Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ შეჯიბრები _ ცხადდება შეჯიბრის ორგანიზატორების ვაკანსიები

Posted by: berketi Jun 20 2016, 21:33

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოფროუდის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ტრიალში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება რამდენიმე ეტაპად. თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის შემდეგ, ჩვენი გუნდი, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ცდილობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ევროსტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოებას. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიგვეღწია და მინიმალური მატერიალური სახსრებით რეგიონის მასშტაბით გამორჩეული, მაღალი დონის შეჯიბრები ჩაგვეტარებინა. ასევე მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხდება ჩვენი სპორტის მხარდაჭერა, რაც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია იმისა, რომ პრობლემებია სპონსორების მოძიებისა თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ღონისძიებების სათანადოდ გაშუქების მხრივაც.
თქვენთვის ცნობილია, რომ ფედერაციის გამგეობა ყველა ღონეს ხმარობს და ყველა საშუალებას იყენებს, რათა ეს თუ სხვა მიზეზები არ გახდეს ოფროუდ მოძრაობის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი და მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას ის რესურსი, რაც გააჩნიათ მის მესვეურებს.
აქედან გამომდინარე, ფედერაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისა და სწორად განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმისთვის, ასევე იმისთვის, რომ ოფროუდ საზოგადოების მხრიდან იყოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ტურნირის ორგანიზებაში, შეჯიბრის მომზადების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიოს საზოგადოების წევრები კონკრეტულ პოზიციებზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
ვაკანტურია შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტის შემდეგი პოზიციები :

1. სპეც-მონაკვეთის მარშალი (მსაჯი) - 30 პოზიცია
2. სპეც-მონაკვეთის ტექნიკოსი (ტრასის მომწყობი) – 6 პოზიცია
3. ლოგისტიკა (შესყიდვები)- 4 პოზიცია
4. დაჯილდოების ორგანიზატორი - 4 პოზიცია
5. სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა - 2 პოზიცია
6. რეკლამა, მასმედიასთან ურთიერთობა - 2 პოზიცია
7. ივენთ მენეჯერი - 2 პოზიცია
8. ტექ. კომისარი - 3 პოზიცია

* შესაძლებელია ერთი პრეტენდენტის მიერ რამდენიმე პოზიციაზე განაცხადის შემოტანა
* კონკურსის შედეგები გამოცხადდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ

განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე უნდა შემოიტანონ როგორც ახალმა კანდიდატებმა, ასევე მოქმედმა ორგანიზატორებმა (მსაჯებმა)

Posted by: darsa Jun 20 2016, 22:18

berketi
ძალიან კარგი სიახლეა smile.gif
ისე დროის ფაქტორი როგორ არის მე დიდი სიამოვნებით შემოვიტანდი განაცხადს, თან სამსახურიდან გამომდინარე ჩამონათვალის 2 პუქთან წლებია მიწევს მუშაობა, თუმცა 4 დღეში ერთხელ 24 საათი იქეთა თვიდან ვიქნები დაკავებული, თუ ეს ხელს არ შეუშლის საქმიანობას განაცხადს გამოვაგზავნიდი smile.gif
წარმეტებები ახალ წამოწყებაში smile.gif

Posted by: GIRA Jun 20 2016, 22:19

berketi
განაცხადი რო არ შემოვიტანო ისე არ გამოვა? biggrin.gif

Posted by: da2cha Jun 21 2016, 00:43

berketi
1,2,3, პოზიციებში შემიძლია მივიღო მონაწილეობა, ხვალ დავაზუსტებ და ჩამოვყალიბდები. შენ ის მითხარი რამდენი დღე გჭირდები მაგეებში დასახმარებლად, რომ სამსახურში მოვაგვარო wink.gif

Posted by: shota Jun 21 2016, 01:39

Mec siamovnebit mivuxebdi monaciloebas

Posted by: shota Jun 21 2016, 01:41

1234 poziciebze mivixebdi monacileobas mara zusti info rom vicodet rodis ramden xans

Posted by: toyota72 Jun 21 2016, 23:50

სად შეიძლება მოცემულ პოზიციებზე განაცხადის შევსება?

