Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ 4X4 ავტომობილები _ მანქანა საექსკურსიოდ

Posted by: dato_janashvili Nov 17 2020, 21:57

გამარჯობათ მეგობრებო

ზაფხულისთვის ვგეგმავ რამდენიმე დღიან გრანდიოზულ (არცთუ ისე) ტურს საქართველოს გარშემო
მინდა მოვინახულო თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, სვანეთი, მთიანი აჭარა

ეხლა კი მთავარი
ვაპირებ გაზაფხულისკენ შევიძინო მანქანა რომელიც ამ საქმისთვის გამომადგება
ბიუჯეტი დაახლოებით 2500 $
აქცენტს ვაკეთევ ეკონომიურობაზე, გამავლობაზე და საიმედოობაზე

crv ( I თაობა), pajero io, rav4 (I თაობა)
რატომღაც ამ სამეულიდან ვცდილობ შევარჩიო, მაგრამ ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში არსად ნამყოფი არ ვარ, არ ვიცი რამდენად რთული გზებია და ამ სამეულიდან (crv, pajero io, rav4) რომელი უფრო გამომადგება ( საერთოდ თუ გამომადგება რომელიმე biggrin.gif )

თუ ძალიან არ შეწუხდებით იქნებ მირჩიოთ და დამეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში
(მხოლოდ ამ მანქანებზე არ ვარ ჩაციკლული და თუ სხვა ვარიანტსაც შემომთავაზებთ დიდი სიამოვნებით განვიხილავ)
წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის

Posted by: N67 Nov 19 2020, 21:25

გამარჯობა

კარგი გეგმებია.

იმასაც გააჩნია, თვითეულ მხარეში კონკრეტულად რა მარშრუტები ივარაუდება, ზოგადად კი ჩამოთვლილი ადგილებიდან ყველაზე რთული გზა თუშეთისკენაა - არა მაინცდამაინც გავლადობის, რამდენადაც ხანგრძლივობის და რისკიანობის მხრივ.
სვანეთის, ფშავის და ხევსურეთის უმეტეს ნაწილში კი ზაფხულობით მსუბუქი მანქანებითაც მიისვლება.

ყველა ამ მხარეში მისასვლელად და სასიარულოდ გამოდგომით სამივე მანქანა გამოდგება. განმავლობით ყველას იო ჯობს, თუმცა, ძრავი აქვს უფრო კაპრიზული.

ახლანდელი ფასები არ ვიცი, ვარიანტებს კი ძველ ან გრანდ ვიტარას დავუმატებდი, ესენიც კარგი განმავლობითაა.

p.s. რაც თავდაპირველი მისამართიდან დეფისი გამოგვაკლდა, ამ ფორუმს ისედაც შეცოტავებული წევრებიდან თითქმის ვეღარავინ პოულობს. თუკი სხვა წევრებთან გაქვთ კავშირი ფეისბუკით ან რამე სხვა გზით, ეგებ გააგებინოთ, რომ ახლანდელი მისამართი offroad.ge არის.

Posted by: dato_janashvili Nov 21 2020, 19:40

QUOTE(N67 @ Nov 19 2020, 21:25) *

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გამოხმაურებისთვის

მრც რატომღაც მასე ვფიქრობდი რომ იო-ს ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე უკეთესი გამავლობა აქვს, მაგრამ ძრავის კაპრიზულობაზე მეც მსმენია და ცოტა მაბტკოლებს ეგ მომენტი

გრანდ ვიტარაზე თავიდანვე ვიფიქრე, მაგრამ გაზი არ მინდა და მგონი გაზის გარეშე ნამეტანი არაეკონომიურია ეგ მანქანა

სამწუხაროდ არავისთან არ მაქვს არც ფბ-თი და არც ისე კავშირი sad.gif

Posted by: N67 Nov 22 2020, 23:55

ადრე პირდაპირ იაპონიიდან ჩამოყვანილი იო მყავდა, 1.8 gdi, სადღაც 2 წელი.
95იანი ბენზინი უნდოდა, ცოტას ზეთს იკლებდა... ეს ხანი ძრავზე სერიოზული პრობლემა არ მქონია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ძრავზე მეტი სერვისი დასჭირდებოდა, ვიდრე სხვა მანქანას (მათ შორის შეფრქვევის სისტემის სპეციალური წმენდა და ა.შ.).
არც ავტომატიკა მეხატებოდა გულზე და მას მერე ვიტარაზე გადავედი.
რამდენიმენაირი ძრავი აქვთ ვიტარებს, ყველას წვა არ ვიცი, მაგრამ არამგონია, საშუალოდ იოზე მნიშვნელოვნად მეტს წვავდნენ.
ძველი რჩევებიდან რაც მახსოვს, მარტო დიზელის 1.8იანი ძრავი არის პრობლემური.

