IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> რადიატორის პრობლემა, ჟონვა და ორთქლი
svk
post Jan 18 2020, 19:05
Post #1


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 163
Joined: 19-September 09
Member No.: 4,183
მანქანა: Pajero IO 1.8



მანქანა: პაჯერო იო, 1998 წლის.

ერთიორი კვირის წინ შევამჩნიე რომ ანტიფრიზის გაფართოების ბაჩოკში საერთოდ აღარ იყო დარჩენილი ანტიფრიზი, მინიმუმის ნიშნულზე ბევრად ქვემოთ იყო ჩასული. რადიატორი გავხსენი და ვნახე რა ფერი ანტიფრიზი ესხა და იყო წითელი/ნარინჯისფერი. თეგეტაში ვიყიდე გერმანული "დრაივერი", გავაზავე ნახევარი ნახევარზე და ჩავასხი გაფართოების ბაჩოკშიც და რადიატორშიც, სანამ არ გაივსო.

რამდენიმე დღე ვიარე და დღეს უცებ გამოუშვა ორთქლი. რო ჩავხედე რადიატორი იყო ერთ ადგილას სველი, სავარაუდოდ გაჟონა საიდანღაც და მერე ეს გაჟონილი ანტიფრიზი ორთქლდებოდა როგორც ჩანს.

ახლა რა მაინტერესებს - შეიძლება თუ არა რომ ამ ანტიფრიზის დამატებას დაეზიანებინა რამე?
მერე რო შევიყვანე ამ "დრაივერის" სახელი, საიტზე უწერიათ რო ეს სერია არის "ვარდისფერი" ანტიფრიზი და არა წითელი. შეიძლება რომ ამას გაეფუჭებინა რამე? (წითელი და ვარდისფერის არევას)

თეგეტაში მივედი და მითხრეს რომ ანტიფრიზების არევის გამო არ დაზიანდებოდა ასე, ან სიძველის ბრალია ან CO გაზებისო. და რო ვკითხე მაინცდამაინც ამის დამატების მერე რატო დაემართა, მანამდე არაფერი არ ჭირდათქო, ალბათ აკლდა მანამდე და თან პატარა მანძილებზე დადიხარო (პრინციპში ორივე მართალია - აკლდა და პატარა მანძლებზე დავდივარ), მაგრამ დიდ მანძილებზეც როცა მიწევს არასდროს გამოუშვია ორთქლი მანამდე. ტორპედოზე შუაში დგას მოტორის ტემპერატურა, გახურებას არც ადრე მიჩვენებდა და არც ახლა მიჩვენებს, ნორმაშია ყველაფერი.

და რო დაამატე მერე გავსებულზე დაიწყო გაჟონვაო. მაგრამ ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს ვერსიაც : )

ჰოდა თქვენ როგორ ფიქრობთ, რისგან დაემართა ეს ბოლო-ბოლო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N67
post Jan 18 2020, 22:35
Post #2


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 446
Joined: 21-September 14
From: ჩირდილელიაანთკარი
Member No.: 6,267
მანქანა: Suzuki Vitara



როგორც მახსოვს, წითელი შერევების მიმართ ყველაზე ნაკლებადაა პრეტენზიული. ვარდისფერზე ვერაფერს ვიტყვი.
არაა გამორიცხული, თავიდან შედარებით მცირე დაზიანების გამო ნელნელა იკარგებოდა სითხე, დამატებულზე წნევამ მოიმატა და დაზიანება გაზარდა.
რადიატორის ხუფიც უნდა იყოს წნევის რეგულირებასთან კავშირში, ოღონდ მაგის შემოწმება შეიძლება მარტივი არ იყოს.


--------------------
◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊

OnlY Z BesT

2WD OO
4WD oooo
8WD ●●●● ●●●●

◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
svk
post Jan 19 2020, 02:59
Post #3


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 163
Joined: 19-September 09
Member No.: 4,183
მანქანა: Pajero IO 1.8



N67
მადლობა.

რადიატორის ხუფს რუსულად რას ეძახიან? გალოვკის პრაკლადკა? : ) რაღაც ახსენა და ვერ ვხვდები რა ნაწილზეა ლაპარაკი ან რას შვრება ეგ ნაწილი.

რადიატორის გაჟონვის შემაჩერებელი სითხეები როა, მაგის ცდას თუ აქვს აზრი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N67
post Jan 20 2020, 01:46
Post #4


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 446
Joined: 21-September 14
From: ჩირდილელიაანთკარი
Member No.: 6,267
მანქანა: Suzuki Vitara



ხუფი ასეა - крышка радиатора , კონკრეტული წნევის მიხედვით ხსნის ან კეტავს დამატებით ავზში სითხის გასავალს.
გაჟონვის შემაჩერებელ სითხეებზე აქაურობიდან ვიცი მეც, რომ მარტო დროებითი ზომა და პრობლემის გადავადებაა.


