Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ GPS ნავიგაცია, რადიოკავშირი და სხვა. _ GPS ნავიგაცია

Posted by: Nov 22 2006, 23:20

ფორუმის წევრებს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში GPს ნავიგატორების შეძენის შესაძლებლობის შესახებ შიგნით უფასოდ ჩატვირთული საქართველოს რუქებით. დატანილია ყველა სოფელი, მდინარე და სამხედრო რუქებზე არსებული გზა (მართალია ზოგი გზა ფაქტიურად არაგასვლადია ამჟამად). მისამართი არის geoland.ge რეკლმასავით კი გამომდის, მაგრამ მე უკვე რამდენიმე წელია ვიყენებ და ძალიან მოხერხებულია, აღარ არსებობს დაკარგვის შანსი. მაგ. გამყოლის გარეშე ტაო კლარჯეთში ყვველა მონასტერს მივაგენით ტოპო რუქის და GPშ გამოყენებით. ვინმეს თუ დაგჭირდათ შემიძლია GPშ ტრეკები მოგაწოდოთ, ბოლო ჩვენი ალლ როად (იშვიათად ოფფ როად) ტრეკი იყო თბილისი - წალკა - აბულის მთა (მანქანით 2500 მეტრამდე) - კუმურდო - ვარძია - გოდერძის უღელტეხილი - ბეშუმი - მთიანი აჭარა - სარფი. ასევე შესაძლებელია ტაო კლარჯეთის ტრეკის გადმოწერა ზედ ყველა ეკლესიის აღნიშვნით. მოკლედ GPშ საუკეთესო შტურმანია. გარდა ამისა ტროფიშIც, როგორც წესი, GPშ კოორდინატებით იკვლევენ გზას.

ფასები: ფერადები ძვირია, შავ- თეთრი საკმაოდ იაფი. მოკლედ გირჩევთ.

Posted by: Nov 23 2006, 00:01

მაგარი რამეა. მარა ძვირიცაა sad.gif მომსახურება რა ღირს ნეტა?

Posted by: Nov 23 2006, 01:51

ადრე თუ გვიან ყველა აქტიური ცხოვრებით მცხოვრებმა ავტომობილისტმა უნდა იქონიოს ასეთი რამე...

Posted by: Nov 23 2006, 02:59

GPს ის ფასი მგონი ჯიპის 2 სრული ბაკის ფასიდან იწყება. მომსახურება ბიძია ამერიკელების გამოისობით უფასოა. ეტყობა თვითონ დასჭირდათ სამხედრო მიზნით შექმნილი სატელიტების სისტემის სამოქალაქო მიზნით გამოყენება, ხოდა ჩვენც გვასარგებლებენsmile.gif

Posted by: Nov 23 2006, 11:47

ხო გეოლენდში მეც ვნახე ეგენი. მარა მაშინ იაფიანები არ ჰქონდათ. ჩემთვის არ მინდოდა მე ისედაც მაქ უკვე. eTrex Summit. რუკები არ მიდის მარა ეგ პრობლემა ადვილად მოვაგვარე. მანქანით თუ ვარ ლეპტოპი მომაქ და იქაა რუკები. ფეხით თუ მივდივარ მაშინ პოკეტ პისი–ს ვხმარობ. ორივე უკავშირდება ჯიპიესს კაბელით და თავის ეკრანზე განახებს ადგილმდებარეობას. 50000–იანი ტოპორუკები მავს და იმაზე მანახებს. გეოლენდისაში მგონი 100000–იანი რუკებიდან გაკეთებული ვექტორულებია.

ირაკლი: ხო ტრეკები ძაან საინტერესო იქნება.

თუ ვინმეს გეოლენდის ფასები ეძვირება შტატებში საკმაოდ მარტივი GPS–ების შეძენა შესაძლებელია $100–$120–ად. მართალია ძაან ცოტა ფუნქცია ექნება (რუკაზე არც უნდა იოცნებო) მარა ადგილმდებარეობის დაფიქსირების სიზუსტე მაგათ იგივე აქვთ რაც ძვირიან მოდელებს. კაბელის გაკეთება კომპიუტერთან მისაერთებლად სახლის პირობებშიც შესაძლებელია (ორიგინალები ძვირია $50–მდე ღირს). ეს კაბელი კიდე საშუალებას მოგცემთ სახლში კომპიუტერში რუკაზე დაგეგმოთ მარშუტი. შემდეგ ეს მარშუტი გადააგზავნოთ ჯიპიესში და რუკა თუ არა საკონრტოლო წერტილები და (ტრეკები) მაინც გექნებათ შიგნით. თუ დანიშნულების ადგილიკარგად იცით ეს სავსებით საკმარისია ხოლმე.

Posted by: Nov 23 2006, 13:36

მომინდა ეგ რაღაც... smile.gif
აბა ეს ნახეთ. ცუდი იქნება? რუკაზე არ ვოცნებობ, მაგრამ წყალგაუმტარიცაა და იაფი პახოდუ. დამწყებისთვის ეს წავა?
http://www.amazon.com/Garmin-eTrex-Waterproof-Exterior-Yellow/dp/B00003WGP5/sr=1-8/qid=1164273533/ref=sr_1_8/102-0228371-1892103?ie=UTF8&s=electronics

Posted by: Nov 23 2006, 17:53

ეგენი თითქმის ყველა წყალგაუმტარებია. ხო მე ზუსტად მაგაზე ვამბობდი 100-120 ღირს თქო. საკმაოდ კაი რამეა რა. ჩემნაირია ოღონდ ნუ მაგრა გამარტივებული ვარიანტია. მარა წერტილები და ტრეკები აქვს. ეგაა მთავარი.

Posted by: Nov 23 2006, 18:34

ახლა ეგ მოდელი სადღაც 89$ ღირს. არის 110-115იანებიც. ღირს მაგ 20 დოლარით მეტის გადახდა? არსებითი სხვაობა იქნება მათ შორის? თუ ეგ ყვითელიც ნორმალურია?

Posted by: Nov 23 2006, 19:21

სავსებით საკმარისია. ჩემი მაგისგან ოდნავ ნავაროჩენნი მენიუთი (ერთად ანახებს სიჩქარე მანძილ და კიდე 3 პარამეტრს) და ასევე ელექტრო ნული კომპასის და ბარომეტრული ალტიმეტრის ქონით განსხვავდება. კიდე მეტი წერტილისა და ტრეკის მეხსიერება აქვს. ამას კომპასი მარტო მოძრაობისას უმუშავებს (რაც ფეხით სიარულისას მაგრა ტეხავს მარა მანქანით რო მიდიხარ არაა პრობლემა) და ალტიმეტრი ჯიპიეს თანამგზავრების საშუალებით. ანუ სიზუსტე ნაკლები აქვს სიმაღლის გაზომვის. კიდე რაღAც ნავაროტკები აქ ჩემსას მარა 2-ჯერ ძვირიც ღირს.

Posted by: Nov 24 2006, 14:25

გასაგებია smile.gif გმადლობ!

Posted by: Nov 24 2006, 14:38

ბარომეტრი ალპინისტებისთვის არის მნიშვნელოვანი. დანარჩენ შემთხვევაში ჯპს სიმაღლემზომი საკმარისია.
რუქა რომ ეტვირთებოდეს ეგ კი ძალიან კარგია. ლეპტოპის თან თრევა ყველგან მოხერხებული არ არის (მაგ ველიკაზე), აიპოდის ყიდვა კი აშკარად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე რუქიანი GPშ (თუ უკვე არ გაქვს). თუმცა ტელეფონები გამოვიდა უკვე GPშ-ებით. მალე რაცია, GPშ, ტელეფონი, ფოტოაპარატი ერთ კორპუსში იქნება და მიერთებაც არაფრის არაფერზე აღარ იქნება საჭირო.

Posted by: Nov 24 2006, 15:00

აუ რო იცოდეთ რამხელა პოსტი დავწერე და დაიკარგა sad.gif

Posted by: Nov 26 2006, 22:16

ვინმეს შეგიძლიათ საქართველოს რუკა მაშოვნინოთ გპს-სთვის?

Posted by: Nov 26 2006, 22:36

გეოლენდში აქვთ. რა ჯიპიესია ისე?

Posted by: Nov 26 2006, 22:47

არ ვიცი ხვალ მექნება და მაიტერესებს თუ შეიძლება რომ გადმოვიწერო და მერე ჩავწერო სდ-თი.
გეოლენდში უნდა მივიდე?

Posted by: Nov 26 2006, 23:30

მოდელი იმიტო გკითხე რო ყველას არა აქვს რუკების ჩაწერის საშუალება. გეოლენდში უნდა მიხვიდე. ფასიანია მაგათი სერვისი.

Posted by: Nov 26 2006, 23:34

ეგ ხომ .gpx ფაილებია და მაგ ფაილი რომ გავჩითო, ანუ ვინმეს რომ ეწეროს უკვე, და მერე ჩემსაში ჩავწერო არ იმუშავებს ვითომ? :|

Posted by: Nov 27 2006, 09:21

არ ვიცი. რუკიანი ჯიპიესი არ მაქ რო გითხრა შეიძლება თუ არა მანდედან რუკის ამოღება რომ სხვაში ჩაწერო. არც ეგ ჯეპეექს ფაილი მაქ ნანახი ცხოვრებაში.

Posted by: Nov 30 2006, 10:37

თუ ჯეოლენდის კლიენტი ხარ რუკის ჩაწერა უფასოა და მგონი თუ ძალიან თხოვ ჩაგიწერენ. ჯერ დაურეკე 92-14-94

Posted by: Nov 30 2006, 13:09

ჯეოლენდ გეს სტიკერებს თუ დაიკრავთ მანქანებზე თუნდაც 1 წლის განმავლობაში, მაშინ ალბათ თხოვნა არ დაგჭირდებათ უფასოდ ჩაგიწერენ რუქებს. თუ დაინტერესდებით მე დაველაპარაკები.

Posted by: Nov 30 2006, 14:33

ირაკლი: დაელაპარაკე აბა ერთი საინტერესოა. სტიკერებზე მე თანახმა ვარ.

Posted by: Nov 30 2006, 20:06

პრობლემა არაა მეც დავიკრავ სტიკერებს თუმცა ჩემსას არ აქვს რუკების მხარდაჭერა. ისე ცუდი აზრი არაა ეგ. Vista Cx შტატებში $375 ღირს. და ჯეოლენდში $540.

Posted by: Nov 30 2006, 23:58

375$ საილს ტაქსის გარეშეა, აქ ჩამოსატანად ტრანსპორტირება რომც არ იანგარიშო, ემატება დღგ 18%, მერე ფასნამატი 20% და კი მიიღებ 530$. ჩემი ნახმარი ვისტა ც (კარგ მდგომარეობაში) 350$ გაიყიდა.
ხვალ ვკითხავ უფასო რუქებს სტიკერებში თუ გაგვიცვლიან.

Posted by: Dec 1 2006, 10:27

ციტატა
irakli G დაწერა:
375$ საილს ტაქსის გარეშეა, აქ ჩამოსატანად ტრანსპორტირება რომც არ იანგარიშო, ემატება დღგ 18%, მერე ფასნამატი 20% და კი მიიღებ 530$. ჩემი ნახმარი ვისტა ც (კარგ მდგომარეობაში) 350$ გაიყიდა.
ხვალ ვკითხავ უფასო რუქებს სტიკერებში თუ გაგვიცვლიან.

ვიცი ეგ ყველაფერი smile.gif. ფოტოტექნიკას მე ამერიკიდან ვუკვეთავ. სეილზ ტახსი მარტო ნიუიორკ-ნიუჯერსიშია მგონი. თან ზოგი მაღაზია მაგას არ გახდევინებს. ჩამოტანაც ჯდება ცხადია რაღაც თანხა მარა $40-ზე მეტი არ უნდა დაჯდეს. მე ობიექტივი ზაფხულში სულაც $30 დამიჯდა ჩამოტანა. უბრალოდ ვინმეს უნდა შეეკრა და რამდენიმე ნივთი ერთად დაუკვეთო. მერე აგზავნი ამას "ბარამის" მისამართზე ამერიკაში და იქიდან ემატებოდა ადრე $15. ახლა გაძვირეს და $25 ჯდება. ეს ამდენი იმიტო ვწერე რო "ბარამის" მანქანის ნაწილებიც ჩამოაქვს ამერიკიდან.

Posted by: Dec 1 2006, 12:55

ჯეოლენდს დაველაპარაკე და მითხრეს, რომ თუ სტიკერებს დაიკრავენ, არათუ რუკებს ჩავუწერთო, არამედ თუ თავიანთ გავლილ ტრეკებს მოგვაწვდიანო, ერთად შევკრიბავთ დავამუშავებთ და ისე ჩავუწერთო, ახალ გავლილ ტრეკებსაც დავამატებთო და მათ საიტზე გამოუდებთო რომ თვითონაც შეძლონ გადაწერაო; მოკლედ ყველანაირად დავეხმარებითო.

Posted by: Dec 1 2006, 15:12

ძალიან კარგი. ეი. შიიტანეთ ჯეოლანდში GPშ. ეს ინფორმაცია სადმე ჰაილაითად რომ წავიდეს კარგია. ბენეფიტია კლუბის წევრებისთვის. ეგეთი ბენეფიტები რაც მეტი იქნება მით უკეთესი. ზეთის ან საბურავების სასტავთან დალაპარაკებაც არ იყო ცუდი იდეა.

Posted by: Dec 1 2006, 21:00

ციტატა
Giorgi დაწერა:
ჯეოლენდს დაველაპარაკე და მითხრეს, რომ თუ სტიკერებს დაიკრავენ, არათუ რუკებს ჩავუწერთო, არამედ თუ თავიანთ გავლილ ტრეკებს მოგვაწვდიანო, ერთად შევკრიბავთ დავამუშავებთ და ისე ჩავუწერთო, ახალ გავლილ ტრეკებსაც დავამატებთო და მათ საიტზე გამოუდებთო რომ თვითონაც შეძლონ გადაწერაო; მოკლედ ყველანაირად დავეხმარებითო.


ოო აი ტრეკების ამბავმა ძაან დამაინტერესა. მარა ეგებ ოზის ფორმატში იყოს მაგისი დადება შესაძლებელი. თორე ურუკებო ჯიპიესები გარმინის ფორმატის ტრეკებს ვერ აღიქვავენ მგონი.

Posted by: Dec 6 2006, 23:04

დიდგორის ბოლო გასვლამ აჩვენა რომ არც ისე ცუდია ჯეოლენდის რუკები. მართალია სამწუხაროდ ტოპორუკებზე წყვეტილად დატანილი გზები აქ არაა მარა მაინც საკმაოდ ბევრი გზაა.