p.s.
კარგია აქ წერა, მომნატრებია : )

Posted by: gio-geno Nov 24 2020, 14:00

ციტატა(dato_janashvili @ Nov 17 2020, 21:57) *

გამარჯობათ მეგობრებო

ზაფხულისთვის ვგეგმავ რამდენიმე დღიან გრანდიოზულ (არცთუ ისე) ტურს საქართველოს გარშემო
მინდა მოვინახულო თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, სვანეთი, მთიანი აჭარა
ეხლა კი მთავარი
ვაპირებ გაზაფხულისკენ შევიძინო მანქანა რომელიც ამ საქმისთვის გამომადგება
ბიუჯეტი დაახლოებით 2500 $
აქცენტს ვაკეთევ ეკონომიურობაზე, გამავლობაზე და საიმედოობაზე

crv ( I თაობა), pajero io, rav4 (I თაობა)
რატომღაც ამ სამეულიდან ვცდილობ შევარჩიო, მაგრამ ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში არსად ნამყოფი არ ვარ, არ ვიცი რამდენად რთული გზებია და ამ სამეულიდან (crv, pajero io, rav4) რომელი უფრო გამომადგება ( საერთოდ თუ გამომადგება რომელიმე biggrin.gif )

თუ ძალიან არ შეწუხდებით იქნებ მირჩიოთ და დამეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში
(მხოლოდ ამ მანქანებზე არ ვარ ჩაციკლული და თუ სხვა ვარიანტსაც შემომთავაზებთ დიდი სიამოვნებით განვიხილავ)
წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის

მაგ ფასში და მაგ წლოვანების მანქანებში, ყველას შეიძლება პრობლემა შეექმნას ნებისმიერ დეტალზე, მათ შორის ძრავზეც, ასე რომ ჯობია ყველა ვარიანტი განიხილო და ყველაზე კარგ მდგომარეობაში რომელიც იქნება ის იყიდო.
პ.ს. ისე კი თუ "რაზდატკა" გჭირდება, მაშინ პაჯერო იო ან გრანდ ვიტარადან აარჩიე.
პ.პ.ს. ცოტას თუ დაამატებ შეგიძლია მონტერო სპორტზეც იფიქრო.

Posted by: gio-geno Nov 24 2020, 14:04

ციტატა(N67 @ Nov 19 2020, 21:25) *

p.s. რაც თავდაპირველი მისამართიდან დეფისი გამოგვაკლდა, ამ ფორუმს ისედაც შეცოტავებული წევრებიდან თითქმის ვეღარავინ პოულობს. თუკი სხვა წევრებთან გაქვთ კავშირი ფეისბუკით ან რამე სხვა გზით, ეგებ გააგებინოთ, რომ ახლანდელი მისამართი offroad.ge არის.

კიი, ძალიან სამწუხაროა ამ ფორუმის ასე მივიწყება, სამწუხაროდ ფეისბუქი ანაცვლებს ბევრ რამეს. არადა ფეისბუქის უმრავლესი გვერდი რეკლამების და დაშლილების თავშესაფრად იქცა. smile.gif
იმედია გამოსწორდება სიტუაცია და დაუბრუნდება ამ ფორუმს აქტუალურობა, ტუნდაც იმიტომ რომ თემატურადაა ბევრი საკითხი დალაგებული და ხუნდების რეკლამის, ძრავში ზეთის შეცვლის და "რაზდატკის" შეკეთების პოსტები ერთად არაა თავმოყრილი. muagar.gif

Posted by: dato_janashvili Nov 25 2020, 00:30

QUOTE(N67 @ Nov 22 2020, 23:55) *

ადრე პირდაპირ იაპონიიდან ჩამოყვანილი იო მყავდა, 1.8 gdi, სადღაც 2 წელი.
95იანი ბენზინი უნდოდა, ცოტას ზეთს იკლებდა... ეს ხანი ძრავზე სერიოზული პრობლემა არ მქონია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ძრავზე მეტი სერვისი დასჭირდებოდა, ვიდრე სხვა მანქანას (მათ შორის შეფრქვევის სისტემის სპეციალური წმენდა და ა.შ.).
არც ავტომატიკა მეხატებოდა გულზე და მას მერე ვიტარაზე გადავედი.
რამდენიმენაირი ძრავი აქვთ ვიტარებს, ყველას წვა არ ვიცი, მაგრამ არამგონია, საშუალოდ იოზე მნიშვნელოვნად მეტს წვავდნენ.
ძველი რჩევებიდან რაც მახსოვს, მარტო დიზელის 1.8იანი ძრავი არის პრობლემური.

