IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მანგლისი-მეტეხი (14.07.07)
post Jul 15 2007, 22:32
Post #1


Unregistered









გავიარეთ ეს მარშუტი 4 მანქანით
1) მე სამურაით
2) ლევანი პაჯეროთი
3) დათო (ბერკეტი) პაჯეროთი
4) კოტე კუკურუზერით.

ამას გარდა წამოგვყვნენ ზურაბაუ, ზურაბაუს ძმაკაცი ზურა, ბურზუმი და kote.
და ჩვენი უცვლელი ოფროუდერი დათკა.

თავიდანვე მარშუტი შევცვალეთ. მერე კოტე პროდუქტებზე გავუშვით. მოკლედ უკვე 2 საათი იქნებოდა როცა მანგლისისკენ დავიძარით. მანგლისში აჩი და გიოშეგვხვდნენ და ცოტა გაგვაცილეს. ძაან ცხელოდა მარა ნამტვრიანში რო ავედით წინ სასწაული ღრუბლები ჩანდა. შუა სოფელში ერთ კაცს ვლითხე გზა (ზამთარში რო ვიარეთ ის ტრეკი არ გვქონდა ამიტომაც ჩვენით უნდა გაგვეკვალა გზა). ამ კაცმა საკმაოდ იოლი გზა გვასწავლა. ქედზე ისე ავედით ტალახი არ დაგვინახია. მერე დროზე მივხვდით რომ კლდეკარისკენ მივდიოდით და გადავუხვიეთ აღმოსავლეთით. და გავუყევით ქედს ჩასახვევისკენ. აი აქ უკვე რაღაც ტალახისებრი რაღცეები. მარა მაინც ახლახან ბულდოზერგავლილი იყო გზა. ამის გამო პრაქტიკულად უპრობლემოდ გავიარეთ გზა იმ ადგილამდე სადაც ზამთარში ჯაჭვები ჩავხსენით. აქ ცვლილებები დაგვხვდა. მაშინ პირდაპირ გზაზე გავედით ახლა კიდე ორი მიმართულების გარდა კიდევ 2 იყო. საბოლოოდ გადაწყდა რომ ისევ ისე წავსულიყავით როგორც ზამთარში ვიარეთ. აი აქ კი ოდნავ მაინც ვიტალახეთ. თუმცა მაინც ექსტრიმი თითქმის არ იყო. ბოლოს კაი საკარვე ადგილი ვნახეთ დაახლოებით იქ სადაც ზამთარში ტრაქტორი შეგვხვდა. დავიწყეთ თუ არა კარვების გაშლა და წამოვიდა მაგარი წვიმა. კარვის გაშლის შემდეგ გაირკვა რომ წყალი გვაკლდა ზევით კიდე ვნახეთ წყალი იყო. ვცადე ზევით ასვლა და საკმაოდ მოულოდნელად მოვახერხე ასვლა არა და სერიოზული კალეები იყო. მერე იყო მწვადაობა და ლოთაობა ლამის დილამდე. დილით წვიმამ გადაიღო და ქვევით ფეხით დავეშვით დაზვერვაზე. საკმაოდ ფინთი კალეები იყო წინ. თანაც იმის იმედიც არ იყო რომ ამ კალეებში არ ჩაგასრიალებდა. მარა სანამ ვჭამეთ და ჩავლაგდით მზემ გამოანათა და ყველაფერი დააშრო. ასე რომ იოლად გავიარეთ ეგ მონაკვეთიც. ასევე გადავწყვიტეთ საგურამოში წასვლა და იქიდან ზევით ასვლა. მარა ადგილზე მისულებს გზა სრუილად გამშრალი დაგვხვდა და ამიომაც აღარ წავედით და კიდე ვიმწვადავეთ. მოვრჩით თუ არა მწვადაობას და დაუშვა წვიმამ. თითქოს მაგი იყო ჩვენი დრო მარა უკვე ბნელდებოდა და ამიტომაც მაინც თბილისისკენ წავედით.

რუკა და ფოტოვიდეომასალა მოგვიანებით იქნება.
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
  მანგლისი-მეტეხი (14.07.07)   Jul 15 2007, 22:32
  მოხარული ვარ რომ კ...   Jul 16 2007, 00:05
  ფოტოები ვიდეორიგი...   Jul 16 2007, 10:51
  იგივე გუბე მარა ეს ...   Jul 16 2007, 10:54
  ესეც ვიდეოები http://www....   Jul 16 2007, 12:01
  :D ;)   Jul 16 2007, 12:04
  ეს გოგას ვიდეოებიდ...   Jul 16 2007, 12:05
  მეგი პრომაშია ;)   Jul 16 2007, 12:18
  აიმ ტყლაფოსთვის რო...   Jul 16 2007, 12:28
  არა....ეს არაოფროადე...   Jul 16 2007, 12:50
  ტყლაპოსთვის ავლა?? ...   Jul 16 2007, 13:21
  ეგ ტყლაპოები რო არ ...   Jul 16 2007, 13:41
  ზურაბაუ - "ტყის მე...   Jul 16 2007, 14:15
  ტყლაპოს ტუ აუარეს ...   Jul 16 2007, 15:38
  ხეებს არ ვჭრით, მოჭ...   Jul 16 2007, 15:50
  ხალხნო მაგარი ტალა...   Jul 16 2007, 15:51
  რაც მეტ სასიკეთო რ...   Jul 16 2007, 16:03
  burzum: სად არის ბოლო გა...   Jul 16 2007, 20:58
  მე კი მაქ მაგისი ვი...   Jul 17 2007, 00:00
  ჩემი ტრანსპორტი და...   Jul 17 2007, 09:58
  :), ნიკა, დადე რა ვიდე...   Jul 18 2007, 10:57
  არიქა ნიკუშ. ავტორ...   Jul 18 2007, 17:58
  იქნება მალე.   Jul 18 2007, 20:42
  http://www.link.ge/file/157629/manglisi2.avi.html   Jul 18 2007, 20:48
  ლევანი რატო გახდა ...   Jul 24 2007, 16:37
  ვიდეოები ნახე.   Jul 24 2007, 17:49
  ვნახე მარა გადარჩა...   Jul 24 2007, 18:06
  :) იქ აჩის კლუბის წე...   Jul 24 2007, 18:11
  აბა მოგვიანებით მა...   Jul 29 2007, 12:37
  :lol: :lol: :lol: :lol: :lol:   Jul 29 2007, 12:42
  ეს პროფესიონალური,...   Jul 30 2007, 22:56


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 04:54