Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ 4X4 ავტომობილები _ ვილის მოდელ B რესტავრაცია

Posted by: irakli Apr 29 2019, 23:17

რადგან შალვას ვილისის რესტავრაცია ცოტა შეჩერდა, ამიტომ ვხსნი ამ თემას ჩემი ვილისის რესტავრაციაზე/
მანქანა ამჟამად დაშლილია, აღდგენილია ძრავი, ტრანსმისია, რესორები, ხიდები. შეღებილია ზეთისხილისფრად. (ოლივ დრაბ).

ასევე ჩამოტანილია უკანა და გვერდითი პანელები, უკანა იატაკი. გეგმაშია ძარის ზუსტი რესტავრაცია.

ასევე გეგმაშია ჩარჩოს აღდგენა. ზედმეტი რკინების მოცილება და წინა 60 სმ სექციის ახალი ნაწილით ჩანაცვლება.

ნაყიდია კონტაქტური შედუღების აპარატი, რომ შედუღება ქარხნული ტექნოლოგიით მოხდეს.

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:10

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:14

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სპიდომეტრის რესტავრაცია, დაშლას გადარჩა, მძიმედ ტრიალებდა, მაგრამ ვდ 40 მა იმუშავა

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:15

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი კაპოტქვეშა სივრცე დაშლამდე.

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:18

ხიდის ქვიშაჭავლი არ არის რეკომენდირებული, ხელით გაწმენდას დასჭირდა 2 საათამდე.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:20

ამერიკული ფორუმზე ნანახი საზომი პლიტა დავამზადეთ. პინიონის (კანეჩკის) სიღრმის დასაყენებლად. 2.250 დიუმზე დგება, პლიუს ფირფიტის სისქე.

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: irakli Apr 30 2019, 00:24

აგრეგატჩიკმა სერგომ ისეთი ფასი თქვა ხიდების დარეგულირებაში 300 ლარი ორივე, რომ ვიყიდე ყველა აუცილებელი საზომი ხელსაწყო და მოსახსნელი (შეიძლება მეტი დაჯდაsmile.gif ) და შალვასთან და კოკოსთან ერთად დავარეგულირე. არ არის რთული, დრო სჭირდება ბევრი და ასაჩქარებლად მცოდნეები ამზადებენ გაფართოებულ გაფუჭებულ საკისრებს და შლიცმოჭრილ ფლანეცებს.

Posted by: Utiashvili Apr 30 2019, 12:22

irakli
სახალისო პროცესი იქნება, წარმატებები!

QUOTE(irakli @ Apr 30 2019, 00:24) *

აგრეგატჩიკმა სერგომ ისეთი ფასი თქვა ხიდების დარეგულირებაში 300 ლარი ორივე, რომ ვიყიდე ყველა აუცილებელი საზომი ხელსაწყო და მოსახსნელი (შეიძლება მეტი დაჯდაsmile.gif ) და შალვასთან და კოკოსთან ერთად დავარეგულირე. არ არის რთული, დრო სჭირდება ბევრი და ასაჩქარებლად მცოდნეები ამზადებენ გაფართოებულ გაფუჭებულ საკისრებს და შლიცმოჭრილ ფლანეცებს.

გადაცემები დავადაბლე და მაგ სერგოსთან მივედი. იგვე ფასი თქვა, + 100 ლარი დაშლა smile.gif იარაღები მაქვს, ჩემით გავაკეთე იქამდე და კი დადიოდა არფერი მოსვლია, მაგრამ მეთქი მაინც სპეციალისტია კაცი საშვილიშვილოდ გააკეთებს მეთქი.
ვუყურებდი თან, რეალურად დამხმარეები ვინც ყავს ისინი აკეთებენ. დინამომეტრი, შტანგელი და ეგეთები რაც სტანდარტულად უნდა, არ უხმარია. მოარგო, ხელით გაატოკა, დაატრიალა და კარგად ზისო smile.gif საღებავით შეამოწმა, კარგიაო.
გასაგებია რომ იმუშავებს, მაგრამ რაღაც პატარა კონტროლი ხო შეიძლება. ურთიერთობაც რთულია, ვუთხარი რამენაირად ჯერ ვერ შევხედავთ წავა თუ არა ეს კომლექტი მეთქი, და ესე რა გავიგოო. არადა მერე წინა კანეშკა ბევრად გრძელი აღმოჩნდა და ლოდინი დამჭირდა, უბდალოდ რომ მიეზომებინა გარედანვე გამოჩნდებოდა, მე გამოცდილება არ მეყო. წინა და უკანა გადაცემებს კბილები ჰქონდა სხვადასხვა (50/11 და 41/9), არ წავა ასეთი რამე არ გამიგიაო smile.gif
მოკლედ, ხელოსნებში მაგრად ჭირს და ფასი არაფერის პროპორციული არაა.

