ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, ტროფი რეიდი |
ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, ტროფი რეიდი |
nika |
Nov 4 2009, 11:50
Post
#1
|
Unregistered |
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ა.წ. 20-21-22 ნოემბერს მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს 1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა 2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი აღჭურვილი ჯალამბარით 3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი რომელიც ტრეკების ჩაწერის და მათზე გაყოლების საშუალებას იძლევა (ოპტიმალურია ლეპტოპი ან პოკეტ პისი რომლებზეც ჩაწერილია OziExplorer-ი) და ციფრული ფოტოაპარატი. 4) უნდა ჰყავდეს შტურმანი. 5) გადაიხადოს შენატანი (შენატანის ოდენობა დამატებით იქნება დაზუსტებული). შეჯიბრის ფორმატია ტროფი რეიდი რა არის ტროფი რეიდი ტროფი რეიდი ტარდება კლასიკური რალის მსგავსად. ანუ შედგება ორი ტიპის მონაკვეთებისგან 1) საგზაო სექცია. აქ მონაწილემ უნდა იაროს ზუსტად დადგენილ დროში (არც უფრო სწრაფად და არც უფრო ნელა) ყველა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით. 2) სპეც მონაკვეთი. რთულად გადასალახი მონაკვეთი რომელიც მონაწილემ უნდა გაიაროს რაც შეიძლება სწრაფად. სპეც მონაკვეთების ზოგ ადგილას მოწყობილი იქნება საკონტროლო წერტილები, რომელთა დალაშქვრა მოხდება ორიენტირების მსგავსად (ფოტოაპარატის საშუალებით დადასტურებით), განსხვავება ისაა რომ ეს წერტილები სავალდებულოდ უნდა დაილაშქოს. ამ მონაკვეთების გავლისთვის მონაწილეებს მიეცემათ GPS ტრეკები. ტრეკიდან მაქსიმალური გადახრა შეზღუდული იქნება. ამის გასაკონტროლებლად მონაწილის ავტომობილში დამონტაჟებული იქნება GPS ლოგერები რომლებიც ჩაიწერენ მათ მიერ მოძრაობის გზას. შეჯიბრი იწარმოებს ორ ჩათვლით ჯგუფში. 1) TR2 - მომზადებული ავტომობილები. აკრძალულია, ტრაქტორის საბურავები და 33"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები, პორტალური ხიდებისთვის და 1400 მმ-ზე ვიწრო ლიანდის მქონე მანქანებისთვის 30"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები. დამონტაჟებული ჯალამბარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს. 2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული იქნება 20-ით. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრის საიტზე http://didgori.offroad.ge რეგლამენტი - http://www.off-road.ge/competitions/reglament.html ან დაგვიკავშირდეთ "ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571 |
nika |
Nov 5 2009, 11:15
Post
#2
|
Unregistered |
zurabau
21-ე საუკუნეა ლეგენდა ჯერ არ გადაგვიწყვეტია იქნება თუ არა. მადა დაჭერა არ შეწყდება მაგი ვიცი 99%. ზოგადად ტროფის ჩატარების წესებშიც არაა მითითებული რო ლეგენდა უნდა იყოსო სავალდებულოდ. თუ გინდა ლეგენდა იხმარეო თუ გინდა GPS-ის კოორდინატებიო. |
zurabau |
Nov 5 2009, 13:17
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 3,010 Joined: 13-February 07 Member No.: 146 მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ! |
zurabau 21-ე საუკუნეა ლეგენდა ჯერ არ გადაგვიწყვეტია იქნება თუ არა. მადა დაჭერა არ შეწყდება მაგი ვიცი 99%. ზოგადად ტროფის ჩატარების წესებშიც არაა მითითებული რო ლეგენდა უნდა იყოსო სავალდებულოდ. თუ გინდა ლეგენდა იხმარეო თუ გინდა GPS-ის კოორდინატებიო. რა ვიცი, რა ვიცი პარიჟ-დაკარზე სულ უხეო ტყეებია და იქაც 21-ე საუკუნეა, ტექნიკა უფრო ძვირად ღირებული და პროფესიონალური აქვთ,მაგრამ რატომღაც მაინც იკარგებიან მონაწილეები... მე მგონი რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე უცხო პლანეტელები უტევენ და GPS-ისთვის სიგნალს უხშობენ -------------------- RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com
Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига........... Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать. |
tetri |
Nov 5 2009, 22:33
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 774 Joined: 6-February 09 Member No.: 3,795 მანქანა: pajero mmc 2 |
რა ვიცი, რა ვიცი პარიჟ-დაკარზე სულ უხეო ტყეებია და იქაც 21-ე საუკუნეა, ტექნიკა უფრო ძვირად ღირებული და პროფესიონალური აქვთ,მაგრამ რატომღაც მაინც იკარგებიან მონაწილეები... მე მგონი რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე უცხო პლანეტელები უტევენ და GPS-ისთვის სიგნალს უხშობენ ზუსტათ მაგი ვიკითხე მეც მარა გპს ზუსტია-ოოოოო, ტაკHტო ვაპროსავ ნეტ შემდეგ ვნახავთ, რავი ია ტაკ დუმაიუ . |
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 07:51 |