თუმცა ძაან გაუკვალავში თუ მიდიხართ მაინც სასურველია 50-იანი ტოპორუკა პოკეტპისიში ან სულაც ლეპტოპში რომელიც ჯიპიესზეა მიერთებული.

დამატებით ღებულობთ სიმაღლეების აღნიშვნებს და წყვეტილ გზებს. და თუ ლეპტოპი საკმაოდ ძლიერია მაშინ ოზი 3D-ში რეალურად რელიეფიც შეიძლება დაინახოთ. ჩემი მაგას ვერ ქაჩავს სამწუხაროდ.

Posted by: Dec 9 2006, 10:42

ჩემ ჯიპიესს აღმოაჩნდა ერთი უარყოფითი თვისება რომელიც არც ერთ მანუალში არ წერია. დამახსოვრებულ ტრეკში წერტილების რაოდენობა შეზღუდულია 750-ით. როცა თვითონ ჯიპიესით ხდება ტრეკის დამახსოვრება ის ავტომატურად ამირბს წერტილების რაოდენობას და პრობლემა არაა. მაგრამ შალვას მიერ მოცემული ტრეკი იყო ორიგინალი დაუმახსოვრებელი. რომელიც თუ არ ვცდები 5000 წერტილამდე შეიძლება იყოს. თუ ასეთ ტრეკს ჯიპიესში შეყრით მარტო პირველ 750 წერტილს აითვისებს.

ახლა ვეძებ გამოსავალს ამ სიტუაციიდან.

Posted by: Dec 9 2006, 22:56

http://www.mymobile.ge/phonedetails.php?lang=geo&phone_id=1435

ნოკია #95 აი ეს არის მააგარი რამე. ყველაფერი ერთადაა

Posted by: Dec 10 2006, 13:05

რაც შეეხება ჯპს მოწყობილობას შეიძლება იყიდოთ მანქანის აუდიო სისტემა რომელსაც მაგის პადდერჟკა აქვს და მერე იქ ჩატვირთოთ რუკა

Posted by: Dec 11 2006, 14:23

ხალხნო თითქმის გადავწყვიტე GPS-ის ყიდვა, მაგრამ ნაკლებად წარმომიდგენია თუ რას აკეთებს. თუ ვიყიდი, იქნება უმარტივესი, რუკის გარეშე. ჰოდა შეგიძლიათ ჩამომიწეროთ თუ რას შვება ეგ ხელსაწყო? მე ეგ მქონდა წარმოდგენილი როგორც ხელსაწყო, რომელიც გითითებს გზა საით მიდის და მერე შენ წყვეტ საით წახვიდე. ასევე გამოვლილ გზას იმახსოვრებს და თუ დაიკარგე, უკან დაგაბრუნებს. მაგრამ მთლად მასე არ ყოფილა არა? შენ თვითონ უნდა ასწავლო მაგას გზა სანამ წახვალ სადმე? მოკლედ ამიხსენით მუშაობის პრინციპი.

გმადლობთ!

Posted by: Dec 11 2006, 15:59

კი ეგრეა. თუ რამე გზა გაიარე მერე უკან დაგაბრუნებს მაგ გზით. ე.წ. Trackback ფუნქციაა.
ცხადია წინასწარ უნდა ასწავლო გზა თუ რუკა არა აქვს. მარა რუკა რომც ჰქონდეს წყვეტილი გზები ზედ დატანილი არაა. ამიტომაც სანამ სადმე წახვალ სახლში კომპიუტერზე უნდა დახაზო სავარაუდო მარშუტი და მერე შეიყვანო ჯიპიესში კაბელით. ძაან მარტივია უბრალოდ ცოტა საჩალიჩო რამეა. გარდა ამისა ჯიპიესს აქვს ე.წ. Waypoint–ები. ესაა წერტილები რომლებიც მის ეკრანზე ჩანს და ამ წერტილების მიმარტ შენ მდგომარეობას განახებს. მე როცა სადმე მივდივარ მნიშვნელოვანი სიმაღლეები (მთები რა) შემყავს ხოლმე. ასევე ვთქვათ მდინარეზე გადასასვლელი ადგილები და ა.შ. ძაან სასარგებლო რამეა. თან თუ გაქვს ქარალდირ რუკა ჯიპიესზე კიდე ხედავ თუ სად ხარ ამა თუ იმ მთის მიმართ უკვე იცი რუკაზეც თუ სად ხარ. კიდევ არის საშუალება რომ ქაღალდის რუკაზე დაიტანო კოორდინატები (ჯეოლენდი ეგეთ რუკებს ყიდის). მაშინ ჯიპიესის მიერ მოცემული კოორდინატით ეგრევე ხედავ თუ სად ხარ.

თუ ამ მარშუტზე ადრე იყო გასული ვინმე ჯიპიესიანი ადამიანი და ტავისი გავლილი ტრეკი მოგცა (როგორც ჩვენს შემტხვევაში შალვამ მოგვცა) მაშინ სიტუაცია 10–ჯერ მარტივი ხდება. ამ ტრეკს პირდაპირ შეიყვან კომპიუტერიდან ჯიპიესში კაბელით და პირდაპირ ეუბნები რომ გაგაყოლოს მას. ბოლო გასვლაზე პოკეტპისიც მქონდა ტან და ლეპტოპიც მარა არ დამჭირვებია იმიტო რო შალვას ტრეკი მქონდა ჯიპიესში შეყვანილი და იმას მიყვებოდა.

ერთადერთი მინუსი მარტივი ჯიპიესისაა ის რომ მასში შედარებით ნაკლები ვეიპოინტი ან ტრეკი შედის. და პლიუს შეიძლება არ ჰქონდეს ტრიპ კომპიუტერის გვერდი. მაგ გვერდზე ჯიპიესი განახებს სხვადასხვა პარამეტრს მაგალითად გავლილი მანძილი სიჩქარე დრო სიმაღლე ზღვის დონიდან და ა.შ. ოღონდ ამას ერთად განახებს. თორე ცალ–ცალკე ცხადია შეძლებ მაგის ნახვას. და პლიუს უკვე ვთქვი რომ არა აქვს ელექტრონული კომპასი და ბარომეტრული ალნიმეტრი. ანუ სიმაღლესაც ჯიპიეს თანამგზავრებიდან იგებს. მეორე მინუსი დიდი არაფერია. აი კომპასი კიდე ფეხით სიარულისას კაი რამეა. თუმცა ეს ყველაფერი 2–ჯერ აძვირებს მას.

Posted by: Dec 11 2006, 16:06

გასაგებია, გმადლობ ნიკა! უნდა ჰქონდეს ეგ კაცს რა...

Posted by: Dec 11 2006, 16:15

რუსეთში ოფროუდერების შეჯიბრების დიდ ნაწილში ჯიპიესი და ციფრული ფოტოაპარატი სავალდებულო აქსესუარად ითვლება.

Posted by: Dec 12 2006, 19:12

კიდევ ერთი სიტუაცია: ვარ პახოდში და დავბანაკდით. ბანაკის ადგილიდან თუ წავედი შორს და მერე დაბრუნება გამიჭირდა მიშველის GPS?

Posted by: Dec 12 2006, 19:13

კიდევ ერთი სიტუაცია: ვარ პახოდში და დავბანაკდით. ბანაკის ადგილიდან თუ წავედი შორს და მერე დაბრუნება გამიჭირდა მიშველის GPS?

Posted by: Dec 12 2006, 19:41

რათქმაუნდა. ეგეთ სიტუაციაში რუკა სულ არაა საჭირო. გაქ ორი ვარიანტი
1) ძველი ბანაკამდე მისვლის ტრეკი დაიმახსოვრო ჯიპიესში. შემდეგ მიმდინარე ტრეკის მახსოვრობა გაწმინდო და ჯიპიესი ბანაკიდან წასვლის ტრეკს დაიმახსოვრებს. მერე მისცემ ტრეკბექს და ისარით დაგანახებს ზუსტად იმ გზას რითიც მოხვედი (ან მუნი რუკაზე)
2) შეგილძია ბანალურად ბანაკის მდებარეობა წერტილად დაიმახსოვრო. მერე მისცემ რო მაგ წერტილში გინდა დაბრუნება ტრეკს ჯიპიესი ისედაც დაიმახსოვრებს და ის ეკრანზე მაინც ჩანს. ამ შემთხვევაში ისრით არ დაგანახებს მიმართულებას მოსახვევებში. ანუ პირდაპირ გზას განახებს ისრით ბანაკისკენ.

Posted by: Dec 12 2006, 19:57

რაც მჭირდება ეგაა რა... უნდა შევიძინო ეგ რაღაც.

Posted by: Jan 7 2007, 17:15

ნიკა მაინტერესებს მანქანაში თუ აყენებენ ნავიგაციას?:| სურფში უნდა მამაჩემს და თვითონ მაგნიტაფონზე აწერია Navi და ეგ რამეს ნიშნავს? დაყენება უნდა და რა დაჯდება და სად მივიდე მითხარი რა?:roll:

Posted by: Jan 7 2007, 17:19

ციტატა
Niva_xo დაწერა:
ნიკა მაინტერესებს მანქანაში თუ აყენებენ ნავიგაციას?:| სურფში უნდა მამაჩემს და თვითონ მაგნიტაფონზე აწერია Navi და ეგ რამეს ნიშნავს? დაყენება უნდა და რა დაჯდება და სად მივიდე მითხარი რა?:roll:

მაგის გაგებაში არ ვარ ეგ როგორ მუშაობს. ნუ როგორც მინიმუმ რუკები უნდა საქართველოსი.

Posted by: Jan 7 2007, 17:21

და დისკიდან უნდა ჩაიტვირთოს? ვაფშე ახალს ვერ დააყენებენ თუ ძველმა არ ივარგა?:|

Posted by: Jan 7 2007, 20:26

Bluetooth-ის GPS-ზე რა აზრის ხართ? არც ისე ძვირი ღირს ბრიტანეტში და ვიყიდო?
და მერე ჩერეზ ტელეფონი გამოვიყენებ.

IPB-ს სურათი

Posted by: Jan 7 2007, 20:50

პირველ გვერდზე მიწერია აზრი მაგაზე.

Posted by: Mar 26 2007, 15:33

მოკლედ ბოლო გასვლებში სულ იმისი მეშინოდა რომ ჩემი პოკეტ პისი დაჯდებოდა (როგორც მანგლისი-კასპი გასვლაზე მოუვიდა) და მარტო წამიერად ვრთავდი ხოლმე. არა და საკმაოდ მოსახერხებელი რამეა. ლეპტოპი მაინც ძაან დიდია თან ფაქიზი.

შალვას ნავოდკით დღეს "ტიტანში" ვიყიდე 12 ვოლტიდან გადამყვანი 1.5, 2, 3, 4.5, 6, 9 ვოლტზე. ახლა დამრჩება მარტო მანქანაში პოკეტისთვის კაი სამაგრის გაკეთება (კრედლს მიავამაგრებ ალბათ რამენაიდარ). მივაერთებ ჯიპიესზე და აკუმლატორის პრობლემა აღარ მაინტერესებს.

Posted by: Mar 26 2007, 21:51

ნიკა: გეოლენდის სასტავმა მითხრა რომ სამხედროს წყვეტილი ხაზები დავიტანეთო რუქაზეო. როცა მოვიცლი მივიტან და ჩავატვირთვინებ GPშ-ში. პოკეტ პისისავით ვერა, მაგრამ მაინც კარგი დახმარება იქნება.

Posted by: Mar 26 2007, 21:54

irakli G wink.gif

დღეს დავტესტე და საკაიფო რაღაცა გამოვიდა. ცოტა ეკრანია პატარა მარა ჩვენ ხო ავტობანზე და ქალაქებში არ ვაპირებთ ნავიგაციას. ტყეში კიდე ძაან მოსახერხებელი უნდა იყოს.

ცუდი ისაა რომ სამურაიში წესიერად ვერ ეტევა biggrin.gif მგონი ტორპედო მექნება ცოტა გადასაკეთებელი რო ჩაეტიოს.

Posted by: Mar 26 2007, 23:56

laugh.giflaugh.giflaugh.gif pocket PC ver eteva laugh.gif martla patara manqana yofila es samurai laugh.gif

Posted by: Mar 27 2007, 00:22

ციტატა
cat დაწერა:
laugh.giflaugh.giflaugh.gif pocket PC ver eteva laugh.gif martla patara manqana yofila es samurai laugh.gif

ერთი კაპოტში უნდა ჩაგახედო.

Posted by: Mar 27 2007, 23:46

ნიკა: ექნება შენ პოკეტ პს-ს სტანდარტული აქსესუარები. ტორპედოზე ორმაგი სკოჩით მისაკრავი სამაგრი ან შუშაზე ვაკუუმით მისაკრავი. შეეცადე ინტერნეტში ნახო, ვიცი ძვირია მაგრამ ამართლებს. მე სანამ ჩემი გარმინისთვის ქარხნული ვაკუუმის სამაგრი არ ვიყიდე, შეუძლებელი იყო ტორპედოზე დამაგრება. ტორპედოს გადაკეთება კი მხოლოდ მაშინ ღირს თუ ლეპტოპის ჩამაგრებას აპირებ.

Posted by: Mar 28 2007, 01:32

ეგეთ კარდინალურ გადაკეთებაზე არ ვიძახი. კრედლი (ჩასადები) ჩემ პოკეტპისის ისედაც მოყვა. კაი რამეა რადგან მაგაში ერთვება კვება და ჯიპიესის კაბელიც. პოკეტი კიდე რო ჩაიდება ეგრევე ყველაფერზე მიერთებულია. მარა მაგ კრედლი ტორპედოზე ვერ ეტევა წესიერად. ძაან მოკლეა ტორპედო და საქარე მინაც ცუდი კუთხითაა. რამდენიმე იდეა მაქვს უკვე.
ერთია რომ ტორპედოზე მივამაგრო რამე პლატფორმასავით რაზეც მერე კრედლი დაიდება/დამაგრდება
მეორეცაა მარა სქემის გარეშე ვერ ავხსნი.

Posted by: Mar 28 2007, 11:59

ნიკუშ, ვიბრაციას რას უშვები? :| ვიბროშთანთქმელი ღონისძიებები იქნება საჭიროlaugh.giflaugh.gif
ირაკლი , რუკების ჯპს-ში ჩასასხამად რომ გადაწყვიტავ წასვლას გამაგებინე იქნებ მეც ჩამისხან.

Posted by: Mar 28 2007, 13:10

თვითონ კრედლში პოკეტი ძაან მყარად ზის. ასე რომ მგონი კრედლი რო დამაგრდეს კარგად უკვე საკმარისი იქნება.

