IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> 2012 წლის ტექ. მოთხოვნები ტროფისთვის (რეიდი და ორიენტირება)
nika
post Jan 31 2012, 23:10
Post #1


Unregistered









თეთრად ნაჩვენებია უცვლელი რაც დარჩა 2011 წლის ტექ მოთხოვნებიდან
გადახაზულად ნაჩვენებია ამოღებული პუნქტები
წითლად ნაჩვენებია ახალი პუნქტები


2012 წლის ტექნიკური მოთხოვნები ტროფი რეიდებისთვის და ტროფი ორიენტირებებისთვის

ავტომობილების დაყოფა ხდება 4 მეთოდით. პირველ ჯგუფში შედის ვიწრო ლიანდებიანი ავტომობილები. ანუ ის მანქანები რომელთა საბურავების შიდა ნაწილებს შორის მანძილი ნაკლებია 115 სანტიმეტრტზე (სამურაები, პაჯერო ჯუნიორები და ა.შ.) იხილეთ ნახაზი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მეორე ჯგუფში შედიან პორტალურ ხიდებიანი მანქანები, რომელთა ხიდის გარე რედუქტორების კბილანებს შიდა შეხება აქვთ (უაზები)
მესამეში პორტალურხიდებიანი კბილანების გარე შეხებით (უნიმოგი, პინძგაუერი, ლუაზი და ა.შ.).
მეოთხეში ყველა დანარჩენი.

საბურავების დიამეტრის გაზომვა ხდება სპეციალური საზომით (ე.წ. პლანკა) იზომება ყველა საბურავი, (სათადარიგოც). წნევა გაზომვისას 1.5. გაზომვა ხდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში რათა გამოირიცხოს მანქანის წონის ზემოქმედება.

ჯალამბარები იყოფა ორ ტიპად.
"ხელის ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც მხოლოდ ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას გამოიყენებს.
"ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც არ იყენებს ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას (ელექტრო, ჰიდრავლიკური, მექანიკური PTO და სვხა).


“ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის და სხვა) გამოცვლა, ან მათი სამაგრი წერტილების გადატანა, აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.
აკრძალულია არკების გამოჭრა

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.


ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.


ჯალამბარი:
მექანიკური/ელექტრო ჯალამბარი აკრძალულია.
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

“გრანდ ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მცირე გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის) გამოცვლა აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
დასაშვებია ამორტიზატორების სამაგრი წერტილების გადატანა. დასაშვებია დაკიდების ბერკეტების და სხვა ელემენტების სამაგრი წერტილების გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.


ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.


ჯალამბარი:
მექანიკური/ელექტრო ჯალამბარი აკრძალულია.
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

ტრ1. სერიული მომზადებული ავტომობილები.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა რომლის დროსად დაკიდების სამაგრები გადატანილი იქნება.
დასაშვებია შიდა შეხების პორტალური ხიდები.

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 85-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 77 სმ
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურ ხიდებიანებისთვის 80 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები

ელექტროობა:
დაშვებულია მაქსიმუმ 2 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.
დასაშვებია ძრავის გამოცვლა თუ მისი სიმძლავრე სერიულს 10%–ზე მეტით არ აღემატება, და ძრავის საწვავის სახეობა იგივე რჩება.
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.
დასაშვებია ბლოკირებების, შეცვლილი გადაცემების და სხვა (გაძლიერებული) ნახევარღერძების გამოყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მხოლოდ 1 (ერთი) მექანიკური/ელექტრო ჯალამბარის "ჯალამბარის" გამოყენება. ასევე აკრძალულია რაიმე მოწყობილობა რომელის საშუალებას იძლევა უკანა მხარეს ამუშაო "ჯალამბარი".
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ2 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის 82-სმ-დან და 93 სმ–მდე
ვიწრო ლიანდიანებისთვის - 72 სმ-დან - 85 სმ–მდე
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის - 77 სმ–დან 88 სმ–მდე
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის - 77 სმ-დან- 85 სმ–მდე

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
დასაშვებია მაქსიმუმ 3 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 2 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ3 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები (პროტოტიპები)

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის მინიმუმ 90
ვიწრო ლიანდიანებისთვის მინიმუმ 83
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის მინიმუმ 83 სმ
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის მინიმუმ 83 სმ

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
თავისუფალი

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 3 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5

გარდა ამისა ყველა ჩათვლით ჯგუფში აკრძალულია მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვების ან სხვა საშუალებების გამოყენება.
გარდა ამისა ყველა ჩათვლის ჯგუფში აკრძალულია საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო დამატებითი საშუალებების გამოყენება (ჯაჭვები, თოკები და ა.შ.)

ტრ1 ტრ2 და ტრ3 ჩათვლით ჯგუფებში სავალდებულოა სპორტული ჩაფხუტების გამოყენება.

ყველა ჯალამბარიან ავტომობილზე რომელიც აღჭურვილია ფოლადის ბაგირით, სავალდებულოა ბაგირის გაწყვეტისას ენერგიის ჩამხშობის გამოყენება.
ჩამხშობი უნდა წარმოადგენდეს როგორც მინიმუმ რეზინის მილის ნაჭერს, რომლის სიგრძეა არანაკლებ 50 სმ, და წონა არანაკლებ 1.5 კგ.

ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს გამართული ელექტრო განათება (ფარები, გაბარიტის მაჩვენებლები, სტოპ ნათურები, უკანა სვლის ნათურები, მოხვევის მაჩვენებლები და სხვ.)
Go to the top of the page
+Quote Post
3 Pages V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Replies(20 - 39)
vuhu
post Mar 1 2012, 13:50
Post #21


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 762
Joined: 5-April 07
Member No.: 165
მანქანა: niva



საჭის მექანიზმის და სხვა) გამოცვლა, ან მათი სამაგრი წერტილების გადატანა, აკრძალულია

ანუ რულგადატანილი მანქანები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 1 2012, 14:05
Post #22


Unregistered









vuhu
იგულისხმება ისეთი გადატანა რაც გამავლობას ზრდის.
Go to the top of the page
+Quote Post
D.E.F.
post Mar 1 2012, 15:06
Post #23


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 9,298
Joined: 15-October 09
From: Tiflis
Member No.: 4,228
მანქანა: mmc pajero ll 3.5



rezident
კაცო მეტყობა რამე რომ მაზოხისტი ვარ
მანქანის დამტვრევა არც მე მინდამაგრამ მათლად კატაობაც ტეხავს რა


--------------------
როგორც კი .....! ეგრევე!.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Apr 10 2012, 14:33
Post #24


Unregistered









ციტატა
ძრავი:
დასაშვებია ძრავის გამოცვლა თუ მისი სიმძლავრე სერიულს 10%–ზე მეტით არ აღემატება, და ძრავის საწვავის სახეობა იგივე რჩება.
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.


ამ საკითხთან დაკავშირებით გამნარტებას გავაკეთებ რადგან პატარა გაუგებრობა გამოიწვია. თუ რომელიმე მოდელზე ქარხნულად დგებოდა ბენზინის და დიზელის ძრავები, მაშინ შეიძლება ბენიზნის ძრავი გამოიცვალოს დიზელის ძრავით. ამავე დროს დაყენებული დიზელის ძრავის სიმძლავრე 10%-ით არ უნდა აღემატებოდეს არა ბენზინის ძრავის (რომელიც იდგა), არამედ ქარხნული დიზელის სიმძლავრეს.

პირიქითაც იგივეა. თუ იდგა დიზელი და დააყენებთ ბენზინს, მაშინ 10% შეზღუდვა იანგარიშება ქარხნულად რა ბენზინსის ძრავიც დგებოიდა იქიდან. ანუ მაგალითად პაჯერო დიზელზე ბენნზინის ძრავის დაყენებისას არ ხართ შეზღუდული ამ დიზელის ძრავის სიმძლავრით.
Go to the top of the page
+Quote Post
exidrid
post Apr 23 2012, 13:07
Post #25


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 396
Joined: 4-February 10
Member No.: 4,465
მანქანა: suzuki sj 410



nika
ბოდიში თუ ძალიან ჩაინიკურ კითხვას ვსვავ მაგრამ. ტექნიკური მოთხოვნები და შეჯიბრის რეგლამენტი ორი სხვა დასხვა რამეა როგორც მივხვდი.
და შეჯიბრის რეგლამენტი სად შეიძლება ვიპოვო???


--------------------
bu shi do!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Apr 23 2012, 13:34
Post #26


Unregistered









exidrid
ამ შეჯიბრის რეგლამენტი ჯერ არაა დამტკიცებული. თუმცა 99% იგივე იქნება რაც წინა შეჯიბრის. და მაგაზე შეჯიბრის თემაში დავწერ.
Go to the top of the page
+Quote Post
exidrid
post May 19 2012, 15:13
Post #27


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 396
Joined: 4-February 10
Member No.: 4,465
მანქანა: suzuki sj 410



nika
რადგან ტრ1 ძრავის მოდიფიკაციებზე არაფერი წერია აქედან გამომდინარე როგორც ვხვდები კარბურატორის და და ინთეიქის შეცვლა არაა აკრძალული.


--------------------
bu shi do!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post May 19 2012, 15:54
Post #28


Unregistered









exidrid
არაა აკრძალული.
Go to the top of the page
+Quote Post
pantera
post May 26 2012, 21:39
Post #29


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 978
Joined: 5-January 08
From: TBILISI
Member No.: 578
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000



ტარტაროზს რო ინსა ტურბოები უყენია 285/75რ16 ტრ1-ში გადის?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vais
post May 26 2012, 22:46
Post #30


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,630
Joined: 15-January 11
Member No.: 4,937
მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL



pantera
tr-2
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pantera
post May 27 2012, 21:38
Post #31


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 978
Joined: 5-January 08
From: TBILISI
Member No.: 578
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000



ციტატა
pantera
tr-2


vais
გაზომე გაბერილზე? მე აუწყობელი საბურავი გავზომე და დიამეტრი 85 იყო(ოდნავ ნაკლები). მაგ საბურავებს ისეთი ძლიერი ზედაპირი აქვს რომ არამგონია გაბერილზე ბევრი მოიმატოს.