Posted by: 4WD Shop Jun 22 2016, 11:07

ციტატა(darsa @ Jun 20 2016, 22:18) *

berketi
ძალიან კარგი სიახლეა smile.gif
ისე დროის ფაქტორი როგორ არის მე დიდი სიამოვნებით შემოვიტანდი განაცხადს, თან სამსახურიდან გამომდინარე ჩამონათვალის 2 პუქთან წლებია მიწევს მუშაობა, თუმცა 4 დღეში ერთხელ 24 საათი იქეთა თვიდან ვიქნები დაკავებული, თუ ეს ხელს არ შეუშლის საქმიანობას განაცხადს გამოვაგზავნიდი smile.gif
წარმეტებები ახალ წამოწყებაში smile.gif

ვფიქრობ არ შეუშლის, იმ დღეებში იქნები როცა თავისუფალი გექნება.


Posted by: 4WD Shop Jun 22 2016, 11:09

ციტატა(da2cha @ Jun 21 2016, 00:43) *

berketi
1,2,3, პოზიციებში შემიძლია მივიღო მონაწილეობა, ხვალ დავაზუსტებ და ჩამოვყალიბდები. შენ ის მითხარი რამდენი დღე გჭირდები მაგეებში დასახმარებლად, რომ სამსახურში მოვაგვარო wink.gif

წინასწარ დღეების რაოდენობას ვერ გეტყვით,თუმცა გასათვალისწინებელია რომ ამ წელს 4 შეჯიბრი იქნება საქ. ჩემპიონატის ფარგლებში და ასევე წლის ბოლოს ტროფი რეიდი.

ციტატა(shota @ Jun 21 2016, 01:41) *

1234 poziciebze mivixebdi monacileobas mara zusti info rom vicodet rodis ramden xans

დაიწერება კონკრეტული ინფო მალე

Posted by: darsa Jun 22 2016, 13:29

4WD Shop
ძალიან კარგი, დაველოდები მაშინ სრულ ინფოს smile.gif

Posted by: da2cha Jun 22 2016, 14:02

4WD Shop
ეხლა 25-26 რიცხვისთვის ხომ გჭირდება მსაჯები და ტრასის მომწყობები, ხოდა რა რიცხვიდან რა რიცხვამდეათქო საჭირო რომ წამოვიდე.

Posted by: 4WD Shop Jun 22 2016, 14:28

ციტატა(da2cha @ Jun 22 2016, 14:02) *

4WD Shop
ეხლა 25-26 რიცხვისთვის ხომ გჭირდება მსაჯები და ტრასის მომწყობები, ხოდა რა რიცხვიდან რა რიცხვამდეათქო საჭირო რომ წამოვიდე.

ეხლა შეჯიბრი არ იქნება გადავდეთ აგვისტოსკენ.

გეგმები შეიცვალა კარგი მიმართულებით.
დღეს გაიხსნება თემა

Posted by: 4WD Shop Jun 23 2016, 00:09

იაქტიურეთ მეგობრებო

Posted by: 4WD Shop Jun 24 2016, 00:11

მსურველებმა მოგვწერეთ ელ ფოსტაზე hr@off-road.ge
subject-ში ჩაწერეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება

Posted by: darsa Jun 24 2016, 00:20

4WD Shop
CV_ი გამოვაგზავნოთ თუ არაფერია საჭირო მხოლოდ რა პოზიციაზეც გვსურს ის მიუთითოთ ?

Posted by: 4WD Shop Jun 24 2016, 09:10

ციტატა(darsa @ Jun 24 2016, 00:20) *

4WD Shop
CV_ი გამოვაგზავნოთ თუ არაფერია საჭირო მხოლოდ რა პოზიციაზეც გვსურს ის მიუთითოთ ?