Posted by: Mar 28 2007, 15:20

დასამაგრებლად გამოდგება ის ჩარჩო რომელიც ცენტრალურ კონსოლს აქვს ზემოდან დარტყმული პერიმეტრზე.

Posted by: Mar 28 2007, 19:57

შალვა: აჯობებს თუ მათხოვებ GPს და მე თვითონ წავუღებ ორივეს როცა მოვიცლი.
ნიკა: ორმაგი სკოჩით რომ დასვა პლასტმასის ან ორგმინის პლატფორმა, რაზეც დაამაგრებ კრედლს? ისე ვაკუუმის სამაგრი მაინც ოპტიმალურია GPს ისი შემთხვევაში.

Posted by: Apr 21 2007, 10:30

ახალი პოკეტი ვიყიდე. iPAQ hx4700.
წინისგან განსხვავებით აქვს დიდი ეკრანი სწრაფი პროცესორი მეტი შიდა მეხსიერება.

მაგრამ არის მინუსებიც. კრედლი არ გამოდგება მანქანაში დასამონტაჟებლად. ძაან პატარაა და სუსტად მაგრდება შიგნით პოკეტი. ასევე იქნება კაბელის პრობლემა. ფუჯიტსუზე კრედლს თავისი კაბელი არ ჰქონდა და გარედან შტეკერით უერთებდი რასაც გინდა. ამას კრედლზე თავისი კაბელი აქვს. მე გადავაკეთე ჯერ პირდაპირი USB კაბელი სერიალურ პორტზე (რომ ჯიპიესი მიმეერთებინა). კრედლი კიდე კომპთან კავშირისთვის დავტოვე უცვლელად. ორიგინალი სერიალ კაბელი $25 ღირს და ამერიკაში. მგონი საჭირო გახდება სამაგრის ხელოვნურად დამზადება. ისევ ფუჯიტსის კრედლისგან ვფიქრობ.

რაც მთავარია ყველაფერი მუშაობს საკაიფოდ. და მანქანის სატენიც მოყვა.

Posted by: Apr 21 2007, 10:31

ახალი პოკეტი ვიყიდე. iPAQ hx4700.
წინისგან განსხვავებით აქვს დიდი ეკრანი სწრაფი პროცესორი მეტი შიდა მეხსიერება.

მაგრამ არის მინუსებიც. კრედლი არ გამოდგება მანქანაში დასამონტაჟებლად. ძაან პატარაა და სუსტად მაგრდება შიგნით პოკეტი. ასევე იქნება კაბელის პრობლემა. ფუჯიტსუზე კრედლს თავისი კაბელი არ ჰქონდა და გარედან შტეკერით უერთებდი რასაც გინდა. ამას კრედლზე თავისი კაბელი აქვს. მე გადავაკეთე ჯერ პირდაპირი USB კაბელი სერიალურ პორტზე (რომ ჯიპიესი მიმეერთებინა). კრედლი კიდე კომპთან კავშირისთვის დავტოვე უცვლელად. ორიგინალი სერიალ კაბელი $25 ღირს და ამერიკაში. მგონი საჭირო გახდება სამაგრის ხელოვნურად დამზადება. ისევ ფუჯიტსის კრედლისგან ვფიქრობ.

რაც მთავარია ყველაფერი მუშაობს საკაიფოდ. და მანქანის სატენიც მოყვა.

Posted by: Apr 21 2007, 10:32

ახლა კიდე მეორე საკითხი.

http://www.adorama.com/catalog.tpl?op=itemlist&cat1=Binoculars%20%26%20Telescopes&cat2=Navigation%20Equipment%20%26%20Laser%20Rangefinders&cat3=Global%20Position%20Systems%20%28GPS%29&Startat=21

აქაა გარმინის ჯიპიესები ძაან კარგ ფასად. ჩემი და ახლა შატებშია და წამოვა 6 მაისს. დრო ჯერ არის შემდეგი კვირის შუამდე. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მითხარით და მოგცემთ მისამართს და იყიდეთ.

Posted by: Apr 21 2007, 10:36

აი მაგალითად ირაკლის ნაირი
http://www.adorama.com/GPGETVICX.html

შალვასნაირი
http://www.adorama.com/GPGETVIA.html

ჩემნაირი
http://www.adorama.com/GPGETSEF.html

ჩემნაირის ყიდვას აზრი არა აქვს რადგან შალვასნაირს რუკა აქვს დამატებული და ბევრი სხვა კაი ფუნქცია და ფასში სხვაობა უკვე მიზერულია.

მე ჩემსაში $240 მივეცი 2 წლის წინ. შალვასნაირი მგონი $350 რაიონში ღირდა. ირაკლისნაირი $400–$450. შეიძლება ფასებში ვცდები (ჩემის გარდა).

ხვდებით რა მიზერული ფასები გამოდის.

Posted by: Apr 21 2007, 22:24

ნიკა: გეოლენდმა პირობა შეასრულა და პირველად უფასოდ ჩატვირთა თავისი რუქა გარმინში, სტიკერის გაკვრის დაპირების სანაცვლოდ. თან წყვეტილი ხაზები თანდათანობით შეყავთ.

Posted by: Apr 21 2007, 22:38

irakli G: ძალიან კარგი. მე მზად ვარ სტიკერები გავაკრა მანქანაზე. მაგრამ მანქანა არ დადის ჯერ sad.gif

Posted by: Jun 28 2007, 13:04

IPB-ს სურათი

Posted by: Jun 28 2007, 14:33

ჰა ვის რომელი უნდა?tongue.gif wink.gif

Posted by: Aug 18 2007, 16:28

ერთი საინტერესო ინფორმაცია.
ბოლო გასვლაზე ჩემ GPშ-ს გაუტყდა ერთი ღილაკი. დღეს დავშალე და აღდგენა ვცადე მაგრამ ამაოდ. უკვე ძაან ფუტურისტულ გეგმებს ვაწყობდი როცა ძმაკაცმა მირჩია მობილურების ხელოსანთან მისვლა. მივედი და აღმოჩნდა რომ ერიქსონ ტ10-ის ხმის აწევა დაწევის ღილაკი მისის ზუსტად იდეალურად. იქვე დამიყენეს და თან ერთი ცალი ზაპასად მომცეს. პლიუს კაი ხანი ფულსაც არ მართმევდნენ ამაში ფულს არ ვიღებდთო.

გაითვალისწინეთ.

Posted by: Santa_papa Sep 13 2007, 10:22

eg romeli GPS a?, mets minda GPS shedzena magram imdeni archevania ro
jer ver amirchevia smile.gif printsipshi minda ro standartuli akkymulatorebze ikos
SD kartebis sloti qondes da USB . Qartuli ruqebi sad gavchito? ertadert kantora vnahe es: www.geoland.ge

aris shva alternativa?

Posted by: nika Sep 13 2007, 12:00

Santa_papa
ჩემი ძველი მოდელია eTrex Summit. რუკები არა აქვს და არც USB. კომ პორტით უკავშირდება Pocket PC-ს და იმაში მაქ გენშტაბის რუკები. ყველაზე კარგი რუკები მაინც ეგენია ჯერ-ჯერობით. ვექტორული რუკები ჯეოლენდში მაგ დონეზე მაინც არაა. ანუ შენ უნდა გადაწყვიტო რა გინდა. გენშტაბის რუკების დეტალიზაცია? მაშინ Pocket PC-ს ვერ აცდები ეგ გინდა უეჭველი. და თუ მაგას ყიდულობ უკვე დასაფიქრებელია ეგებ BT ან CF ტიპის GPS რესივერი იყიდო უბრალოდ. კოტეს აქვს ეგრე.
თუ ვექტორული რუკებიც გაკმაყოფილებს. ან გინდა GPS იყოს უბრალო ელემენტებზე. ანგინდა Pocket PC-ც დაუკავშირო და დამოუკიდებლადაც გამოიყენო მაშინ უნდა იყიდო რამე GPS-ი, კაბელი და Pocket PC
GPშ-ების არჩევანი საკმაოდ დიდია. ახლახან Garmin-მა მთლიანად განაახლა პროდუქციის ხაზი და დაამატა H ინდექსიანი GPS-ები რომლებიც მისი განცხადებით გაცილებით უკეთეს დაჭერის ხარისხს იძლევიან. ყველაზე ნავაროჩენნია eTrex Vista HCx
http://www.garmin.com/garmin/cms/us/onthetrail/etrexseries
აი აქ ნახე და შეადარე.

Posted by: Santa_papa Sep 13 2007, 13:17

აი ეს რატს მე მინდა eTrex Legend® HCx
Part Number: 010-00629-00
Suggested Retail Price: $ 289.27 USD


mara es Pocket PC autsilebelia mag გენშტაბის რუკები rom vixmaro? pirdapir
GPS shi ver chavtvirtav? ty masea

Mashin magis dedats JEk! jobia marto receiveri ikido USB ze an PCMCIA card da notebookit isargeblo ,,,, Pocket PC ebis fobiats maq smile.gif

Posted by: nika Sep 13 2007, 14:00

Santa_papa
გენშტაბის რუკები არის რასტრული. ანუ ჩვეულებრივი JPEG ფაილებია. ხოლო GPS-ში უნდა ჩაიწეროს ვექტორული რუკები.

ციტატა
eTrex Legend® HCx

რაღა ლეგენდას დაეტაკე biggrin.gif მაგას არც კომპასი აქვს არც ბარომეტრული ალტიმეტრი. არა და ეგენი ძაან სასარგებლო რამეებია. ჩემსას აქვს და მაგრა მეხმარება. განსაკუთრებით კომპასი. მე გირჩევდი eTrex Summit Hc-ს მაგრამ ძაან შემცირებული აქვს რატომღაც მუშაობის დრო. ჩემსას ეგრე აქვს როცა კომპასია ჩართული ამრა კომპასი ძაან მცირე დროითაა ხოლმე საჭირო. ასე რომ ისევ Vista HCx.

ციტატა
jobia marto receiveri ikido USB ze an PCMCIA card da notebookit isargeblo ,,,, Pocket PC ebis fobiats maq smile.gif

PCMCIA ან USB რესივერებზე ინფორმაცი არ მაქვს. მაგრამ Pocket PC-ებზე რო არ წავა ეგენი. ისევ BT ჯობია მგონი.

რაც შეეხება ჯეოლენდის რუკებს ირაკლი G და შალვა გეტყვიან რამდენად სასარგებლოა. ჩემსას რუკების ფუნქცია არ აქვს და ვერ ვადარებ.

Posted by: irakli G Sep 14 2007, 00:26

სამხედრო რუქები ჯერჯერობით სჯობს ვექტორულს (და ალბათ ყოველთვის აჯობებს ვექტორული ტოპოს გაკეთებამდე), გეოლენდში შეყავთ წყვეტილი გზები, დაიწყეს დასახლებული პუნქტების სიახლოვიდან. მაგრამ იზოხაზები ჯერ არ არის, რაც ხანდახან სასარგებლოა აღმართის გრადუსის დასადგენად. ოპტიმალურია GPს მიმღები+ჯიბის Pს ან პატარა დაცული ლეპტოპი (მაგ პანასონიკი ნახმარი ამერიკაში 300-500 დოლარი ღირს).
გეოლენდში ახლა აქვთ ბლუთუსის მქონე მიმღებები მგონი 180 დოლარად. თუ ლეპტოპსაც ბლუთუსი აქვს შესაძლებელია ყოველგავრი შნურების გარეშე დაკავშირება. მე ვფიქრობ მსგავსის ყიდვას რადგან ჩემი ვისტა ცX რატომღაც არ უერთდება კომპს რეალტაიმში. ან GPშ უნდა გადავცვალო ცXH-ში. შნური დიდი მინუსია ოფფროუდზე. ასევე არის გარმინის შნურიანი მიმღების მოდიფიკაცია, დაახ. 120 დოლარი ღირს.

Posted by: nika Sep 14 2007, 01:17

irakli G

ციტატა
ჩემი ვისტა ცX რატომღაც არ უერთდება კომპს რეალტაიმში

ვა რა უცნაურია. GPS-ში NMEA OUT რეჟიმი ჩართული გაქვს და მაინც არ შვება?
შნურებზე გეთანხმები მართლა არაკომფორტულია.

Posted by: irakli G Sep 14 2007, 01:27

ხო უცნაურია საერთოდ არ გამოაქვს ინტერფეისის ვარიანტები.
გარმინში გავაგზავნინე შეკითხვა, შეიძლება პრაშივკის ბრალია ან ქარხნული ბრაკია.
შნური განსაკუთრებით მოუხერხებელია ლეპტოპზე, რადგან ჩეულებრივი (არასპეციალური) ლეპტოპის ადგილი მაინც უკან არის, ხოლო GPს -ს კი ტორპედოზე.

Posted by: nika Sep 14 2007, 01:48

irakli G

ციტატა
ხოლო GPს -ს კი ტორპედოზე.

პლასტიკის ან ტენტის შემთხვევაში GPS ყველგან იჭერს. ძაან მოსახერხებელია. ისე გარე ანტენის ვარიანტებიცაა eTrex-ებისთვის.

ციტატა
გარმინში გავაგზავნინე შეკითხვა, შეიძლება პრაშივკის ბრალია ან ქარხნული ბრაკია.

ახლა გადავამნოწმე სპეციფიკაციები და მართლა მარტო Garmin რეჟიმი აქვს რომელიც მგონი მარტო ტრკების და წერტილების ჩაწერა გადმოწერას ახდენს.

ახალ H ვერსიებს ჯერ დეტალური სპეციფიკაციები არ უწერია ასე რომ უცნობია NMEA რეჟიმი აქვთ თუ არა.

Posted by: irakli G Sep 14 2007, 02:19

ხოო უცნაურია, არადა შავთეთრ ვისტას აქვს...

Posted by: DrHusky Oct 3 2007, 12:15

მამენტ თუ მობილურიც გამოსაცვლელი გაგვს მაშინ ნოკია N95ს მიაწექით ლოლ მართალია ჩემი ვერ ავამუშავე მარა მეგობარს აქვს და იმისი მუშაობს (GPS-ზე მაქვს ლაპარაკი) ხო და რავიცი რავიცი 1200 ლარი გირდა ბაზრობაზე ბოლოს რო ვნახე მგონი კიდე დაიკლებდა. მგონი არ უნდა იყოს სლაბი GPS-ი იმიტო რო ბოლო ბოლო რუკებს აჩვენებს. რას ფიქრობთ ?