--------------------
◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊

OnlY Z BesT

2WD OO
4WD oooo
8WD ●●●● ●●●●

◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jan 20 2020, 16:25
Post #5


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(svk @ Jan 19 2020, 02:59) *

N67
მადლობა.

რადიატორის ხუფს რუსულად რას ეძახიან? გალოვკის პრაკლადკა? : ) რაღაც ახსენა და ვერ ვხვდები რა ნაწილზეა ლაპარაკი ან რას შვრება ეგ ნაწილი.

რადიატორის გაჟონვის შემაჩერებელი სითხეები როა, მაგის ცდას თუ აქვს აზრი?


რადიატორს თუ გაუვიდა, ის შესაცვლელია, არ ღირს მისი დაწეპება და შეკეთება (არ მკითხოთ საიდან ვიცი).

- ანტიფრიზის შერევა რადიატორის გაბზარვას არ იწვევს. შეიძლება მანამდე იყო ჟონვის შემაჩერებელი ჩასხმული და ახალი ანტიფრიზი რეაქციაში შევიდა, თუმცა ეს ნაკლებალბათურია.

- თუ რადიატორს სახურავი კარგი აქვს, მაშინ არც გაზები იწვევს რადიატორის გაფუჭებას, რადგან ზედმეტ წნევას ზამბარა გამაფართოებელში უშვებს.

- თუ სახურავი არ უვარგა და ძრავის შუასადები გაგლეჯილია, მაშინ შეიძლება წნევას რადიატორი გაეფუჭებინა, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებ ალბათურია.

(გაზებზე შემოწმება მარტივად ხდება თეგეტაშიც და სხვა ცენტრებშიც)


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Jan 26 2020, 21:14
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



QUOTE
რადიატორს თუ გაუვიდა, ის შესაცვლელია, არ ღირს მისი დაწეპება და შეკეთება (არ მკითხოთ საიდან ვიცი).


+1

კეთება კეთებაში, თითქმის ახალის ფასი გადავიხადე, ბოლოს მაინც მომიწია შეცვლა

ჯობდა ეგრევე ახალი მეყიდა


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jan 27 2020, 16:03
Post #7


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(VAZHAFJ70 @ Jan 26 2020, 21:14) *

+1

კეთება კეთებაში, თითქმის ახალის ფასი გადავიხადე, ბოლოს მაინც მომიწია შეცვლა

ჯობდა ეგრევე ახალი მეყიდა


მე ვერ შემიკეთეს წესიერად, და შედეგად ძრავის შეცვლა მომიწია. sad.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Jan 29 2020, 19:04
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



QUOTE
მე ვერ შემიკეთეს წესიერად, და შედეგად ძრავის შეცვლა მომიწია.


ვახ... ეგ ძაან გაგიჩალიჩეს... angry.gif

ახალი რადიატორის გამოწერა ამერიკიდან 200$ დამიჯდა, + რაღაც საბაჟოს გადასახადი, 50 ლარი იყო მგონი

ძრავის შეცვლას გადავრჩი

This post has been edited by VAZHAFJ70: Jan 29 2020, 19:06


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Feb 4 2020, 13:19
Post #9


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(VAZHAFJ70 @ Jan 29 2020, 19:04) *

ვახ... ეგ ძაან გაგიჩალიჩეს... angry.gif

ახალი რადიატორის გამოწერა ამერიკიდან 200$ დამიჯდა, + რაღაც საბაჟოს გადასახადი, 50 ლარი იყო მგონი

ძრავის შეცვლას გადავრჩი


ინგლისში ნისსენის რადიატორი ღირდა 54$ (პატარა ზომისაა).

რადიატორის პლასტმასის სახურავი 30 ლარი, შეკეთება 40. და მაინც არ ხარ გარანტირებული. ისევ სჯობს ორმაგის მიცემა და წყნარად ყოფნა. იგივე რადიატორის ხუფზე, სანამ ორიგინალი არ გამოვიწერე ამაზონიდან, წნევას ვერ იჭერდა.

უმეტესობას საოცარი ნაგავი ჩამოაქვს აქ ჩინეთიდან, ალბათ რაც ყველაზე იაფია ადგილზე. არის უფრო ძვირი ჩინურებიც, შედარებით მაღალი ხარისხის, მაგრამ რატომ გადაიხადონ ძვირი? smile.gif

თეგეტაში (სხვა დიდ ჩამომტანებთან) თუ იყიდი ნაწილს, პატარა მაღაზიებში ლატარეაა. გამოწერაც კიდევ უფრო იაფი გამოდის და არჩევანი მეტია.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Aug 6 2020, 16:19
Post #10