Posted by: irakli Apr 30 2019, 15:47

ციტატა(Utiashvili @ Apr 30 2019, 12:22) *

ქარხნულად დანა 23 (25) ხიდზე 0,12 მმ დან 0,18 მმ მდე უნდა იყოს ფოლხვა პინიონს (კანეჩას) და პლანეტარკას შორის. ამ სიზუსტით ხელით მაგის გაზომვა წარმოუდგენელია. შეიძლება გამოცდილებით გაკეთება, მაგრამ ხიდი, რომელიც ქარხნულ სპეციფიკაციებს არ აკმაყოფილებს მართალია უცებ არ გაფუჭდება, მაგრამ აუცილებლად ნაკლებს გაივლის. (უხარისხო ზეთის ჩასხმის მსგავსად, როცა ეფექტს ძრავზე ათეულ ათასობით კილომენტის მერე იგებ).

ასევე პინიონის საკისრის ხახუნი უნდა იყოს 10 დან 15 ინჩ ფუტზე ძველი და 20-25 ახალი საკისრებისთვის ჩობალის დაყენების გარეშე. ესეც წარმოუდგენელია შესაბამისი დინამომეტრიულის გარეშე გაასწორო.

სერგოსნაერ ხელოსნებს გამოცდილებას ვერ წაართმევ, ,მაგრამ წიგნებს არ კითხულობენ და ამიტომ საბოლოო შედეგი არასტანდარტულ შემთხვევებზე იშვიათად გამოდის კარგი.

Posted by: irakli Jun 17 2019, 23:26

მიდი ჩარჩოს რესტავრაციის პროცესი. მეგობარმა მომცა ნაკლებად კოლხოზგამოვლილი ჩარჩო.
ჩემსას მთელ სიგრძეზე რკინის ფირფიტა აქვს მიდუღებული, მისი მოხსნა საათობით ბულგარელთან მუშაობას გულისხმობდა, გარდა ამისა, დიაგონალებშიც არ აღმოჩნდა ზუსტი.

http://www.picz.ge

ორ დღეში ჩარჩო გაიწმინდა ზედმეტი რკინებისგან, მიდუღდა უკანა ბოლოები,(ერთი ფორდის არის, მეორე M38 ის მაგრამ გადავაკეთეთ) , ბზარები დადუღდა და უკანა ბამპერი (კროსოვერ) დადგა.

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

მესამე დღეს გამოიცვალა წინა ბოლოები და დატენდა განივი ძელი. ფოტოები ჯერ არ მაქვს.

გამოიცვალა ასევე ტყვიამფრქვევის დასამაგრებელი მოედანი.

Posted by: irakli Oct 31 2019, 22:47

ამასობაში წინ წავიწიეთ და ძარის აღდგენა დასრულდა.
ორიგინალი დარჩა წინა პანელი, ფრთები, კაპოტი. ქარხნული წესით დამზადებული პანელებია უკანა, გვერდები, უკანა იატაკი. აქ დამზადდა წინა იატაკი და გვერდითი პანელების წინა ნაწილები.

https://ibb.co/X5R8Nb5

https://ibb.co/HYjp7fM

ფონზე კომენტარებს არ ვართ biggrin.gif

Posted by: irakli Oct 31 2019, 22:54

შეკეთდა ორივე ფრთა, კაპოტი, მძღოლის და უკანა სკამი და პარპრიზის ჩარჩო.
დარჩენილია ერთი პრობლემა, ჩარჩოზე ძრავის ერთი სამაგრი არის 2 სმ ქვემოთ და ძრავი არ დგება ჰორიზონტალურად. ასაწევია სამაგრი.
ამის.მერე შევღებავთ.

