდით სადაც ჯაბა და სტალკერა გაიჭედნენ. ჯერ ზურაბაუმ სცადა გავლა და მაგრად ჩაჯდა. თან მანქანა ისე დაიხარა რო ბენზინი აღარ მიეწოდებოდა და ჩაქვრა. წვალების შემდეგ ლევანიმ ამოათრია. ამის შემდეგ უკვე მე ვცადე და გავიარე (მარა გვერდი გამოვდე მიწას და წინა მარცხენა არკჯის რასშირიტელი მოვაძრე). აქვე უნდა აღვნიშნო რო მანამდე სულ ვეჯიბრებოდით მე და ზურაბაუ. ორ თუ სამ ადგილას მე ვერ გავდიოდი (ერთგან გავიჭედე კიდევაც) და მერე ის გადიოდა და მერე მეორე ცდით მეც გავდიოდი. საერთოდ ზურაბაუს მანქანამ ძაან კაი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს დავეშვით მუხათგვერდისკენ და დავიშალეთ სხლებში. ესეც მარშუტის რუკა. მთლიანად ჩემი სახლიდან სახლამდე 73 კმ გავიარე. |
Levani |
May 21 2007, 13:57
Post
#2
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვერსიას მანქანების და მძღოლების რეიტინგის შესახებ.
მანქანები: 1.მეგი(უდაოდ მაგარია და ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა) 2.ნივა დალიფტული (ბევრად კარგი გამავლობა აქვს ვიდრე სტანდარტულებს) 3.ნივა-ბიბი(რამენაირად ტრამბლიორის პრობლემა უნდა მოეხსნას) 4.ნივა-ხო(ბოლომდე,რომ დარჩენილიყო უკეთესი იქნებოდა) მძღოლები: 1.ზურაბაუ(სუფთა ექსტრემალია) 2.ვუჰუ(ძალიან უყვარს თავისი "ბიბი") 3.ნიკა(მასთან ერთად არსად არ დაიკარგები) 4.ნივა-ხო(სამაგიეროდ ინგლისურში მეცადინეობა არ გააცდინა და ესეც დასაფასებელია) |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 10:49 |