Posted by: irakli G Oct 3 2007, 14:19

ზოგადად "დვა ვ ადნომ" არ ვარგა ხოლმე, ორივე ნაწილი სუსტი გამოდის. არ შეიძლება კარგი ტელეფონიც იყოს, კარგი ფოტოაპარატიც და კარგი GPს-იც. თუმცა თუ სოფტი გაჩითე, ჩვეულებრივი GPს ისგან განსხვავებით პლანშეტურ სამხედრო რუქას ჩატვირთავ დააკალიბრებ და საშუალოდ იმუშავებს. ალბათ ტყეში და ხევებში გაუჭირდება. და თან ნაზია ჩვეულებრივი GPს-გან განსხვავებით. თუმცა გატესტვა შეიძლება ან ნეტში სადმე ტესტის პოვნა.

Posted by: nika Oct 3 2007, 15:19

DrHusky
რუკების პრობლემა თუ არაა მაშინ გამოდგება. თუმცა მე მგონი რომ რუკების პრობლემა მაგას ექნება. მეეჭვება მაგას რასტრულ რუკებთან მუშაობის პროგრამა ჰქონდეს რამე.

Posted by: DrHusky Oct 3 2007, 16:34

ეგ google earth-იდან ტვირთავს რუკებს თუ არ ვცდები და გუგლში რამდენად არის ყველა რუკა არ ვიცი მარა მიახლოებით ალბათ იქნება ხო ?

Posted by: nika Oct 3 2007, 18:45

DrHusky
გუგლში არის ორნაირი რუკები
1) გზების რუკები. საქართველო მანდ ტეთრი ლაქითაა
2) სატელიტური ფოტოები. აქ უკეთაა საქმე. ზოგი უბანი (თბილისი მთლიანად) საუკეთესო დეტალიზაციითაა. მაგრამ მაგაზე რო გააკეთო ორიენტაცია გაკოტრდები იმხელა ტრაფიკი გექნება GPRS-ით.

Posted by: lado Oct 3 2007, 18:57

მე GEOLAND-ში ვმუშაობდი ერთი წლის წინათ და ვტვირთავდით ჩვეულებრივად ხელის GPS-ებში იზოხაზებიან რუკებს და ეხლა რატო აღარ ტვირთავეენ?

Posted by: nika Oct 3 2007, 19:05

lado
ტვირთავენ მარტო Garmin eTrex-ის ტიპის GPS-ებში.

თუ არ ვცდები იზოხაზები არაა მაგ რუკებზე.

Posted by: lado Oct 3 2007, 19:28

რავი, ჩემ დროს ყველაში ვტვირთავდით, მარა, ეს უფრო ექსპერიმენტალურები იყო, გვაინტერისებდა შედეგები. მერე კი მეც შევიცვალე სამსახური.

Posted by: irakli G Oct 3 2007, 21:54

საქართველოში ზოგიერთი ადგილი არის იზოხაზებიანი გეოლენდში, მაგრამ ძალიან ცოტა. ამერიკაში არ არის პრობლემა ვექტორული ტოპორუქების ყიდვის GPს ში ჩასატვირთად. მაგრამ საქართველოში ჯერ შორს ვართ აქედან, ძირითადად მოთხოვნილების სიმცირის გამო. არ არის ქართველი რუქას და GPს შეჩვეული, რეალურად იკითხავ სოფელში და გაგცემენ პასუხს და მიხვალ კითხვა კითხვით ყველგანsmile.gif

Posted by: nika Oct 4 2007, 01:49

irakli G
მე კიდე პირიქით მაქ მუღამი როცა სოფლებში არაფერს ეკითხები და რუკებით და GPS-ით იკვლევ გზებს. ცუდია რომ გენშტაბის რუკები ძაან მოძველდა.

Posted by: Santa_papa Oct 5 2007, 13:40

FUCK NOKIA!
ai es minda smile.gif

http://www.ixbt.com/news/all/index.shtml?09/38/92
http://www.ixbt.com/news/all/index.shtml?09/38/92


Attached image(s)
Attached Image

Posted by: nika Oct 24 2007, 13:44

წინასწარი ინფორმაციით eTrex Vista HCX-საც არა აქვს NMEA პროტოკოლი sad.gif

Posted by: nika Jan 22 2008, 00:31

სიახლე. მოვძებნე კონვერტორი Ozi-ს ტრეკიდან (plt) გუგლის ტრეკში (gpx)

ასე რომ აწი მაგ ფაილსაც დავდებ ხოლმე და შეძლებთ Google Earth-ში პირდაპირ ნახოთ ჩვენი ტრეკი.

Posted by: WRANGLER RUBICON Jan 22 2008, 14:47

რამე ჯიბის კომპი რო ვიყიდო ჯიპიესის ფუნქციით მერე მაგის მოომსახურება რა ჯდება? რამე სპეციალური ქსელი აქვს და სიხშირე? თუ ჯიესემის სიხშრეც უნდა ქონდეს და ჯიპიარესით ხდება ინფორმაციის მიღება?

Posted by: nika Jan 22 2008, 14:58

შშWRANGLER RUBICON
უფასოა.

GPS=Global Positioning System

GPRS=General Packet for Radio Systems მარტივად მობილური ინტერნეტი.

Posted by: WRANGLER RUBICON Jan 22 2008, 15:21

nika
გასაგებია smile.gif და მაგალითად ამაში რუკებს ვერ ჩაწერ არა?
http://cgi.ebay.com/HP-Ipaq-Pocket-PC-Bluetooth-GPS-Nav-Wifi-Card- more_W0QQitemZ120213732892QQihZ002QQcategoryZ38331QQssPageNameZWDVWQQrdZ1QQcmdZV
iewItem#ebayphotohosting

Posted by: nika Jan 22 2008, 15:32

WRANGLER RUBICON
კი ჩაწერ უპრობლემოდ.
ჩემიც აიპაკია მარა უფრო ახალი 4700-ია ჩემი.

Posted by: WRANGLER RUBICON Jan 22 2008, 15:36

nika
კაია მაშინ, და გუგლის თანამგზავრული სურათები რო ჩატვირთო და მაგან გიჩვენოს რა წერტილში ხარ არ მოსულა ეგეთი რამე? biggrin.gif

Posted by: nika Jan 22 2008, 15:42

saCaliCoa meti ubralod.

Posted by: nika Jan 25 2008, 12:53

ეს კიდე ხუმრობის ამბავში

IPB-ს სურათი

Posted by: RACKER Jan 25 2008, 13:25

ამის ჩამოტანა მინდა ორ დინიანი დვდ არის მანქანის და ვაგიგაციაც 700 დოლარამდე ჯდება
ნიკა რას იტყვი როგორია შენ ხარ მაგ საქმეში გარკვეული იმუშავებს?

Condition: Brand New

Manufacturer: Pioneer

Model: AVIC-D3

Series: 2007 Premier

Also Known As: AVICD3, Premier AVIC-D3
Display
6.1" Screen Size
16:9 Aspect Ratio
Pixels: 336,960 (1,440 x 234)
Touch Panel
Anti-Glare Screen Coating: AG
Background Picture: 12 (Navi, A/V, Splash)
Splash Screen Customization
Customize Display Illumination: 5 Graphical Interface Colors (Blue/Red/Amber/Green/Violet)
Customize Key Panel Illumination: Up to 32,000 Colors
Import Custom BG Pictures: JPEG (CD-R)
Dimmer Control
Picture Adjustment: Brightness, Contrast, Color, Hue, Dimmer Settings
5 Selectable Viewing Modes
DVD/CD Player
Drives Included: 1 (DVD/CD)
DVD-Video Playback
DVD-R/RW (Video Format) Playback: DVD/DVD-R/-RW
CD-R/RW Playback: CD/CD-R/-RW
MP3 Playback with ID3 Tag: DVD or CD
WMA (Windows Media Audio) Playback: DVD or CD
iTunes AAC Playback: DVD or CD
DivX Video Playback: DVD or CD
CD Text
Navigation
Navigation Type: Built-in DVD with Memory Nav
Map Data: 2 DVD-ROM (CNDV-70M)
Coverage Area: US, Canada, Alaska, Hawaii
Data Size: 15GB
Memory Navigation Mode
Home Area Map Memory: Corridor/Rectangle
3D Hybrid Sensor (Gyro & G-Force)
GPS Receiver and Antenna: 8 Channel (Included)
Touch Screen Operation
Voice Instructions Playback: Recorded Voice
Multi-Language Display Capability: English/Spanish/French
Points of Interest (POI): 12 Million
Brand Icon POI's: Included
POI Database Categories: 271
POI Categories by Brand: Included
POI Shortcut Keys
Highway Lane Information: 50 Cities
XM NavTraffic Ready
Emergency Mode Display
1-Year Roadside Assistance: Included
Display Mode - Map View
Display Mode - Guide View
Display Mode - Route View
Display Mode - Rear View
Vehicle Dynamics Display (VDD)
Vehicle Dynamics Skins: 5 (Original, Carbon, Hologram, Sharp Metal, Classic)
VDD Gauge Selections: 7 (Voltage, Clock, Direction, Slope, Acceleration, Side Acceleration, Angular Velocity)
AM/FM Tuner
Supertuner: Supertuner IIID
24-Station/6-Button (18FM/6FM) Presets
BSM (Best Stations Memory)
Local Station Setting: Selectable (4-Step)
Satellite Radio
XM Radio Ready: Enhanced Graphical (GEX-P10XMT or GEX-P920XM required)
Sirius Radio Ready (SIR-PNR2 Required)
Bluetooth Wireless Technology
Bluetooth Capable (Optional CD-BTB200)
Hands-Free Profile (HFP)
Audio Streaming Profile (A2DP)
Audio Control Profile (AVRCP)
iPod Control
iPod Control Capability: "iBus" Direct Control (CD-I200 Required)
iPod Video Compatible (use iPod for Full Operation)
Podcast Compatible
"Shuffle All" Capability
Receiver
IP-Bus System Control
Multi-CD Control
Auxiliary Input: Front A/V Input (Mini-Jack)
External Unit Control: 2
Composite A/V Input: 1 (AV1)
Back-Up Camera Input
Rear-View Camera Mode
Composite A/V Output: Video Output
Audio
Built-in Speaker Power: MOSFET 50W x 4
Continuous Power Output: 22W x 4
Equalizer: EEQ (3-Band Parametric)
Loudness: 3 Mode
Source Level Adjuster (SLA)
High-Pass Crossover (HPF): 50/80/125Hz, -12dB/Oct.
Subwoofer Crossover (LPF): 50/80/125Hz, -12dB/Oct.
RCA Preouts: 3 pair (Front, Rear, Sub/Non-Fading)
Preout Voltage: 2.2V, 1k Ohm
General
DOUBLE DIN Chassis
Remote Control: Optional CD-R55
Rotary Volume Control
Wired Remote Input
Dimensions (W x H x D): 7" x 4" x 6-1/2"


Attached image(s)
Attached Image

Posted by: nika Jan 25 2008, 13:41

RACKER
ვერაფერს გეტყვი. Windows Mobile თუ არაა სისტემა მე არ ვიცი რა უნდა უქნა და რუკები როგორ უნდა ჩაწერო.

Posted by: beka Jan 25 2008, 18:36

Geolender_ში ვიკითხე რუქებთან დაკავშირებით.
1. აქვთ როგორც თვით რუქები (ვექტორული), ფაელის სახით.
2. თვით გპს მოწყობილობაც. მგონი Garmin ის გარდა, არ უნდა ქონდეთ სხვა მწარნოებლების.

მხოლოდ რუქა, 200ლარი. წინასწარ უნდათ Unit ID. ეტყობა ამ ნომრის მიხედვით, როგორმე იცავენ თავის რუქებს კოპირებისგან, ან არეგისტრირებენ ან კიდევ რა.
დეტალიზაცია, ქალაქები ქუჩის დონეზე (ახლობელმა მითხრა, რომელსაც უნახია ეს რუქა მუშაობის პროცესში, ჩიხი და ყველაფერი არისო).
ასევე არის სოფლის გზებიც. რამდენად ჯობია ნიკას რუქებს, ვერ გეტყვით.
ზაფხულისკენ შევიძენ რუქას და მოგახსენებთ მერე.

Posted by: RACKER Jan 25 2008, 18:37

ციტატა
ვერაფერს გეტყვი. Windows Mobile თუ არაა სისტემა მე არ ვიცი რა უნდა უქნა და რუკები როგორ უნდა ჩაწერო.

ამას ჩიპი მოყვება რომელიც ცალკე გპს-ისთვის არის და იმაზე იწერება რაღაცეები

სად გავიგებ იმას თუ როგორ ვამუშაო ეს ვერ მეტყვი?

Posted by: nika Jan 25 2008, 19:25

beka
არ ჯობია იმიტო რო მაგ რუკების მიხედვითაა გაკეთებული გეოლენდის რუკებიც.
ჩვენი კლუბის წევრებისთვის ჩაწერა უფასო იყო ადრე. სამაგიეროდ სტიკერები უნდა გაგვეკრა მაგრამ არ მოგვაწოდეს. ირაკლისთან გავარკვევ ამ საკითხს.
რუკებიანი Garmin-ების ნაკლია ის რომ NMEA არა აქვთ და გარე მოწყობილობას ვერ აწვდიან Live-ში ინფორმაციას.
RACKER
სამწუხაროდ ვერ გეტყვი.

Posted by: nik_deff90 Jan 26 2008, 00:04

ისე მაგარი კია ხო იცი wink.gif რუქებსაც ეშველება რამე wink.gif

Posted by: beka Jan 26 2008, 05:13

nika ე.ი. არ მირჩევ ფულის გადაყრას?

Posted by: nika Jan 26 2008, 10:08

beka
საქართველოს პირობებში უფრო ამართველს გენშტაბის რუკები და PocketPC+OziCE. გარდა ამისა შესაძლებელია Google Earth-იდანაც მოტეხო მაღალი დეტალიზაციით რაცაა ეგ ადგილები. მაგიც უპრობლემოდ იმუშავებს ოზიში. ვექტორული რუკა უფრო კაია როცა ნავიგაცია გინდა ანუ როცა უნდა გეუბნებოდეს აპარატი რომ ა პუნქტიდან ბ პუნქტში რომელი გზებით უნდა გაიარო. მთავარი პრობლემა ვექტორული რუკების არის სიმაღლეების დონეების ვერ ჩვენება. ასევე ტყეები და მდელოები.

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 16:54

ეხლა ვათვალიერებ GPS ებს wink.gif ხოდა მაგელანის ფირმის ჯიპიესები რამდენად ვარგა? wink.gif და როგორი სახმარია ჩვენ პირობებში? მაგას რამე განსაკუთრებული რუკები უნდა? თუ როგორაა საქმე? ვეძებ $200-220 ში რამე კარგ ჯიპიესს სასურველია კომპასით და ალტიმეტრით wink.gif

Posted by: nika Apr 17 2008, 16:59

nik_deff90
მაგელანი რატო?
გარმინი არა? გარმინის ამბავში აქ პრობლემები არ გექნება. მაგელანში კიდე რუკებს ვერ ჩაწერ.

