ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, სავარაუდო ინფორმაცია |
ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, სავარაუდო ინფორმაცია |
nika |
Oct 10 2009, 12:46
Post
#1
|
Unregistered |
კლუბის გამგეობაზე დამტკიცებული იქნება უახლოეს მომავალში. მარა მანამდე ხალხი მზადებაში რო იყოს შეგატყობინებთ რომ:
ა.წ. 7-8 ნოემბერს, ჩვენი კლუბის მიერ, მოეწყობა ახალი ტიპის ოფროუდ შეჯიბრი ტროფი რეიდი "დიდგორი-2009". შეჯიბრის რეგლამენტი შემუშავების სტადიაშია და როგორც კი მზად იქნება გამოვაქვეყნებთ. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს 1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა 2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი აღჭურვილი ჯალამბარით 3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი რომელიც ტრეკების ჩაწერის და მათზე გაყოლების საშუალებას იძლევა (ოპტიმალურია ლეპტოპი ან პოკეტ პისი რომლებზეც ჩაწერილია OziExplorer-ი) და ციფრული ფოტოაპარატი. 4) უნდა ჰყავდეს შტურმანი. 5) გადაიხადოს შენატანი (შენატანის ოდენობა დამატებით იქნება დაზუსტებული). რა არის ტროფი რეიდი ტროფი რეიდი ტარდება კლასიკური რალის მსგავსად. ანუ შედგება ორი ტიპის მონაკვეთებისგან 1) საგზაო სექცია. აქ მონაწილემ უნდა იაროს ზუსტად დადგენილ დროში (არც უფრო სწრაფად და არც უფრო ნელა) ყველა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით. 2) სპეც მონაკვეთი. რთულად გადასალახი მონაკვეთი რომელიც მონაწილემ უნდა გაიაროს რაც შეიძლება სწრაფად. სპეც მონაკვეთების ზოგ ადგილას მოწყობილი იქნება საკონტროლო წერტილები, რომელთა დალაშქვრა მოხდება ორიენტირების მსგავსად (ფოტოაპარატის საშუალებით დადასტურებით), განსხვავება ისაა რომ ეს წერტილები სავალდებულოდ უნდა დაილაშქოს. ამ მონაკვეთების გავლისთვის მონაწილეებს მიეცემათ GPS ტრეკები. ტრეკიდან მაქსიმალური გადახრა შეზღუდული იქნება. ამის გასაკონტროლებლად მონაწილის ავტომობილში დამონტაჟებული იქნება GPS ლოგერები რომლებიც ჩაიწერენ მათ მიერ მოძრაობის გზას. შეჯიბრი იწარმოებს ორ ჩათვლით ჯგუფში. 1) TR2 - მომზადებული ავტომობილები. აკრძალულია, ტრაქტორის საბურავები და 33"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები, პორტალური ხიდებისთვის და 1400 მმ-ზე ვიწრო ლიანდის მქონე მანქანებისთვის 30"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები. დამონტაჟებული ჯალამბარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს. 2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული იქნება 20-ით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით "ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571 |
GIRA |
Oct 13 2009, 10:53
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
SAMURAI
შენი ლაპარაკიდან რა გამოდის იცი? ესეიგი, აქამდე ყოველთვის იცოდი წინასწარ ტრასები შემთხვევით წერტილებიც ხომ არ გქონდა ???????? -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
SAMURAI |
Oct 17 2009, 01:44
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 2,812 Joined: 15-September 06 Member No.: 19 მანქანა: SUZUKI SAMURAI GTI 16V 1300cc, INSA TURBO SPECIAL TRACK 31 |
SAMURAI შენი ლაპარაკიდან რა გამოდის იცი? ესეიგი, აქამდე ყოველთვის იცოდი წინასწარ ტრასები შემთხვევით წერტილებიც ხომ არ გქონდა ???????? რათქმაუნდა მქონდა ისევე როგორც შენ წოდორეთში კიარა ლისის ტბა რო დავინახე დავრწმუნდი რო ავცდი გზას და ამოვბრუნდი This post has been edited by SAMURAI: Oct 17 2009, 01:47 -------------------- SUZUKI- way of life !
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 07:33 |