Posted by: N67 Nov 1 2019, 22:36

muagar.gif

ციტატა(irakli @ Oct 31 2019, 22:47) *
ფონზე კომენტარებს არ ვართ biggrin.gif
გინდ გარაჟი, გინდ სახელოსნო, უმაგისოდ არაავთენტურია smile.gif

Posted by: irakli Nov 2 2019, 12:10

ციტატა(N67 @ Nov 1 2019, 22:36) *

muagar.gif

გინდ გარაჟი, გინდ სახელოსნო, უმაგისოდ არაავთენტურია smile.gif

კოტრიკაძის პროფილაქტიკაში ვიურტის და ბერნერის სექსისტური კალენდრების გამოფენაა. მე ვემიჯნები ქალის ობიექტივიზაციას. biggrin.gif

მგონი ასე ქვიაsmile.gif

Posted by: Davidson Nov 2 2019, 21:07

irakli

ციტატა
მე ვემიჯნები ქალის ობიექტივიზაციას

კუპალნიკიანი კაცების ფოტოები გერჩივნა? crazy.gif

პ.ს. მაგარი პროექტია. კარგი გამძლეობა, დრო, ნერვები და ფინანსები სჭირდება.
როდისღაც მეც მომიწევს ჩემ დაკონსერვებულ გაზ21-ს მივხედო. ჯერ არ მიმიწევს გული.

Posted by: irakli Nov 4 2019, 00:02

ციტატა(Davidson @ Nov 2 2019, 21:07) *

irakli

კუპალნიკიანი კაცების ფოტოები გერჩივნა? crazy.gif

პ.ს. მაგარი პროექტია. კარგი გამძლეობა, დრო, ნერვები და ფინანსები სჭირდება.
როდისღაც მეც მომიწევს ჩემ დაკონსერვებულ გაზ21-ს მივხედო. ჯერ არ მიმიწევს გული.

დავითის ქანდაკების სანახავად ჩავიდოდი ფლორენციაში. rolleyes.gif

ამასობაში იქნენ დაგროვდეს რესტავრაციის გამოცდილება, რაც გაგიმარტივებს რესტავრაციას. რასაც ვუყურებ ამერიკაში ბევრად მეტი ცოდნა და ინსტრუმენტები აქვთ. ხარისხიც შესაბამისი გამოდის. ფულის ხარჯვაც პირობითია, ზოგს პრადოს ყიდვა ურჩევნია, ზოგს კი ძველი მანქანის რესტავრაცია. blush.gif

Posted by: cerber Nov 4 2019, 12:13

QUOTE(irakli @ Jun 17 2019, 23:26) *

მიდი ჩარჩოს რესტავრაციის პროცესი. მეგობარმა მომცა ნაკლებად კოლხოზგამოვლილი ჩარჩო.
ჩემსას მთელ სიგრძეზე რკინის ფირფიტა აქვს მიდუღებული, მისი მოხსნა საათობით ბულგარელთან მუშაობას გულისხმობდა, გარდა ამისა, დიაგონალებშიც არ აღმოჩნდა ზუსტი.

http://www.picz.ge

ორ დღეში ჩარჩო გაიწმინდა ზედმეტი რკინებისგან, მიდუღდა უკანა ბოლოები,(ერთი ფორდის არის, მეორე M38 ის მაგრამ გადავაკეთეთ) , ბზარები დადუღდა და უკანა ბამპერი (კროსოვერ) დადგა.

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

მესამე დღეს გამოიცვალა წინა ბოლოები და დატენდა განივი ძელი. ფოტოები ჯერ არ მაქვს.
გამოიცვალა ასევე ტყვიამფრქვევის დასამაგრებელი მოედანი.

ჩარჩოს რითი ადუღებთ? ანუ რომელი ტიპის აპარატით. ელექტროდებით თუ ადუღებთ მაშინ რომელ ელექტროდებს იყენებთ?

Posted by: irakli Nov 6 2019, 17:25

ციტატა(cerber @ Nov 4 2019, 12:13) *

ჩარჩოს რითი ადუღებთ? ანუ რომელი ტიპის აპარატით. ელექტროდებით თუ ადუღებთ მაშინ რომელ ელექტროდებს იყენებთ?

კემპით ადუღებს ხელოსანი(ეს კემპი ქსეროქსის და ბენდექსის ამბავია, ვატყობ smile.gif) ანუ MIG welding.

