აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
irakli |
Nov 18 2008, 00:03
Post
#1
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
სანამ ტყვიების მონაცემებში მიდის გაცხოველებული ბაასი მეზობლად, შეიძლება საინტერესო იყოს ამ თემის გახსნა, რადგან ვერ ვიპოვე მსგავსი ფორუმზე. ზამთარი მოდის, ჯალამბარების რაოდენობა იზრდება და ამ დროს ხარისხიანი აკუმულატორი ბევრს ნიშნავს.
3 წლის წინ თეგეტაში ვიყიდე ვარტა ბლუ დინამიკი, 75 ამპერიანი, იმუშავა წინა 460 ზე , თუმცა რადგან გაზზე იყო მანქანა, გარანტია 2წლიდან 6 თვემდე შემიმცირეს. მერე გადმოვაყენე 463 თუმცა, მოგვიანებიტ ვნახე რომ 90-იანი უწერია მანუალში, მაგრამ 2 სეზონი გუდაურში არ დატყობია under ამპერაჟი, პლუს ინტენსიური მუშაობა ჯალამბარზე რამდენჯერმე ბოლომდე დასმამდე (თუმცა დასმას ვარტა ცუდად იტანს როგორც ტესტებში წამიკითხავს). ჯერჯერობით ახალივით არის, თუმცა ცოტა ნაკლებ დროს ამუშავებს ჯალამბარს დასმამდე. ადრე ნივაზე თურქული ვიყიდე წერეთელზე, ელექტროლიტი გააპარა, კი შემიცვალეს, მაგრამ კაპოტის შიდა ნაწილის შეღებვა მომიწია. საკუთარი გამოცდილებით უფრო ეკონომიურია ბრენდის ყიდვა, რადგან მეტ ხანს ძლებს + ხარისხი + რეალური გარანტია. ბრენდებიდან ბანერი და ვარტა ვიცი, რაც საქართველოშია არის კიდევ რამე? ხო კიდევ მუტლუ, თუმცა ოფიციალურად თუ არის მაგის დილერი არ გამიგია, სხვანაირად კი გაყალბების საფრთხეა. ახლა ვნახე რომ ვარტას AGM ტექნოლოგია აუთვისებია, ესეიგი კონკურენციას გაუწევს ლეგენდარულ ოპტიმას. კაბელასზე ოპტიმა მხოლოდ გემების მოდიფიკაციებია. რატომღაც. საინტერესოა ამ ვარტა ულტრას თუ შემოიტანენ საქართველოში, წესით მინიმუმ 2ჯერ უნდა გაზარდოს ჯალამბარის უწყვეტი მუშაობის დრო. თუმცა მე მაინც ოპტიმას ვანიჭებ უპირატესობას (მეტი აქვს რექორდი). Attached image(s) -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
Neo |
Aug 27 2009, 12:37
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
გუშინ ვიყიდე TUNC -ის აკუმლატორი - 110 ამპერიანი 175 ლარად (ისანში სანდრიკას რჩევით )
მანქანას მოყვა 80 ამპერიანი (მაგრამ გასათვალისწინებელია რომ BMW-ს Genuine აკუმლატორი იყო, ამერიკული და რეალურად ექნებოდა 80 ამპერი), ახლად შეძენილს რეალური ალბათ 95-100 მაინც ექნება. ცოტა მეტი არაფერს არ დაუშავებს მანქანას, რომელსაც ყველაფერი ელექტრო აქვს. თურქეთშია აწყობილიო (ტექნოლოგია ამერიკულიაო მგონი). ერთი და იგივე ფასში იყო არჩევანი მშრალსა და სველს შორის და ვარჩიე მაინც ძველი ტექნოლოგიის აღება (ასეთივე იდგა მანქანაში, საბარგულშია ). 1 წლიანი გარანტია მოყვა - ანუ ამ ზამთარს მინ ბაკურიანს გადაიტანს და მომავალ ზაფხულსაც მოუწევს სიცხეებში მუშაობა. 3 წელიც რომ იმუშავოს კარგად ძალიან კმაყოფილი ვიქნები. -------------------- My way
Always a better way |
OSA-003 |
Aug 27 2009, 15:49
Post
#3
|
Advanced Member Group: Registered Posts: 292 Joined: 16-December 08 Member No.: 3,665 მანქანა: SUBARU FORESTER |
გუშინ ვიყიდე TUNC -ის აკუმლატორი - 110 ამპერიანი 175 ლარად (ისანში სანდრიკას რჩევით ) მანქანას მოყვა 80 ამპერიანი (მაგრამ გასათვალისწინებელია რომ BMW-ს Genuine აკუმლატორი იყო, ამერიკული და რეალურად ექნებოდა 80 ამპერი), ახლად შეძენილს რეალური ალბათ 95-100 მაინც ექნება. ცოტა მეტი არაფერს არ დაუშავებს მანქანას, რომელსაც ყველაფერი ელექტრო აქვს. თურქეთშია აწყობილიო (ტექნოლოგია ამერიკულიაო მგონი). ერთი და იგივე ფასში იყო არჩევანი მშრალსა და სველს შორის და ვარჩიე მაინც ძველი ტექნოლოგიის აღება (ასეთივე იდგა მანქანაში, საბარგულშია ). 1 წლიანი გარანტია მოყვა - ანუ ამ ზამთარს მინ ბაკურიანს გადაიტანს და მომავალ ზაფხულსაც მოუწევს სიცხეებში მუშაობა. 3 წელიც რომ იმუშავოს კარგად ძალიან კმაყოფილი ვიქნები. 5 წელი მინიმუმ აკუ აღარ დაგჭირდება |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 09:19 |