მარა ჩვენი საქმისთვის მე მაინც Pocket PC-ზე დაფუძნებული მგონია ოპტილამურ ვარიანტად. veqtoruli rukebi mag doneze jer araa samwuxarod. დაამატე $80 და აგერ $300-ად იყიდე GPS+PPC+Phone

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 17:02

გარმინები ძვირია რავიცი sad.gif

https://buy.garmin.com/shop/shop.do?pID=173&locale=en_US

აი ამას ვფიქრობ და კიდე მაქ რამდენიმე ვარიანტი დავყრი მაგეებსაც და ნახე აბა

https://buy.garmin.com/shop/shop.do?pID=163&locale=en_US

აი ეს უფრო მიზიდავს ''ნავაროჩენნია''

Posted by: nika Apr 17 2008, 17:02

nik_deff90

ციტატა
https://buy.garmin.com/shop/shop.do?pID=173&locale=en_US

ფასებს მანდ ნუ უყურებ. ნახე სადმე ამაზონზე ან ადორამაზე

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 17:05

გარმინის საიტზეა და როგორ არ გამოდის biggrin.gif ფასიც რო უწერია?

QUOTE(nika @ Apr 17 2008, 17:02) *

nik_deff90

ფასებს მანდ ნუ უყურებ. ნახე სადმე ამაზონზე ან ადორამაზე

ამაზონზე ვნახე და რაღაც არ იყო წესიერი არაფერი და კიდე სად ვნახო? თუ იცი კიდე საიტებიიი აქ რო წერია მაგასაც ვნახავ ეხლა wink.gif

Posted by: nika Apr 17 2008, 17:10

http://www.amazon.com/s/ref=nb_ss_gw?url=search-alias%3Daps&field-keywords=garmin+etrex&x=0&y=0

ეს კიდე პოკეტები
http://www.amazon.com/s/ref=nb_ss_gw?url=search-alias%3Daps&field-keywords=pocket+pc+gps&x=0&y=0

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 17:21

პოკეტები ჩვეულებრივ ჯიპიესებთან ერთად მუშაობს ხოო? იუესბითი შეაერთებ და მუშაობენ მერე ერთად ჰო?

https://buy.garmin.com/shop/shop.do?pID=8709&locale=en_US

აი ეს კაი ვარიანტია თან ფასიც მაწყობს wink.gif ამაზონზეც იყიდება თან wink.gif ალტიმეტრი და კომპასიც აქვს wink.gif მეტი რაღა მინდა biggrin.gif

Posted by: nika Apr 17 2008, 17:26

nik_deff90
არა. მთლა ეგრე მარტივად არაა საქმე. გარმინის ფერად ჯიპიესებს ვერ მიუერთებ. მანდ NMEA პროტოკოლი აღარაა (ეს პროტოკოლი საჭიროა რომ ნავიგაცია აწარმოო, თორე ტრეკების ჩაწერა გადმოწერა შეგიძლია უმაგისოდაცხ). ძირითადად Serial პორტზე ერთდება GPS-ები კაბელით. არის კიდე Bluetooth და Compact Flash ვერსიები.

eTrex Summit HC-ს ვერ მიუერთებ პოკეტს. კომპიუტერისთვის არის პროგრამა რომელიც რაღაცნაირად ატყუებს და NMEA-ზე ტრანსლირებას ახდენს. პოკეტზე ეგეთი რამე ვერ ვიპოვე ჯერ.

Posted by: giorgi1989 Apr 17 2008, 18:33

ნიკა ამაზონ.ცომ-ზე რო გპს ებია მაგატ კიდე რამე უნდატ რო იმუსჰაონ ტუ პირდაპირ რუკას ცჰაცერ კორდინატებს სჰეიკვან და ვსო ტან მაგის ცჰამოტანა როგორ ხდება

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 18:48

ამაზონს არ ჩამოაქვს აქ როგორც ვიცი

Posted by: nika Apr 17 2008, 20:04

giorgi1989
ამაზონზე ყველანაირია და აბა რომლეზე გაგცე პასუხი?

Posted by: nik_deff90 Apr 17 2008, 21:25

ოქროსფერი როა სამიტი ალბათ ეგაა ყველაზე კაი ვარიანტი wink.gif

Posted by: nik_deff90 Apr 24 2008, 22:55

სამიტი ვიყიდე 1 თვეში ჩამოვა მაგრამ რუქები არ აქვს და 200 ლარი უდნა ჩატვირთვასო sad.gif ხოდა რამე რო იყოს რუქების გარეშე ვერ იმუშავებს? კოორდინატები რო მაჩვენოს და ტრეკი ჩაიწეროს რა....

Posted by: nika Apr 24 2008, 23:28

nik_deff90
მაგას სამიტი კი არა უბრალო eTrex-იც აკეთებს $90-იანი. მაგრამ eTrex-ს კიდე Pocket PC-ზე მიერთება შეუძლია და Summit HC-ს არა.

Posted by: nik_deff90 Apr 25 2008, 00:22

არ მაქ ეს პოკეტ pc და რად მინდა რო უერთდებოდეს biggrin.gif სამაგიეროდ ფერადი ეკრანი აქვს tongue.gif კომპასი ალტიმეტრი და ყველაფერი wink.gif

Posted by: nika Apr 25 2008, 08:14

nik_deff90
ფერადი ეკრანი კაი რამეა. განსაკუთრებიღ ცარიელი ფერადი ეკრანი laugh.gif

Posted by: nik_deff90 Apr 25 2008, 18:14

ჩავაწერინებ რუქას და არ იქნება ცარიელი tongue.gif რამე ფასდაკლება არ გაქვთ კლუბელებს? wink.gif

Posted by: nika Apr 25 2008, 19:08

კლუბელებს კი.

Posted by: nik_deff90 Apr 25 2008, 19:23

განცხადება რო დავწერო მეც მექნება? tongue.gif

Posted by: nika Apr 26 2008, 07:41

არა

Posted by: nik_deff90 Apr 26 2008, 12:41

აბა უნდა მიმიღოთ აუცილებლად? tongue.gif და საერთოდ მიმიღებთ? biggrin.gif

Posted by: nika Apr 26 2008, 13:19

9 კაცია გამგეობაში.

Posted by: nik_deff90 May 7 2008, 22:44

http://vip.hyperusa.com/~dougs/GPSSM/

აი ეს ვიპოვე GPS ში რუქების ჩასატვირთი პროგია... მე ჯერ ვერ გავიგე აქ ვერაფერი tongue.gif ნახეთ და თუ გაიგებთ მეც ამიხსენით tongue.gif

Posted by: nika May 8 2008, 08:54

nik_deff90
პირველ რიგში თვითონ რუკა გინდა.

Posted by: nik_deff90 May 8 2008, 14:52

რუკები გვაქვსო ხო მითხარი tongue.gif

Posted by: nika May 8 2008, 15:35

ეგ ვექტორული რუკები არაა.

Posted by: nik_deff90 May 8 2008, 15:37

დაიცა GPS ის რუქები გვაქვს მაგრამ ჩაწერა არ ვიცითო და garmin etrex summit ში ჩასაწერად ვექტორული მინდა? sad.gif სად ვიშოვო ეგ ვექტორული რუქები?

Posted by: nika May 8 2008, 15:50

nik_deff90
გეოლენდში 250 ლარად. ხო დავწერე ზევით.

Posted by: nik_deff90 May 8 2008, 16:02

მაგდენის გადახდა რო არ მინდა მაგიტო ვკითხულობ იქნებ სხვა გამოსავალი არსებობს tongue.gif თუ არა და ბოლო ვარიანტია მივიდე გეოლენდში და გადავიხადო 250 ლარი იმაში რაც სინამდვილეში მაგდენი არ ღირს tongue.gif ისე რამე სოფტი არ მოყვება ჯიპიესს რომელშიც რუქების ჩატვირთვაა შესაძლებელი? sad.gif

Posted by: nika May 8 2008, 16:27

ისე თუ ატყობ რო ჯეოლენდი ჩვენი პარტნიორია და ახლა აქ მოპარულ და უფასო რუკებზე საუბარი არაკორექტულია.

Posted by: OFF-ROADER May 9 2008, 01:24

საუკეთესი რომელიაა???? ჯიპიესებიდან???

Posted by: nika May 9 2008, 09:26

თვითმფრინავებში უყენიათ. 2–3 სამურაის ფასი ადევს.

Posted by: Levani May 9 2008, 17:08

ყველაზე საუკეთესო ჯპს გამოუშვა გარმინმა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ცათამბჯენების მშენებლობის დროს. ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეების სიზუსტეს მაგით ამოწმებენ. თუ არ ვცდები მილიმეტრზე უფრო დაბალი სიზუსტისაა. დუბაის "ბურჯ-დუბაი" მაგ ხელსაწყოს დახმარებით შენდება.

Posted by: nik_deff90 May 9 2008, 17:28

რათქმაუნდა რაღაც სასწაული ფასი ექნება მაგას ხო?

Posted by: lado Sep 1 2008, 18:45

aseTi zesizustis GPS-ebi ar arseboben! maseT mSeneblobebze sxva principiT muSaoben, es danamdvilebiT vici, radga, mag sferoSi muSaoben. Cemma axlobelma iyida maRali sizustis GPS-i, gadaixada 31 000 $, sizuste ki aqvs 3-4_santimetri.

Posted by: vako Sep 1 2008, 22:33

ეხლა გადავიკითხე ეს თემა და გამიჩნდა ერთი კითხვა, ხვალ ან ზეგ უნდა გამოვიწერო ეს http://www.pocketnow.com/index.php?a=portal_detail&t=reviews&id=1081 და მაინტერესებს კომპასი თუ აქვს, რევიუში დავინახე რომ ალტიმეტრი აქვს აი კომპასი კი არსად ფიგურირებს.

Posted by: nika Sep 1 2008, 22:53

vako
კომპასი მარტო ხელის ნავიგატორებს აქვთ როგორც წესი. ამას კომპასი არ ჭირდება. იმიტო რო მოძრაობაში უკომპასოდაც ხვდება საით რომელი მხარეა.
ნუ გაჩერებულზე ვერ განახებს ცხადია.

პ.ს. იგულისხმება რო ეგ კი არ ხვდება სანავიგაციო პროგრამა ხვდება.

Posted by: Levani Sep 1 2008, 23:01

lado
ეს ჯპს-ები გაყიდვაში არ არსებობენ. გარმინმა სპეციალურად დაამზადა ამ მშენებლობისთვის არაბების შეკვეთით. როცა შენობას ნახევარ კილომეტრის სიმაღლეზე აგებენ 3-4 სმ ცდომილება ხომ წარმოგიდგენია რა იქნება? smile.gif. ეს ინფორმაცია დისქავერზეც იყო.

Posted by: vako Sep 2 2008, 00:19

nika
ესეიგი ჰორიზონტის მხარეებთან პრობლემები არ მექნება ხო, მაშინ გადაწყვეტილი საქმეა, უახლოეს 3 დღეში გამოვიწერ. დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. wink.gif

Posted by: zurabau Sep 3 2008, 22:51

ეეეჰჰ ჩემ გარმინს დაერხა sad.gif თანამგზავრებს ვერ ხედავს sad.gif რა უნდა მოსვლოდა?? sad.gif

Posted by: nika Sep 3 2008, 23:55

zurabau
დიდი ხანი თუ არ გქონდა ჩართული მაშინ ეგ შეიძლება მოსვლოდა. ელემენტები ამოიღე და მერე ახლიდან ჩადე. მერე ჩართე და დიიდი ხნით დატოვე გარეთ. წესით უნდა იპოვოს ასე 10-15 წუთში.

Posted by: zurabau Sep 3 2008, 23:59

ok ვსინჯავ ახლა, მადლობა. ისე გძეტა ერთი თვეა არ ჩამირთავს sad.gif იმედია გაცოცხლდება smile.gif

Posted by: nika Sep 4 2008, 00:06

ციტატა
ისე გძეტა ერთი თვეა არ ჩამირთავს

ხოდა ეგ არის მიზეზი. ჩემიც ეგრე შვება ხოლმე დიდი ხანი რო არ ჩართავ. ლერე ეკრანზე Finding Sattelites მაგივრად Locating Sattelites დაიწერება ხოლმე და ყველა თანამგზავრს დაუვლის და პოულობს ნელ-ნელა.

Posted by: vako Sep 4 2008, 00:52

Qstarz 818 extreme გამოვიწერე, სადღაც 10 დღეში ჩამოვა.მაინტერესებს თუ შეიძლება სადმე 1:100000-ზე უფრო დეტალური რუკების შოვნა უფასოდ, რომ მერე ოზიექსპლორერში ჩავუშვა, ან ისე ვიხმარო სურათებად.

Posted by: zurabau Sep 4 2008, 01:04

ვსოოო გასწორდა ჩემი გარმინი smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: irakli Oct 13 2008, 14:07

ნავიგაციის და რუქების მოყვარულებისთვის: გეოლენდმა ახალი საიტი გახსნა:

http://WWW.mygeorgia.ge

აქ არის უფასო სამხედრო რუქები 50-იანი და შეიძლება ამობეჭვდა ან მანძილების გაზომვა. მომავალში სხვა ფუნქციების დამატებასაც აპირებენ.

Posted by: nika Oct 13 2008, 14:33

ძაან კაი რამეა.

Posted by: OFF-ROADER Oct 13 2008, 15:36

ვაუ რა მაგარი რამეა??? ყველაფერი ჩანს smile.gif ჩემი სახლიც ვნახე ეხლა smile.gif

Posted by: Neo Oct 15 2008, 15:33

ეს ნორმალურია?

Attached Image



Posted by: nika Oct 15 2008, 15:39

ნორმალურია. ძველი კი არის. ნუ დაჭერის ხარისხი ზველებს არა აქვთ ძაან კაი. რუკების ამბავში ჯეოლენდში უნდა მიხვიდე და იქ გეტყვიან ჩაიწერება თუ არა.

საყიდლად არ ღირს 100 ლარზე მეტს თუ აფასებენ.

Posted by: zura1982 Oct 22 2008, 22:28

GPS ნავიგატორი სად ვიშოვო? ჩჰემს პაჯეროს კი უყენია მაგრამ, იაპონურადაა ყველაფერი...

Posted by: zura1982 Oct 22 2008, 22:39

QUOTE(irakli @ Oct 22 2008, 22:32) *

კარგი საქმეა, ყოჩაღ.
მიყვარს შეჯიბრები. პოპულარიზაციაში პირველია და თან ხალისიაsmile.gif
ხო ნავიგატორები სხვადასხვა ფასის და დიზაინის ოღონდ გარმინის ფირმის იყიდება გეოლენდში, მგონი გუდვილშიც დევს. კიდევ ნოკიას ცენტრში და ა,შ, ყველგან სადაც გპს-იანი ტელეფონები იყიდება.smile.gif

დაახლოებით რა ფასი აქვს ხომ არ იცი?

