IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> სადაზღვევო კომპანიები, გავუზიაროთ გამოცდილება
irakli
post Nov 21 2017, 19:36
Post #1


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



დღეს გამოიტანა საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება ჯიპიაისთან დავაზე.

დავის დეტალებს არ დავწერ (ადრე მოვყევი და ეტყობა წაიშალა თავისუფალში), მოკლედ ჩათვალა, რომ ნახმარი ნაწილების ღირებულების ანაზღაურება მაშინ, როცა ნახმარი ნაწილები ბაზარზე არ არის, დაუშვებელიაო. არადა ჯიპიაის და ზოგიერთ სხვა სადაზღვევოს ეგ უწერია 3 წელიწადზე მეტი ხნოვანების მანქანაზე. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.

მანამდე არსებობდა უზენაესის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთხელ უკვე შერცხვა ამ პრაქტიკაზე ჯიპიაი, თუმცა მაინც აგრძელებს იგივეს სუსტი და სადაზღევოებთან ზედმეტად დამეგობრებული რეგულატორის არსებობის გამო, თუმცა ეგ ცალკე თემაა.

სამწუხაროდ გადაუხდელ თანხაზე ჯარიმა სასამართლომ შეუმცირა დღეზე 0,1 % დან 0,05% ზე, არადა თავად ჯიპიაის პირობებში ეწერა ეს ციფრი. ვნახოთ აპელაცია რას იტყვის ამ საკითხზე.

კიდევ 10% იყო განსხვავება მანქანის შეფასებას და დაზღვევის თანხას შორის, ჯიპიაის უნდოდა სადაზღვევო ანაზღაურების 10% ით შემცირება (ფულის გაკეთების მორიგი მცდელობა). სასამართლომ არ ჩათვალა ეს განსხვავება მნიშვნელოვნად, რომ მომხმარებელს უნდა სცოდნოდა. (ლოგიკურია, რომ ზუსტად ვერ გვეცოდინება ჩვენი ქონების საბაზრო ფასი, და 10% ცდომილება დაშვებული უნდა იყოს)

ახლა უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა ჯიპიაის არაკეთილსინდისიერება და მომხმარებლებისდამი არასამართლიანი დამოკიდებულება. იმედია ზემდგომი ინსტანცია ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 21 2017, 20:11
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



კარგი თემაა!
მე რომ ვფიქრობდი დაზღვევას, ფორუმ ჯიზე გადავათვალიერე ანალოგიური თემა და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე პირადად ასეთი დაზღვევა, რაც დღეს ბაზარზეა, არ მჭირდება.

თუმცა მეუღლის მანქანა უნდა დავაზღვიო მაინც. ვაზღვევ ირაოში, ჩისტა სუბიექტური პირობების გამო, ახლბელი მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მეტ ყურადღებას გამოიჩენენ. დალშე ერთი ოხერია მგონი ყველა.

irakli
ციტატა
მოკლედ ჩათვალა, რომ ნახმარი ნაწილების ღირებულების ანაზღაურება მაშინ, როცა ნახმარი ნაწილები ბაზარზე არ არის, დაუშვებელიაო.


ანუ, როგორც გავიგე, სადაზღვევო კლიენტს აძლევდა ნახმარი ნაწილის ფულს, როცა ეს ნახმარი ნაწილი საქართველოში ფიზიკურად არ იყო? და რომ არ ეჩივლა ამ კლინეტს, აიღებდა ამ ნახმარი ნაწილის ღირებულაბს და მოუწევდა ფულის დამატებით ახალი ნაწილის ყიდვა, ხომ? უნდა გავითვითვალისწინო ეს პუნქტი!

ციტატა
კიდევ 10% იყო განსხვავება მანქანის შეფასებას და დაზღვევის თანხას შორის, ჯიპიაის უნდოდა სადაზღვევო ანაზღაურების 10% ით შემცირება (ფულის გაკეთების მორიგი მცდელობა).


ესეც განვმარტოთ ადამიანურ ენაზე რა. biggrin.gif
კლიენტმა მანქანა შეაფასა X თანხად ხელშეკრულების გაფორმების დროს და გატოტალდა ავარიის დროს მანქანა და სადაზღვევომ გადაწყვიტა X-10%-ის ანაზღაურება იმ საბაბით, რომ საბაზრო ფასი ეს X-10% იყო? სწორად მივხვდი? და თუ ასეა, რატომ გაუფორმა თავიდანვე X თანხაზე ხელშეკრულება და ახდევინა ფული X თანხიდან?

და რა მეთოდით დადგინდა, რომ საბაზრ ღირებულება X-10% იყო? აუდიტი?

ციტატა
სასამართლომ არ ჩათვალა ეს განსხვავება მნიშვნელოვნად, რომ მომხმარებელს უნდა სცოდნოდა.


სადაზღვევო გაამართლა აქ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 21 2017, 20:22
Post #3


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



Davidson
ნახმარ ნაწილზე დასტურ. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი დავა იყო, ოფისის მანქანაზე, რომელსაც მე ვმართავ.

