Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ Toyota _ ჰიდრომუფტა, იგივე ვისკომუფტა

Posted by: GIRA Aug 22 2017, 16:40

ჰიდრომუფტის, იგივე ვისკომუფტის შესახებ, ბევრი წერია ჩვენს ფორუმზე, მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე რომ თურმე ტოიოტას მწარმოებლებს 2 ტიპის ჰიდრო მუფტა აქვთ მანქანებისთვის, კლიმატური ზონების გათვალისწინებით.
ეს პოსტიც იმიტომ გავხსენი ტოიოტას განყოფილებაში რომ, არ ვიცი სხვა ბრენდებში არის თუ არა იგივე მიდგომა საკითხისადმი.
ცივი და ჩვეულებრივი კლიმატური პირობებისთვის გამოშვებულ მანქანებზე, ქარხნიდანვე აყენებენ შაბიამნისფერ ფეხიან ჰიდრომუფტებს.
ხოლო ცხელი კლიმატური ქვეყნებისთვის გამოშვებულ მანქანებზე აყენებენ წითელფეხიან ჰიდრომუფტებს.

ძირითადი სხვაობა იმაშია რომ, წითელფეხიანი მუფტა უფრო ადრე იკეტება და სითხეც სხვა სიბლანტის ასხია შიგნით.

ასევე ფრთების ფორმებშია სხვაობა.

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=5106020170818_161302.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=3297120170818_161349.jpg

Posted by: cerber Aug 22 2017, 17:02

ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს? ანუ სულ რომ ტრიალებდეს ვენტილატორი. ჩემს ახლანდელ სურფზე (როგორც მახსოვს წინაზეც ეგრე იყო) როგორც კი დავქოქავ ეგრევე ტრიალს იწყებს. ტემპერატურის ისარი მალევე ადის შუაზე და პატიოსნად დგას ხოლმე გაუნძრევლად ნებისმიერი დატვირთვის შემთხვევაში. არც წვას ვუჩივი, იმდენივეს წვავს რასაც სხვა რანეს სურფები წვავენ, ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს?)

Posted by: GIRA Aug 22 2017, 17:21

cerber

ციტატა
ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს?

არანაირს.

ციტატა
ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს?

თუ ყველა დატვირთვაზე ტემპერატურა ნორმაზეა, არაფერი გაქვს სანერვიულო.

მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი.

Posted by: cerber Aug 22 2017, 17:37

QUOTE(GIRA @ Aug 22 2017, 17:21) *

cerber

არანაირს.
თუ ყველა დატვირთვაზე ტემპერატურა ნორმაზეა, არაფერი გაქვს სანერვიულო.

მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი.


მადლობელი ბატონო,

ვიცი ეგ მანქანა შენი თემიდან და ქალაქშიც დამინახია. ხანდახან თუ განაახლებ ხოლმე იმ თემას კარგი იქნება smile.gif. საინტერესო პროექტი არის

Posted by: Utiashvili Aug 22 2017, 23:38

..................................................

Posted by: Utiashvili Aug 22 2017, 23:45

GIRA
საინტერესოა, პირველად გავიგე ეგეთი რამე. წესით თერმოსტატი საკმარისი უნდა იყოს, შეიძლება უდაბნოში აძლევს რამე სხვაობას.

cerber

QUOTE
ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს? ანუ სულ რომ ტრიალებდეს ვენტილატორი. ჩემს ახლანდელ სურფზე (როგორც მახსოვს წინაზეც ეგრე იყო) როგორც კი დავქოქავ ეგრევე ტრიალს იწყებს. ტემპერატურის ისარი მალევე ადის შუაზე და პატიოსნად დგას ხოლმე გაუნძრევლად ნებისმიერი დატვირთვის შემთხვევაში. არც წვას ვუჩივი, იმდენივეს წვავს რასაც სხვა რანეს სურფები წვავენ, ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს?)

