ცხადდება შეჯიბრის ორგანიზატორების ვაკანსიები |
ცხადდება შეჯიბრის ორგანიზატორების ვაკანსიები |
berketi |
Jun 20 2016, 21:33
Post
#61
|
Super Member Group: Club Member Posts: 4,114 Joined: 1-June 07 From: Tbilisi, Georgia Member No.: 212 მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.0 S/SELECT, R/D lock, BFGoodrich M/T 33x10.5x16 |
მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოფროუდის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ტრიალში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება რამდენიმე ეტაპად. თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის შემდეგ, ჩვენი გუნდი, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ცდილობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ევროსტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოებას. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიგვეღწია და მინიმალური მატერიალური სახსრებით რეგიონის მასშტაბით გამორჩეული, მაღალი დონის შეჯიბრები ჩაგვეტარებინა. ასევე მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხდება ჩვენი სპორტის მხარდაჭერა, რაც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია იმისა, რომ პრობლემებია სპონსორების მოძიებისა თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ღონისძიებების სათანადოდ გაშუქების მხრივაც. თქვენთვის ცნობილია, რომ ფედერაციის გამგეობა ყველა ღონეს ხმარობს და ყველა საშუალებას იყენებს, რათა ეს თუ სხვა მიზეზები არ გახდეს ოფროუდ მოძრაობის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი და მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას ის რესურსი, რაც გააჩნიათ მის მესვეურებს. აქედან გამომდინარე, ფედერაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისა და სწორად განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმისთვის, ასევე იმისთვის, რომ ოფროუდ საზოგადოების მხრიდან იყოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ტურნირის ორგანიზებაში, შეჯიბრის მომზადების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიოს საზოგადოების წევრები კონკრეტულ პოზიციებზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ვაკანტურია შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტის შემდეგი პოზიციები : 1. სპეც-მონაკვეთის მარშალი (მსაჯი) - 30 პოზიცია 2. სპეც-მონაკვეთის ტექნიკოსი (ტრასის მომწყობი) – 6 პოზიცია 3. ლოგისტიკა (შესყიდვები)- 4 პოზიცია 4. დაჯილდოების ორგანიზატორი - 4 პოზიცია 5. სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა - 2 პოზიცია 6. რეკლამა, მასმედიასთან ურთიერთობა - 2 პოზიცია 7. ივენთ მენეჯერი - 2 პოზიცია 8. ტექ. კომისარი - 3 პოზიცია * შესაძლებელია ერთი პრეტენდენტის მიერ რამდენიმე პოზიციაზე განაცხადის შემოტანა * კონკურსის შედეგები გამოცხადდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე უნდა შემოიტანონ როგორც ახალმა კანდიდატებმა, ასევე მოქმედმა ორგანიზატორებმა (მსაჯებმა) -------------------- თუ კი გული მთებში გიხმობს, მეგობრები გელიან,
თუ კი მოგწონს, როცა ჯიპი სულ ტალახის ფერია, არ გაშინებს ცივი ღამე, რადგან არყით თბებიან, ჩაალაგე დიდი ჩანთა ოფროუდი შენია! სადაც ბევრი ტალახია ოფროუდი მაგარია! წვიმა, თოვლი, მზე და ქარი ოფროუდზე მივიჩქარი! |
da2cha |
Aug 4 2016, 21:09
Post
#62
|
Super Member Group: Registered Posts: 3,449 Joined: 6-July 10 Member No.: 4,685 მანქანა: suzuki jimny jb33 |
აგვისტოში რომ ტარდება შეჯიბრი ოფფ როუდ ტრაილაში, თუ საჭირო ვიქნები შემიძლია მსაჯადაც და ტრასის აწყობაში დახმარება, ასევე თუ კიდევ რამეში შევძლებ დახმარებას მანქანა ხოდზე მყავს და ყველანაირად დაგეხმარებით
-------------------- А какой смысл покупать машину, чтобы разъезжать по асфальту? Там, где асфальт, ничего интересного, а где интересно, там нет асфальта"
1.5 литра бутылка колы 2 литра чайник на кухне.. три литра банка огурцов ....двигатель начинается с четырех литров...)))) |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 11:00 |