IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> GeoTrophy 2010 საინფორაციო თემა
nika
post Sep 18 2010, 12:59
Post #1


Unregistered









2010 წლის 5-7 ნოემბერს გაიმართება შეჯიბრი GeoTrofy 2010
ფორმატი ტროფი რეიდი
მონაწილეობენ ტრ2 და ტრ3 კატეგორიის მანქანები
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 4 2010, 23:38
Post #2


Unregistered









წინასწარი ინფორმაცია. თუ ამინდებმა და გეოლოგიურმა ძვრებმა არ შეცვალა რამე
TR2-ში
SS-ები - 27.16 კმ
საგზაო სექციები - 42.15 კმ
სულ - 69.31 კმ

TR3-ში
SS-ები - 25.6 კმ
საგზაო სექციები - 42.15 კმ
სულ - 67.75 კმ
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 5 2010, 00:19
Post #3


Unregistered









ძირითადი მომენტები უკვე შეთანხმებულია და დავწერ.

წინა შეჯიბრზე იყო ძაან ბევრი TC (დროის კონტროლის წერტილი) რამაც ალბათ ძაან დაძაბა მონაწილეები (თუმცა რეალურად არაა ეგ ძაან ძნელი საკონტროლებელი). ამჯერად TC-ები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მათი საერთოდ ამოვარდნა შეუძლებელია რადგან მეორე SS-ის სტარტი ამის გარეშე სულ აირევა.

წინა შეჯიბრზე იყო საკმაოდ მოკლე SS-ები რადგან ძირითადად ვცდილობდით ისინი მხოლოდ ტალახიანი ყოფილიყო. ამჯერად SS-ები გაცილებით გრძელი (ამას მათი საერთო სიგრძიდანაც მიხვდით) და მრავალფეროვანი. იქნება სწრაფი მონაკვეთებიც. ლიანდებიც გუბეებიც აღმართები, დაღმართები ჩახრამული გზები და ა.შ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 5 2010, 00:27
Post #4


Unregistered









ალბათ უდიდესი მნიშვნელობა დაეთმო ორ ასპექტს.
1) SS-ებზე საცობების მინიმუმამდე დაყვანას. ამისათვის უმეტესად SS-ის დასაწყისშივე არის რთული ადგილები, მაგრამ ისეთი რომ მათი შემოვლა საკმაოდ იოლია თუ შტურმანი ფეხით სიარულს არ დაიზარებს. შედეგად სწრაფი მონაწილეები იოლად გაასწრებენ ნელებს. ამას გარდა ყოველი შემდგომი SS-ის სტარტზე აღარ იქნება მონაწილეთა საწყისი მიმდევრობის აღდგენა. პირველი ის დასტარტავს ვინც უფრო ადრე დააფინიშებს წინა SS-ს. ეს საშუალებას იძლევა საცობები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გარდა ამისა ტრ2 და ტრ3-ში მონაწილეთა რაოდენობის დაახლოებით ტოლობის შემთხვევაში, მათი სტარტი მოხდება 3 წუთიანი ინტერვალებით მაგრამ რიგ რიგობით. რის ხარჯზეც ერთ კატეგორიაში ინტერვალი გაიზრდება 6 წუთამდე. ეს დამატებით შეამცირებს საცობების ალბათობას.

2) ტრეკებზე რთულად გავლადი ადგილების სიგრძე საკმაოდ შემოკლებულია. ანუ არ იქნება 200-300 მეტრიანი ჯალამბარით გასავლელი ადგილები. ცხადია ძნელია პროგნოზირება თუ რა მოუვა ამა თუ იმ აღმართს წვიმის პირობებში, მაგრამ აღმათები ძირითადად 50 მეტრზე მოკლეა რის შემდეგაც ისინი ნაკლებად ციცაბო ხდებიან. და ცხადია ისეთი ადგილებია რომ ნელა მოძრავი მანქანის გასწრება არ არის გართულებული.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 5 2010, 00:32
Post #5


Unregistered









ამ ეტაპზე ყველა აღმართი დატესტილია და მანქანა გავლილია TR3-ის რამდენიმე მონაკვეთის გარდა, სადაც დაზვერვაზე წასული TR2-ის კატეგორიის (ლევანის და კოტეს მანქანები 33-იანი გუდრჩებით) მანქანები ფიზიკურად ძაან დიდ დროს დაკარგავდნენ გავლაზე. შეჯიბრის წინ ყველა გზების გავლა მოხდება დამატებით, რათა დადგინდეს მათი გავლის სირთულე უკვე იმ დროისთვის არსებული ამინდებიდან გამომდინარე და ამ დროს უკვე ეს მონაკვეთებიც შესაბამისი მანქანებით გადამოწმდება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გაუვალი ისინი არაა. მაგრამ რა და როგორ იქნება იქ ამინდიდან გამომდინარე ძნელი სათქმელია. ამიტომაც ყველაფერი შემოწმებულ იქნება ხელმეორედ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 5 2010, 00:35
Post #6


Unregistered









და კიდევ ერთი. სავარაუდოდ გაზრდილი იქნება SS-ებზე ასაღები სავალდებულო წერტილების რაოდენობა.
ამავე დროს წერტილის აღებისას სავალდებულო იქნება ფოტოზე ჩანდეს მანქანის სასტარტო ნომერიც რაც მისი იდენტიფიცირების ერთმნიშვნელოვან საშუალებას მოგვცემს.
თვითონ წერტილები კი დაფებზე არ იქნება რათა ნებსით თუ უნებლიედ არ მოხდეს მათი დაზიანება. პირდაპირ ხეებზე იქნება დაწერილი და ლენტებით მონიშნული.
რომ არ შეგეშინდეთ ვიტყვი რომ წერტილები ზედ ტრეკზე იქნება და არა სადმე გადამალული.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 15 2010, 19:36
Post #7


Unregistered









შეჯიბრის რეგლამენტი. ცვლლებები შეიძლება შევიდეს რაზეც აქ დაიწერება დამატებით.


Attached File(s)
Attached File  10GeoRaid2010.rar ( 94.22k ) Number of downloads: 182
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 28 2010, 13:23
Post #8


Unregistered









ამუშავდა შეჯიბრის ოფიციალური საიტი http://geotrophy.offroad.ge
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 4 2010, 01:15
Post #9


Unregistered









მაშ ასე მნიშვნელოვანი ინფორმაციები

1) რეგისტრაცია და ტექ კომისია მოეწყობა მისამართზე ვაჟა ფშაველას 27. (რესპუბლიკური საავადმყოფის წინ მდებარე პარკინგი) პარასკევს 11:00-16:00-ზე
2) წინასასტარტო ბრიფინგის და კენჭისყრის ადგილებს გაცნობებთ დამატებით (ტექ კომისიის და რეგისტრაციის გავლისას)
3) პირველი სს-ის სტარტის ადგლამდე მისვლის სქემას, მონაწილეები მიიღებთ მანქანაზე დასაკრობ სასტარტო ნომრებთან და სტიკერებთან ერთად, კენჭისყრის შემდეგ. სტარტზე გამოცხადება 6 ნოემბერს დილიდ 8:00-ზე
4) ღამის ბანაკის კოორდინატები და პირველი დღის ფინიშიდან მისვლის მარშუტი დაურიგდებათ SS-ების კოორდინატებთან ერთად
5) პირველი დღის დაფინიშების შემდეგ მონაწილეს ეძლევა 2 საათი დრო ღამის ბანაკში მისასვლელად.
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 17:35