Posted by: irakli Oct 22 2008, 22:39

დღეს დავტესტე გარმინის კოლორადო, რელიეფიანი რუქით, კარგი რაღაცაა, გრაფიკულად ხედავ სად არის აღმართი და დაღმართი. გუგლის დეტალიზაცია არ აქვს, მაგრამ უხარისხო გუგლის ფოტოების მსგავსია ზედ დატანილი გზებით, მდინარეებით და სოფლებით.

გეოლენდში გაუკეთებიათ 300 ლარი ღირს. კომპლექსურია ნავიგაცია+ტოპოგრაფია. მაგრამ ალბათ კოლორადოზე მეტად ორეგონის ყიდვა ღირს, ფასში არ იქნება დიდი განსხვავება და ტოჩსკრინი მაინც მოხერხებულია რუქაზე. სამწუხაროდ დღგ-ს გამო ისევ დიდია განსხვავება ამერიკულ ფასს და აქაურს შორის...

Posted by: irakli Oct 22 2008, 22:41

100 დოლარიდან 1000 დოლარამდეsmile.gif დაახლოებით მაგ ფარგლებშია. მაგაზე არის თემა ფორუმზე.

Posted by: zura1982 Oct 22 2008, 23:42

QUOTE(nika @ Oct 13 2008, 14:33) *

ძაან კაი რამეა.

GPS ნავიგაციას დამონტაჟება სჭირდება ხო!? იაპონურ ნავიგაციას რა ეშველება შენ თუ იცი რამე?

Posted by: nika Oct 22 2008, 23:43

zura1982
ნავიგატორს გააჩია. მე რაც მაქვს, ორივე ხელისაა. არანაირი მონტაჟი არ უნდა, ძველი მობილურის ხელაა.

Posted by: Levani Oct 23 2008, 00:22

zura1982
დაივიწყე შენი იაპონური ნავიგაცია დროებით. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს რუკას, დიდი შანსია, რომ ვერ ჩატვირთავ.smile.gif

Posted by: Santa_papa Oct 31 2008, 16:26

ხალხნო http://www.netshop.ge/product.php?productID=240

მაგრა მომეწონა ჩემი პატრულისთვის. აბსუს კიდე WI-FI ro qondes!

Posted by: nika Oct 31 2008, 16:47

Santa_papa
სავარაუდოდ ვერ ჩაწერ. როგორც წესი ეგეთ რაღAცეებში არის Preinstalled Software და ახლის დამატება შეუძლებელია. Windows Mobile ბაზაზე უნდ აიყოს რომ პროგრამები დაამატო ეს კიდე Windows CE არის.

უი დედა ფასი ახლა ვნახე. მაგ ფასად ძაან მაგარ HTC-ს პოკეტს დაითრევ მოდელი არ მახსოვს. დისპლეის ზომა არ მახსოვს იმისი. მოვძებნი და მოგცემ ლინკს

აი ესაა მგონი
http://www.htc.com/www/product/advantage/overview.html

Posted by: Santa_papa Oct 31 2008, 16:54

QUOTE(nika @ Oct 31 2008, 16:47) *

Santa_papa
სავარაუდოდ ვერ ჩაწერ. როგორც წესი ეგეთ რაღAცეებში არის Preinstalled Software და ახლის დამატება შეუძლებელია. Windows Mobile ბაზაზე უნდ აიყოს რომ პროგრამები დაამატო ეს კიდე Windows CE არის.

უი დედა ფასი ახლა ვნახე. მაგ ფასად ძაან მაგარ HTC-ს პოკეტს დაითრევ მოდელი არ მახსოვს. დისპლეის ზომა არ მახსოვს იმისი. მოვძებნი და მოგცემ ლინკს

აი ესაა მგონი
http://www.htc.com/www/product/advantage/overview.html


რავი პირდაპირ წერია მე 12 პუნკტში

12) More programs can be installed according to your requirement

ყველაფერი ფუნქცია რო აქვს მაგან მომხიბლა
რადიო+CD+ card slot+USB + TV +DVD + GPS + internet GPRS, ai WI-FI ar aaq sad.gif


eg HTC mini notebokis variantia rogorc vnaxe ,,,, notebooki maq

Posted by: nika Oct 31 2008, 17:00

Santa_papa
მანდ შეიძლება ბევრი რამე ეწეროს მარა ეგ არ ნიშნავს რომ დადგება. Windows CE-სთვის სოფტი ძაან ცოტაა.

Posted by: Santa_papa Oct 31 2008, 17:11

QUOTE(nika @ Oct 31 2008, 17:00) *

Santa_papa
მანდ შეიძლება ბევრი რამე ეწეროს მარა ეგ არ ნიშნავს რომ დადგება. Windows CE-სთვის სოფტი ძაან ცოტაა.



ai mivtsere ehla skype t gamkidvels eg kithva da vnahot ras mipasuhebs

ise geolandis da mag kantoris orives interesia iqneb ertoblivat emyshavat mag sakithze.

Posted by: nika Oct 31 2008, 17:18

Santa_papa
გეოლენდი პროგრამას არ წერს. პროგრამა დაწერა გარმინმა.

ისე კი მე მგონი რომ 99% არც ექნება მაგის პარტონს გარმინის პროგრამა ნანახი.



https://buy.garmin.com/shop/shop.do?cID=138&pID=11413#specsTab

აი აქაა რა სოფტი უნდა

Minimum Requirements:

Minimum requirements for Windows Mobile®, Palm® and Symbian® devices: 16MB program memory, 128MB storage card minimum (256MB or more recommended), 2GB storage card for full coverage

Posted by: Santa_papa Oct 31 2008, 17:28

QUOTE(nika @ Oct 31 2008, 17:18) *

Santa_papa
გეოლენდი პროგრამას არ წერს. პროგრამა დაწერა გარმინმა.

ისე კი მე მგონი რომ 99% არც ექნება მაგის პარტონს გარმინის პროგრამა ნანახი.
https://buy.garmin.com/shop/shop.do?cID=138&pID=11413#specsTab

აი აქაა რა სოფტი უნდა

Minimum Requirements:

Minimum requirements for Windows Mobile®, Palm® and Symbian® devices: 16MB program memory, 128MB storage card minimum (256MB or more recommended), 2GB storage card for full coverage


მადლობ ნიკა

ისე კაცი თუ გამანიაკდება და 1800ლარს გადაიხდის Windows XPანი კომპიც ქონიათ
http://www.netshop.ge/product.php?productID=234
მაგრამ მერე მანქანის გატეხვის საფრთხეა ასეთი ძვირფასი რამე თუ ნახეს რო აყენია.

Posted by: nika Oct 31 2008, 17:29

Santa_papa
1400-1800 რა დიდი სხვაობაა თუ გამტეხავი გარედან დაინახავს ფასს wink.gif

ისე კი ეგ ჯობია გაცილებით. მაგაზე Garmin Mobile PC-ს ჩაწერ და ეგაა.

Posted by: zura1982 Oct 31 2008, 21:27

[quote name='nika' date='Oct 31 2008, 16:47' post='64190']
Santa_papa
სავარაუდოდ ვერ ჩაწერ. როგორც წესი ეგეთ რაღAცეებში არის Preinstalled Software და ახლის დამატება შეუძლებელია. Windows Mobile ბაზაზე უნდ აიყოს რომ პროგრამები დაამატო ეს კიდე Windows CE არის.

უი დედა ფასი ახლა ვნახე. მაგ ფასად ძაან მაგარ HTC-ს პოკეტს დაითრევ მოდელი არ მახსოვს. დისპლეის ზომა არ მახსოვს იმისი. მოვძებნი და მოგცემ ლინკს

აი ესაა მგონი
http://www.htc.com/www/product/advantage/overview.html
[/quote
განაცხადი ხვალ რომ მოგაწოდო გვიანი ხომ არ იქნება?

Posted by: irakli Nov 7 2008, 23:53

ბოლო შეჯიბრმა აჩვენა შემდეგი:

ნავიგაცია მობილურის საფუძველზე: (ნიკია E71) ყველაზე ცუდი ვარიანტია, მინუსები: პატარა ეკრანია, ცუდი დაჭერა, მოუხერხებელი ნავიგაცია, არ აქვს ელექტრონული კომპასი და გაჩერებულზე ძნელია ორიენტაცია. ოფფროუდისთვის არ არის. პლიუსი ცუდად მაგრამ ხედავ ტრეკს.

საავტომობილო ნავიგაცია - მაგ გარმინ ნუვი660 და აშ, მოუხერხებელია ოფფროუდზე, რადგან არ იწერს ტრეკს და არ ჩანს სად იყავი უკვე, ასევე შედეგად არ ჩანს ძირიტადი მიმართულება. ეგ მოდელები გათვლილია გზებზე. პლიუსი დიდი ეკრანი და შედეგად ზოგადი ორიენტირების საშუალება.

ტოპოGPS ები უკეთესია, შეიძლება ჩატვირთო ტოპო რუქა (ჯერ არ არის, მაგრამ იმედია მალე იქნება საქართველოსი), ხედავ გავლილ ტრეკს და ელექტრონული კომპასის გამო არჩევ მიმართულებას გაჩერებულზეც. სხვადასხვა ფერები გეხმარება ორიენტაციაში. არსებობს უკვე გავლილი ტრეკების რუქაზე გამოტანის საშუალება სხვა ფერად. გარმინებში ვისტა ყველაზ გავრცელებულია აქ, მაგრამ აქვს პატარა ეკრანი და მანქანაში მოუხერხებელია. ორმოებზე მე მიწევდა ხშირად სადგარიდან ჩამოხსნა და ხელში დაჭერა რომ რაღაცა გამერჩია.

ნოუთბუკი + GPს მოდული, ყველაზე ოპტიმალურია, შეგიძლია ჩატვირთო ოზი, არქმაპი, გუუგლი და ონლაინში უყურო გადაადგულებას დიდ ეკრანზე ტოპო ან სატელიტური რუქის ფონზე. მე ჯერ არ მქონია, ერთ მანქანაზე დავინახე, საინტერესოა თუ იმუშავა. გუდვილში ვნახე კომპის მანქანის დასამაგრებელი, სამწუხაროდ 27სმ-მდეა გაანიერი კომპი არ ეტევა. სპეციალური კომპია საჭირო, უვინტო ან დაცული ვინტით.

3D GPS ები ორეგონი და კოლორადო ჯერ არ გამიტესტია, ახლახან ჩამოვიტანე ორეგონი, გეოლენდს აქვს უკვე 3 განზომილებიანი რუქები რომელთა ტოპო დეტალიზაცის ხარისხი ჯერ უცნობია, თუ მაღალი დეტალიზაცია იქნება მაშინ ვისტაზე უკეთესი გამოსაყენებლი იქნება, რადგან დაინახავ ხეობებს და აღმართის მიახლოებით კუთხეს.

დასკვნა მარტივია: კარგი GPS ნავიგაცია შეჯიბრის მოგების წინაპირობაა გამართულ და მომზადებულ მანქანის თანაბრად.smile.gif და კიდევ ქაღალდის გენ.შტაბის რუქა ძალიან გამოსადეგია, თუ მისი კითXვა იცი და ხედავ აღმართ-დაღმართებს. მაგრამ ამას გამოცდილება სჭირდება და GPშ-ის ხმარებაზე რთული და ნელია ჩემი აზრითsmile.gif

Posted by: shalva-zimin Nov 8 2008, 00:04

ციტატა
ნოუთბუკი + GPს მოდული, ყველაზე ოპტიმალურია, შეგიძლია ჩატვირთო ოზი, არქმაპი, გუუგლი და ონლაინში უყურო გადაადგულებას დიდ ეკრანზე ტოპო ან სატელიტური რუქის ფონზე.
+1

Posted by: nika Nov 8 2008, 01:11

irakli

ციტატა
მაგ გარმინ ნუვი660 და აშ, მოუხერხებელია ოფფროუდზე, რადგან არ იწერს ტრეკს და არ ჩანს სად იყავი უკვე,

ჰმმ. ნუვი 200-ზე ვნახე რომ არის ეგ ფუნქცია. უბრალოდ უნდა ჩართო სეთაფში. არა მგონია უფრო ძვირიან მოდელში არ იყოს.

გენშტაბის რუკა მართლაც მაგარი რამე ყოფილა. ალბათ გუგლიც და ეგეც ერთად უნდა გქონდეს. ძაან სიანტერესოა ორეგონზე როგორ გამოჩნდება რელიეფი.

Posted by: GIRA Nov 8 2008, 01:52

nika
ნიკუშ შენ მოიგე, იმიტომ, რომ, ეგ ადგილები ზეპირად იცი უკვე!!!!!!!(კვადროციკლიც იასნია ხელს გიწყობდა), მაგრამ ის, რომ არ მაყიდინო და არ მასწავლო მიერთება და გამოყენება, რაღაც მოურჩენელ ავადმყოფობად გამოგეცხადები, მოგკლავ და სულ მოგელანდები!!!!!!!!!!!!! ena.gif laugh.gif



ვინც არ იცით რაზე მაქვს საუბარი, ერთხელ მე და ნიკა ვიყავით ტურისტულ გასვლაზე ერთად და წამოღებული ქონდა ეგ რაღაც, მაშინ იმენნა ფეხებზე მეკიდა რას აკეთებდა!!!!!!! ხოოოოოოოდა მაინც ხომ ვხედავდი. აუუუუუ რაღაც მაგარი მგონია ეგ არღაც, იმიტომ, რომ ზუსტად მეტრი მერტში გვანახებდა სად ვიყავით და სად მივდიოდით.
რა ვიცოდი, მაშინ ამ კაცს რა ჩანაფიქრი ქონდა!!!!!!!!!(შალვა არ მიწყენს ალბათ, ძახილის ნიშნებს, რათქმაუნდა)

Posted by: nika Nov 8 2008, 02:00

ვინ რატო მოიგო მაგაზე საუბარი ამ თემის საკითხი არაა wink.gif
და რაც შეეხება ნავიგაციას პირდაპირ გეტყვი რომ პეტრიაშვილიდან დაწყებული მოლანდებების მაგრად მეშინია biggrin.gif

Posted by: GIRA Nov 8 2008, 02:10

nika
დიდხანს იყავი ძმაო და ჯანმრთელი

თუ ძმა ხარ არ დამიმალო და დამაკვალიანე მაგ ამბებში

დაგიფასდება wink.gif crazy.gif

Posted by: nika Nov 9 2008, 00:14

გადმოვბარგდით მე და გირა აქეთ biggrin.gif

ხოდ აიმას ვამბობდი რომ აი ამას
IPB-ს სურათი

კიდე ესეც უნდა. თორე ეგ უბრალოდ კორდინატებს იგებს და მერე სიგნალს გადმოსცემს Bluetooth-ით.
IPB-ს სურათი

პრინციპში ესეც წავა
IPB-ს სურათი

Posted by: GIRA Nov 9 2008, 00:15

nika
რა არის კაცო ეგ პოკეტი აღარ ამიხსნი?
რა რას უერთდება და როგორ
ვნახე ეგ ლინკი და ახლებიც გამოსულა თითქოს ეგრე გავიგე, რაღაც მეტი ჩანელები აქვსო და ეგ რას ნიშნავს?