ვთქვათ დააზღვიე მანქანა 9000 $ და გატოტალებისას ან უბრალოდ ზოგი ნაწილის დაზიანებისას აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანიას ეჭვი შეეპარა, რომ 9000 არ ღირს მანქანა და მეტი ღირს. უკვეთავს დასკვნას სამხარაულის ბიუროს დაახლ. 100 ლარად და ისინი აძლევენ, რომ მანქანა თურმე ღირს 10'000 $, ამ შემთხვევაში დაახლ. 10% ით ნაკლებს იხდის სადაზღვევო, ხოდა აქ გამტყუნდა სადაზღვევო, რომ მომხმარებელს არ შეეძლო საბაზრო ფასის ცონდა 10% ის სიზუსტით. საერთოდ შეფასება არ არის ზუსტი მეცნიერება და +- ყოველთვის არის.

ჯიპაის იყენებს ამ მეთოდს გადახდების შესამცირებლად. სხვებზე არ გამიგია. 2 ჯერ რომ განსხვავდებოდეს ფასი, გასაგებია, რომ მომხმარებელი ნახევარს იხდიდა პოლისის თანხას და რატომ უნდა აუნაზღაურდეს 100% ნაწილების ღირებულება? მაგრამ 1% ის სიზუსტით ფასის გარტყმის მოთხოვნაც ზედმეტია.

ახლა ირაოს შევაფასებინე და მათი თანხა ჩავწერე პირდაპირ. ბევრად დაბალი გამოვიდა, ვიდრე რეალურად გადავიხადე მანქანაში smile.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 21 2017, 20:30
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



irakli
გავიგე ყველაფერი. გაიხარე! smile.gif

დაწერე ხოლმე, კიდევ რა წყალქვეშა ქვებია სადაზღვევოებთან ურთიერთობაში. კარგი გამოცდილება გაქვს მაგ კუთხით. (არა მხოლოდ wink.gif )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIRA
post Nov 21 2017, 22:00
Post #5


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 17,389
Joined: 5-September 07
From: GEORGIA TBILISI
Member No.: 348
მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN



ჩემი მეუღლის მანქანა იმდენად იაფფასიანია რომ, მხოლოდ მესამე პირის პასუხისმგებლობაზე დავაზღვიე.
ალდაგში დავაზღვიე, რადგან თბს დაზღვევამ უარი თქვა მაშინ, 2000 წლამდე გამოშვებული მანქანის დაზღვევაზე.
მაგარი დავცინე და ფბზეც მივასხი! მეთქი მესამე პირის პასუხისმგებლობას ვაზღვევ და მანქანის წლოვანებას რა აზრი აქვს თქო?!


--------------------
კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 21 2017, 23:29
Post #6


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(GIRA @ Nov 21 2017, 22:00) *

ჩემი მეუღლის მანქანა იმდენად იაფფასიანია რომ, მხოლოდ მესამე პირის პასუხისმგებლობაზე დავაზღვიე.
ალდაგში დავაზღვიე, რადგან თბს დაზღვევამ უარი თქვა მაშინ, 2000 წლამდე გამოშვებული მანქანის დაზღვევაზე.
მაგარი დავცინე და ფბზეც მივასხი! მეთქი მესამე პირის პასუხისმგებლობას ვაზღვევ და მანქანის წლოვანებას რა აზრი აქვს თქო?!

ეტყობა ჰგონიათ, რომ ძველ მანქანებზე მუხრუჭი არ იჭერს. biggrin.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 21 2017, 23:29
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



GIRA
რა ჯდება მარტო ეგ მესმე პირის დაზღვევა და რას მოიცავს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 21 2017, 23:29
Post #8


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



არადა დიდ სეგმენტს კარგავენ.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 21 2017, 23:33
Post #9


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



Davidson
მე მაქვს მესამე პირი, მგონი 60 დოლარია 20, 000 ლარამდე.
ასევე მძღოლის დაზღვევა, რომელ მანქანაზევ ვჯდები 3,000 $მდე მომყვება. ირაოს გარდა სხაგან არ შემხვედრია ეს. შემიძლია 78 წელზე გამოშვებულ ვოლვოზეც გადავიყოლო. 1 კვირაა ვადა, მერე თავიდან უნდა დარეკო.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N67
post Nov 22 2017, 20:12
Post #10


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 446
Joined: 21-September 14
From: ჩირდილელიაანთკარი
Member No.: 6,267
მანქანა: Suzuki Vitara



ციტატა(irakli @ Nov 21 2017, 23:29) *

ეტყობა ჰგონიათ, რომ ძველ მანქანებზე მუხრუჭი არ იჭერს. biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif

კარგი და საჭირო თემაა.

ყველა სადაზღვევო ერთი ეშმაკი მგონია. ყველგან, არა მარტო საქართველოში.
და მგონია, რომ განსხვავებებს მარტო ეს განაპირობებს - პრაქტიკაში ვის როგორ გამოსდის ხოლმე თავიანთი ჩანაფიქრები.



--------------------
◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊

OnlY Z BesT

2WD OO
4WD oooo
8WD ●●●● ●●●●

◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th April 2024 - 03:43