2010 წლის ტექნიკური მოთხოვნები, ტროფისთვის |
2010 წლის ტექნიკური მოთხოვნები, ტროფისთვის |
nika |
Dec 14 2009, 23:53
Post
#1
|
Unregistered |
ჩვენი კლუბი ნელ-ნელა სტანდარტიზაციაზე გადადის. ამიტომაც მომავალი წლის ტროფებისთვის (ტროფი ორიენტირება და ტროფი რეიდი) უკვე ახლა ვაცხადებთ ტექნიკურ მოთხოვნებს რათა მონაწილეობის მსურველებმა იცოდნენ თუ როგორ მოამზადონ ავტომობილები.
მაშ ასე 2010 წლის ტექნიკური მოთხოვნები ტროფი რეიდებისთვის და ტროფი ორიენტირებებისთვის ავტომობილების დაყოფა ხდება 4 მეთოდით. პირველ ჯგუფში შედის ვიწრო ლიანდებიანი ავტომობილები. ანუ ის მანქანები რომელთა საბურავების შიდა ნაწილებს შორის მანძილი ნაკლებია 115 სანტიმეტრტზე (სამურაები, პაჯერო ჯუნიორები და ა.შ.) იხილეთ ნახაზი. მეორე ჯგუფში შედიან პორტალურ ხიდებიანი მანქანები, რომელთა ხიდის გარე რედუქტორების კბილანებს შიდა შეხება აქვთ (უაზები) მესამეში პორტალურხიდებიანი კბილანების გარე შეხებით (უნიმოგი, პინძგაუერი, ლუაზი და ა.შ.). მეოთხეში ყველა დანარჩენი. საბურავების დიამეტრის გაზომვა ხდება სპეციალური საზომით (ე.წ. პლანკა) იზომება ყველა საბურავი, (სათადარიგოც). წნევა გაზომვისას 1.5. ტრ1. სერიული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებებით. პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია. დაკიდება: დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის) გამოცვლა აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა. აკრძალულია პორტალური ხიდები. საბურავები: საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 80-სმ-ს. ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით. ელექტროობა: დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება. ძარა: დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად. ძრავი: დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე. ჯალამბარი: მექანიკური/ელექტრო ჯალამბარი აკრძალულია. ტრ2. სერიული მომზადებული ავტომობილები. დაკიდება: დასაშვებია დალიფტვა რომლის დროსად დაკიდების სამაგრები გადატანილი იქნება. დასაშვებია შიდა შეხების პორტალური ხიდები. საბურავები: საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 85-სმ-ს. ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 77 სმ პორტალურ ხიდებიანებისთვის 80 სმ აკრძალულია ტრაქტორის საბურავები ელექტროობა: დაშვებულია მაქსიმუმ 2 აკუმლატორის დაყენება ძარა: დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად. ძრავი: დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე. ჯალამბარი: დაშვებულია მხოლოდ 1 (ერთი) მექანიკური/ელექტრო ჯალამბარის გამოყენება. ასევე აკრძალულია რაიმე მოწყობილობა რომელის საშუალებას იძლევა უკანა მხარეს ამუშაო ჯალამბარი. ჯალამბარის მინიმალური კოეფიციენტი 1.5 ტრ3 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები დაკიდება: დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება საბურავები: დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი აღემატება 85-სმ-ს ვიწრო ლიანდიანებისთვის მინიმუმ 77 სმ პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის მინიმუმ 80 სმ გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის 77 სმ. ელექტროობა: დასაშვებია მაქსიმუმ 3 აკუმლატორის დაყენება ძარა: დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები ძრავი: დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება. ჯალამბარი: დასაშვებია მაქსიმუმ 2 ჯალამბარის დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი ჯალამბარის მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი ჯალამბარის დასაყენებლად. ჯალამბარის მინიმალური კოეფიციენტი 1.5 გარდა ამისა ყველა ჩათვლით ჯგუფში აკრძალულია მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვების ან სხვა საშუალებების გამოყენება. ასევე ტრ2 და ტრ3 ჩათვლით ჯგუფებში სავალდებულოა ჩაბხუტების გამოყენება. ტრ2 და ტრ3 ჯგუფებში საბურავი აუცილებლად უნდა იყოს მ/ტ |
marge |