Posted by: irakli Nov 9 2008, 00:27

დაანებეთ ამ პოკეტებს და ჯიბეებს თავი, მაგას გამადიდებელ შუშებიანი სათვალეც ჭირდება, ზოგზოგიერთებს რომ აქვთ ეგეთი.smile.gif

ნოუტბუკი უფრო არამაზოხუსტურია, შეიძლება პანასონიკის ნოუტბუკის შოვნა დარტყმაგამძლეა ან სულაც შალვას რომ აქვს ეგეთი 500 ლარიანის უვინტოსი ალტაში იყო ახალი. თვალებს მაინც არ დათხრი შტურმანს რუქის ყურებით.smile.gif ისე კაცმა რომ თქვას შტურმანებზე ზრუნვა მძღოლების საქმეა?

მედლები თუ უნდათ შეიძინონ პოკეტები და ჯიბეები, ჩვენ პროტექტორს და ჯალამბარებს მივხედავთ

Posted by: nika Nov 9 2008, 00:28

GIRA
პირველ ფოტოზე მოცემულია Holux M1000 GPS მიმღები. ბლუტუსით უერთდება ნებისმიერ მოწყობილობას. დამოუკიდებლად არანაირი აზრი არა აქვს. ფასი აქვს დემოკრატიული $40. მოყვება მანქანის დამტენი. შიგნით იდება ნოკიასნაირი აკუმლატორი. ახალი მოდელებიც არის მარა იმათზე ინფორმაცი არა მაქვს. ეს რო მხეცია ეგ კი ვიცი.

მეორეზე ჩემნაირი პოკეტ პისი (ჯიბის კომპიუტერი) iPAQ hx4700. პრინციპში ნებრიმნიერი ნორმალური პოკეტ პისი წავა. მთავარია ეკრანი ჰქონდეს 3.5დიუიმი ან მეტი. გარჩევადობა სასურველია 640X480 თუმცა 320X240-იც წავა რამე რო იყოს. ამაზე იმუშავებს სანავიგაციო პროგრამა. ჩაწერილი იქნება რუკები და ა.შ. ხოლო ზემოთ მოცემული GPS უბრალოს შენ მიმდინარე მდებარეობას გადმოსცემს მას. ფასი $200-$400

მესამეზე კიდე ყველასთვის კარგად ნაცნობი Asus Eee PC-ა გამოსახული. მაგას ბლუტუსი არა აქვს თუმცა USB-ში შეუერთებ ბლუტუს მოდულს და ეგაა. ფასები $200-დან ზევით მოდელების მიხედვით. ოღონდ აუცილებლად Solid State Disk უნდა ჰქონდეს და არა ვინჩესტერი. ესეც პოკეტივით მიიერთებს GPS-ს და ...

პოკეტის პლიუსია სენსორული ეკრანი. ლეპტოპის კიდე დიდი ეკრანი. ისე კი მაგაზე დიდ ეკრანიანი პოკეტებიც არსებობს მარა ფასი $1000 და ზევით აქვთ.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 00:29

irakli
ესეიგი ეს ჰოლაქსი ვიყიდო და ბლუთუზით გაუშვა ლაპტოპზე სადაც იქნება რუქა ჩატვირთული, სულ ეგ არის?

Posted by: feli Nov 9 2008, 00:30

ხომ არ იცით როგორ უნდა დაუკავშირო ჰალოქისს ჯპს-ი და GarminMobileXT-ი

Posted by: nika Nov 9 2008, 00:32

irakli
ყველაზე ოპტიმალური სენსორულ ეკრანიანი ლეპტოპი იქნება.

ისე ტექნოლოგიები ძაან წინ წავიდა.
http://4pda.ru/2008/11/07/2168/
ეს ნებისმიერ ლეპტოპში ჩადგება ვინჩესტერის მაგივრად და დაზიაებისაც აღAრ შეგეშინდება
Стоимость аппарата составляет 89$ за модель с 30Гб, за 159$ можно получить диск емкостью 60Гб, ну а самый дорогой диск со 120Гб памяти будет стоить 299$.

30 გიგაბაიტიანი სავსებით საკმარისია.

feli

ციტატა
ხომ არ იცით როგორ უნდა დაუკავშირო ჰალოქისს ჯპს-ი და GarminMobileXT-ი

გააჩნია ეს უკანასკნელი სადაა ჩაწერილი. ისე კი საიტიდან პირდაპირ გადმოწერილი ვერსია არ იმუშავებს holux-თან. მაგრამ აი Geoland-ში ნაყიდ რუკას რომელიც მოყვება ის უკვე რეგისტრირებულია და პირდაპირ დაუკავშირდება.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 00:34

nika
მოიცა ამ ჰოლაქსთან და ლაპტოპტან ერთად ჯპს-იც უნდა მქონდეს?

Posted by: feli Nov 9 2008, 00:36

ვნახე ეგ ლინკი და ახლებიც გამოსულა თითქოს ეგრე გავიგე, რაღაც მეტი ჩანელები აქვსო და ეგ რას ნიშნავს?


ჰალოქსის ბლუთუს ჯპს-ები კველა ერთდაიგივეა განსხვავება ახლებისაა მხოლოდ, რომ უფრო ჩქარა იღვიდზებენ (ანუ რომ ჩართავ 40 წამის მაგივრად 15-20 წამსში განახებს კოორდინატებს) კანალების სიმრავლეც მაგისთვის გჭირდება და კოორდინატების უფრო ზუსტად დასადგენად

Posted by: nika Nov 9 2008, 00:36

GIRA
ჰოლაქსია GPS.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 00:41

ვობშემ ეგ უნდა ვიყიდო ყველაზე ახალი მოდელი(მაგაზე ფულის ეკონომია არ ღირს ალბათ)
იმედია, ნიკა დამეხმარები გამოწერაში და მიბარამებაში

ხო კიდე რა მაინტერესებს, აი ის წერტილები ჰოლაქსში როგორ შეიყვანეთ და მერე რუკასთან, როგორ დააკავშირეთ ნიკუშ?

Posted by: jado Nov 9 2008, 00:43

ეს არის გპს მიმგები რომელიც ერტდება კომპზე და პირდაპირ მუშაობს ნავიგაცია


Attached image(s)
Attached Image

Posted by: irakli Nov 9 2008, 00:49

GIPA
მე მაინც გარმინს ავიღებდი, მაინც GPს ების მერსედესიაsmile.gif
http://www.amazon.com/Garmin-GPS-10x-Sensor-Blackberry/dp/B000PRN35M/ref=pd_bbs_sr_2?ie=UTF8&s=electronics&qid=1226176851&sr=8-2

გეოლენდი გვპირდება ახალი წლის მერე ამერიკულ ფასებზე დავალთო და ჩამოტანები და დაბარებები არ დაგჭირდებათო, ვნახოთ.


NIKA
ეგ სსდ კარგი რაღაცა ჩანს, მაგრამ აქ არ მომიკრავს თვალი. სენსორულები კარგია, მაგრამ ახლები საკმაოდ ძვირი ღირს. ისე სერიოზულად თუ აპირებ შეჯიბრებებზე და ოფფროუდებზე სიარულს მაგისთვის ცალკე ლეპტოპი გინდა.

თორემ ჩემსავით ერთი მანქანით ტალახებშიც და მერე მიღებებზე სიარული არ გამოვა, რადგან ლეპტოპის დაკერხერება გართულდებაsmile.gif

Posted by: feli Nov 9 2008, 00:50

ნიკა მე მინდა რომ დავაყენო ეს პროგრამა ნოკიაზე და ჰალოქი დაუკავსჰირო მაგრამ რაც ვიპოვე ინეტსში ვერ ხედავს ცჰემ ჯპს მოდულს მინდა მხოლოდ გარმინისო. და რაც შეეხება რუკებს ჯერ არ მიჩალიჩია ჩაწერა.
ტოპო რუკები საქართველოსი არის და დათრევაც შეიდზლება მგონი 5000 ან 25000 ზუსტად არ ვიცი ჯერ ორშაბათს გავარკვევ ჩემი ტოპოგრაფები რომ ჩამოვლენ

Posted by: jado Nov 9 2008, 00:52

მე ვმუშაობ ერთერთ სერიოზულ ფირმაში და ავტომობილებზე ვამონტაზებ გპს ებს, გატაცების საწინააგმდეგო. 5 სახის მოწყობილობები მაქვს. ყველაზე კარგია მათ შორის STEPPII. ასეთი მიმგებები და gsm მოდემები თავზე საყრელათ მაქვს

Posted by: GIRA Nov 9 2008, 00:57

irakli
რატო, ჯერემი კლარკსონი თუ დადის, შენც იარე რა smile.gif
მაგრად მიყვარს ეგ გადაცემა(G-ის ეძღვნება ზუსტად ერთ ერთი და მაგ გადაცემას ვგულისხმობ შენთან მიმართებაში)

jado
მერე გვიწილადე თანამოაზრეებს თავზესაყრელი თუ გაქვს smile.gif

Posted by: jado Nov 9 2008, 01:01

ეხლა ერთს ავაწყობ საცდელად და ტუ კარგად იმუშავებს პრობლემა არაა. 6 პროტოკოლით მიშაობს, ის ტავის ბლოკთან ერთად ცართული მქონდა და კარგად მუშაობს უბრალოდ ამ მდგომარეობაში შნურს უნდა გამზადება და იმუშავებს

Posted by: irakli Nov 9 2008, 01:01

ხო ჯერემა მაგარს ღადაობს ხოლმე. მაგ გადაცემიდან გავაკეთე პლაგიატი მაგრამ მანდ სხვა წამყვანს მიყავდა. უბრალოდ მოუხერხებელია ჩემ მანქანაში ბაცი კრემისფერი ხალიჩებიდან და ბეჟი ტყავიდან smile.gif პორნო ოფროუდის კვალის გაქრობა, მაგიტომ გადაწყვეტილი მაქვს მანქანის გაყიდვა, რადგან ჯერ ოფროუდისთვის თავის დანებებას არ ვაპირებsmile.gif

Posted by: jado Nov 9 2008, 01:05

.Attached File  LA010038B_Jupiter_11_prod_brief_med_.pdf ( 17.62k ) Number of downloads: 978

Posted by: GIRA Nov 9 2008, 01:05

irakli
ალბათ ტოიოტას დასდებ პატივს არა?

Posted by: irakli Nov 9 2008, 01:05

კიდევ ინფორმაცია გეოლენდიდან: მალე GPს ების გაქირავების სერვისის გაკეთებასაც აპირებენ და მომავალი შეჯიბრებისთვის და გასვლებისთვის GPს-ის შოვნის პრობლემა მოიხსნება. დღეში 10=15 ლარზე მეტს ხომ არ დაადებენ?

Posted by: GIRA Nov 9 2008, 01:10

irakli
გარმინი გვქონდა, მაგრამ მაგრად გვაწვალებდა, ითიშებოდა.
ჩვენ კიდე ეგ გვინდოდა, ისედაც პირველად გვეჭირა ხელში ჯპს-ი და მაქეთ მხარესაც პირველად ვიყავით

Posted by: irakli Nov 9 2008, 01:15

GIPA
არა სერ მე ერთგული ადამიანი ვარ, ისევ იმ ფირმის მანქანას ვიყიდი ვინც G დააპროექტა და გამოუშვა, ანუ ავსტრიული სტაიერ-პუხის, თორემ მერსედესის ქუცანა პარკეტნიკების კონსტრუქტორებს მე პატივს არ ვცემ. შევეცდები პინცგაუერი ვიყიდო 710M. ქალაქისთვის კი როდესმე 90-იანი ბოლო წლების "გოდა" კაბრიო G-ს ვიყიდიდი ზედმეტი 20კილო ევრო როცა მექნებაsmile.gif

ეტყობა ძველი გარმინი იყო, შალვას რომ აქვს ეგეთი და ფანჯრიდან ხელის გაყოფა რომ უწევს ხოლმეsmile.gif მერე X სერია გამოუშვა, რაც მე მქონდა და ერთხელ არ დაუკარგავს, ახლა კიდევ H სერია გამოუშვა, რაც სახლშიც კი იჭერს ჩემთან ფანჯრიდან 1 მეტრზე.

რეალურად კი ათასი ფირმაა, ტომტომი, მაგელანი და კიდევ სხვები რომლებიც შეიძლება გარმინს სჯობდნენ, მაგრამ მე ახალი ინსტრუქციების გამრჩევი არ ვარ, ნოკიასაც მაგიტომ არ ვცვლი, თუმცა შეიძლება სამსუნგი სჯობს უკვე.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 01:16

irakli
smile.gif

Posted by: irakli Nov 9 2008, 01:19

ციტატა(jado @ Nov 8 2008, 20:43) *

ეს არის გპს მიმგები რომელიც ერტდება კომპზე და პირდაპირ მუშაობს ნავიგაცია


პსმს-ზე ჯდება კომპის ჩემი მწირე ცოდნით როგორც ვხვდები. ალბათ ნორმალურად იმუშავებს, მაგრამ ბლუტუსი მაინც სჯობს რადგან უფრო გახსნილ ადგილას დაამაგრებ ტორპედოზე და მიღება უკეთესი ექნება. შნურიანებიც არის, მაგრამ მთლად მოსახერხებელი არ იქნება ეგენი შნურის დამაგრების აუცილებლობსი გამო.

Posted by: feli Nov 9 2008, 01:21

თუ იყიდით ასუსის 500 ლარიან ნოუთბუქს + ჰალოქის ჯპს მოდულს და Touchscreen Overlays-ს გექნებათ ყველაზე მაგარი ნავიგაცია wink.gif

1) http://www.alta.ge/geo/products.php?action=details&id=27038

2) http://www.touchscreens.com/products-addon.html

3) http://cgi.ebay.com/NEW-32-CHANNELS-HOLUX-M-1000-BLUETOOTH-GPS-RECEIVER_W0QQitemZ370104834098QQcmdZViewItemQQptZLH_DefaultDomain_0?hash=item370104834098&_trksid=p3286.c0.m14&_trkparms=72%3A1205|66%3A2|65%3A12|39%3A1|240%3A1308


მგონი ამაზე კარგი ვარიანტი არ არის smile.gif

Posted by: jado Nov 9 2008, 01:23

ანტენა მაგას ცალკე აქვს გრზელი შნურით

Posted by: irakli Nov 9 2008, 01:43

feli:
გეთანხმები კარგი ვარიანტია. მხოლოდ ეგ ფირმა რაც ლინკზეა 7'' მონიტორზე არ უშვებს. ისე თაჩსკრინი პოკეტზეა საჭირო და ნოუთბუკის დიდ ეკრანზე ნაკლებად იქნება საჭირო, თუ რამეა კლავიატურას ან მაუს იხმარ.

