PIX.GE, სურათების უფასო ჰოსტინგი |
PIX.GE, სურათების უფასო ჰოსტინგი |
Sikvdila |
Apr 3 2010, 22:12
Post
#1
|
Member Group: Registered Posts: 40 Joined: 25-December 07 Member No.: 557 |
მოგესალმებით
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://serv.ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ). საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. |
Sikvdila |
Apr 22 2010, 07:30
Post
#2
|
Member Group: Registered Posts: 40 Joined: 25-December 07 Member No.: 557 |
nika
2.0 --ზე ვიცი ხო, რადიკალურად განსხვავებული რაღაცეები ქონდა, რაც მერე გამოასწორეს 3-იან ვერსიებში. ფაირფოქსის ექსთენშენებიც კი, რომლებიც 2-ზე იყო, 3-ზე ავტომატურად აღარ წავიდა, ახალი ექსთენშენები დაჭირდა. ჯობია 3-იან ვერსიაზე მიდიოდეს, ბოლო ეგაა, ვიდრე 2-იანზე. chochich ვფიქრობდით მაგაზე. აქ კაი, რაც გჭირდებათ იმას ტვირთავთ, მაგრამ არის ხალხი, ვინც მაქსიმუმზე უშვებს ყველაფერს, ანუ ერთდროულად 10 x 5მბ ფაილებს ტვირთავენ და ყველა ეფექტს ერთად ნიშნავენ ასეთ დროსაც კი, მაშინვე ხდება სერვერების მიერ დამუშავება, მომხმარებელს არ უწევს ზედმეტი ლოდინი. მაგრამ რამხელაზეც არ უნდა აწიო ეგ ზღვარი, ანუ 20 ფოტოს უფლება რომ მისცე, 20-ივეს ერთად მასე იზამენ და ზედმეტი უსარგებლო შრომაა სერვერებისთვის. მეორე ობიექტური მიზეზი კიდევ: სერვისის გაშვებამდე, ზოგი იმასაც ამბობდა, 50-მდე ფაილის ერთდროული ატვირთვა გავაკეთოთო. ანუ, რამდენიც არ უნდა იყოს, მუდამ მეტს მოითხოვენ და რაღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს san-dro არის გეგმაში, ოღონდ უფრო წლის ბოლოსთვის, მანამდე სხვა პროექტებია. This post has been edited by Sikvdila: Apr 22 2010, 07:33 |
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 08:15 |