ბოჭორმა ეკალასმთა ახმეტა, რთული გასვლა |
ბოჭორმა ეკალასმთა ახმეტა, რთული გასვლა |
irakli |
May 15 2014, 09:17
Post
#1
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
2 ვოლვოთი გავიარეთ ეს მარშუტი, თავიდან გიას სიონში უნდოდა ჩასვლა, მაგრამ გზამ ახმეტაში ჩაგვიყვანა, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი გზა იყო, მანქანების დაზიანებებიც იყო.
ომარაანიდან სტანდარტული მარშუტიდან გადავუხვიეთ ჩრდილოეთით, და ვცადეთ ეკალას მთაზე ასვლა, დაკიდებული აღმართები იყო, ერთგან გიას ჩემს მოთხრილზე დასჭირდა ჯალოთი წახმარება. სადღაც დაახლ. 1 კილომეტრში ავიღეთ 500 მეტრი სიმაღლე. აქდან გადავედით ხოვას ნასოფლარზე, გზა ბევრგან აღარ ჩანდა, მორები ეგდო: ზოგზე გადასვლა შეიძლებოდა, ზოგს ევლებოდა, ბოლოს ჩახრამული დაღმართი იყო, რომელზეც ვიწრო ლიანდებიან მანქანას გაუჭირდებოდა. გზის ნახევარი შალვა იჯდა, რადგან ფეხით მიწევდა დასაზვერად სიარული. საკმაოდ ზუსტად ატარა ვოლვო. რადგან 2 საათი იყო დაღამებამდე, ხოვადან ვიფიქრეთ სახადას გავლით უკან, ომარაანისკენ დაბრუნება, მაგრამ იქ დაგხვდა ქალბატონი, რომელმაც გვითხრა, რომ გზა მხოლოდ ერთი იყო, ისიც, უკან დასაბრუნებელი, რადგან გზა არც სიონისკენ მიდიოდა, არც სახადასკენ, ხოლო ის გზა, რომლითაც ჩინური ხისმჭრელი კომპანია სარგებლობდა ორვილის ხეობაში, დიდი ლოდებით იყო სავსე. გადავწყვიტეთ მაინც დაშვება და ხეობის გავლა. 2 გზა იყო დასაშვები, ჩვენ დასავლეთისკენ მდებარი ავარჩიეთ. ერთ ადგილას ხრამისკენ ჩამაცურა და უკანა ჯალოთი მოუწია შალვას ამოქაჩვა, ამ დროს გია დასრიალებულა და ხეს მიყრდნობილი და უკანა ბორბალ აწეული დაგხვდა. აღმოჩნდა, რომ საჭის მხარიც გაღუნული ქონდა, რადგან მარჯვნივ ვერ უხვევდა. მივაბჯინეთ ჩემი მანქან ხეს, (ამან შეიწირა დამატებითი ფარი), გიას მანქანა დავაფიქსირეთ, და შალვამ გამოუსწორა მხარი. ჯალოს დაზღვევით ჩავუშვი და შედეგად აწყდა კევლარი ბარაბნიდან, რადგან ხვიებს არ მივაქციე ყურადღება.. მერე კიდევ ერთი ჩარეცხილი დაგხვდა, დაახ. 1 მეტრზე მეტი სიმაღლის. გია პირდაპირ ჩავიდა, ცხვირით ჩაერჭო მანქანა, მაგრამ გვერდზე ჯალოთი გამოვათრიეთ, მე უკანა ჯალოს დაცვით ჩავედი. თუმცა რაღაცა დაემართა შედეგად. ჩავედით ორვილის ხეობაში, ლოდები ბევრი იყო, მაგრამ ევლებოდა. თუმცა გიას მანქანა ცოტა დავიწროვდა 2 ლოდს შორის გავლის შედეგად. უკვე დაღამდა, მივაგენით ურალების ლიანდებიან გზას , რომელიც ჩრდილოეთიდან მიუყვებოდა მდინარეს, თავი 2-3 კმში უკვე ახმეტაში გვეგონა, როცა აღმოვაჩინეთ წაღებული გზა. გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო , ასევე დატრიალბაც. ვიფიქრეთ მდინარეშI ჩასასვლილი პოვნა, ან ბუგაანში ასვლა, იქიდან იპნისგორაზე გადასვლა და იქიდან ახმეტაში ჩასვლა. ამასობაში რაღაც შენაკადი უერთდებოდა მდინარეს 200 მეტრი ლოდებიანი კალაპოტით, და გადავწყვიტეთ იქ ჩასვლა, მეთევზეები შეგხვდნენ და გვითხრეს, რომ ბუგაანში წაღებული იყო გზა. ერთი ვარიანტი გვრჩებოდა, რაც გამოვიყენეთ, მდინარეში კიდევ უფრო დიდ ლოდებზე გვიწევდა გადასვლა ან გვერდის მოვლა, მეც გავღუნე საჭის მხარი, რომელიც უკვე ახმეტაში ჯალოთი გაასწორა შალვამ. საკმაოდ საინტერესო მარშუტია, თან იმედია ორვილის გზას გააკეთებენ, რადგან ახლა იმ ქვებზე სასიარულოდ დიდი კლირენსია საჭირო. ვიდეოები მაქვს და ერთი ფოტო, შეიძელება გიას ქონდეს მეტი, როცა მომაწვდის დავდებ. Attached File(s) bochorma_axmeta.rar ( 34.27k ) Number of downloads: 81 -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
irakli |
May 15 2014, 09:18
Post
#2
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
პირველი აღმართი
http://www.youtube.com/watch?v=Cx8aAMFeWlM -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
irakli |
May 15 2014, 09:20
Post
#3
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
ეკალას მთაზე დაკარგული გზები
