ტროფი სპრინტი "ბაკურიანი 2017", 28 იანვარი |
ტროფი სპრინტი "ბაკურიანი 2017", 28 იანვარი |
Off-Road Federation |
Jan 24 2017, 01:34
Post
#1
|
Advanced Member Group: Administrators Posts: 109 Joined: 9-September 16 Member No.: 6,878 |
საქართველოს ექსტრიმ ოფროუდ კლუბის თხოვნით, ვხსნით ამ თემას და გაცნობებთ სასიამოვნო სიახლის შესახებ:
28 იანვარს, დაბა ბაკურიანში გაიმართება ღონისძიება ბაკურიანობა 2017, რომლის ფარგლებშიც, ექსტრიმ-ოფროუდ კლუბის ორგანიზებით, ჩატარდება ოფროუდ შეჯიბრი Trophy Sprint-ში. ამასთან დაკავშირებით, ექსტრიმ ოფროუდ კლუბს გვინდა მივულოცოთ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, დაბა ბაკურიანში გასამართი ღონისძიების ორგანიზებისთვის, კომპანია „ჯეოტურისტ+“-თან ერთად, გაიმარჯვა საქართველოს ექსტრიმ-ოფროუდ კლუბმა და მოიპოვა უპრეცედენტო დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან - 70 000 ლარამდე, ბაკურიანში ღონისძიების ჩასატარებლად და ამ ღონისძიების ფარგლებში ოფროუდ შეჯიბრის გასამართად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ოფროუდ-მოძრაობის არსებობის მანძილზე, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მასშტაბის ტრანზაქცია, ოფროუდ კლუბისთვის ღონისძიების გასამართად, ამ დრომდე არ განხორციელებულა და ეს არის პირველი სასიხარულო პრეცედენტი. ვულოცავთ ექსტრიმ-ოფროუდ კლუბს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოფროუდის ფედერაცია მიესალმება სხვადასხვა ოფროუდ კლუბების განვითარებასა და წინსვლას საქართველოში და უსურვებს მათ წარმატებას მსგავსი პროექტების განხორციელებაში. საქრთველოს ოფროუდის ფედერაცია |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 09:27 |