IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> 2012 წლის ტექ. მოთხოვნები ტროფისთვის (რეიდი და ორიენტირება)
nika
post Jan 31 2012, 23:10
Post #1


Unregistered









თეთრად ნაჩვენებია უცვლელი რაც დარჩა 2011 წლის ტექ მოთხოვნებიდან
გადახაზულად ნაჩვენებია ამოღებული პუნქტები
წითლად ნაჩვენებია ახალი პუნქტები


2012 წლის ტექნიკური მოთხოვნები ტროფი რეიდებისთვის და ტროფი ორიენტირებებისთვის

ავტომობილების დაყოფა ხდება 4 მეთოდით. პირველ ჯგუფში შედის ვიწრო ლიანდებიანი ავტომობილები. ანუ ის მანქანები რომელთა საბურავების შიდა ნაწილებს შორის მანძილი ნაკლებია 115 სანტიმეტრტზე (სამურაები, პაჯერო ჯუნიორები და ა.შ.) იხილეთ ნახაზი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მეორე ჯგუფში შედიან პორტალურ ხიდებიანი მანქანები, რომელთა ხიდის გარე რედუქტორების კბილანებს შიდა შეხება აქვთ (უაზები)
მესამეში პორტალურხიდებიანი კბილანების გარე შეხებით (უნიმოგი, პინძგაუერი, ლუაზი და ა.შ.).
მეოთხეში ყველა დანარჩენი.

საბურავების დიამეტრის გაზომვა ხდება სპეციალური საზომით (ე.წ. პლანკა) იზომება ყველა საბურავი, (სათადარიგოც). წნევა გაზომვისას 1.5. გაზომვა ხდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში რათა გამოირიცხოს მანქანის წონის ზემოქმედება.

ჯალამბარები იყოფა ორ ტიპად.
"ხელის ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც მხოლოდ ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას გამოიყენებს.
"ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც არ იყენებს ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას (ელექტრო, ჰიდრავლიკური, მექანიკური PTO და სვხა).


“ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის და სხვა) გამოცვლა, ან მათი სამაგრი წერტილების გადატანა, აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.
აკრძალულია არკების გამოჭრა

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.


ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.


ჯალამბარი:
მექანიკური/ელექტრო ჯალამბარი აკრძალულია.
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

“გრანდ ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მცირე გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის) გამოცვლა აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
დასაშვებია ამორტიზატორების სამაგრი წერტილების გადატანა. დასაშვებია დაკიდების ბერკეტების და სხვა ელემენტების სამაგრი წერტილების გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.


ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.


ჯალამბარი:
მექანიკური/ელექტრო ჯალამბარი აკრძალულია.
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

ტრ1. სერიული მომზადებული ავტომობილები.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა რომლის დროსად დაკიდების სამაგრები გადატანილი იქნება.
დასაშვებია შიდა შეხების პორტალური ხიდები.

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 85-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 77 სმ
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურ ხიდებიანებისთვის 80 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები

ელექტროობა:
დაშვებულია მაქსიმუმ 2 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.
დასაშვებია ძრავის გამოცვლა თუ მისი სიმძლავრე სერიულს 10%–ზე მეტით არ აღემატება, და ძრავის საწვავის სახეობა იგივე რჩება.
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.
დასაშვებია ბლოკირებების, შეცვლილი გადაცემების და სხვა (გაძლიერებული) ნახევარღერძების გამოყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მხოლოდ 1 (ერთი) მექანიკური/ელექტრო ჯალამბარის "ჯალამბარის" გამოყენება. ასევე აკრძალულია რაიმე მოწყობილობა რომელის საშუალებას იძლევა უკანა მხარეს ამუშაო "ჯალამბარი".
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ2 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის 82-სმ-დან და 93 სმ–მდე
ვიწრო ლიანდიანებისთვის - 72 სმ-დან - 85 სმ–მდე
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის - 77 სმ–დან 88 სმ–მდე
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის - 77 სმ-დან- 85 სმ–მდე

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
დასაშვებია მაქსიმუმ 3 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 2 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ3 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები (პროტოტიპები)

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის მინიმუმ 90
ვიწრო ლიანდიანებისთვის მინიმუმ 83
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის მინიმუმ 83 სმ
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის მინიმუმ 83 სმ

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
თავისუფალი

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 3 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5

გარდა ამისა ყველა ჩათვლით ჯგუფში აკრძალულია მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვების ან სხვა საშუალებების გამოყენება.
გარდა ამისა ყველა ჩათვლის ჯგუფში აკრძალულია საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო დამატებითი საშუალებების გამოყენება (ჯაჭვები, თოკები და ა.შ.)

ტრ1 ტრ2 და ტრ3 ჩათვლით ჯგუფებში სავალდებულოა სპორტული ჩაფხუტების გამოყენება.