კი მიუთუთეთ რა პოზიციაზე შემოგაქვთ განაცზადი და რა გამოცდილება გაქვთ მსგავს საქმეში ძალიან მოკლედ მოიწერეთ

Posted by: 4WD Shop Jul 1 2016, 08:03

ამოვიდა თემა მაღლა

Posted by: darsa Jul 1 2016, 12:12

4WD Shop
მარტო მე ხო არ გამოვაგზავნე ? biggrin.gif

Posted by: 4WD Shop Jul 1 2016, 18:59

ციტატა(darsa @ Jul 1 2016, 12:12) *

4WD Shop
მარტო მე ხო არ გამოვაგზავნე ? biggrin.gif

არა არა აგზავნიან მაგრამ საკმარისი არაა

Posted by: 4WD Shop Jul 8 2016, 12:12

ვაკნასიები ჯერ კიდევ არის, მსურველები დაფიქსირდით

Posted by: MMS Jul 8 2016, 12:59

ძალიან დიდი სურვილი კი მაქვს,მაგრამ საქართველოში მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ვიქნები და მას შემდეგ თუ არის საჭირო მაშინ გამოვგზავნი...

Posted by: 4WD Shop Jul 8 2016, 17:26

ციტატა(MMS @ Jul 8 2016, 12:59) *

ძალიან დიდი სურვილი კი მაქვს,მაგრამ საქართველოში მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ვიქნები და მას შემდეგ თუ არის საჭირო მაშინ გამოვგზავნი...

20-23 ოქტომბერსაა შეჯიბრი
ძირითადი საქმე მანამდეა sad.gif

Posted by: da2cha Aug 4 2016, 21:09

აგვისტოში რომ ტარდება შეჯიბრი ოფფ როუდ ტრაილაში, თუ საჭირო ვიქნები შემიძლია მსაჯადაც და ტრასის აწყობაში დახმარება, ასევე თუ კიდევ რამეში შევძლებ დახმარებას მანქანა ხოდზე მყავს და ყველანაირად დაგეხმარებით

Posted by: Geooffroader Aug 9 2016, 21:27

აფფფ თემასსსსს

Posted by: Geooffroader Oct 19 2016, 01:46

ყველას ყველას ყველას
ვისაც სურვილი აქვს RFC კავკასია ნახოს ახლოდან და გახდეს მისი შემადგენელი ნაწილი გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. გვჭირდება მსაჯების დამატებითი რაოდენობა.
მსურველები დაფიქსირდით აქვე

Posted by: da2cha Oct 19 2016, 02:04

Geooffroader
1. Da2cha

Posted by: Geooffroader Oct 19 2016, 09:06

ციტატა(da2cha @ Oct 19 2016, 02:04) *

Geooffroader
1. Da2cha

აბა ვინაა შემდეგი?

Posted by: N^DREW Oct 19 2016, 13:26

იაქტიურეთ ხალხნო

Posted by: Geooffroader Oct 19 2016, 13:41

ციტატა(N^DREW @ Oct 19 2016, 13:26) *

იაქტიურეთ ხალხნო

მეზობელი კლუბიდან ველოდები პადმოგას smile.gif))) ოღონდ არ მკითხოთ რაკლუბია smile.gif)

Posted by: Davitus Oct 19 2016, 18:01

Geooffroader

მე ნათქვამი მაქვს ბერკეტასთვის, ძირითადში ვარ უკვე crazy.gif მაგრამ თუ გინდა აქაც დავფიქსირდები crazy.gif

Posted by: Off-road Federation Nov 2 2016, 11:11

თემა ისევ აქტუალურია
ყველა მსურველს შეუძლია დაფიქსირდეს და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სახით ჩვენს ღონისძიებებში

Posted by: Levani Nov 3 2016, 01:31

რა ხდება ხალხო... პასუხისმგებლობას ერიდებით? smile.gif თუმცა კრიტიკული გამოსვლები ბევრად მარტივია ვიდრე ორგანიზატორობა და მსაჯობა არა? smile.gif smile.gif smile.gif
აბა იაქტიურეთ...

Posted by: darsa Nov 3 2016, 11:52

Off-road Federation
ეხლა რომელ დღეებში საჭირო მსაჯები ?