Dec 14 2009, 23:55
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 6,170 Joined: 31-August 06 From: Tbilisi/Didi Digomi Member No.: 5 მანქანა: Stukbaru Outback |
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 80-სმ-ს
ეს რამდენია ? 30-31-32 ? -------------------- Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|
nika |
Dec 14 2009, 23:56
Post
#3
|
Unregistered |
marge
დიუიმებში გადასაყვანად გაყავი 2.54-ზე თუმცა გაზომვა ხდება საბურავის რეალური დიამეტრიდან და არა იმიდან თუ რა აწერია ზედ. ანუ რულეტკა ხელში და ... |
Cherokaa |
Dec 14 2009, 23:59
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 5,692 Joined: 21-December 07 Member No.: 544 |
nika
ციტატა (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის) გამოცვლა აკრძალულია. რატოოო? ეხლა მე რომ შტანგების მოხრა მიწევს ტრ 1 ში არ დავიშვები? მოკლედ ყველა ვარიანტში ტრ2 ი მიწევს, აუ მაინც მაგარია This post has been edited by Cherokaa: Dec 15 2009, 00:03 |
nika |
Dec 15 2009, 00:01
Post
#5
|
Unregistered |
Cherokaa
არა. ტრ1 სტანდარტული მანქანებია მინიმალური გადაკეთებებით. ეს წესები ჩვენ მიერ არაა გამოგონებული. აღებულია ძაან ბევრი სხვა და სხვა ანალოგიური წესები და მიყვანილია ჩვენ პირობებზე. |
marge |
Dec 15 2009, 00:07
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 6,170 Joined: 31-August 06 From: Tbilisi/Didi Digomi Member No.: 5 მანქანა: Stukbaru Outback |
კაკრაზ საჩემოა TR1 ძაანაც არ მოვსპობ მანქანას, ვერც მოვიგებ მარა შეჯიბრით მაინც ვისიამოვნებ
თან არამგონია ეს კამები 80 სანტიმეტრზე მეტი იყოს ? -------------------- Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|
nika |
Dec 15 2009, 00:08
Post
#7
|
Unregistered |
marge
დაჭრილი პროტექტორით არ შეიძლება ტრ1-ში გარე დიამეტრი პილიგრიმებს 742 აქვთ. |
marge |
Dec 15 2009, 00:10
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 6,170 Joined: 31-August 06 From: Tbilisi/Didi Digomi Member No.: 5 მანქანა: Stukbaru Outback |
ღოო
ნახვამდის შეჯიბრი -------------------- Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|
irakli |
Dec 15 2009, 00:22
Post
#9
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
კარგია რეგლამენტის წინასწარ გამოქვეყნება, ხალხი გამიზნულად მოამზადებს მანქანებს.
ახლა ჩაფხუტების მიჩვევის წვალება ნახე გურჯისტანელებში -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
giorgio |
Dec 15 2009, 00:33
Post
#10
|
Advanced Member Group: Registered Posts: 383 Joined: 17-October 09 From: Tbilisi Member No.: 4,232 მანქანა: mitsubishi pajero II 2800td ??????????????????????? |
-------------------- მექანიკური ჯალო უკვდავია!!!
|
Neo |
Dec 15 2009, 00:36
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
მეორადი ჩაფხუტები იყიდება იაფად.
ერთი გამოხარშვა ან ქიმწმენდა/დეზინფექცია უნდა შიგთავსს და იაფი გამოსავალია, თორემ ახალი ჩაფხუტები საბურავების ფასი ღირს -------------------- My way
Always a better way |
vako |
Dec 15 2009, 00:44
Post
#12
|
Super Member Group: Moderator Posts: 6,015 Joined: 14-March 08 From: Georgia, Tbilisi, Isani district Member No.: 819 მანქანა: Suzuki vitara 1991 1.9TD manual 32' Insta Turbo tyres, 9000LBS winch; Subaru LGT 2.0T Manual; NM Pajero 3.0 32" M/T |
ბლოკგაბზარული და დალიფტული ვიტარა დაჭრილ პილიგრიმებზე ტრ2-ში გავა ხო რამდენადაც მივხვდი
-------------------- сузука - собери мечту
Принцип Нипеля: Туда дуй — оттуда х*й |
nika |
Dec 15 2009, 00:48
Post
#13
|
Unregistered |
vako
კი |
Asia |
Dec 15 2009, 00:49
Post
#14
|
Super Member Group: Registered Posts: 1,357 Joined: 13-November 07 From: tbilisi Member No.: 480 მანქანა: Mitsubishi Pajero Evolution 3.5 280 hp |
ტრ 3 ში ტრაქტორების დაყენებ ხო შეიძლება? ნებისმიერი პნევმატურში იგულისხმება?