p.s.
კარგია აქ წერა, მომნატრებია : )

ისე ვიტარა მეც ძალიან მხიბლავს, ცოტა უფრო ახლოს არის სრულფასოვან ჯიპთან ვიდრე ცე ერ ვე და რავ4. სიამოვნებით ვიყოლიებდი მექანიკას

რევიუებში რაც წავიკითხე, ავტომატი 2.7 გრანდ ვიტარა 14 ლ-ს წვავსო ქალაქში
იო მყავდა სადღაც 1 თვე დ ა დაახლოებით 11ს წვავდა ქალაქში

Posted by: dato_janashvili Nov 25 2020, 00:35

QUOTE(gio-geno @ Nov 24 2020, 14:00) *

მაგ ფასში და მაგ წლოვანების მანქანებში, ყველას შეიძლება პრობლემა შეექმნას ნებისმიერ დეტალზე, მათ შორის ძრავზეც, ასე რომ ჯობია ყველა ვარიანტი განიხილო და ყველაზე კარგ მდგომარეობაში რომელიც იქნება ის იყიდო.
პ.ს. ისე კი თუ "რაზდატკა" გჭირდება, მაშინ პაჯერო იო ან გრანდ ვიტარადან აარჩიე.
პ.პ.ს. ცოტას თუ დაამატებ შეგიძლია მონტერო სპორტზეც იფიქრო.

ეგ კი ვიცი რომ კაი ნახმარი იქნება თითქმის ყველა ცოტა ძნელი იქნება ცოცხალი ეგზემპლიარების მოძებნა, მაგრამ არ მეჩქარება, აპრილ-მაისამდე დიდი დროა, რამე გამოჩნდება

მონტერო სპორტი მგონი უსაშველოდ ბევრს დაწვავს, არ მგონია 3.0 ძრავიანმა 16-17 ზე ნაკლები დაწვას.
მესამე თაობის სურფი მყავდა 2.7 ძრავით და ეგრე წვავდა

Posted by: gio-geno Nov 25 2020, 22:46

ციტატა(dato_janashvili @ Nov 25 2020, 00:35) *

ეგ კი ვიცი რომ კაი ნახმარი იქნება თითქმის ყველა ცოტა ძნელი იქნება ცოცხალი ეგზემპლიარების მოძებნა, მაგრამ არ მეჩქარება, აპრილ-მაისამდე დიდი დროა, რამე გამოჩნდება

მონტერო სპორტი მგონი უსაშველოდ ბევრს დაწვავს, არ მგონია 3.0 ძრავიანმა 16-17 ზე ნაკლები დაწვას.
მესამე თაობის სურფი მყავდა 2.7 ძრავით და ეგრე წვავდა

ძმაკაცს ყავს მონტერო სპორტი 3.0 კვადრო, თან გაზზე ამუშავებს მანქანას და როცა ბენზინით დადის, შერეული წვით 15 ლიტრიც არ გამოდის. ვიტარას 14 ლიტრს მგონი აჯობებს, თუნდაც 16 დაგიწვას. smile.gif

Posted by: dato_janashvili Dec 28 2020, 10:46

მადლობთ მეგობრებო ყურადღებისთვის

შევიძინე პაჯერო 3 3.0 ძრავით.
გაზი მაინცდამაინც არ მინდოდა საბარგულში ადგილი რომ არ დამეკარგა, მაგრამ თხევადი აყენია და თან ისე რომ ძაან ცოტა აგდილს იკავებს.
კოჯორში ვიკატავე ცოტა თოვლიან აღმართებზე და სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა

ვიცი ეს მანქანა დიდი ოფროუდერი ვერ არის, მაგრამ ჩემს მოთხოვნებს 100%-ით დააკმაყოფილებს

დამდეგს გილოცავთ ყველას 🥳🥳🥳

Posted by: N67 Dec 28 2020, 23:13

მშვიდობიან და კარგ გზებზე : )

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)