Posted by: Geooffroader Nov 16 2016, 20:49

მეგობრებო
დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ოფროუდ თრაიალში ფინალისათვის სამზადისი.
გვესაჭიროვება მსაჯები

გთხოვთ სიის სახით ჩამოეწეროთ ამავე თემაში

Posted by: ERTAWMINDELI Nov 16 2016, 20:52

1 ERTAWMINDELI

Posted by: TAMARI Nov 16 2016, 22:49

ციტატა(ERTAWMINDELI @ Nov 16 2016, 20:52) *

1 ERTAWMINDELI
2) თამარი


Posted by: Davitus Nov 18 2016, 15:50

1) ERTAWMINDELI
2) თამარი
3) Davitus

Posted by: MMS Nov 20 2016, 01:43

როდის არის და მიახლოებით სად?იქნებ მოვახერხო

Posted by: Geooffroader Nov 20 2016, 09:37

ციტატა(MMS @ Nov 20 2016, 01:43) *

როდის არის და მიახლოებით სად?იქნებ მოვახერხო

10-11 დეკემბერი
თბილისი

Posted by: david.silagadze Nov 20 2016, 18:06

QUOTE(Geooffroader @ Nov 20 2016, 09:37) *

10-11 დეკემბერი
თბილისი


მემგონი აქეთ ვარ მაგ დროს და თუ ამიხსნით რა და როგორ ალბათ ჩავეწერები. წინასწარი ინსტრუკტაჟი იქნება?

Posted by: Off-road Federation Dec 10 2016, 16:07

მსაჯების მსურველები ვინ არიან ამოვწიოთ თემა

Posted by: Geooffroader Dec 10 2016, 18:26

მსაჯები მიიღებებ პროტო კლასის ლიცენზიებს უფასოდ )))

Posted by: Off-Road Federation Apr 11 2017, 22:47

ეს თემა კვლავ აქტუალურია
იქიდან გამომდინარე, რომ სპრინტის ტრეკი არის რთულ რელიეფზე და საკმაოდ გრძელი, გვჭირდება საკმაოდ ბევრი მსაჯი.

მსაჯობის მსურველები დაფიქსირდით ამავე თემაში სიის სახით და მიაწერეთ საკონტაქტო ნომრები

Posted by: ERTAWMINDELI Apr 11 2017, 23:37

Geooffroader

ციტატა
მსაჯები მიიღებებ პროტო კლასის ლიცენზიებს უფასოდ )))

ერთი გლეხურ ენაზე ამიხსენი ეს რას ნიშნავს და რა ვიგოდაა მაგ ლიცენზიის ქონა??? ეგ ლიცენზია რო წარვადგინო მაღაზიაში ამოებზე ფასდაკლება მექნებააა crazy.gif

Posted by: knoltrika Apr 11 2017, 23:40

Off-Road Federation
თუ რამე არ არ გამოხტა სამსახურში თქვენ გვერდით მიგულეთ.

Posted by: Off-Road Federation Apr 11 2017, 23:48

ERTAWMINDELI

ციტატა
ერთი გლეხურ ენაზე ამიხსენი ეს რას ნიშნავს და რა ვიგოდაა მაგ ლიცენზიის ქონა??? ეგ ლიცენზია რო წარვადგინო მაღაზიაში ამოებზე ფასდაკლება მექნებააა

smile.gif) პროტო კლასი ნიშნავს აფთერფართის ან შეჯიბრისვე ადგილას ღრეობაში მონაწილეობას

Posted by: Bagi Apr 14 2017, 10:24

არაპროფესიონალი მსაჯის დახმარებ თუ დაგჭირდათ აქ ვარ .

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი

Posted by: cat Apr 14 2017, 22:49

გამარჯობა ყველას. გთხოვთ იაქტიუროთ(მთავარი მსაჯი)

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი
2......

Posted by: darsa Apr 15 2017, 23:14

დიდი სურვილი მაქ მსაჯობის, თუ შესაძლებელია იქნებ გრაფიკი დაწეროთ, თუ გამოგადგებათ სიამოვნებით ვიმუშავებდი და ვიქნებდი თქვენს გვერდში

Posted by: Off-Road Federation Apr 16 2017, 17:03

ციტატა(darsa @ Apr 15 2017, 23:14) *

დიდი სურვილი მაქ მსაჯობის, თუ შესაძლებელია იქნებ გრაფიკი დაწეროთ, თუ გამოგადგებათ სიამოვნებით ვიმუშავებდი და ვიქნებდი თქვენს გვერდში

კვირა დღეს არის შეჯიბრი.
მანამდე ერთი შეხვედრა იქნება

Posted by: darsa Apr 16 2017, 17:17

Off-Road Federation
ძალიან კარგი მაშინ შევძლებ მეც.
გიორგი დარსაველიძე 593 01 13 ცამეტი