|
zurabau |
Dec 15 2009, 00:55
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 3,010 Joined: 13-February 07 Member No.: 146 მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ! |
თქვენის ნებართვით: დამცავი კარკასის მქონე მანქანებს (ტრ3) პრივილეგიას მივცემდი შეჯიბრებზე, ეგ უკვე წინა პირობა იქნებოდა კარკასების დაყენების მოთხოვნის და ახალი ხილი არ იქნებოდა უკვე პლიუს სპორტული რემნები ნელა ნელა მერე ყველა შეეჩვევა
-------------------- RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com
Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига........... Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать. |
misho0 |
Dec 15 2009, 03:01
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 2,378 Joined: 27-July 09 Member No.: 4,096 მანქანა: mitsubishi pajero |
nika
TR1 ში M/T საბურავების გამოყენება დაშვებულია? მაქსიმუმი ზომა როგორც გადავიანგარიშე 31.5 მდე გამოდის და 32 მდე რომ დაგემრგვალებინათ არ ჯობდა? ისე კაი პონტია....თუ ძაან საწვალებელი არ იქნება შეიძლება მეც გამოვიდე ეგეთ შეჯიბრზე....მაქსიმუმ საბურავების შეცვლა დამჭირდეს...აი უკანა ბლოკი რომ მქონდეს უკვე სერიოზული აზრი ექნებოდა გმოსვლას... -------------------- M M C
|
Jorjik@ |
Dec 15 2009, 09:49
Post
#17
|
Super Member Group: Club Member Posts: 878 Joined: 16-September 09 From: TbIlIsI Member No.: 4,179 მანქანა: JKU Sahara 4" Suspention Lift, 35" Maxxis , Rear/Front Arb Axle 4.88 |
მე ჩემი MT 31/10.5 გამოვალ TR1 ში?
|
nika |
Dec 15 2009, 11:20
Post
#18
|
Unregistered |
Asia
ციტატა ტრ 3 ში ტრაქტორების დაყენებ ხო შეიძლება? ნებისმიერი პნევმატურში იგულისხმება? კი რა თქმა უნდა დაშვებულია. zurabau ციტატა დამცავი კარკასის მქონე მანქანებს (ტრ3) პრივილეგიას მივცემდი შეჯიბრებზე, რა სახის პრივილეგიას მიცემდი? მაგან ფორმულა 1 კინაღამ დაშალა. კარკასებზე ბევრი ვიფიქრეთ და ჯერ სავალდებულოდ არ გავხდით. 2011-მდე არ იქნება. misho0 ციტატა TR1 ში M/T საბურავების გამოყენება დაშვებულია? კი ცხადია. ციტატა მაქსიმუმი ზომა როგორც გადავიანგარიშე 31.5 მდე გამოდის და 32 მდე რომ დაგემრგვალებინათ არ ჯობდა? არა. 32 უკვე არასტანდარტული საბურავია ბევბრი მანქანისთვის. Jorjik@ ციტატა მე ჩემი MT 31/10.5 გამოვალ TR1 ში? სავარაუდოდ კი. ნახე საბურავების შიდა ნაწილებს შორის დაშორება ხომ არაა 115 სანტიმეტრზე ნაკლები. |
USU |
Dec 15 2009, 11:35
Post
#19
|
Super Member Group: Club Member Posts: 8,917 Joined: 19-March 09 Member No.: 3,864 მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2 |
რა მაგარია რომ არსებობს ტრ 1
მმმმჰჰჰჰხხხხ! მიფრთხილდით ტრ-1-ებო This post has been edited by USU: Dec 15 2009, 11:36 -------------------- It's a Jeep, you wouldn't understand...
Мужик не кактус, ему пить надо... До рая доходят только те, кто не бросает своих друзей! Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!! სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი |
junior |
Dec 15 2009, 12:35
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 1,792 Joined: 21-May 09 Member No.: 4,000 მანქანა: pajero jr |
ვა, საბურავები და ტრ 1 ში ვარ.....
მთავარია ტრ..ში არ ვყო -------------------- kedeli.ge
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 22:21 |