ყველა ჯალამბარიან ავტომობილზე რომელიც აღჭურვილია ფოლადის ბაგირით, სავალდებულოა ბაგირის გაწყვეტისას ენერგიის ჩამხშობის გამოყენება.
ჩამხშობი უნდა წარმოადგენდეს როგორც მინიმუმ რეზინის მილის ნაჭერს, რომლის სიგრძეა არანაკლებ 50 სმ, და წონა არანაკლებ 1.5 კგ.

ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს გამართული ელექტრო განათება (ფარები, გაბარიტის მაჩვენებლები, სტოპ ნათურები, უკანა სვლის ნათურები, მოხვევის მაჩვენებლები და სხვ.)
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   2012 წლის ტექ. მოთხოვნები ტროფისთვის (რეიდი და ორიენტირება)   Jan 31 2012, 23:10
nika   Перечеркнуты положения кот...   Jan 31 2012, 23:44
nikdeff   nika ანუ მაინცდამაინ...   Feb 1 2012, 00:26
nika   nikdeff არა. იგულიხმება ...   Feb 1 2012, 00:30
irakli   მე ვიცოდი, რომ გრან...   Feb 1 2012, 09:36
nika   irakli კი ლადოგაზე ასე...   Feb 1 2012, 10:25
nika   თუმცა რო დავუფიქრდ...   Feb 1 2012, 11:31
junior   -ში სატვირთოს დეტა...   Feb 1 2012, 18:12
nika   junior კი. შეიძლება. რა...   Feb 1 2012, 18:15
oqita   "ხელის ჯალამბარი...   Feb 1 2012, 18:23
nika   oqita ცხადია შეიძლება.   Feb 1 2012, 18:31
N^DREW   nika კი თავის თავად ცხ...   Mar 1 2012, 12:43
nika   ეგ რეგლამენტში წერ...   Mar 1 2012, 12:55
rezident   და რატო უნდა იყოს ა...   Mar 1 2012, 12:57
nika   rezident სედანით აპირებ ...   Mar 1 2012, 13:16
Defi   მიდი მიდი ტურიზმი ...   Mar 1 2012, 13:22
nika   ტურიზმი იქნება ტურ...   Mar 1 2012, 13:23
nika   პ.ს. ტალახის პონტში ...   Mar 1 2012, 13:25
rezident   nika მე კი არ ვაპირებ. ...   Mar 1 2012, 13:29
rezident   Defi შარშანდელი მანგ...   Mar 1 2012, 13:36
vuhu   საჭის მექანიზმის დ...   Mar 1 2012, 13:50
nika   vuhu იგულისხმება ისე...   Mar 1 2012, 14:05
Defi   rezident კაცო მეტყობა რა...   Mar 1 2012, 15:06
nika   ამ საკითხთან დაკა...   Apr 10 2012, 14:33
exidrid   nika ბოდიში თუ ძალიან ...   Apr 23 2012, 13:07
nika   exidrid ამ შეჯიბრის რეგ...   Apr 23 2012, 13:34
exidrid   nika რადგან ტრ1 ძრავი...   May 19 2012, 15:13
nika   exidrid არაა აკრძალული.   May 19 2012, 15:54
pantera   ტარტაროზს რო ინსა ...   May 26 2012, 21:39
vais   pantera tr-2   May 26 2012, 22:46
pantera   vais გაზომე გაბერილზ...   May 27 2012, 21:38
vais   pantera ეხლა გავზომე, 2,1-...   May 27 2012, 21:53
shalva-zimin   pantera ეხლა გავზომე, 2,1-...   May 27 2012, 22:02
Phoboss   გახსოვს მე როდის გ...   May 27 2012, 22:05
killerbike   intake exhaust შეპრქვევის ს...   May 27 2012, 21:55
pantera   თუ მოახერხებ და ზუ...   May 27 2012, 22:00
vais   shalva-zimin Rogorc yoveltvis, martali yopilxar. :...   May 27 2012, 22:08
shalva-zimin   ,,для автомобилей с колесно...   May 28 2012, 13:31
nika   ეგ 2013-ის განხილვისა...   May 28 2012, 14:02
nika   ამ წუთას ვუყურებ მ...   May 28 2012, 14:06
da2cha11   სიტყვაზე ჟიგულის ძ...   Oct 17 2012, 20:12
მჟავე   სიტყვაზე ჟიგულის ...   Oct 17 2012, 20:27
da2cha11   მჟავე ეგ წავიკითხე...   Oct 17 2012, 20:41
მჟავე   მჟავე ეგ წავიკითხ...   Oct 17 2012, 20:44
nika   არა და გარკვევით წ...   Oct 17 2012, 21:06
ლოსი   nika ნიკოლოზ ბოდიში მ...   Oct 18 2012, 02:00
nika   ლოსი ეგრეა.   Oct 18 2012, 08:51


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 07:23