წესით ჩარჩოს გადაჭრა უნდა იყოს ისრისებური. თუ არ არის ისრისებული და ვერტიკალურია, მაშინ საჭიროა რომბის ფორმის გამაძლიერებლის დადება, რომელიმე მხრიდან მაინც. მე არ ვაკეთებ, აუთენტურობისთვის, ამიტომ ალბათ ოფროუდზე ამ მანქანით სიარული არ არის რეკომენდირებული.

Posted by: cerber Nov 7 2019, 11:08

QUOTE(irakli @ Nov 6 2019, 17:25) *

კემპით ადუღებს ხელოსანი(ეს კემპი ქსეროქსის და ბენდექსის ამბავია, ვატყობ smile.gif) ანუ MIG welding.

წესით ჩარჩოს გადაჭრა უნდა იყოს ისრისებური. თუ არ არის ისრისებული და ვერტიკალურია, მაშინ საჭიროა რომბის ფორმის გამაძლიერებლის დადება, რომელიმე მხრიდან მაინც. მე არ ვაკეთებ, აუთენტურობისთვის, ამიტომ ალბათ ოფროუდზე ამ მანქანით სიარული არ არის რეკომენდირებული.

საინტერესოა მაგ კემპის მავთულებში თუ არის სხვაობა. ალბათ იქნება. ელექტროდებით როცა მიდის დადუღება მაშინ დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროდის ტიპს. მაგალითად ამწეების კონსტრუქცია როცა დუღდება იქ ჩვეულებრივი, იაფიანი ელექტროდის გამოყენება არ შეიძლება. ლითონის შემცველობაა სხვა.

ხო ეგ რომბები შველერების გადაბმის დროსაც გამოიყენება და ჩვეულებრივად მუშაობს

Posted by: irakli Nov 7 2019, 15:49

ციტატა(cerber @ Nov 7 2019, 11:08) *

საინტერესოა მაგ კემპის მავთულებში თუ არის სხვაობა. ალბათ იქნება. ელექტროდებით როცა მიდის დადუღება მაშინ დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროდის ტიპს. მაგალითად ამწეების კონსტრუქცია როცა დუღდება იქ ჩვეულებრივი, იაფიანი ელექტროდის გამოყენება არ შეიძლება. ლითონის შემცველობაა სხვა.

ხო ეგ რომბები შველერების გადაბმის დროსაც გამოიყენება და ჩვეულებრივად მუშაობს

ნამდვულად არის, უცებ რაც ვნახე, არის რბილი რკინის, უჟანგავი რკინის, კარბონის რკინის, ალუმინის, სპილენძით დაფარული და დაუფარავი მავრთულები. აქ რომლები იყიდება არ ვიცი, მანქანის რკინის ჩარჩოსთვის mild steel, საკმარისი უნდა იყოს ასევე mild steel მავრთული. თუმცა არ ვარ სპეციალისტი.

Posted by: VAZHAFJ70 Nov 8 2019, 22:25

კარგი მანქანა გამოვა

გარაჟიც მომწონს bravo.gif

Posted by: irakli Nov 23 2019, 14:35

ამასობაში შევისწავლე რესტავრაციისას ლითონის დაცვის მეთოდები.
1 ფენა არის ჟანგსაწინააღდეგო დამცავი გრუნტის. ის შეიძლება იყოს ეპოქსიდური ან მჟავის საფუძველზე. მეორე ტიპით უცილებელია სუფთა მეტალის დაფარვა, რადგან მჟავა შედის რეაქციაში და აჩერებს ჟანგვის პროცესს. ეპოქსიდი კაპსულას აკეთებს, სადაც წყალი ვერ აღწევს. ის შეიძლება შპაკლის შემდეგაც დაესხას. მე ძირზე გამოვიყენე ვიურტის ეპოქსიდური გრუნტი. თუმცა ვიურტი ძვირი გამოდის, ლიტრი 70 ლარი. ამიტომ ახლა გადავედი ბერძნულ გრუნტზე, რომელიც ლიტრი 35 ლარი გამოდის. აქ არის ასევე ჰენკელის, დაახლოებით იგივე ფასის.