http://www.youtube.com/watch?v=mN5HY0slDQY -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
irakli |
May 15 2014, 09:25
Post
#4
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
ეს ვოლვოს შეკეთება ხოვას დაღმართზე
https://plus.google.com/photos/102129201225...CL2ysZvr0YTJ9gE -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
nika |
May 15 2014, 10:30
Post
#5
|
Unregistered |
|
Dzebisa |
May 15 2014, 20:12
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 2,266 Joined: 15-March 09 Member No.: 3,856 მანქანა: TOYOTA 4 RUNNER |
irakli
თქვენ გენაცვალეთ.უმაგრესი მარშუტი გაგივლიათ,მარა შემოგერეკათ ერთი დაგხვდებოდით სადმე და მძიმე გასვლის შემდეგ სასიამოვნოთ გავატრებდით დროს. ისე,ორვილის ხეობა მართლაც მაგარი ლოდიანია,საღოლ თქვენ -------------------- A K U N A M A T A T A ! ! !
|
vais |
May 15 2014, 23:24
Post
#7
|
Super Member Group: Registered Posts: 1,630 Joined: 15-January 11 Member No.: 4,937 მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL |
irakli
tr2_is mankana gaivlis mag treks? |
shalva-zimin |
May 16 2014, 00:49
Post
#8
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,682 Joined: 30-October 06 Member No.: 46 მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m |
irakli თქვენ გენაცვალეთ.უმაგრესი მარშუტი გაგივლიათ,მარა შემოგერეკათ ერთი დაგხვდებოდით სადმე და მძიმე გასვლის შემდეგ სასიამოვნოთ გავატრებდით დროს. ისე,ორვილის ხეობა მართლაც მაგარი ლოდიანია,საღოლ თქვენ -------------------- გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად. ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას! http://photo.qip.ru/users/shalva-1/ |
irakli |
May 16 2014, 01:49
Post
#9
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
vais
ორვილის წაღებულ გზამდე ალბათ გაივლის, თუ გამოცდილი მძღოლია. მერე ლოდებში ცოდოა, ვოლვოებზე დაიღუნა წიაგები. თუმცა მონდომებული შტურმანის და ბევრი დროს პირობებში, ალბათ შეიძლება გაძრომ-გამოძრომა ლოდებში. -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
irakli |
May 16 2014, 01:52
Post
#10
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
Dzebisa
ჯიგარი ხარ. გვიან იყო, როგორც შალვა თქვა. ზუსტი დრო არ მახსოვს. მოკითხვა დავაბარეთ ბიჭებს შენთან. დაგვეხმარენ ბოლო მონაკვეთზე გზის არჩევაში თან მთელი გზა არჩევდნენ ვოლვო აჯობებდა თუ შესტი. არ ვერეოდი მათ საუბარში, რომ აზრზე გავლენა არ მომეხდინა, თუმცა მგონი ვერ შეთანხმდნენ. -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
vais |
May 16 2014, 02:36
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 1,630 Joined: 15-January 11 Member No.: 4,937 მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL |
irakli
ლოდებში ძრომიალი არ მხიბლავს მაგრამ, მოსინჯვა შეიძლება. |
kipsho |
May 16 2014, 03:17
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 1,113 Joined: 27-October 11 Member No.: 5,235 მანქანა: DZUDZUKI SAMURAI |
რამდენი კილომეტრი გაიარეთ???
-------------------- |
Dzebisa |
May 16 2014, 03:23
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 2,266 Joined: 15-March 09 Member No.: 3,856 მანქანა: TOYOTA 4 RUNNER |
irakli
ციტატა არ ვერეოდი მათ საუბარში, რომ აზრზე გავლენა არ მომეხდინა, თუმცა მგონი ვერ შეთანხმდნენ. წარმომიდგენია რა საუბარი იქნებოდა -------------------- A K U N A M A T A T A ! ! !
|
Utiashvili |
Jun 15 2021, 13:12
Post
#14
|
Advanced Member Group: Registered Posts: 361 Joined: 2-February 15 Member No.: 6,384 მანქანა: Jeer Wrangler 4.0 TJ, BFG M/T 32", Warn m8000 |
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 06:30 |