IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი
zurabau
post Dec 30 2007, 22:48
Post #1

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!

მოკლედ დილით შევხვდით დიღომში როგორც დაგეგმილი იყო, მანქანებში გადავნაწილდით და გავუდექით გზას. (დეტალურად ნიკა დაწერს, ეს კი დასაწყისისთვის რამოდენიმე სურათი)

ჩვენ და კოტემ ბაზარში გავიარეთ და დანარჩენები იგოეტში გველოდებოდნენsmile.gif

by nika:
ქოზიფას მონასტერი მდებარეობს მდინარე ძამას ხეობის გაგრძელებაზე, მდინარე ტყემლოვანის წყლის ხეობაში. თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში. 1400 მეტრ სიმაღლეზე. ახლანდელი მონასტერი როგორც ჩანს ახალი აშენებულია, თუმცა მრავლადაა შემონახული ძველი ნაგებობების ნაშთები.

გზას რაც შეეხება არანაირი სერიოზული სირთულე არაა. უბრალოდ ზოგან არის გაყინული გუბეები რომლებიც ჩატეხილია და ბოლო 300 მეტრი არის საკმაოდ ციცაბო აღმართი სადაც თოვლში ასვლა ცოტა რთულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქედან არის გადასასვლელი წაღვერისკენ. უფრო მეტიც წაღვერისკენ აბუხალოდანაც გადადის გზა. ანუ შესაძლებელია ლამაზი წრიული მარშუტის შეკვრა. აქვე გზაზეა ბატეთის ტბა, ყინწვისის ულამაზესი მონასტერი (საიდანაც "გზა" ატენის სიონის ხეობაში გადადის), მოკლედ ეს რეგიონი 2008-ში უნდა ავითვისოთ.

რაც შეეხება მანქანებს ჩვენიანებიდან ვიყავით

1) ბერკეტი - პაჯერო 33' მ/ტ
2) გია_ბერ - პაჯერი 32' მ/ტ
3) ლევანი - პაჯერო 32' მ/ტ + ჯაჭვები
4) ქეთ - ტლც78 32' გუდრიჩ სლალომები შიპებით
5) კოტე - ისუძუ ტრუუპერი 32' მ/ტ
6) ტეტე - პაჯერო 32' მ/ტ
7) ნონ - დისკო II 30' ბლიზაკები

კარვიდან იყო ორი ნივა ერთი ვლი-5 და მეორე მგონი კამებზე. პაჯერო 3 რარაც სტრაშნი ჰტ საბურავებით, და სუძუკი ვიტარა ტრასის საბურავებით და ჯაჭვებით.

ესეც რუკა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

პარალელური თემა კარვის ფორუმზე
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1818

ეს კიდევ პირველწყარო:
http://www.urbnis-ruisi.ge/index.php?lang=ge&content=main

ქოზიფა

ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: "მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს".
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, თუმცა აქ მოღვაწე მამების ღვაწლით მოხდა მისი აღდგენა. მეოთხე _ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი 2006 წელს დაემატა კომპლექს, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ნანგრევებად ქცეული ეკლესიები დღეს უკვე გალამაზდა და გამშვენდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.
დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.
XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი აწ განსვენებული არქიმანდრიტი შიოს (ხარძეიშვილი) წინამძღვრობით 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.
ამჟამად მონასტერში 1 სქიმმღვდელმონაზონი, 4 ბერი და 2 მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც სქიმმღვდელმონაზონი გიორგის (ჯამდელიანი) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.
სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით განხორციელდა დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს. საუკუნეების მანძილზე არსებულ სამონასტრო კომპლექს 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაემატა.
1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: "მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს". მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: "ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო".

--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Dec 30 2007, 22:50
Post #2

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T

უჰ, როგორც იქნააა? ე.ი. დაიწყოოო. ზურიკ, იმ ახალმა დისკომ როგორ იარაა?

--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zurabau
post Dec 30 2007, 22:51
Post #3

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!

Attached Image

Attached Image

Attached Image

Attached Image

Attached image(s)
Attached Image

--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Dec 30 2007, 22:54
Post #4

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T

ვახ, ვახ, გუშინაც ვიცოდი და ეხლა უფრო მეტად მივხვდი, რა საკაიფო რამე გავმაზე რაა? sad.gif

--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mishka_15
post Dec 30 2007, 23:15
Post #5

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,143
Joined: 12-September 07
From: Tbilisi. Georgia
Member No.: 357
მანქანა: jeep wrangler YJ MER-167, toyota prius

ისე მეც მაინტერესებს ახალმა დისკომ როგორ იარა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zurabau
post Dec 30 2007, 23:32
Post #6

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!

დისკოს ზამთრის საბურავები ეყენა და კარგად იარა, უბრალოდ ნახევარი ბამპერი იქ დატოვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Dec 30 2007, 23:37
Post #7

Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320

ცისფერი ვიტარა როა მაგან როგორ იარა? tongue.gif

--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zurabau
post Dec 30 2007, 23:41
Post #8

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!

სიმართლე რომ ვთქვა და ყველა მანქანაზე რომ არ დასვად შეკითხვა როგორ იარა, არაფერი ღტული გზა არ იყო, უბრალოდ თოვლიანი იყო და ერთი-ორი წტლიანი გუბე იყო. ხოდა ყველა მანქნანმ კარგად იარა.

