IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარების გადაკეთება
nika
post Feb 23 2010, 11:29
Post #1


Unregistered









ამ ბოლო დროს ჩვენთან იმრავლა მარჯვენა საჭიანმა ავტომობილებმა. თუმცა შეიძლება ბევრმა არც იცის რომ ასეთი ავტომობილის ფარები არაა გათვლილი მარჯვენა მხარეს მოძრაობისთვის. მარცხენა ფარა ანათებს უფრო ზევით და წინ, შედეგად ის აბრმავებს შემხვედრი ავტომობილის მძღოლს (ახლო განათებაზეც კი). ამავე დროს მარჯვენა არ ანათებს საკმარისად მარჯვნივ გზის პირს.

ბევრ ქვეყანაში ასეთი ფარებით ტექ. დათვალირებას ვერ გაივლით. გამოსავალი რამდენიმეა

თუ თქვენს ავტომოვილზე აყენია ე.წ. ხრუსტალის ფარები (aka "ლამბა ფარები"). მაშინ ყველაზე იოლია მათი გამოცვლა ევროპული მოდელის ფარებზე.

შესაძლებელია ამ ფარების გადაკეთებაც. საქმე იმაშია რომ ასეთ ფარებში სინათლის სხივების განაწილება რეგულირდება სპეციალური ნიღაბის მეშვეობით. მისი დამზადება შესაძლებელია ალუმინისგან. ყველაზე ძნელია თვითონ ფარის დაშლა (შუშა უნდა მოიხსნას). ამისათვის ის უნდა გაცხელდეს. შუშის მოსხნის შემდეგ ნიღაბი (მასკა) ისე უნდა გადაკეთდეს რომ ახლო შუქის ჩართვისას ცენტრიდან მარცხნივ სწორხაზოვანი იყოს, ხოლო მარჯვნიც 15 გრადუსით ზევით ადიოდეს.
Go to the top of the page
+Quote Post
diff lock
post Feb 23 2010, 11:34
Post #2


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 3,597
Joined: 21-January 07
From: მიშენებული ლოჯიდან
Member No.: 133
მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II



ვაა, მეც არა ვთქვი პატიოსნად ბლიჟნით რომ დავდივარ, რატომაა რომ ვსტრეჩნები მაინც მიპაჭუნებენ ფარებს (მაგინებენ კიდეც?), ჩააქრეო. არადა მე მაგას ჩემი ოპტიკის გენიალურობას და ბერძნულ მაღაზიაში ნაყიდი ნათურების განუმეორებლობას ვაბრალებდი.


--------------------
მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 23 2010, 11:59
Post #3


Unregistered









თუ თქვენ მანქანაზე ჩვეულებრივი ფარები აყენია, მაშინ გვაქვს რამდენიმე საშუალება

1) ისევ იგივე რაც ზევით, ანუ ევროპული ფარების შეძენა.

2) მეორე მეთოდი იმაში მდგომარეობს რომ შავი იზოლენთით დავაბნელოთ ფარის ის ნაწილი რომელიც აბრმავებს შემხვედრ მძღოლებს.

ვარიანტი 1
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ვარიანტი 2
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ნუ ეს მეთოდი ცხადია დროებითია ანუ ვთქვათ ტექ დათვალიერების გავლისთვის თუ გამოიყენებთ ან თუ ჩხირკედელაობა გეზარებათ.


3) ყველაზე პრაქტიკული მეთოდი
საუბარია H4 ტიპის ნათურაზე. ასეთი ნათურა ფარაში დატრიალებულია 15 გრადუსით და მას შიგნითვე აქვს დამონტაჟებული ნიღაბი. იაპონურ მანქანებზე ის უკუღმაა დატრიალებული

ნათურა ფარაში სპეციალური 3 ულვაშის მეშვეობითაა დაფიქსირებული.

ამ ფოტოზე ის საათის ისრის მიმართულებითაა დატრიალებული 15 გრადუსით.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

"ულვაშების" მოჭრის შემთხვევაში საშუალება გვაქვს ნათურა ნებისმიერი სასურველი კუთხით დავატრიალოთ.

ამ ფოტოზე ის 15 გრადუსითაა დარტიალებული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - "ევროპულად"
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი


თუმცა ეს გამოსავალის ზოგჯერ არ გამოდგება. არის ფარები სადაც ნათურა ფარაში ჩავარდნისკან სწორედ ამ "ულვაშებითაა" დაფიქსირებული.
აქაც რამდენიმე გამოსავალია.

