![]() |
![]() ![]() |
![]() |
nika |
![]()
Post
#1
|
Unregistered ![]() |
დღეს გავიკატავეთ ორი პაჯიკათი ძველი მარშუტი.
მაშ ასე. დილით ფოფოსთან მიცვედით 10-ზე თუმცა გუშინ დათქმული იყო 9-ზე მაგრამ ლევანს არ ეცალა და გადავწიეთ დრო. ეს გჯას არ გაუგია თურმე და 9:30-მდე გველოდა, მერე წავიდა. რომ მივხვდით რაღაცაშია საქმე გადავურეკე გუჯას და მანდ ვიქნები 10 წუთშიო. ხოდა ამ ორი მანქანით 3 კაცი წავედით ფარცხისისკენ, უფრო სწორედ კი საღარაშენისკენ. საღარაშენიდან ძველ ორბეთამდე სამწუხაროდ აბსოლუტურად არაფერი საინტერესო არ იყო. ერთგან გადავიარეთ გაყინულ გუბეზე და ისიც არ ჩატყდა. მდელოზე რომ გავედით გვქონდა ორი ვარიანტი. ეგრევე მოკლე გზით ტრასაზე გასვლა და წვერი-ღვევი-ლასტისციხე-დიდგორი ან ჯერ ორბეთის კლასიკური ტრეკი გაგვევლო და მხოლოდ ამის შემდეგ შევრკინებოდით დიდგორს. საბედნიეროდ მეორე ვარიანტი ვამჯობინეთ. აქ ეგრევე საინტერესო სიტუაცია დაგვხვდა. ჯერ ერთი რომ ბირთვისის კანიონის მდინარე გაყინული დაგვხვდა. თუმცა ისეთი გაყინული რომ ზედ უპრობლემოდ გადავედი. მაგის მერე ეგრევე პატარა ნაკადული და აღმართია. აი ამ აღმართზე ვერ ავედი. უკან არასწორად ჩამოვედი და ორმოში ვვარდებოდი. მომიწია ჯალოს ჩაბმა. ლევანი უჯალოდ ამოვიდა. წინ კიდევ უფრო საინტერესო ადგილი დავხვდა. აქ ყინული ჩატყდა ერთ ლიანდში და ჩავიძირე დიდ სიღრმეზე. ჯალომ მიშველა. ლევანი ცოტა უფრო წინ გავიდა თუმცა მასაც დასჭირდა ჯალო. შემდეგი ნაკადული ისევ გაყინული და იოლად გავლადი იყო. აი ყველაზე მურტალი ნაკაულთან კი გზაზე ხე იყო გადავარდნილი და ვერ მივიდოდით. მარცხნივ არასასიამოვნო აღმართი მიდიოდა. აქ ორივეს ჯალო დაგვჭირდა თან 2-2-ჯერ. დანარჩენი გზა ამლევის გზამდე იოლი იყო. დრო კიდევ გვქონდა და წავედით წვერისკენ. წვერის ჩასასვლელი არ ყო ძალიან მოყინული და იოლად ჩავედით. ღვევამდე გზაც არაფერი საინტერესო არ იყო. შემდეგ დავიწყეთ ასვლა ლასტის ციხისკენ. გზად წავიხემსეთ. თოვლი თითქმის არსად იყო და საკმაოდ იოლად ავედით 1592.3 სიმაღლეზე. აქედან ის ცუდი დაღმართი უნდა გაგვევლო სადაც 2006 წელს კოტე გაგვეჭედა ნამქერში. დიდი თოვლი თითქოს არ იყო მაგრამ იმავე ნამქერს რომ მივადექით ძალიან დიდი იყო. ბევრად დიდი ვიდრე მაშინ როგორც სიღრმეში ისე სიგრძეში. ლამის 100 მეტრი და წინაც რა ხდებოდა არ ჩანდა. ლევანიმ ერთი სატესტოდ შეადგო ცხვირი და ფაქტიურად 2 მეტრში გაიჭედა. მე დავტრიალდი და ბუქსირით ამოვათრიე. აღმართები რომლებმაც იმ ღამისთევის გასვლაში ასე გვაწვალა ამჯერად საკმაოდ იოლად ავიარეთ. დავბრუნდით უკან მაგრამ ღვევის ნაცვლად წყრულეთისკენ წავედით. მსხალდიდთან ტბაზე ავედით რომელიც უმეტესად გადამშრალი დაგვხვდა ![]() შემდეგ ასევე არატრადისიული გზით ნაფეტვრები-მაღივის გავლით დავბრუნდით. პ.ს. 135 კმ გავიარე და დავწვი 18 ლარის გაზი და ალბათ 1-2 ლარის ბენზინი. ![]() მიმაგრებულია ტრეკი Attached File(s) |
Levan_Ama |
![]()
Post
