აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
irakli |
Nov 18 2008, 00:03
Post
#1
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
სანამ ტყვიების მონაცემებში მიდის გაცხოველებული ბაასი მეზობლად, შეიძლება საინტერესო იყოს ამ თემის გახსნა, რადგან ვერ ვიპოვე მსგავსი ფორუმზე. ზამთარი მოდის, ჯალამბარების რაოდენობა იზრდება და ამ დროს ხარისხიანი აკუმულატორი ბევრს ნიშნავს.
3 წლის წინ თეგეტაში ვიყიდე ვარტა ბლუ დინამიკი, 75 ამპერიანი, იმუშავა წინა 460 ზე , თუმცა რადგან გაზზე იყო მანქანა, გარანტია 2წლიდან 6 თვემდე შემიმცირეს. მერე გადმოვაყენე 463 თუმცა, მოგვიანებიტ ვნახე რომ 90-იანი უწერია მანუალში, მაგრამ 2 სეზონი გუდაურში არ დატყობია under ამპერაჟი, პლუს ინტენსიური მუშაობა ჯალამბარზე რამდენჯერმე ბოლომდე დასმამდე (თუმცა დასმას ვარტა ცუდად იტანს როგორც ტესტებში წამიკითხავს). ჯერჯერობით ახალივით არის, თუმცა ცოტა ნაკლებ დროს ამუშავებს ჯალამბარს დასმამდე. ადრე ნივაზე თურქული ვიყიდე წერეთელზე, ელექტროლიტი გააპარა, კი შემიცვალეს, მაგრამ კაპოტის შიდა ნაწილის შეღებვა მომიწია. საკუთარი გამოცდილებით უფრო ეკონომიურია ბრენდის ყიდვა, რადგან მეტ ხანს ძლებს + ხარისხი + რეალური გარანტია. ბრენდებიდან ბანერი და ვარტა ვიცი, რაც საქართველოშია არის კიდევ რამე? ხო კიდევ მუტლუ, თუმცა ოფიციალურად თუ არის მაგის დილერი არ გამიგია, სხვანაირად კი გაყალბების საფრთხეა. ახლა ვნახე რომ ვარტას AGM ტექნოლოგია აუთვისებია, ესეიგი კონკურენციას გაუწევს ლეგენდარულ ოპტიმას. კაბელასზე ოპტიმა მხოლოდ გემების მოდიფიკაციებია. რატომღაც. საინტერესოა ამ ვარტა ულტრას თუ შემოიტანენ საქართველოში, წესით მინიმუმ 2ჯერ უნდა გაზარდოს ჯალამბარის უწყვეტი მუშაობის დრო. თუმცა მე მაინც ოპტიმას ვანიჭებ უპირატესობას (მეტი აქვს რექორდი). Attached image(s) -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
lado |
Aug 25 2009, 23:09
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 2,363 Joined: 12-August 07 Member No.: 319 მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T |
LASHABRE
ციტატა ჰაა.. კაკრას დღეს ვიყიდე წერეთლზე, ჩემ მანქანას 45 ამპერინი უყენია და 120 მეეთი გავისროლე. გროშკაპიკი არ დააკლო.. ვარტა მარტა არ არის მარა ერთი წელი გარანტია მომცა და ატვეჩაი ვარო რო 3 წელი იმუშავებსო.. არადა ჩემი ძალით გავაფუჭე. ხალასტოი აბაროტით ვამუშავე 2 საათი ღამე,სათევზაოთ ვიყავი და დამიღამდა.დალნებით და ვინტილიატორით იწვალა ეტყობა საწყალმა , ეტყობა ბებერი იყო ძაან და ჩაიშალა. მაგის დედაც... დაგემატებინა 40-ლარი და გეყიდა ვარტას 45-ამპერიანი. მე 160-ლარად ვიყიდე ზამთარში თეგეტამოტორსში. This post has been edited by lado: Aug 25 2009, 23:10 -------------------- Land-surveyor
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 10:58 |