პირველია თვითონ ფარაში ახალი ჩაღრმავებები გაკეთდეს საჭირო ადგილებში. ეს მეთოდი ყველაზე რთულია და შრომატევადი. სამაგიეროდ შემდეგ ახალი ნათურების დაყენებისას არანაირი გადაკეტებები საჭირო აღარ იქნება

მეორე მეთოდია რომ ნათურაზე მოჭრილი ულვაშების ნაცვლად მივადუღოთ ახალი ულვაშები საჭირო ადგილებში

და მესამე მეთოდი რომელიც მდგომარეობს სპეციალური საყრდენის გაკეთებაში. ის ყველაზე მარტივია

საჭირო მასალა. რაიმე ფოლადის თხელი ნაჭერი ზომით 6X6 სმ. ორრუბლიანი მონეტა (ალბათ ლარიანი ან 50 თეთრიანი გამოდგება biggrin.gif, აქ მთავარია რომ ხვრელში ნათურის ცოკოლი გაეტიოს და ამავე დროს ძაან დიდი დიამეტრისაც არ იყოს).
საჭრელი მაკრატელი, ბრტყელტუჩა, მარკერი.

პირველ ეტაპზე ფოლადის ნაჭრის ცენტრში ამოვჭრათ მრგვალი ნახვრეტი (მონეტის ზომის)
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შემდეგ დავხატოთ კონტური. დააკვირდით რომ 2-2 "ულვაში" გვაქვს.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ამოვჭრათ ფორმა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დამატებითი სამუ ილვაშით ჩვენი ფირფიტა ემაგრება ნათურას. ამავე დროს შუა ნახვრეტის ფორმა შევცვალოთ ისე როგორც ფოტოზე ჩანს. ეს იმისთვისაა საჭირო რომ ნათურის სამაგრი ზამბარა აწვებოდეს ნათურას და არა ჩვენ ფირფიტას
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მოვაჭრათ ნათურას თავისი ულვაშები, დავატრიალოთ ჩვენი ფირფიტა ისე რომ საჭირო კუტხე ჰქონდეს.

წინხედი მზა ნათურაზე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს კი უკვე ფარაში ჩამაგრებული ნათურა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას.

სტატია მომზადებულია http://tоyоtа.mnс.ru/ საიტის მასალებზე დაყრდნობით
Go to the top of the page
+Quote Post
edison
post Jan 25 2011, 21:34
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,868
Joined: 29-April 08
Member No.: 1,910
მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20



ციტატა
ამ ფოტოზე ის 15 გრადუსითაა დარტიალებული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - "ევროპულად"



თუმცა ეს გამოსავალის ზოგჯერ არ გამოდგება. არის ფარები სადაც ნათურა ფარაში ჩავარდნისკან სწორედ ამ "ულვაშებითაა" დაფიქსირებული.
აქაც რამდენიმე გამოსავალია.


არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც დღეს გავსინჯე, და შედეგით კმაყოფილი ვარ.
მსხვილი ულვაშის ცენტრიდზე ვსვამთ ნიშნულს და მისგან მარჯვნივ 30 გრადუსით ლამპის ცოკოლზე მეორე ნიშნულს (წეთელი ფლომასტერის ხაზები). ასევე ვნიშნავთ სიმაღლეს, თუ სად იყო სამაგრი სიბრტყე ცოკოლზე (შავი ფლომასტერი).

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

შემდეგ თუ არ ვცდები 32 მილიმეტრიანი პლასტმაის მილით ვაწვებით ულვაშებიან სიბრტყეს და ამოვპრესავთ ცოკოლს (საყრდენად ვიყენებთ არა ცოკოლის 3 კონტაქტს, არამედ მათ შორის ვათავსებთ რამე საგანს, რომ ძალა ცოკოლის ძირზე მოვიდეს, და არა კონტაქტებზე)

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

შემდეგ იმავე პლასტმნასის მილის და მოხერხებული თითების საშუალებით, ისე რომ ნათურის შუშას არ შევეხოთ უკან ვპრესავთ ცოკოლს ულვაშებიან სამაგრში. (მილი, რომელითაც ეს მოხერხდა უკანა ფონზე ჩანს).