#2
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 681 Joined: 30-June 10 Member No.: 4,677 მანქანა: Mitsubishi Pajero V21W SS, MMC Airtek 4wd 2,4CNG ![]() |
|
Levan_Ama |
![]()
Post
#3
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 681 Joined: 30-June 10 Member No.: 4,677 მანქანა: Mitsubishi Pajero V21W SS, MMC Airtek 4wd 2,4CNG ![]() |
|
nika |
![]()
Post
#4
|
Unregistered ![]() |
|
khubuluri |
![]()
Post
#5
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 314 Joined: 30-September 13 Member No.: 5,956 მანქანა: Toyota 4Runner UZN215 LIMD USA 2UZFE ATM5FC;VZN185 LULI 5VZFE ATM4FC ![]() |
კარგი გასვლა ყოფილა ტრ1 მდე ჯერ ვერ ვქაჩავ თორემ დიდი სიამოვნებით..
|
vako |
![]()
Post
#6
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Moderator Posts: 6,015 Joined: 14-March 08 From: Georgia, Tbilisi, Isani district Member No.: 819 მანქანა: Suzuki vitara 1991 1.9TD manual 32' Insta Turbo tyres, 9000LBS winch; Subaru LGT 2.0T Manual; NM Pajero 3.0 32" M/T ![]() |
კიდევ ერთი კარგი გასვლა გამოვტოვე
![]() -------------------- сузука - собери мечту
Принцип Нипеля: Туда дуй — оттуда х*й |
da2cha |
![]()
Post
#7
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 3,449 Joined: 6-July 10 Member No.: 4,685 მანქანა: suzuki jimny jb33 ![]() |
vako
ცოტა მოტოვოს ან დადნეს და ამოვაქაჩოთ ![]() -------------------- А какой смысл покупать машину, чтобы разъезжать по асфальту? Там, где асфальт, ничего интересного, а где интересно, там нет асфальта"
1.5 литра бутылка колы 2 литра чайник на кухне.. три литра банка огурцов ....двигатель начинается с четырех литров...)))) |
nika |
![]()
Post
#8
|
Unregistered ![]() |
|
Davit Jughashvili |
![]()
Post
#9
|
Newbie ![]() Group: Registered Posts: 3 Joined: 6-November 17 Member No.: 7,077 მანქანა: Toyota Prado ![]() |
დღეს გავიკატავეთ ორი პაჯიკათი ძველი მარშუტი. მაშ ასე. დილით ფოფოსთან მიცვედით 10-ზე თუმცა გუშინ დათქმული იყო 9-ზე მაგრამ ლევანს არ ეცალა და გადავწიეთ დრო. ეს გჯას არ გაუგია თურმე და 9:30-მდე გველოდა, მერე წავიდა. რომ მივხვდით რაღაცაშია საქმე გადავურეკე გუჯას და მანდ ვიქნები 10 წუთშიო. ხოდა ამ ორი მანქანით 3 კაცი წავედით ფარცხისისკენ, უფრო სწორედ კი საღარაშენისკენ. საღარაშენიდან ძველ ორბეთამდე სამწუხაროდ აბსოლუტურად არაფერი საინტერესო არ იყო. ერთგან გადავიარეთ გაყინულ გუბეზე და ისიც არ ჩატყდა. მდელოზე რომ გავედით გვქონდა ორი ვარიანტი. ეგრევე მოკლე გზით ტრასაზე გასვლა და წვერი-ღვევი-ლასტისციხე-დიდგორი ან ჯერ ორბეთის კლასიკური ტრეკი გაგვევლო და მხოლოდ ამის შემდეგ შევრკინებოდით დიდგორს. საბედნიეროდ მეორე ვარიანტი ვამჯობინეთ. აქ ეგრევე საინტერესო სიტუაცია დაგვხვდა. ჯერ ერთი რომ ბირთვისის კანიონის მდინარე გაყინული დაგვხვდა. თუმცა ისეთი გაყინული რომ ზედ უპრობლემოდ გადავედი. მაგის მერე ეგრევე პატარა ნაკადული და აღმართია. აი ამ აღმართზე ვერ ავედი. უკან არასწორად ჩამოვედი და ორმოში ვვარდებოდი. მომიწია ჯალოს ჩაბმა. ლევანი უჯალოდ ამოვიდა. წინ კიდევ უფრო საინტერესო ადგილი დავხვდა. აქ ყინული ჩატყდა ერთ ლიანდში და ჩავიძირე დიდ სიღრმეზე. ჯალომ მიშველა. ლევანი ცოტა უფრო წინ გავიდა თუმცა მასაც დასჭირდა ჯალო. შემდეგი ნაკადული ისევ გაყინული და იოლად გავლადი იყო. აი ყველაზე მურტალი ნაკაულთან კი გზაზე ხე იყო გადავარდნილი და ვერ მივიდოდით. მარცხნივ არასასიამოვნო აღმართი მიდიოდა. აქ ორივეს ჯალო დაგვჭირდა თან 2-2-ჯერ. დანარჩენი გზა ამლევის გზამდე იოლი იყო. დრო კიდევ გვქონდა და წავედით წვერისკენ. წვერის ჩასასვლელი არ ყო ძალიან მოყინული და იოლად ჩავედით. ღვევამდე გზაც არაფერი საინტერესო არ იყო. შემდეგ დავიწყეთ ასვლა ლასტის ციხისკენ. გზად წავიხემსეთ. თოვლი თითქმის არსად იყო და საკმაოდ იოლად ავედით 1592.3 სიმაღლეზე. აქედან ის ცუდი დაღმართი უნდა გაგვევლო სადაც 2006 წელს კოტე გაგვეჭედა ნამქერში. დიდი თოვლი თითქოს არ იყო მაგრამ იმავე ნამქერს რომ მივადექით ძალიან დიდი იყო. ბევრად დიდი ვიდრე მაშინ როგორც სიღრმეში ისე სიგრძეში. ლამის 100 მეტრი და წინაც რა ხდებოდა არ ჩანდა. ლევანიმ ერთი სატესტოდ შეადგო ცხვირი და ფაქტიურად 2 მეტრში გაიჭედა. მე დავტრიალდი და ბუქსირით ამოვათრიე. აღმართები რომლებმაც იმ ღამისთევის გასვლაში ასე გვაწვალა ამჯერად საკმაოდ იოლად ავიარეთ. დავბრუნდით უკან მაგრამ ღვევის ნაცვლად წყრულეთისკენ წავედით. მსხალდიდთან ტბაზე ავედით რომელიც უმეტესად გადამშრალი დაგვხვდა ![]() შემდეგ ასევე არატრადისიული გზით ნაფეტვრები-მაღივის გავლით დავბრუნდით. პ.ს. 135 კმ გავიარე და დავწვი 18 ლარის გაზი და ალბათ 1-2 ლარის ბენზინი. ![]() მიმაგრებულია ტრეკი |
Davit Jughashvili |
![]()
Post
#10
|
Newbie ![]() Group: Registered Posts: 3 Joined: 6-November 17 Member No.: 7,077 მანქანა: Toyota Prado ![]() |
გამარჯობა, ღვევიდან ლასტის ციხემდე ასასვლელი ტრეკი ხომ არ გაქვთ? ძალიან დამეხმარებით. მადლობა, დათო
|
N67 |
![]()
Post
#11
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 446 Joined: 21-September 14 From: ჩირდილელიაანთკარი Member No.: 6,267 მანქანა: Suzuki Vitara ![]() |
Davit Jughashvili, სამწუხაროდ, ადრე ატვირთული ფაილების ბმულები აღარ მუშაობს.
ალბათ facebook-ზე მოკითხვა აჯობებს, სავარაუდოდ აქ - https://www.facebook.com/OffRoadersGeorgia/ ფორუმზე ბოლო ხანებში თითო-ოროლა ადამიანი თუ შემოდის. -------------------- ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
OnlY Z BesT 2WD OO 4WD oooo 8WD ●●●● ●●●● ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊ |
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 29th May 2023 - 05:46 |