პრობლემა აჩქარებისას - 2004 Toyota 4Runner V6, მირჩიეთ კავალიფიციური ელექტრიკი |
პრობლემა აჩქარებისას - 2004 Toyota 4Runner V6, მირჩიეთ კავალიფიციური ელექტრიკი |
შალვაჯ |
Oct 12 2019, 20:18
Post
#1
|
Newbie Group: Registered Posts: 4 Joined: 1-December 18 Member No.: 7,173 მანქანა: Toyota 4Runner |
ვეძებ კვალიფიციურ ექლექტრიკს. მყავს 2004 წლის Toyota 4Runner V6. მანქანას უყენია თხევადი გაზის იტალიური სისტემა (Zavoli)
პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: დაახლოებით 2 თვის წინ მანქანას დაეწყო გაკვრები ანუ ე.წ. "ძიორგანიები" (სლენგისთვის ბოდიშს გიხდით, არ ვიცი ქართულად რა სიტყვა შეესაბამება მანქანის ასეთ ქცევას). ეს მხოლოდ მაღალ გაზზე სიარულისას ხდება. მაგალითად, ტრასაზე ან გასწრებისას. ანუ, მანქანა ჩვეულებრივად აჩქარდება და რაღაც მომენტში თითქოს გააკანკალებს მერე ისევ გაუვლის და ასე მეორდება არათანაბარი ინტერვალებით. ხანდახან ჩვეულებრივად ჩქარდება. ანუ რამე კანონზომიერებას ვერ ვამჩნევ. თუმცა ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ემართება. ეს ხდება როგორც ბენზინზე, ისე გაზზე სიარულისას. თითქოს უფრო გამოხატულია თხევად გაზზე მუშაობისას, თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი. აქამდე ჩეკს ანთებდა და მალევე აქრობდა. ცოტა ხნის წინ აანთო და აღარ ჩამქრალა. მივიყვანე ტოიოტას ცენტრში დიაგნოსტიკაზე. აჩვენა Error code P0300 (random misfire) ან ხანდახან არ ხდება საწვავის აალება, რომელიმე ცილინდრში. არ აკონკრეტებს რომელში. გარკვევით ვერაფერი ვერ მითხრეს. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოსო. მანქანა იდეალურად იქოქება როგორც ცივ ისე გამთბარ ძრავზე. პარკინგში და ნეიტრალში იდეალურად მუშაობს, როგორც ხალასტოი ხოდის აბაროტებზე, ისე გაზის მიცემისას, როგორც თხევად გაზზე, ისე ბენზინზე. დაბალ აბაროტებზე სიარულისასაც არანაირი პრობლემა არ ეტყობა, როგორც თხევად გაზზე, ისე ბენზინზე. მანქანას ჩაუტარდა შემდეგი ტესტები და გამოიცვალა შემდეგი ნაწილები: * გამოიცვალა აალების ექვსივე სანთელი (OEM Toyota) * გამოიცვალა ექვსივე ბაბინა (OEM Toyota) * შემოწმდა ვაკუუმ შლანგები (სისტემაში კვამლის შეშვებით - (თეგეტა მოტორსი) - წესრიგშია. ვაკუუმს იჭერს * შემოწმდა საწვავის (ბენზინის) მიწოდების წნევა (ტოიოტას ცენტრი) - წესრიგშია. წნევა ნორმის ფარგლებშია * შემოწმდა დინამო - (თეგეტა მოტორსი) - წესრიგშია * შემოწმდა აკუმულატორი (ტოიოტას ცენტრი) - წესრიგშია. ყველაფერი ამის შემდეგ, და იმის გათვალისწინებით რომ პრობლემა არსებობს ძრავის როგორც გაზზე ისე ბენზინზე მუშაობისას, ჩავთვალე რომ ეს უფრო ელექტრული პრობლემაა ვიდრე მექანიკური ან საწვავთან დაკავშირებული. ამიტომ ვეძებ კვალიფიციურ ელექტრიკს. წინასწარ გიხდით მადლობას რჩევებისთვის. This post has been edited by შალვაჯ: Oct 12 2019, 20:25 |
irakli |
Oct 13 2019, 09:56
Post
#2
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
შალვაჯ
ბლომად დიაგნოსტიკა გაგიკეთებია, არ დაჯდებოდა იაფი. საწყენია შედეგი რომ არ არის ჯერ. ელექტრო დიაგნოსტიკა მგონი ყველაფერია გაკეთებული. აანთებდა, რომელიმე მთვლელი რომ არ მუშაობდეს. დიდ დატვირთვაზე არის პრობლემა, ეს შეიძლება ძრავიდანაც იყოს გამოწვეული. კომპრესია ხომ არ გაგიზომიათ? ზეთის დამატება ხომ არ სჭირდება? ელექტროობის გამოსარიცხად დათო კვატაშიძეს გირჩევდი ან ამირანს კოტრიკაძეში. -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 03:56 |