ტროფი-ორიენტირება "უჯარმა 2012" - შენიშვნები, იდეები, წინადადებები |
ტროფი-ორიენტირება "უჯარმა 2012" - შენიშვნები, იდეები, წინადადებები |
irakli |
May 16 2012, 00:19
Post
#1
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
ნიკას და ლევანს კი გავუზიარე ეს აზრი უკვე (თავიდან მევლუდმა თქვა, მერე ფრიდონმა, ასე რომ ორიგინალური არ არის):
კარგი იქნებოდა, რომ გამარჯვებულების გამოცხადება მომხდარიყო შეჯიბრის დასრულების დღესვე, 1 საათზე მეტი წერტილების დათვლას არ უნდაო, მსაჯებსაც თითქმის აღარ მოსდით შეცდომები დათვლაში. გასაჩივრებისთვის ან იმავე დღეს კიდევ 1 საათი მიეცემოდა მონაწილეებს, ან რაც უკეთესია, მეორე დღეს ექნებოდათ ამის საშუალება. და პოსტ ფაქტუმ გადანაწილდებოდა ადგილები, (რაც ბოლო დროს ძალიან იშვიათია) როგორც ეს ავტოსპორტის სხვა სახეობებშია. ეს 1. პრესისთვისაც კარგი იქნებოდა, 2. უცხოელი მონაწილეებისთვის, და 3. ასევე დაჯილდოება აღარ იქნებოდა ნაკლებად ემოციური, როგორც ეს 1 კვირის მერე ხდება. კარგი იქნება, თუ კლუბში იმსჯელებთ ამ საკითხზე. -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
nika |
May 16 2012, 17:33
Post
#2
|
Unregistered |
baikushi
ციტატა გასაპროტესტებლად მონაწილეებმა საჯარიმო დროის გასვლიდან დაახლოებით 1საათში შეიძლება მიიღონ ფოტოების დათვალიერების საშუალება კომპიუტერის გარეშეც. საკმაოდ კარგი 13' DIGITAL PHOTO FRAME 100ლარის ფარგლებში ეტევა. ტექნიკურად ვერ მივხვდი როგორ უნდა მოხდეს. ნუ იდეაში სხვა კატეგორია მონაწილეს არ აინტერესებს. ავიღოთ საშუალო კატეგორია სადაც 10 მონაწილეა აქედან 7-მა დააფინიშა საშუალოდ იღებენ 15-მდე წერტილს. თითოზე 2 ფოტო ანუ ჯამში არის 7*15*2=210 ფოტო უნდა დათვალიერდეს 7-ჯერ. ანუ 1500 დათვალიერება გამოდის. თითო ფოტო დაახლოებით 2 წამი რო ათვალიეროს მონაწილემ მარტო ამ კატეგორიას 50 წუთი დასჭირდება. დანარჩენ 4 კატეგორიას კიდევ ამდენივე. |
edison |
May 16 2012, 17:59
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 1,868 Joined: 29-April 08 Member No.: 1,910 მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20 |
baikushi ტექნიკურად ვერ მივხვდი როგორ უნდა მოხდეს. ნუ იდეაში სხვა კატეგორია მონაწილეს არ აინტერესებს. ავიღოთ საშუალო კატეგორია სადაც 10 მონაწილეა აქედან 7-მა დააფინიშა საშუალოდ იღებენ 15-მდე წერტილს. თითოზე 2 ფოტო ანუ ჯამში არის 7*15*2=210 ფოტო უნდა დათვალიერდეს 7-ჯერ. ანუ 1500 დათვალიერება გამოდის. თითო ფოტო დაახლოებით 2 წამი რო ათვალიეროს მონაწილემ მარტო ამ კატეგორიას 50 წუთი დასჭირდება. დანარჩენ 4 კატეგორიას კიდევ ამდენივე. ნიკოლოზ, ხომ შეიძლება ჭI-FI ქსელი გაკეთდეს, და ყველა მონაწიელს ქონდეს წვდომა პაპკაზე, რომელშიც ჩაიტვირტება მონაწილეების ფოტოები, ფაილების შეცვლა-წაშლის უფლების გარეშე ? -------------------- TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)
Так выпьем же за кибернетиков! :D |
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 05:09 |