IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> დაკიდების სისტემები, დამოუკიდებელი/დამოკიდებული
nika
post Feb 21 2008, 22:00
Post #1


Unregistered









ძალიან ხშირად საუბრისას შეიძლება მოისმინო აზრი, რომ ესა თუ ის ავტომობილი მეორეზე უკეთესია, რადგან მას დამოუკიდებელი დაკიდება აქვს. ასეა კი ეს სინამდვილეში? მართლაც ასეთი ცუდია ძველებური მთლიანი ბალკა როგორც ზოგიერთი თვლის?

გავიხსენოთ, რომ დაკიდება ესაა მექანიზმი, რომელიც აკავშირებს ბორბლებს ავტომობილიზ ძარასთან და საშუალებას აძლევს მაღ იმოძრაონ განსაზღვრული მიმართულებებით, მოუხვიოს, გაიმეორეს გზის პროფილი. დაკიდებაზეა დამოკიდებული ავტომობილის ქცევის ბევრი ასპექტი: მდგრადობა, მართვადობა, კომფორტი და სამუხრუჭე მანძილიც კი.

მაშ ასე დაკიდება შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული. დამოკიდებულ დაკიდებაში (ბალკიანი ხიდი) ორივე ბორბალი ერთ ღერძზეა მიმაგრებული. ამ დაკიდების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მუდმივი კლირენსისი შენარჩუნების საშუალება.

Attached Image


დამოუკიდებელი დაკიდება ასეთ ღერძს არ შეიცავს და საშუალებას აძლევს ორივე ბორბალს ერღმანეთის მიმართ დამოუკიდებლად იმოძრაონ. ანუ თუ ერთი ბორბალი რაღაც დაბრკოლებას გადაუვლის ეს მეორე ბორბალზე არ იმოქმედებს. ასეთ დაკიდებას გაცილებით უფრო რთული კინემატიკა აქვს რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართვადობას და კომფორტს. ასევე მცირდება მოძრავი ნაწილების მასა, რადგან არ გვაქვს მძიმე ხიდი. სურათზე ნაჩვენებია დაკიდებების მუშაობა

Attached Image

თეორიულად დამოუკიდებელი დაკიდება ხუგზოობაშიც უკეთ უნდა მუშაობდეს, რადგან ყველა ბორბალი თავისთვის მოძრაობს და არ მოქმედებს სხვა ბორბლებზე, მაგრამ კარგი გამავლობისთვის დაკიდებას სჭირდება დიდი სვლები, რათა ბორბლებისა და გზის შორის კონტაქტი შენარჩუნდეს. დამოუკიდებელი დაკიდების დიდი სვლებისთვის კიდევ მას დიდი ბერკეტები უნდა ჰქონდეს, რაც ჩვეულებრივ ავტომობილებში ძნალადაა მისაღწევი. ასეთი სქემა მხოლოდ სპეც ავტომობილებში გამოიყენება. ამის გამო დამოუკიდებელი და დამოკიდებული დაკიდებიანი მანქანები რომ შევადაროთ, დამოკიდებულიანებს ყოველთვის უფრო დიდი სვლები აქვს ხოლმე.

გარდა ამისა ვთქვათ დათოვლილ გზაზე სიარულისას დამოკიდებულ დაკიდებიანი მანქანების გამავლობაზე მოქმედებს არა მარტო მანძილი მიწიდან ხიდამდე, არამედ ჩარჩომდეც, რადგან ასეთ დაკიდებაში ხიდი ნაწილობრივ თოვლს ზევიდანაც ატარებს. ამავე დროს დამოუკიდებელი დაკიდების ბერკეტები (გიტარები), საჭის ტიაგები, სტაბილიზატორები და ა.შ. იგროვებენ თოვლს და დამატებით წინაღობას ქმნიან მოძრაობისას.

კონსტრუქციულად დამოკიდებული დაკიდებები ძაან ჰგავს ერთმანეთ ს და ძირითრადად განსხვავდება მხოლოდ დრეკადი ელემენტებით: ზამბარები, რესორენი ან პნევმოელემენტები.

დამოუკიდებელი დაკიდებები გაცილებით მრავალფეროვანია. მაგალითად წინა დაკიდება ორმაგ ბგიტარებზე. ასეთი დაკიდება აქვს წინ "ნივას", Toyota LC 100-ს, Pajero-ს და სხვ). ის საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ძაან მძიმე მანქანებზე, მარა თითქმის 100% დგას წინ პარკეტნიკებზე. ისეთ ავტომობილებზე რომლებისთვისაც ძაან მნიშვნელოვანია ასფალტის გზაზე კარგი მდგრადობა, გამოიყენება მრავალბერკეტიანი დამოუკიდებელი დაკიდებები (X5, ML, VW Touareg და სხვ.).

ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე სხვა ფაქტორი. მაგალითად დამოკიდებულ დაკიდებიანი მანქანა ინარჩუნებს მოძრაობას საკმაოდ სერიოზული დაზიანებების შემტხვევაშიც. როგორც პრაქტიკა აჩვენებს გაღუნული ხიდით მოძრაობა შესაძლებელია. თუ ხიდი ჩაიშალა შესაძლებელია კარდანი ჩავხსნათ ან ხიდი გავთიშოთ და ასე ვიაროთ სანამ სახლამდე მივაღწევთ. ასევე ვთქვათ შკვორნის დაზიენებისას მანქანა სერიოზულად უმართავი გახდება მაგრამ მოძრაობის შესაძლებლობას არ დაკარგავს. ამას ვერ ვიტყვით შარავოიზე დამოუკიდებელ დაკიდებაში. მისი დაზიანების შემტხვევაში მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ასევე დამოუკიდებელ დაკიდებაში არის ნაზი ელემენტები როგორებიზაა ყუმბარების პილნიკები. ისინი არაა გათვლილი მყარ დაბრკოლებასთან პირდაპირ კონტაქტზე. თუ პილნიკსა და სხვა ელემენტებს შორის გაიყინება ტალახი, მოძრაობის დაწყებისას მისი დაზიანების ალბათობა საკმაოდ დიდია. ხოლო დაზიანებული პილნიკის შემთხვევაში ყუმბარა ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან. ასევე გასათვალისწინებელია რომ დამოკიდებული დაკიდების წინა ხიდში მარტო ორი ყუმბარაა ხოლო დამოუკიდებელში 4. უკანა დამოკიდებულ დაკიდებაში საერთოდ არაა ყუმბარები ხოლო დამოუკიდებელში ისევ და ისე 4 ყუმბარაა. ანუ ორივე დამოუკიდებელი და ორივე დამოკიდებული დაკიდებიან მანქანებში ყუმბარების რაოდენობა 4-ჯერ განსხვავდება. ცხადია ეს მანქანის საიმედოობაზე მოქმედებს.

თანამედროვე ტენდენციით ყველაზე მეტად გავრცელებულია წინა დამოუკიდებელი და უკანა დამოკიდებული დაკიდებიანი მანქანები. თუმცა ჯერ კიდევ რჩება ორივე დამოკიდებულ დაკიდებიანებიც: Suzuki Jimny, Landrover Defender, UAZ, Nissan Patrol, Jeep Wrangler, TLC 105. ამავე დროს შეინიშნება ორივე დამოუკიდებელ დაკიდებიანი მანქანების მომრავლებაც.

ახლა კი განვიხილოთ დრეკადი ელემენტები რომლების გარეშეც არც ერთი დაკიდება არ არსებობს.
ესენია რესორები, ზამბარები, ტორსიონები და პნევმოელემენტები.

რესორები დღემდე გამოიყენება მძიმე ტექნიკაზე და მუშა ცხენებზე (პიკაპებზე). რესორების უპირატესობაა ის რომ ისინი წიდის ზაღასთან მიმაგრების ელემენტებადაც მუშაობს, ასევე რესორის ლისტებს შორის ხახუნის ხარჯზე ამორტიზატორის თვისებებიც აქვს. ანუ ეს დაკიდება ყველაზე მარტივი და უტილიტარულია. თითქმის ყველა თანამედროვე პიკაპის უკანა დაკიდება რესორებზეა.

თუმცა ზამბარებმა თითქმის მთლიანად გამოდევნა რესორები. საქმე იმაშია რომ ზამბერებიანი დაკიდება უფრო კარგად მიყვება გზის პროფილს, აქვს გაზრდილი სვლები (და შესაბამისად გამავლობა), უფრო კომფორტულია, უკეთესად იმართება. ზამბარები უფრო პატარაა და მჩატე და წარმოებაშიც უფრო მარტივია. ხოლო თანამედროვე მაკფერსონის ტიპის დაკიდება ზამბარების გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია.

ტორსიონები ესაა ელემენტები რომელიც დაგრეხვაზე მუშაობს. ასეთი დაკიდება აქვს TLC100 VX, Mitsubishi Pajero II, და ბევრ სხვა მანქანაზე. ტორსიონი საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს. ასევე თუ ის "დაჯდება" შესაძლებელია რომ ის ავწიოთ.

რაც შეეხება პნევმოელემენტებს ისინი საშუალებას იძლევიან ვცვალოთ მანქნაის კლირენსი და ასევე საკმაოდ რბილია, თუმცა საიმედოობით ცხადია ვერ შეედრება იგივე რესორებს.

დავიღალე რა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
HUSHTA
post Feb 21 2008, 22:36
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 11,142
Joined: 28-November 06
From: Milky Way
Member No.: 63
მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D



კარგი სტატიაა muagar.gif გაიხარე wink.gif


--------------------
"The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol...

NISSAN LIONHEART
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zurabau
post Feb 21 2008, 23:39
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!



აუუ ნიკა არ დაგეზარა მაგ სტატიის გადათარგმნა ??? biggrin.gif:D:D ისე ეგ ძველ ფორუმზე იყო რუსულად smile.gif


--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 08:12