აქ ჩანს ნაწილობრივი დაფარვა წითელი ვიურტის ეპოქსიდურით.
[სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]

Posted by: irakli Nov 23 2019, 14:39

შემდგომი ფენაა ჩვეულებრივ აკრილის გრუნტი, რითაც ავარიის შემდეგ იყენებენ მანქანებზე, ეპოქსიდისგან განსხვავებით ის კარგად იშკურკება, იაფია და ამიტომ ურჩევნიათ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]

Posted by: irakli Nov 23 2019, 14:41

2 ფენა აკრილის შემდეგ, საბოლოო ფენა, ომისდროინდელი ფერი, ზეთისხილის მატი Olive drab გახსნილი 20% ქსილოლ/ტოლიოლში.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]

Posted by: irakli Nov 23 2019, 14:54

ჩარჩოც შევღებე. რადიოს შემშლელი სისტემის შეერთების ადგილების მოკალვა ძალიან მარტივია თხევადი კალით. 2 სისტემა იყო: supression 1, da suppresion 2. 1943 წლის ბოლოდან მე-2 ზე გადავიდნენ, რომელიც უფრო მარტივი იყო და მოკალვის ნაცვლად ბევრგან გარე და შიდა ჩაჭიდების შაიბები გამოიყენებოდა.

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]

Posted by: shalva-zimin Nov 23 2019, 18:10

მშვენიერია .

Posted by: irakli Dec 11 2019, 21:09

დაიშპაკლა ეპოქსიდურით, სადაც ძველ ლითონზე იყო უსწორობები, შემდეგ პლასტიური შპაკლით.
ასევე დაიგრუნტა ეპოქსიდური გრუნტით. შემდეგი ფენა იქნება აკრილის გრუნტი და იმედია ამ კვირაშივე შეიღებება ზეთისფერად. მერე დავიწყებ აწყობას.

http://www.picz.ge

Posted by: irakli Dec 27 2019, 11:04

შეიღება, 3 ფენა მატი ზეთისხილისფერი.
წავიდა 5 ლიტრი, დისკებზე და სკამებზეც ალბათ დასჭირდება 1-2 ლიტრი.
დისკების ხეხვა დამეზარა, მაინც არ გამოდის კარგად და 150 ლარად ქვიშაჭავლური დამუშავება ვარჩიე.
http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

Posted by: Big Mamamia Jan 4 2020, 09:23

ციტატა(irakli @ Nov 23 2019, 14:41) *

2 ფენა აკრილის შემდეგ, საბოლოო ფენა, ომისდროინდელი ფერი, ზეთისხილის მატი Olive drab გახსნილი 20% ქსილოლ/ტოლიოლში.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი[/url]

ეს საღებავი სად შეიძლება შევიძინო? რამაზე მაქვს სვარკები საკეთებელი. სუსტი დაზიანებტელი ადგილები რომ ამოვაჭრა და ახლით ჩავანაცვლო. ნაყიდი მაქვს საღებავი რომელიც პირდაპირ ჟანგიანზეც ესმევა. ნუ რამა ჟანგიანი არ არის .ნასვარკებზე მსურს წავუსვა. მერე ბოდეს ბეშუმნი დავასხა ზემოდან.

Posted by: Big Mamamia Jan 4 2020, 09:25

მომეწონა ეს მატოვი . მასწავლე სად ვიყიდო, ან სად ზავდება?

Posted by: irakli Jan 5 2020, 09:08

ციტატა(Big Mamamia @ Jan 4 2020, 09:25) *

მომეწონა ეს მატოვი . მასწავლე სად ვიყიდო, ან სად ზავდება?

ამერიკიდან ჩამოვიტანე ბარამით. მეორე მსოფლიო ომში ამერიკული ჯარის ფერია. vintagejeeps.com ზეა, ebay ზეც არის.

Posted by: irakli Jan 5 2020, 09:11

ციტატა(Big Mamamia @ Jan 4 2020, 09:23) *

ეს საღებავი სად შეიძლება შევიძინო? რამაზე მაქვს სვარკები საკეთებელი. სუსტი დაზიანებტელი ადგილები რომ ამოვაჭრა და ახლით ჩავანაცვლო. ნაყიდი მაქვს საღებავი რომელიც პირდაპირ ჟანგიანზეც ესმევა. ნუ რამა ჟანგიანი არ არის .ნასვარკებზე მსურს წავუსვა. მერე ბოდეს ბეშუმნი დავასხა ზემოდან.

