IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფარცხისი-ორბეთი-წვერი-ღვევი-ლასტის ციხე 19.01.2014
nika
post Jan 19 2014, 18:23
Post #1


Unregistered









დღეს გავიკატავეთ ორი პაჯიკათი ძველი მარშუტი.

მაშ ასე. დილით ფოფოსთან მიცვედით 10-ზე თუმცა გუშინ დათქმული იყო 9-ზე მაგრამ ლევანს არ ეცალა და გადავწიეთ დრო. ეს გჯას არ გაუგია თურმე და 9:30-მდე გველოდა, მერე წავიდა. რომ მივხვდით რაღაცაშია საქმე გადავურეკე გუჯას და მანდ ვიქნები 10 წუთშიო.

ხოდა ამ ორი მანქანით 3 კაცი წავედით ფარცხისისკენ, უფრო სწორედ კი საღარაშენისკენ. საღარაშენიდან ძველ ორბეთამდე სამწუხაროდ აბსოლუტურად არაფერი საინტერესო არ იყო. ერთგან გადავიარეთ გაყინულ გუბეზე და ისიც არ ჩატყდა. მდელოზე რომ გავედით გვქონდა ორი ვარიანტი. ეგრევე მოკლე გზით ტრასაზე გასვლა და წვერი-ღვევი-ლასტისციხე-დიდგორი ან ჯერ ორბეთის კლასიკური ტრეკი გაგვევლო და მხოლოდ ამის შემდეგ შევრკინებოდით დიდგორს. საბედნიეროდ მეორე ვარიანტი ვამჯობინეთ.
აქ ეგრევე საინტერესო სიტუაცია დაგვხვდა. ჯერ ერთი რომ ბირთვისის კანიონის მდინარე გაყინული დაგვხვდა. თუმცა ისეთი გაყინული რომ ზედ უპრობლემოდ გადავედი. მაგის მერე ეგრევე პატარა ნაკადული და აღმართია. აი ამ აღმართზე ვერ ავედი. უკან არასწორად ჩამოვედი და ორმოში ვვარდებოდი. მომიწია ჯალოს ჩაბმა. ლევანი უჯალოდ ამოვიდა.
წინ კიდევ უფრო საინტერესო ადგილი დავხვდა. აქ ყინული ჩატყდა ერთ ლიანდში და ჩავიძირე დიდ სიღრმეზე. ჯალომ მიშველა. ლევანი ცოტა უფრო წინ გავიდა თუმცა მასაც დასჭირდა ჯალო. შემდეგი ნაკადული ისევ გაყინული და იოლად გავლადი იყო. აი ყველაზე მურტალი ნაკაულთან კი გზაზე ხე იყო გადავარდნილი და ვერ მივიდოდით. მარცხნივ არასასიამოვნო აღმართი მიდიოდა. აქ ორივეს ჯალო დაგვჭირდა თან 2-2-ჯერ.

დანარჩენი გზა ამლევის გზამდე იოლი იყო. დრო კიდევ გვქონდა და წავედით წვერისკენ. წვერის ჩასასვლელი არ ყო ძალიან მოყინული და იოლად ჩავედით. ღვევამდე გზაც არაფერი საინტერესო არ იყო. შემდეგ დავიწყეთ ასვლა ლასტის ციხისკენ. გზად წავიხემსეთ. თოვლი თითქმის არსად იყო და საკმაოდ იოლად ავედით 1592.3 სიმაღლეზე. აქედან ის ცუდი დაღმართი უნდა გაგვევლო სადაც 2006 წელს კოტე გაგვეჭედა ნამქერში. დიდი თოვლი თითქოს არ იყო მაგრამ იმავე ნამქერს რომ მივადექით ძალიან დიდი იყო. ბევრად დიდი ვიდრე მაშინ როგორც სიღრმეში ისე სიგრძეში. ლამის 100 მეტრი და წინაც რა ხდებოდა არ ჩანდა. ლევანიმ ერთი სატესტოდ შეადგო ცხვირი და ფაქტიურად 2 მეტრში გაიჭედა. მე დავტრიალდი და ბუქსირით ამოვათრიე. აღმართები რომლებმაც იმ ღამისთევის გასვლაში ასე გვაწვალა ამჯერად საკმაოდ იოლად ავიარეთ.
დავბრუნდით უკან მაგრამ ღვევის ნაცვლად წყრულეთისკენ წავედით. მსხალდიდთან ტბაზე ავედით რომელიც უმეტესად გადამშრალი დაგვხვდა sad.gif
შემდეგ ასევე არატრადისიული გზით ნაფეტვრები-მაღივის გავლით დავბრუნდით.

პ.ს. 135 კმ გავიარე და დავწვი 18 ლარის გაზი და ალბათ 1-2 ლარის ბენზინი. elk.gif

მიმაგრებულია ტრეკი


Attached File(s)
Attached File  20140119orbeti.rar ( 78.37k ) Number of downloads: 165
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 18:01