This post has been edited by pantera: May 27 2012, 21:38
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vais
post May 27 2012, 21:53
Post #32


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,630
Joined: 15-January 11
Member No.: 4,937
მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL



pantera
ეხლა გავზომე, 2,1-ზე გაბერილი, 6-ან დისკზე 85-სმ-მდე გამოვიდა biggrin.gif
აქამდე არ გამიზომია, cat-ი მეუბნებოდა ტრ2 ში გადადიხარო და მეც არ შემიმოწმებია. ეხლა მსაჯების პლანკითაა გასაზომი crazy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iliagrishashvili
post May 27 2012, 21:55
Post #33


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,316
Joined: 10-April 08
Member No.: 1,189
მანქანა: toyota 4runner sport edition owner



intake exhaust
შეპრქვევის სისტემის შეცვლაგადაკეთება და ჩიპტიუნინგის გაკეთება არაა აკრძალული არცერთ კატეგორიაში
და არც ხიდის შეგნეულობის გამოცვლა (პოლუოსი ყუმბარა რედუქტორისკანრჩკა პლანეტარკის ან რაიმე ბლოკის ჩაყენება)


--------------------
1). Когда садишся за руль Гелика, средние пальцы рук сами загибаются!
2). Колга едеш на гелике, кажется, что весь мир тебе должен!
3). Гелендваген — единственный автомобиль, который можно передвавть по наследству!
4). Иногда чертовски забавно понимать, что оттуда куда ты на нём залез есть лишь один выход — назад. Впереди — конец географии!
5). неважно какого он года, он всегда в последнем кузове!
6). Только Гелендвагенну не будут моргать в левом ряду, даже если он едет 60 км/ч!
7). …но цена, как у подержаного вертолёта!


Mercedes-Benz W460 Limited Edition owner
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pantera
post May 27 2012, 22:00
Post #34


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 978
Joined: 5-January 08
From: TBILISI
Member No.: 578
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000



ციტატა
pantera
ეხლა გავზომე, 2,1-ზე გაბერილი, 6-ან დისკზე 85-სმ-მდე გამოვიდა
აქამდე არ გამიზომია, cat-ი მეუბნებოდა ტრ2 ში გადადიხარო და მეც არ შემიმოწმებია. ეხლა მსაჯების პლანკითაა გასაზომი


თუ მოახერხებ და ზუსტად გაზომავ იქნებ დაწერო აქ, მეც ვაპირებ ყიდვას და არ მინდა პატარა ვიყიდო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post May 27 2012, 22:02
Post #35


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ციტატა(vais @ May 27 2012, 17:53) *

pantera
ეხლა გავზომე, 2,1-ზე გაბერილი, 6-ან დისკზე 85-სმ-მდე გამოვიდა biggrin.gif
აქამდე არ გამიზომია, cat-ი მეუბნებოდა ტრ2 ში გადადიხარო და მეც არ შემიმოწმებია. ეხლა მსაჯების პლანკითაა გასაზომი crazy.gif
გახსოვს მე როდის გითხარი , აწყვე და გაზომე საბურავების ,,შტანგელით"-თქო biggrin.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Levan_Ama
post May 27 2012, 22:05
Post #36


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 681
Joined: 30-June 10
Member No.: 4,677
მანქანა: Mitsubishi Pajero V21W SS, MMC Airtek 4wd 2,4CNG



QUOTE(shalva-zimin @ May 27 2012, 22:02) *

გახსოვს მე როდის გითხარი , აწყვე და გაზომე საბურავების ,,შტანგელით"-თქო biggrin.gif


იქნებ გაზომოთ ეგ საბურავები ზუსტად იმ პლანკით და დაწეროთ, რიგში ვდგავართ ხალხი თეგეტას კართან biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vais
post May 27 2012, 22:08
Post #37


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,630
Joined: 15-January 11
Member No.: 4,937
მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL



shalva-zimin
Rogorc yoveltvis, martali yopilxar. biggrin.gif

pantera
Ok
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post May 28 2012, 13:31
Post #38


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



,,для автомобилей с колесной базой 2740 мм или более – диаметр колес до 890 мм, ширина – до 343 мм."
ამაზე რას ფიქრობ ნიკუშ? ტრ-1 -ის მოთხოვნაა ლადოგაზე. (890= 35”)გრძელბაზიანები ცოდონი არიან smile.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post May 28 2012, 14:02
Post #39


Unregistered









ეგ 2013-ის განხილვისას მოვიფიქროთ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post May 28 2012, 14:06
Post #40


Unregistered









ციტატა
ტრ-1 -ის მოთხოვნაა ლადოგაზე.

ამ წუთას ვუყურებ მაგ ფაილს და ვერ ვნახე ეგეთი ფრაზა
http://ladoga-trophy.ru/unitsimg/TT_auto_Rus.doc

Категория Adventures ყოფილა.
Go to the top of the page
+Quote Post

3 Pages V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 15:22