სუფთა ლითონზე მჟავის საფუძველზე ან ეპოქსიდური გრუნტის დასხმას გვირჩევენ მხოლოდ.

Posted by: irakli Jan 24 2020, 23:26

დისკები შევღებე და ავაწყე. ვულკანიზაცია არ არის საჭირო. ბავშვის პუდრა მუშაობს. (შალვას რჩევა) 😁

http://www.picz.ge

Posted by: cerber Jan 27 2020, 16:00

ამ თემასთან არაფერ შუაშია მარა ეგ ბავშვის პუდრა - ტალკი, მარტო ბავშვის პუდრად იყიდება თუ ცალკეც იშოვება ჩვენთან სადმე? შედარებით დიდი შეფუთვებით.

Posted by: irakli Jan 27 2020, 16:05

ციტატა(cerber @ Jan 27 2020, 16:00) *

ამ თემასთან არაფერ შუაშია მარა ეგ ბავშვის პუდრა - ტალკი, მარტო ბავშვის პუდრად იყიდება თუ ცალკეც იშოვება ჩვენთან სადმე? შედარებით დიდი შეფუთვებით.

არ ვიცი, რადგან არ დამჭირვებია. კლდეზე მცოცავები იყენებენ ხელისთვის ტალკს. ეგენი კი იყიდება შედარებით დიდი შეფუთვებით ამაზონზე. აქ არ შემხვედრია.

Posted by: cerber Jan 27 2020, 16:46

QUOTE(irakli @ Jan 27 2020, 16:05) *

არ ვიცი, რადგან არ დამჭირვებია. კლდეზე მცოცავები იყენებენ ხელისთვის ტალკს. ეგენი კი იყიდება შედარებით დიდი შეფუთვებით ამაზონზე. აქ არ შემხვედრია.

სხვა ბევრი გამოყენება აქვს კიდევ მაგრამ აქ მეც არ შემხვედრია სამწუხაროდ

Posted by: Big Mamamia Jan 28 2020, 23:05

კარტოფილის ფქვილი ახმარეთ.

Posted by: irakli Mar 25 2020, 23:43

საქმე ნელნელა, მაგრამ წინ მიიწევს. იმედია ამ კარანტინში უფრო ჩქარა წავა.
შალვას და სხვა მეგობრების დახმარებით ჩავდგით ძრავი, ბალიშებს გადახვრეტა მოუწია, მაგრამ ახლა სწორედ დგას.
https://photos.app.goo.gl/ecpjuzYp7RXR5AAs6

ასევე ჩამოვიტანე 6 ვოლტიანი ოპტიმა, რომელიც ჩაიდო ვილარდის რეპრო ყუთში. სახურავი ჯერ არ დამიწეპებია, პარპრიზის გერმეტიკია საშოვნელი ამ კარანტინში smile.gif

https://photos.app.goo.gl/muebq4yBR1DGU28QA

https://photos.app.goo.gl/n5RybGu27V7TYBCP9

კიდევ რაღაც დეტალები დაუწუნა მღებავს შალვამ და მომიწია სამღებრო საქმის შესწავლა და გამოსწორება biggrin.gif
1 კომპონენტიანი (კბილის პასტაsmile.gif) 3M ის შპაკლი აადვილებს საქმეს.

შემდეგ ეტაპი ზოგი ადგილების დამუშავება-შეღებვაა, და მერე ძარის დამაგრება ჩარჩოზე.

კიდევ კარდნები დავაგრძელე crazy.gif და დავაბალანსებინე ბარადასთან, მაგრამ წინა ახლა დასამოკლებელია 2 სმ. 10 ჯერ არ გავზომეთ.

Posted by: irakli Mar 25 2020, 23:45

სამწუხაროდ ქართული ჰოსტინგი მოკვდა, რაც მოულოდნელი არ არის ქართული "ბიზნესისთვის", ამიტომ გუგლის ბმულებით დავდებ ფოტოებს.