დაქოქვისას ცივზე ინერციით ყვება ვენტილატორი. ხელითაც შეიძლება გააჩერო დაბალ ბრუნზე, მაგრამ არ სცადო. ტესტირებაზე ბევრი ვიდეოა ინტენეტში.
სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო.
Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა biggrin.gif

Posted by: irakli Aug 23 2017, 00:50

ციტატა(Utiashvili @ Aug 22 2017, 23:45) *

სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო.
Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა biggrin.gif


კარგია, წყალში გასვლისას რომ ჩერდება ვენტილატორი

Posted by: cerber Aug 23 2017, 11:03

QUOTE(Utiashvili @ Aug 22 2017, 23:45) *

GIRA
საინტერესოა, პირველად გავიგე ეგეთი რამე. წესით თერმოსტატი საკმარისი უნდა იყოს, შეიძლება უდაბნოში აძლევს რამე სხვაობას.

cerber

დაქოქვისას ცივზე ინერციით ყვება ვენტილატორი. ხელითაც შეიძლება გააჩერო დაბალ ბრუნზე, მაგრამ არ სცადო. ტესტირებაზე ბევრი ვიდეოა ინტენეტში.
სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო.
Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა biggrin.gif


აი ხმა კი აქვს იცოცხლე, ლომივით ღრიალებს რომ დავქოქავ)) ნუ ამ ეტაპზე მაგსიღრმე ტალახებში და წყლებში მაინც არ დავდივარ და როდესმე კი მივხედავ ალბათ.

Posted by: GIRA Aug 23 2017, 13:19

გაფუჭებით თუ რამეს აფუჭებსო, მკითხა კაცმა და არაფერს არ აფუჭებს, თორემ წვას რო უმატებს და 1.5 წყალში რო კატერივით აქაფებს წყალს, ეგ სხვა კითხვის პასუხი მგონია მე. biggrin.gif
ვრანგლერისგან განსხვავებით, ფიზიკურად ისე აქვს პროპელერი ტოიოტას, ვერ წარმომიდგენია, რანაირ და რამხელა ტალახში უნდა შეხვიდე რომ, პროპელერის ფრთები ტალახს შეეხოს.

Posted by: Utiashvili Aug 23 2017, 13:48

GIRA

QUOTE
ვრანგლერისგან განსხვავებით, ფიზიკურად ისე აქვს პროპელერი ტოიოტას, ვერ წარმომიდგენია, რანაირ და რამხელა ტალახში უნდა შეხვიდე რომ, პროპელერის ფრთები ტალახს შეეხოს.

ხოო ეგ არ ვიცი. Wrangler-ზე ქვემოთაა, ბამპერის დონეზე და მაღალი ლიფტი თუ არ გაქვს ტალახი ადვილად წვდება. თან ტოიოტაზე პლასტმასის ფრთები ჩანს, ჯიპზე მეტალისაა. როცა გამიფუჭდა გადავხედე ფორუმებს და ბევრს ედო სურათი გაღუნული ფრთებით გაფუჭებული რადიატორის.

Posted by: mishka_15 Aug 23 2017, 14:15

მე ელექტროზე გადავიყვანე ორ პროპელერიანია, 3 პოზიციან ტუმბლერზე დავაყენე , ავტო-ჩართვა-გამორთვა და კმაყოფილი ვარ, არც გიდრომუფტით ვიყავი უკმაყოფილო მარა ელექტრო ჯობს მგონი

Posted by: GIRA Aug 23 2017, 14:42

ციტატა(Utiashvili @ Aug 23 2017, 13:48) *

GIRA

ხოო ეგ არ ვიცი. Wrangler-ზე ქვემოთაა, ბამპერის დონეზე და მაღალი ლიფტი თუ არ გაქვს ტალახი ადვილად წვდება. თან ტოიოტაზე პლასტმასის ფრთები ჩანს, ჯიპზე მეტალისაა. როცა გამიფუჭდა გადავხედე ფორუმებს და ბევრს ედო სურათი გაღუნული ფრთებით გაფუჭებული რადიატორის.


დიფუზორი არ უყენია?
ტოიოტაზე ისეა "შეფუთული" რომ, ტალახი არამგონია მანდ მოხვდეს.
წყალი და ტალახიანი წყალი - კი ბატონო!

პლასტმასის მოტეხილმა ფრთამაც შეიძლება, რადიატორი გახიოს...

Posted by: GIRA Aug 23 2017, 14:44

ციტატა(mishka_15 @ Aug 23 2017, 14:15) *

მე ელექტროზე გადავიყვანე ორ პროპელერიანია, 3 პოზიციან ტუმბლერზე დავაყენე , ავტო-ჩართვა-გამორთვა და კმაყოფილი ვარ, არც გიდრომუფტით ვიყავი უკმაყოფილო მარა ელექტრო ჯობს მგონი

დიზელზე არაო, როგორც რუსულ ფორუმებს გადავხედე. ყველა მუფტას ანიჭებს უპირატესობას ლენდ კრუიზერ რუზე.

Posted by: Utiashvili Aug 23 2017, 15:53

GIRA

QUOTE
დიფუზორი არ უყენია?