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

ეს კი შედეგი :

სტანდარტული განათება

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

შეცვლილია მარჯვენა ნათურა

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge

შეცვლილია ორივე ნათურა

სურათის ჩასასმელად გამოიყენეთ pix.ge



--------------------
TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)

Так выпьем же за кибернетиков! :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Jan 25 2011, 21:53
Post #5


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ედისონიი!ედისონიი! biggrin.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Jan 25 2011, 21:56
Post #6


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320



იცის ამ კაცმა ნათურებთან ურთიერთობა biggrin.gif


--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIRA
post Jan 25 2011, 22:28
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 17,389
Joined: 5-September 07
From: GEORGIA TBILISI
Member No.: 348
მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN



edisson
მე შენი ფანი ვარ bravo.gif bravo.gif bravo.gif


--------------------
კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geooffroader
post Jan 25 2011, 22:30
Post #8


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



ედისოონნნნნნნნნნნნნ ole.gif ole.gif ole.gif


--------------------
come back Nick
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
edison
post Jan 25 2011, 23:10
Post #9


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,868
Joined: 29-April 08
Member No.: 1,910
მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20



gavcitldi.gif gavcitldi.gif gavcitldi.gif


--------------------
TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)

Так выпьем же за кибернетиков! :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vada
post Jan 26 2011, 00:01
Post #10


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 154
Joined: 27-June 09
Member No.: 4,062
მანქანა: TOYOTA L/C LJ78 - KZ71



საღოლ, ძალიან მაგარ !!! dnck.gif idea.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 26 2011, 01:32
Post #11


Unregistered









მაგარია. თუმცა ყველა ნათურაზე ამ ბოლო ვარიანტს მგონი ვერ გააკეთებ მარა თუ გამოდის მაშინ ეგაა ყველაზე კარგი გამოსავალი.
Go to the top of the page
+Quote Post
jado
post Jan 26 2011, 02:02
Post #12


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 4,707
Joined: 26-October 08
From: cxneti
Member No.: 3,549
მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35



edisson
ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიკა მაინც სხვანაირად შლის. ასეთი მეთოდით უბრალოდ სუსტდება ნათება.


--------------------
OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
edison
post Jan 26 2011, 02:25
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,868
Joined: 29-April 08
Member No.: 1,910
მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20



ციტატა(jado @ Jan 26 2011, 02:02) *

edisson
ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიკა მაინც სხვანაირად შლის. ასეთი მეთოდით უბრალოდ სუსტდება ნათება.

ხო რატკმაუნდა, ლინზის ნახატია სხვადასხვანაირი მარჯვენა-მარცხენა რულიანზე. უბრალოდ ასე თვალებში აღარ უნდა ურტყამდეს შემხვედრს.


--------------------
TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)

Так выпьем же за кибернетиков! :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 26 2011, 11:01
Post #14


Unregistered









jado
ძველებზე ერთნაირია ოპტიკა. ახლებზე არ ვიცი.
Go to the top of the page
+Quote Post
Geooffroader
post Jan 26 2011, 12:42
Post #15


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



ძველი ნათურები მიყრია და უნდა ვცადო ჯერ იმეებზე დაშლა აწყობა და მერე რაც აყენია მანქანაზე იმეებს ვივცხებ biggrin.gif


--------------------
come back Nick
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 10 2012, 18:28
Post #16


Unregistered









დღეს ვაპირებ ჩავიდინო ეს საქმე ჩემ ოთხფეხას ნათურებზე. შედეგს მოგახსენებთ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 10 2012, 20:52
Post #17


Unregistered









პაჯერო 2-ზე ყველაფერი მარტივად ყოფილა. თვითონ ფარებში ის ნაწილი რომელშიც ნათურა ჯდება არაა ფარასთან ერთიანი, ცალკეა და უბრალოდ ჩამაგრებულია. საკმაოდ ადვილად შეიძლება მისი ამოღება და დატრიალება სასურველი კუთხით dnck.gif dnck.gif dnck.gif
Go to the top of the page
+Quote Post
rezident
post Mar 10 2012, 22:14
Post #18


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 9,287
Joined: 6-October 09
Member No.: 4,214
მანქანა: MAGDU



nika
შენთან მრგვალი ფარებია?


--------------------
www.ipcenter.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
USU
post Mar 10 2012, 22:25
Post #19


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 8,917
Joined: 19-March 09
Member No.: 3,864
მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2



და პირდაპირ რო შეცვალოთ მართალი ფარებით, ვერა?


--------------------
It's a Jeep, you wouldn't understand...

Мужик не кактус, ему пить надо...
До рая доходят только те, кто не бросает своих друзей!
Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!!

სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 10 2012, 22:29
Post #20


Unregistered









rezident
ციტატა
შენთან მრგვალი ფარებია?

კი

USU
ციტატა
და პირდაპირ რო შეცვალოთ მართალი ფარებით, ვერა?

და რატო ვიხადო მაგაში ფული? როცა ჩემი ფარები 5 წუთში გადაკეთდება მარცხენასაჭიანისნაირებად? სრულიად უფასოდ elk.gif
Go to the top of the page
+Quote Post

2 Pages V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 11:34