Posted by: N67 Mar 26 2020, 23:00

კარგი პროგრესია.
შალვას ხელმოწერა ვინ მოთვლის, კიდევ რამდენჯერ აგვიხდება სხვადასხვა სფეროში : )

Posted by: irakli Apr 29 2020, 00:23

ამ ეტაპზე ელექტროობას ვამონტაჟებ. მივხვდი, რატომ აკეთებდნენ ამ საქმეს ომის დროს ქალები.. თხელი თითები და ქსოვის უნარები ჭირდება.
რომ მოვრჩები, მისაყენებელი იქნება ფრთები, კაპოტი და მანქანაც მორჩება. თუმცა უფრო სატესტო რეჟიმში გადავა.

მანამდე კი ბევრი წვრილმანია წინ, მოკალვა დამიწების ადგილების, ქეჩების მიმაგრება რადიატორთან, დამიწების სტროპების დამონტაჟება, ნომრის ლურჯად დაწერა და ა.შ.

აბა ნომერი რატომ ლურჯად? 🙂

Posted by: irakli Apr 29 2020, 00:24

ესეც ფოტო:
https://photos.app.goo.gl/eyeDH1m2vYVjSmNh9

Posted by: irakli May 17 2020, 21:19

სულ მესმოდა 6 ვოლტზე გაგაწვალებსო, არადა რუსული ბაიკა აღმოჩნდა, ცუდი ხელოსნების მოგონილი. გამართული სტარტერი, კარგი დამიწება, 6 ვოლტიანი დატენილი აკუ, და ისევე ატრიალებს, როგორც 12 ვოლტი. smile.gif

Posted by: N67 May 19 2020, 22:05

ერთერთი საკვანძო ეტაპი გამოდის, არა?
muagar.gif

Posted by: irakli May 20 2020, 21:06

ციტატა(N67 @ May 19 2020, 22:05) *

ერთერთი საკვანძო ეტაპი გამოდის, არა?
muagar.gif

ეგრეა. რესტავრაცია დავასრულე. მცირე დეტალები დარჩა. ფარები, ბლეკაუტი,... ლურჯი ნომრის დახატვა.
ძრავს გასდის ზეთი კარტერის სადებიდან და უკანა ჩობალიდან, გამოსაცვლელი მექნება ეგენი. ძრავის ამოღების გარეშეც იცვლება. ისე ამოღებაც 1 საათის საქმეა. smile.gif

Posted by: irakli Jun 17 2020, 14:43

სიარულმა გამოაჩინა პრობლემებიც:
1. ბევრი ზეთი გასდის კარტერის შუასადებიდან და უკანა ჩობალიდან, გამოსაცვლელია ორივე,
2. ცოტა ზეთი გასდის გამანაწილებლის უკანა ჩობალიდან, ამის შეგუება მომიწევს ამ ეტაპზე.
3. აღმართებში ტემპერატურა ადის 95გრადუსამდე, წესით 90 ს არ უნდა ცდებოდეს. თერმოსტატს ამოვიღებ და ვნახავ რას იზამს. შემდეგი რიგში რადიატორის გაწმენდაა.
4. უკან 2-2 რესორი ამოვიღე და დასაბრუნებელია, თორემ ცხვირი უფრო მაღლა აქვს.
5. მძღოლის მხარეს არის ცოტა გადახრილი მანქანა, ძრავის წონის გამო, ქარხნულად უფრო ძლიერი რესორი ჰქონდა მაგ მხარეს. ალბათ "რიხტოვკა" მოუწევს.

Posted by: irakli Jun 17 2020, 14:47

აალება გავასწორე ვაკუუმის და ტახომეტრის გამოყენებით. სტრობოსკობით არ ასწორებემ რადგან გათვლილია 68 ბენზინზე და ახლა 92-ს რომ ასხამ, ისეთი წინსწრების დაყენებაა საჭირო, რომ სტრობოსკოპზე საერთოდ აღარ ჩანს მქნევარაზე ნიშანი.
თუ ვინმეს დააინტერესებს, რომ ყენდება ვაკუუმით, აქ არის ტექსტი და ვიდეოც:
https://oldjeepcarbs.com/thread/29/time-motor-timing-light

Posted by: Big Mamamia Mar 24 2021, 22:58

სალამი ირა. რა მაინტერესებს. ადრე კი მითხარი. .ლინკიც ჩამიგდე.
საღებავი მინდა ეს სამხედრო მატოვი. მასწავლე სად შევიძინო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)