აბა სადაც იქ ვიტარა ივლიდა იქ რა ოფროადი უნდა ყოფილიყო, პლიუს ამ გასვლის დანიშნულება ოფროად-გასვლა არ იყო,ცოტა სხვა მისი ქონდა smile.gif

--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
non
post Dec 31 2007, 00:10
Post #9

Member
***

Group: Registered
Posts: 65
Joined: 25-December 07
Member No.: 550
მანქანა: Land Rover Discovery 2 4.0; Land Rover Discovery 1 TDI

ციტატა
ახალმა დისკომ როგორ იარაა?

დისკომ კარგად, ბოლომდე ავიდა. თუ არ ჩავთვლით გატეხილ ბამპერს. ძალიან დაბალზე აქვს უნდა მოვუხერხო რამე sad.gif

--------------------
GO BEYOND
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Dec 31 2007, 00:59
Post #10

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback

კაი გასვლა იყო როგორც ამ რამოდენიმნე სურათიდან ჩანს smile.gif
მაგარი სურათებია
!

--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 01:06
Post #11

Unregistered

ბოლო აღმართამდე (300 მეტრი მონასტრამდე) ყველა მანქანა უპრობლემოდ მივიდა (დისკოს წინა ბამპერი ისეთ ადგილას გაუტყდა რომ მაგრა გამიკვირდა, ეგ სადმე მერე მაინც გატყდებოდა, ძაან დაბლაა).
ეგ აღმართი ორნაწილიანი იყო. ბოლომდე ავიდა ფოტოზე რაც ჩანს ეგ მანქანები: ლევანი (უკან ჯაჭვებით), ბერკეტი, კოტე (ქეთ) და ოთო (ნონ) დისკოთი. ტეტე მეორე აღმართზე ვეღარ ამოვიდა თან ინტერქულერის პროპელერი გაძვრა. დანარჩენებს ამოსვლა არც უცდიაღ. ვეჭვობ რომ ნივაც ამოვიდოდა (მგონი კამებით იყო) და ასევე ვიტარაც ამოვიდოდა მარა ჟაჭვები წინა საბურავებზე ეყენა. უკან რომ ჰქონოდა ამოვიდოდა.

მარა ისე ეგ ხომ ოფროუდი არ იყო. ეგ იყო ექსკურსია კარველებთან ერთად. გავიცანით ბევრი კაი ხალხი (უმეტესობას მე ისედაც ვიცნობდი). ბევრი ურთიერთნაცნობიც აღმოჩნდა (პატარაა ეს ქვეყანა).

ფოტოებს მერე დვაყრი. ახლა დავიძინებ ალბათ მალე.
Go to the top of the page
+Quote Post
dato 85
post Dec 31 2007, 10:37
Post #12

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,209
Joined: 16-August 07
From: Lost Coast, California
Member No.: 325
მანქანა: SAAB 9-5 2.3t Wagon

ხო საინტერესოა ყოფილა. ისე თოვლი გაკვაკული იყო თუ გაუკვალავი?

--------------------
The Man Who Wasn't There
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 11:07
Post #13

Unregistered

გაკვალული იყო. კაი ხანია არც უთოვია როგორც ჩანდა.
Go to the top of the page
+Quote Post
misha vitara
post Dec 31 2007, 11:58
Post #14

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 582
Joined: 25-December 07
Member No.: 555
მანქანა: Suzuki Vitara

ვიტარათი ვინ იყო?

ჩვენი კლუბის ევრია, თუ კარველია?

--------------------
No Road!? No Problem! :D
I May Get Lost, But I Don't Get Stuck!
Save a Tree, Hit the Rock!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zurabau
post Dec 31 2007, 12:19
Post #15

Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!

კარველია smile.gif

--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 12:19
Post #16

Unregistered

misha vitara
კარველი იყო. ჯაჭვები წინ დააყენა. მერე კი ვუთხარით რომ უკან ჯობდა. მარა უკანები კარგები მიყენიაო და წინა საბურავები არ მივარგაო.

რატომღაც ხალხს მაგრა უკვირდა ეგ რომ გადიოდა დაბრკოლებებს. ნივა უფრო ჯიპურად გამოიყურება და ალბათ მაგიტო.
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Dec 31 2007, 13:10
Post #17

Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320

სურათები აღარ არი მეტი?

--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 13:27
Post #18

Unregistered

nik_deff90
როგორ არაა. ახლა გავამზადე და დავდებ მალე.

კარავის საიტზე შესაბამისი თემა უამრავი ფოტოთი
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1818
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 14:14
Post #19

Unregistered

ესეც ფოტკებიიიი

ვასხავთ ბენზინს გორთან "იოლ ლენდში"
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ბერკეტა მანქანას უღებს ფოტოებს
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ამ ძეგლზე დავეცით. პოსტამენტის ზომას შეხედეთ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ვუახლოვდებით ქოზიფას. ძაან ლამაზია რა ძაააან!
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

კოლონის ცხვირი. სულ 11 პიპია იყო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

არ შემიძლია რა.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მაო და იქაური ცუგა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

კიდე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ლეკვი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Dec 31 2007, 14:30
Post #20

Unregistered

თოვლი დნება და
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გამარჯვებული მანქანები biggrin.gif
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გოგა ჩანადირი უხსნის მღვდელს როგორ გადაიღოს ფოტო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ზურა და კოტე სხვაგან მოხვდნენ biggrin.gif
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს ხე (მგონი სოჭია) კადრში ბოლომდე ვერ მოხვდა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ფოტოგრაფი ბერკეტა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს ჯაბა ფიცხელაურია კარვიდან. პირველად იყო ეგეთ გზებზე თავისი ნივით წამოსული (მწვანე ნივა სხვა ფოტოებზე)
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ტეტე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

"მამაოები" biggrin.gif
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ილია. აჩი და სტალკერა იცნობენ მგონი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post

3 Pages V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 07:04