კი, მაგრამ დიდი სივრცეა მაინც. მაგის მოუხსნელად ჩადის-ამოდის მუფთა ფრთებით.

http://www.youtube.com/watch?v=MVWlyjItlDw

Posted by: G.GABO Aug 24 2017, 00:27

GIRA

QUOTE
მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი.

რუნერებზე არ ვიცი როგორაა და არსებობს თურმე რადიატორებში სხვაობაც,რეგიონების მიხედვით. ჩემ პაჯეროზე მაგალითად ორ შრიანი აყენია, კანადური ვერსია არისო. არსებობს სამ შრიანიც ჩემი თვალით ვნახე და იქნება წყლის გაგრილების ამბავშიც მოგხმარებოდათ თუ რანერებზეც იგივე პრინციპია. blink.gif blink.gif ან შეიძლება ტოიოტამ ეგ პრობლემა მუფტებით მოაგვარა

Posted by: GIRA Aug 24 2017, 13:13

ციტატა(G.GABO @ Aug 24 2017, 00:27) *

GIRA

რუნერებზე არ ვიცი როგორაა და არსებობს თურმე რადიატორებში სხვაობაც,რეგიონების მიხედვით. ჩემ პაჯეროზე მაგალითად ორ შრიანი აყენია, კანადური ვერსია არისო. არსებობს სამ შრიანიც ჩემი თვალით ვნახე და იქნება წყლის გაგრილების ამბავშიც მოგხმარებოდათ თუ რანერებზეც იგივე პრინციპია. blink.gif blink.gif ან შეიძლება ტოიოტამ ეგ პრობლემა მუფტებით მოაგვარა

კი, ტოიოტაშიც მასეა.

Posted by: giirgi_niqo Aug 25 2017, 11:45

ეს საკოთხი ჩემს თემაშიც განვიხილეთ და ერთს დავამატებ, შაბიაბნისფერ მუფტას შიგნით აქვს სარეგულირო და შეგიძლია მარტივად დაარეგულიროთ რო დაბალ ტემპერატურაზე გაიხსნას, მე დავშალე და სითხეც გამოვცვალე, კარგათ მუშაობს.

Posted by: GIRA Aug 25 2017, 13:20

giirgi_niqo
მგონი წითელსაც აქვს. უბრალოდ ქარხნიდანვე ისეა დარეგულირებული რომ, ცხელი კლიმატური ზონის შესაბამისად იმუშავოს და ადრე დაკეტოს.
მეც შენნაირად დავარეგულირე შაბიამნისფერი მუფტა და წითელზე უფრო ადრე კეტავს.

Posted by: giirgi_niqo Aug 25 2017, 21:26

GIRA
სითხეც ხომარ შეგიცვლია? მე ცოტა უფრო მეტი სიბლანტის სითხე ჩავასხი და ეფექტურია.

Posted by: aqvsenti Aug 25 2017, 23:41

ერთი კითხვა მაქვს რადგან წყლის გაგრილებაზეა დავწერ აქვე- რადიატორს რომ თავსახურავს ვხსნი და გაზს მივცემ მანქანას წყალი-ანტიფრიზი იქცევა გარეთ მაგრამ მანქანა წყალს არ ადუღებს , არც გადაციებულია ძრავი , ნორმაზეა ტემპერატურა.
ასე უნდა იყოს თუ დავუჯერო ვაი ხელოსნებს- გაზის მიცემაზე პირიქით უნდა ისრუტავდეს წყალს და რახან ასე არაა თერმოსტატია გაფუჭებულიო.

Posted by: GIRA Aug 25 2017, 23:44

giirgi_niqo
სითხე დაამატა ხელოსანმა.

Posted by: irakli Aug 29 2017, 01:15

ციტატა(aqvsenti @ Aug 25 2017, 23:41) *

ერთი კითხვა მაქვს რადგან წყლის გაგრილებაზეა დავწერ აქვე- რადიატორს რომ თავსახურავს ვხსნი და გაზს მივცემ მანქანას წყალი-ანტიფრიზი იქცევა გარეთ მაგრამ მანქანა წყალს არ ადუღებს , არც გადაციებულია ძრავი , ნორმაზეა ტემპერატურა.
ასე უნდა იყოს თუ დავუჯერო ვაი ხელოსნებს- გაზის მიცემაზე პირიქით უნდა ისრუტავდეს წყალს და რახან ასე არაა თერმოსტატია გაფუჭებულიო.

წნევაა სისტემაში და როგორ უნდა ისრუტავდეს?
თუ ტემპ წესრიგშია, თერმოსტატი თავის საქმეს აკეთებს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)