ყველაფერი "NIVA"-ს შესახებ |
ყველაფერი "NIVA"-ს შესახებ |
Sep 26 2006, 13:59
Post
#1621
|
|
Unregistered |
ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის შეგროვებული ამ მანქანებზე. მცირედი პირადი გამოცდილებაც მაქ. პირველ რიგში აუცილებლად ნახეთ აი ეს საიტი
www.niva4x4.ru |
irakli |
Nov 22 2006, 02:26
Post
#1622
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
მაშინ სადომკრეტეებს შორის კი არა, უკანა ლონჟერონებს შორის უნდა გაკეთდეს კვადრატული პროფილის მიდუღება. თან ორის დიაგონალური კავშირით. N ის ფორმის მსგავსი.
მაგას ძარის გრეხაზე გავლენა მაინც არ უნდა ქონდეს, რადგან ამისთვის კარკასია ასაწყობი. დაკეტილი უკანა კარები უფრო დაიჭერს ძარას ვიდრე ეგ პროფილი. დაჯეკვისთვისაც ძალიან ღრმად არის, გამოდგება მაშIნ თუ ბამპერი არ უყენია მანქანას. ერთადერთი მაგის სარგებელი იქნება მაშინ თუ უკნიდან მანქანას დაარტყეს კუთხეში. შეიძლება მანქანის ტრ-ის შემოტრიალებას შეუშალოს ხელი, ან პირიქით მეორე მხარეც თან გამოიყოლოს. ამას სტანდარტულად ბამპერიც აკეთებს კარგად, საკუთარი გამოცდილებით. ჟესტზე საკმაოდ ავტორიტეტულ ჟურნალში მაქვს წაკითხული და მე მჯერა, ისე არ არის მაგის გაზომვა რთული სურვილის შემთხვევაში შტანგენით. ბამპერებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეიცვალა არა იმდენად სისქე, რამდენადაც მასალა, უფრო დრეკადი რკინისგან გააკეთეს, მანამდე უფრო მყიფე შენადნობი ჭარბობდა. მომწონდა ძველი ბამპერები. თითქმის არ იღუნებოდა საშუალო ძალის დარტყმის დროსაც.სამაგიეროდ, ახალი ბამპერები შედარებით ადვილად სწორდება. |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 09:49 |