საძელეს მთა, 3258 მეტრი ზღვის დონიდან., ავტომობილით ასვლა |
საძელეს მთა, 3258 მეტრი ზღვის დონიდან., ავტომობილით ასვლა |
Muddy Princess |
Jul 13 2015, 12:32
Post
#1
|
Super Member Group: Registered Posts: 2,406 Joined: 8-August 12 Member No.: 5,568 მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2 |
მოვხენით პირადი რეკორდი და ავედით გუდაურში საძელეზე 3258 მეტრი. გზა ნორმალურია, სამანქანო გზა ადის, გამართული 4X4 მანქანა კარგი მატორით და ძლიერი გულის მქონე მძღოლით ავა უპრობლემოდ. პარკეტნიკები არამგონია. ბოლოსკენ არის კარგი დაქანებული ქვიანი აღმართები. ამინდში არ გავიმართლა, ღრუბლების გამო ულამაზესი ხედები დაფარული იყო
|
anri---777 |
Sep 10 2015, 20:53
Post
#2
|
Advanced Member Group: Registered Posts: 189 Joined: 26-March 15 Member No.: 6,457 მანქანა: Nissan Terrano II |
დღეს ვიყავი საძელეს მთაზე ჩემი ჯიპით
როგორც ხალხი წერდა, ისე არ დამხვდა რეალობა, ნებისმიერი ცოტა გამოცდილი მძღოლი უპრობლემოდ ავა მანდ, აღმართები კია, მაგრამ არა ისეთი, უბრალო, ჩვეულებრივი აღმართებია, მე მეგონა ლომის მთაზე რომ აღმართია ბოლოსკენ, ასეთი დამხვდებოდა აქაც, ახლოსაც ვერ მოვა ლომის მთის აღმართთან საძელეს აღმართი, ვერც კუდების აღმართი, ესეც ჩვეულებრივი აღმართია, ბევრ სოფელში შეხვდები ასეთ აღმართს ქვები კი არის, ერთი ეგაა, მე გამიმართლა და საბურავები მთელი დამირჩა, მანდ შეიძლება ათიდან ათჯერვე გაგეჭრას საბურავი მე მაინც კმაყოფილი ვარ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაღალი წერტილი, რომელიც ჯიპით დავიპყარი, აქამდე ყველაზე მაღალი წერტილი ჩემთვის, რომელზეც მე ჩემი ჯიპით ავედი, ეს იყო თეთნულდის საბაგიროს ზედა სადგური, 3017 მეტრი |
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 08:28 |