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ბოლო პერიოდი მაღალ ტემპერატურას ვებრძვი ვილისში, ცდება 200 ფარენგეიტს.
შალვას რჩევით ამოვიღე ტერმოსტატი, მგონი დაიწია ტემპერატურამ 200 მდე.
მაგრამ ჯიპერებმა ფორუმზე დაწერეს, რომ სწრაფი ტრიალი ანტიფრიზის, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო გრილდება ძრავი. დავინტერესდი ამ საკითხით და ამ რესურსზე აღმოვაჩინე, რომ ჩქარი მოძრაობა ლამინარულ ეფექტს იწვევს, რის გამოც, ვეღარ ცივდება ანტიფრიზი. ასევე თურმე წყალს აქვს 17% ით მეტი სითბოს გადაცემა 50/50 ანტიფრიზს 200 გრადუსზე.

https://www.hotrod.com/articles/preferred-e...lant-flow-rate/



--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მჟავე
post Aug 6 2020, 17:57
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 4,032
Joined: 5-March 10
From: ტიფლის
Member No.: 4,529
მანქანა: MMC montero 3.5 sohc suzuki vitara J20DOCH



ციტატა(irakli @ Aug 6 2020, 16:19) *

ბოლო პერიოდი მაღალ ტემპერატურას ვებრძვი ვილისში, ცდება 200 ფარენგეიტს.
შალვას რჩევით ამოვიღე ტერმოსტატი, მგონი დაიწია ტემპერატურამ 200 მდე.
მაგრამ ჯიპერებმა ფორუმზე დაწერეს, რომ სწრაფი ტრიალი ანტიფრიზის, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო გრილდება ძრავი. დავინტერესდი ამ საკითხით და ამ რესურსზე აღმოვაჩინე, რომ ჩქარი მოძრაობა ლამინარულ ეფექტს იწვევს, რის გამოც, ვეღარ ცივდება ანტიფრიზი. ასევე თურმე წყალს აქვს 17% ით მეტი სითბოს გადაცემა 50/50 ანტიფრიზს 200 გრადუსზე.

https://www.hotrod.com/articles/preferred-e...lant-flow-rate/
G12 სპეციპიკაცია მიცხე ანტიფრიზი
კრიშკაზე ატმოს ნიშანი მოუმატე სულ ეგ არის 0.9 არის სტანდარტი 1.1 აიყვანე


--------------------
საქართველო მარტო თბილისი არ არის და ვერ იქნება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Aug 6 2020, 18:11
Post #12


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(მჟავე @ Aug 6 2020, 17:57) *

G12 სპეციპიკაცია მიცხე ანტიფრიზი
კრიშკაზე ატმოს ნიშანი მოუმატე სულ ეგ არის 0.9 არის სტანდარტი 1.1 აიყვანე


მადლობა რჩევისთვის, მაგრამ 4 ლბსი აქვს მასიმუმი, ომისდროინდელი რადიატორია, ვერ უძლებს დიდ წნევას smile.gif
თან წნევის მომატება ძრავს არ აციებს, ადუღების ტემპერატირას წევს მაღლა. ახლა 235 ფარენგეიტი აქვს. (გადავედი იმპერიულ სისტემაში ჯიპის გადამკიდეsmile.gif)

G12 საც არ გამიგია ჰქონდეს მეტი სითბოგადაცემა ვიდრე G11, 2 წელში არ ჭირდება გამოცვლა და ძირითადად მაგით სჯობს, მე რაც წამიკითხავს.

წყალში გასახსნელი ზეთი ვიყიდე, პომპისთვის.
https://www.amazon.com/gp/product/B00C873HN...0?ie=UTF8&psc=1

ომამდე ამას იყენებდნე მანქანებში თბილ კლიმატში smile.gif ,


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მჟავე
post Aug 6 2020, 19:34
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 4,032
Joined: 5-March 10
From: ტიფლის
Member No.: 4,529
მანქანა: MMC montero 3.5 sohc suzuki vitara J20DOCH



irakli
წესით G12 ჯობია ვიდრე G11
ალუმინის რადიატორი დააყენე და ეგ იქნება


--------------------
საქართველო მარტო თბილისი არ არის და ვერ იქნება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Aug 7 2020, 00:33
Post #14


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(მჟავე @ Aug 6 2020, 19:34) *

irakli
წესით G12 ჯობია ვიდრე G11
ალუმინის რადიატორი დააყენე და ეგ იქნება


1944 წლის მანქანაა, ორიგინალი რადიატორი სჭირდება, ან ზუსტი რეპრო smile.gif
ჯერ გავწმინდავ რადიატორს. მერე მაღალი წარმადობის თერმოსტატს დავაყენებ (ან პირიქით). ბოლოს რჩება რადიატორის გამოცვლა, რაც არაა იაფი სიამოვნება smile.gif კოკოსთვის ჩამოვატანინე ახლახანს რეპრო.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Aug 7 2020, 00:34
Post #15


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(მჟავე @ Aug 6 2020, 19:34) *

irakli
წესით G12 ჯობია ვიდრე G11


ეგრეა, ოღონდ ექსპლოატაციის ვადაში, შეიძლება რაღაც შეზეთვის თვისებებში, თერმოგამტარობაში განსხვავება არ მსმენია, თუ იცი რამე, დაწერე.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 08:49