Posted by: Off-Road Federation Apr 18 2017, 17:10

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი
2. გიორგი დარსაველიძე 593 01 13 ცამეტი
3. კოტე ტუსიშვილი

აბა კიდევ კიდევ თამამად

Posted by: knoltrika Apr 18 2017, 17:41

Off-Road Federation

ჯერ არ ვიციბწინასწარ თუბვიქნები რამე სასწაული თუბარ მოხდა წამოვალ

Posted by: godora Apr 18 2017, 18:41

Off-Road Federation

გამოუცდელი კადრი თუ გამოგადგებით მეც თქვენ გვერდში ვარ.

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი
2. გიორგი დარსაველიძე 593 01 13 ცამეტი
3. კოტე ტუსიშვილი
4. ნიკოლოზ გოდერძიშვილი (godora) 599 20 56 ორმოცდათორმეტი

Posted by: ERTAWMINDELI Apr 19 2017, 22:22

რავი თუ გამოგადგებით მიხმარეთ როგორც გინდათ ( მსაჯათ ბიჯო სხვა არაფერი იფიქროთ) smile.gif

Posted by: Off-Road Federation Apr 19 2017, 23:07

ციტატა(ERTAWMINDELI @ Apr 19 2017, 22:22) *

რავი თუ გამოგადგებით მიხმარეთ როგორც გინდათ ( მსაჯათ ბიჯო სხვა არაფერი იფიქროთ) smile.gif

დაემატე სიას

Posted by: ERTAWMINDELI Apr 19 2017, 23:33

ციტატა

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი
2. გიორგი დარსაველიძე 593 01 13 ცამეტი
3. კოტე ტუსიშვილი
4. ნიკოლოზ გოდერძიშვილი (godora) 599 20 56 ორმოცდათორმეტი

5. გიორგი ერთაწმინდელი 558 620 6ოცი

1. Bagi (ჩემივე რაციით) 57744264ოთხი
2. გიორგი დარსაველიძე 593 01 13 ცამეტი
3. კოტე ტუსიშვილი
4. ნიკოლოზ გოდერძიშვილი (godora) 599 20 56 ორმოცდათორმეტი 5. გიორგი ერთაწმინდელი 558 620 6ოცი

Posted by: DEMO Apr 20 2017, 00:37

ჩემპიონატის ეტაპებზე პირველიდან მესამე ადგილის ჩათვლით მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით,

პრიზებს არც ველოდი biggrin.gif

Posted by: Off-Road Federation Apr 20 2017, 00:42

ციტატა(DEMO @ Apr 20 2017, 00:37) *

ჩემპიონატის ეტაპებზე პირველიდან მესამე ადგილის ჩათვლით მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით,

პრიზებს არც ველოდი biggrin.gif

ამ თემაში არათემატური პოსტითვის გაფრთხილება გეძლევა. განმეორებითზე ბანი

Posted by: DEMO Apr 20 2017, 00:45

ციტატა(Off-Road Federation @ Apr 20 2017, 00:42) *

ამ თემაში არათემატური პოსტითვის გაფრთხილება გეძლევა. განმეორებითზე ბანი

ამაზე მეტი თემატური პოსტი რა დავწერო რეგლამენტიდან ამოვიღე სიტყვები სადაც წერია ოფიციალურად რომ პრიზებს არც ელოთ და მხოლოდ დიპლომს და მედალს დაჯერდით დაამტვრიეთ თქვენი მანქანები და 100 ლარი გადაგვიხადეთო ამაში, მოტივაცია 0, გაფრთხილებას კიდევ მე მოგცემთ და შემდეგ შეჯიბრზე პრიზები დააწესეთ თორემ ბანი არ აგცდებათ : )

Posted by: DEMO Apr 20 2017, 00:47

ციტატა(Off-Road Federation @ Apr 20 2017, 00:42) *

ამ თემაში არათემატური პოსტითვის გაფრთხილება გეძლევა. განმეორებითზე ბანი

უი იქით გადაიტანეთ სადაც საჭიროა და წაშალეთ აქედან თემას ვერ შევხედე ყურადღებით : )

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)