აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები |
irakli |
Nov 18 2008, 00:03
Post
#1
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
სანამ ტყვიების მონაცემებში მიდის გაცხოველებული ბაასი მეზობლად, შეიძლება საინტერესო იყოს ამ თემის გახსნა, რადგან ვერ ვიპოვე მსგავსი ფორუმზე. ზამთარი მოდის, ჯალამბარების რაოდენობა იზრდება და ამ დროს ხარისხიანი აკუმულატორი ბევრს ნიშნავს.
3 წლის წინ თეგეტაში ვიყიდე ვარტა ბლუ დინამიკი, 75 ამპერიანი, იმუშავა წინა 460 ზე , თუმცა რადგან გაზზე იყო მანქანა, გარანტია 2წლიდან 6 თვემდე შემიმცირეს. მერე გადმოვაყენე 463 თუმცა, მოგვიანებიტ ვნახე რომ 90-იანი უწერია მანუალში, მაგრამ 2 სეზონი გუდაურში არ დატყობია under ამპერაჟი, პლუს ინტენსიური მუშაობა ჯალამბარზე რამდენჯერმე ბოლომდე დასმამდე (თუმცა დასმას ვარტა ცუდად იტანს როგორც ტესტებში წამიკითხავს). ჯერჯერობით ახალივით არის, თუმცა ცოტა ნაკლებ დროს ამუშავებს ჯალამბარს დასმამდე. ადრე ნივაზე თურქული ვიყიდე წერეთელზე, ელექტროლიტი გააპარა, კი შემიცვალეს, მაგრამ კაპოტის შიდა ნაწილის შეღებვა მომიწია. საკუთარი გამოცდილებით უფრო ეკონომიურია ბრენდის ყიდვა, რადგან მეტ ხანს ძლებს + ხარისხი + რეალური გარანტია. ბრენდებიდან ბანერი და ვარტა ვიცი, რაც საქართველოშია არის კიდევ რამე? ხო კიდევ მუტლუ, თუმცა ოფიციალურად თუ არის მაგის დილერი არ გამიგია, სხვანაირად კი გაყალბების საფრთხეა. ახლა ვნახე რომ ვარტას AGM ტექნოლოგია აუთვისებია, ესეიგი კონკურენციას გაუწევს ლეგენდარულ ოპტიმას. კაბელასზე ოპტიმა მხოლოდ გემების მოდიფიკაციებია. რატომღაც. საინტერესოა ამ ვარტა ულტრას თუ შემოიტანენ საქართველოში, წესით მინიმუმ 2ჯერ უნდა გაზარდოს ჯალამბარის უწყვეტი მუშაობის დრო. თუმცა მე მაინც ოპტიმას ვანიჭებ უპირატესობას (მეტი აქვს რექორდი). Attached image(s) -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
irakli |
Nov 19 2008, 14:40
Post
#2
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
როცა ჯალამბარს ამუშავებ აკუზე, გენერატორი გეხმარება მაგრამ უმნიშვნელოდ20-30%ს მხოლოდ.
შესაბამისად პირველ პლანზე გამოდის აკუმულატორის სარეზერვო მოცულობა. მე რაც ვიცი ყველაზე კარგი აქვს ოპტიმას გელის ყვითელ აკუმულატორებს (AGM ტექნოლოგიაა ეგეც). 75 ამპერიანი 25 ამპერის ხარჯისას 10.5 ვოლტამდე ჩამოსვლისას მუშაობს 155 წუთი ანუ თითქმის 3 საათი. შეიძლება მთლად პროპორციული არ არის დამოკიდებულება მაგრამ უხეშად, თუ ჩამქრალ ძრავზე 8000 იანი ჯალამბარი ვამუშავეთ უმაღლეს დატვირთვაზე, რასაც ჭირდება 270 ამპერი, ოპტიმას აკუ გაქაჩავს 15 წუთს. არა AGM აკუმულატორი კი ვერ გაქაჩავს 5 წუთზე მეტს. შეგიძლიათ შეამოწმოთ. ეს ნიშნავს 2-3 ჯერ მეტ მანძილს, რაც ხანდახან სასიამოვნოა ხოლმე. სხვა უპირატესობა გელის აკუების არის ის რომ გადაყირავებისას არაფერი არ იღვრება, უძლებს დარტყმებს და ვიბრაციებს, ასევე ნაკლებად ფუჭდება სრული დაცლის დატენის ციკლისგან, რასაც ჩვეულებივებს არ უყვართ. შედეგად 2-3ჯერ მეტ ხანს ძლებენო, ხო კიდევ 12 თვის განმავლობაში შეიძლება იდოს და მერე ჩვეულებრივად დაიქოქოს. ღირს ყიდვა, მაგრამ აქ არ იშოვება, ფასით დაახლოებით 1,5-2 ჯერ ძვირია ჩვეულებრივ აკუზე,. Attached image(s) -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 11:06 |