ისე ხალხი ჯიპიესის გარეშე ხომ დადიოდა ომში და ტყე-ღრეში? კომფორტს და ბატარეიან გასათბობ ბატინკებს რა მალე ეჩვევა ადამიანი არა?smile.gif

Posted by: feli Nov 9 2008, 02:08

QUOTE(irakli @ Nov 9 2008, 01:43) *

feli:
გეთანხმები კარგი ვარიანტია. მხოლოდ ეგ ფირმა რაც ლინკზეა 7'' მონიტორზე არ უშვებს. ისე თაჩსკრინი პოკეტზეა საჭირო და ნოუთბუკის დიდ ეკრანზე ნაკლებად იქნება საჭირო, თუ რამეა კლავიატურას ან მაუს იხმარ.

ისე ხალხი ჯიპიესის გარეშე ხომ დადიოდა ომში და ტყე-ღრეში? კომფორტს და ბატარეიან გასათბობ ბატინკებს რა მალე ეჩვევა ადამიანი არა?smile.gif



12" იდა იწყება და ამ კომს კი აქვს 7"-იანი ეკრანი მაგრამ ეკრანის მერე დიდი პლასმასის კარკასი აქვს და ასე რომ წავა უპრობლემოთ.
რაც შეეხება ნოუტბუქზე მაუსს ან კლავიატურას მოძრაობისას დზაან გაგიჭირდება თან შეგიდზლია დაშალო ნოუთბუქი და ეკრანი ჩაამინტაჟო მანქანაში არანაირი ზედმეტი ნივთი რომ არ გქონდეს თან დალაგებული რომელიც ხელს გიშლის მოძრაობისას. ამ კომპს ვინჩესტერი არ აქვს რომელიც დარტყმისას ფუჭდება (ფლეშკაზეა) და იაფია შედარებით (პრეზიდენტის საჩუქარია წარჩინებული მოსწავლეებისათვის) ყიდიან 200-300 ლარად

Posted by: feli Nov 9 2008, 02:08

muagar.gif muagar.gif muagar.gif

Posted by: LadaLady Nov 9 2008, 04:32

კიდევ კარგი ამ თემაში ჩემი ძვირადღირებული შტურმანი აქტიურობს თორემ ცხოვრბებაში ვერ ავპოსტავდი რამეს !

მომწონს feli თავისი ნავიგაციით ! biggrin.gif

Posted by: nika Nov 9 2008, 11:21

jado
რეალურად მაგისი ჩიპსეტი რისი მაქნისია არ ვიცი. 12 სატელიტი სულ პირველი თაობის GPS-ებს ჰქონდათ. რეალურად მაგი საკმარისია (სულ 24 თანამგზავრია სისტემაში და 12-ზე მეტს ფიზიკურად ვერ დაინახავ). თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს რაც მეტი თანამგზავრის დაჭერა შეუძლია მით უფრო კარგი მგრძნობელობა აქვს. გარე ანტენა დიდი პლიუსია.

feli
როგორც ზევით დავწერე. Mobile XT არარეგისტრირებული არ იმუშავებს არა გარმინის GPS-ებთან. ამიტომაც ვერ ხედავს შენს Holux-ს. მე პოკეტში Geoland-ის რუკა მაქვს და მაგის გამო ხედავს ჩემი.

Eee PC-ზევითაც ვახსენე ძაან კაი რამეა. საყიდლად ალტა სულაც არაა სავალდებულო. ფორუმ.გე-ზე იყიდება 300-350 ლარად. რეალური მინუსები რაც მე ვნახე არის
1) ეკრენის გარჩევადობა ნაკლებია ვიდრე 1024X768. ამის გამო მთელი ეკრეანი არ ჩანს და სკროლით უნდა გაწიო და გამოწიო.
2) ბლუტუსი არა აქვს. მარა ეგეც მოგვარებადია იოლას. USB-ზე მიუერთებ.
3) ზუსტად არ ვიცი მარა სავარაუდოდ 220 ვოლტიანი კვების ბლოკი აქვს რომელიც 12 ვოლტზე მეტს აწვდის. ასე რომ საჭირო იქნება ინვერტორი. პოკეტებ როგორც წესი 5 ვოლტი უნდა და უმარტივესი გადამყვანით მუშაობენ. თანამედროვე პოკეტები კი სულაც USB-დან იტენებიან.
4) ალბათ მაგისი ვიდეოკარტა ვერ გაქაჩავს Google Earth-ს. თავს ვერ დავდებ სანამ არ ვნახავ. ჩემი ძველი ლეპტოპი Dell Latitude LS ვერ ქაჩავდა (სანამ წინა შეჯიბრზე არ გადავწვი biggrin.gif) არა და საკმაოდ კაი რამე იყო. 12'-იანი ეკრენი ჰქონდა მაგაში რომ SSD ჩამეყენებინა ასე 10-20 გიგაბაიტიანი მზა სანავიგაციო ლეპტოპი იქნებოდა.

Posted by: nika Nov 9 2008, 11:34

irakli
ხო GPS10X კაი რამე ჩანს. რადგან ახალი გამოშვებულია მაგას მაღალი მგრძნობელობის დამჭერი ექნება. პლიუს გარმინმა საკმაოდ აგრესიული ფასების პოლიტიკა დაიწყო. საიტზე $107 უწერია მაგას ფასი. სამწუხაროდ სხვა პარამეტრები არ წერია არაფერი.

რეალურად Holux M1000-ს მინუსები რაც მე ვნახე არის
1) არ იწერს ტრეკს. გასვლისას მე ხან Mobile XT-ს ვხმარობ (როცა ქალაქში და ტრასაზე ვმოძრაობ უფრო მოსახერხებელია) და ხან OziExplorer-ს (უკვე ოფროუდზე ოზი+გენშტაბის 50-იანი რუკები ჯერ ჯერობით კონკურენციის გარეშეა. გუგლი გაუწევს ალბათ მალე).
2) არა აქვს USB-თი დაკავშირების საშუალება. თუმცა99% შემტხვევაში ეგ საჭირო არაა. მარა მაინც ზოგჯერ გინდა. თუმცა მაგისი კაბელის სქემა მაქვს და რო დამჭირდეს ავაწყობ.

GIRA
არ მახსოვს თქვენ რომელი გარმინი გქონდათ. ძველი თაობის გარმინები თავის დროზე კარგად მუშაობდნენ. ტენტიან მანქანებში ახლაც არა უშავს. თუმცა ჩემი გარმინი მაინც ხშირად კარგავდა თანამგზავრებს (შტურმანს კისერზე ეკიდა და მაგის გამო, ტორპედოზე რო დამედო დაიჭერდა მარა იქ დებას აზრი არ ჰქონდა).
ახალ GPS-ს თუ იყიდი ეგ პრობლემა არ გექნება.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 11:35

nika
ვობშემ ჩემმა შტურმანმა ან ისწავლოს და შაიძინოს ეგეთი რაღაც რუღაცეები ან მოუწევს მაგას უკანა სკამზე გადაბარგება

Posted by: nika Nov 9 2008, 11:38

ისე ნახეთ ტექნიკა სადამდე წასულა უკვე
IPB-ს სურათი
Nuvi 765T-ს ფოტოა

Know the Lane Before It’s Too Late

nüvi 765T takes navigation to the next level with lane assist. No more guessing which lane you need to be in to make an upcoming turn. Lane assist guides you to the correct lane for an approaching turn or exit, making unfamiliar intersections and exits easy to navigate. It realistically displays road signs and junctions on your route along with arrows that indicate the proper lane for navigation.

ავტობანზე ზოლებს ხედავს და გეუბნება რომელში იარო.

Posted by: GIRA Nov 9 2008, 11:38

არ მახსოვს რომელი იყო, მაგრამ ბერკეტას აქვს ეგეთი და კარგიაო გვითხრა

Posted by: diff lock Nov 9 2008, 11:41

ერთ მაღალჰარიფული კითხვა:
ოზი ექსპლორერი დავაყენე და რა მერე?
ეგრევე მივხვდი რომ თამაში არაა, არც ბუღალტრული რამე პროგრამა.
მართლა ზღვაზე გადაღებულ სურათებს ხომ არ გავხსნი მაგ პროგრამით.
რამე რუკა არსადაა რომ გავხსნა და ვითამაშო?

Posted by: nika Nov 9 2008, 11:50

diff lock
კლუბის წევრებისთვის რუკები დებს ჩვენ საიტზე. ოღონდ პაროლი ადევს/

(კიდევ ერთი სტიმული რომ გაწევრიანდე)

შენ და ბაქარას რა გიყოთ აბა? username-ს შენ გეტყვი და Password-ს ბაქარას.
xaxaxa.gif xaxaxa.gif xaxaxa.gif xaxaxa.gif xaxaxa.gif

Posted by: off.roader Nov 9 2008, 22:59

ძალიან მარტივია GPS_ის ხმარება რაღაც აუღებელი ციხე-სიმაგრე მეგონა არა და რა მარტივი ყოფილა smile.gif

Posted by: nika Nov 11 2008, 00:58

საკმაოდ საინტერესო პროგრამა ვიპოვე სახელად Google Maps for OziExplorer. მომთხოვა .NET Framework რომელსაც ახლა ვაინსტალირებ მარა მგონი კაი რამე უნდა იყოს.

Posted by: nika Nov 11 2008, 01:23

დავტესტე. არარეგისტრირებული ვერსიაც კი გენიალურ შედეგებზ იძლევა. ფასიანიკი 15 ევრო ღირს.

ესეიგი რას აკეთებს ეს პროგრამა. იწერს გუგლიდან ფოტოებს და ავტომატურად აკეთებს ოზის კალიბრაციის ფაილს.

ცხადია ტოტორუკების დეტალიზაციის დონის ფოტოები ძაან დიდ ადგილს დაიკავებენ მარა საკმაოდ კარგი დეტალიზაციით შეძლება მაგისი ნახვა.

უახლოეს გასვლაზე უნდა დავტესტო რამდენად პრაქტიკულია.

Posted by: nika Nov 11 2008, 01:34

აჰა. დაიკრეკა ძაან იოლად. შედეგი უფანტასტიურესი. მარა ადგილს იკავებს ძაან დიდს. ახლა ვცდილობ ოპტიმალური გარჩევადობა შევარჩიო. მგონი 1 მეტრი/პიქსელზე კარგი უნდა იყოს.

დიდგორი-2008-ზე რო ეგ მქონოდა კიდე 1-2 წერტილს მივაყოლებდი biggrin.gif

Posted by: diff lock Nov 11 2008, 01:37

http://www.allallsoft.com/gmd/

აგი იცით?

Posted by: nika Nov 11 2008, 01:47

diff lock
მე რაც დავდე ჯობია biggrin.gif. იმიტო რო ასევე იწერს გუგლიდან ყველაფერს და ოზის მზა ფაილს გაძლევს. ნახე და დარწმუნდები ამაში. ოზიში კალიბრაციის ჩალიჩი აღარაა საჭირო.

Posted by: diff lock Nov 11 2008, 01:51

http://gpstm.com/downloadscontract.php?PHPSESSID=b0ce8aa2cd3da5708e16319a2c2f324e

ამის გამოყენება შემახსენეთ ერთი

Posted by: GIRA Nov 11 2008, 10:16

nika
არ გინდა ჩემი შტურმანი გახდე?

Posted by: nika Nov 11 2008, 10:25

GIRA
ამ ეტაპზე სტავკებმა მოიმატეს. "დიდგორი-2008"-ს წინ 200 ლარი იყო (მაშინდელი კურსით $140). ახლა კი $200 იქნება laugh.gif laugh.gif laugh.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif

Posted by: GIRA Nov 11 2008, 10:40

nika
laugh.gif laugh.gif laugh.gif


ეხლა, სერიოზულად. რა არის ოზი?
როგორც მივხვდი ეგ ოზი პოკეტში ჩატვირთე ხო?
და ეხლა ეგ მითხარი, ეგ შენი ასანთის კოლოფი(ჰოლაქსი თუ რაღაც, სახელი დამავიწყდა) მაგ რუკებს, როგორ უკავშირდება?

Posted by: nika Nov 11 2008, 11:07

GIRA
ოზი პროგრამაა ოკეტში და დიდ კომპში მიწერია. და holux-ი უკავშირება ბლუტუსით.

Posted by: gure Nov 18 2008, 22:29

ციტატა(GIRA @ Nov 11 2008, 10:40) *

nika
laugh.gif laugh.gif laugh.gif
ეხლა, სერიოზულად. რა არის ოზი?
როგორც მივხვდი ეგ ოზი პოკეტში ჩატვირთე ხო?
და ეხლა ეგ მითხარი, ეგ შენი ასანთის კოლოფი(ჰოლაქსი თუ რაღაც, სახელი დამავიწყდა) მაგ რუკებს, როგორ უკავშირდება?

ბიჭო ირა ოზის არ იცნობ, ოზი ოზბორნია dnck.gif

Posted by: irakli Dec 5 2008, 21:32

ეს ინფორმაცია დააინტერესებთ garmin Oregon da Colorado მომავალ მფლობელებს (ვიცი რომ აქ ჯერ არავის არ აქვს, ცნობისთვის ამ ჯიპიესებს შეუძლიათ 3D რეჟიმში რუქების ჩვენება):

ამ ჯიპიესებს ვერ ხედავს goggle plus პროგრამა COM პორტებით, ერთადერთი საშუალება ტრეკების გადაწერის არის რომ დაანახო ისინი როგორც დრაივერი და იქიდან გადაიწერო GPX ფაილი (ან გამოიყენო mapsource სტანდარტული პროგრამა).

NMEA ფორმატის გადაცემის არსებობის მიუხედავად goggle plus ჯერეჯერობით სამწუხაროდ ასევე არ იძლევა realtime ში მონაცემების ჩვენების საშუალებას.

Posted by: Neo Dec 9 2008, 01:37

http://forum.ge/?f=56&showtopic=33910161

შემთხვევით წავაწყდი, იქნებ ვინმეს გინდოდეთ, მე ჯერ ვერ ვყიდულობ.

Posted by: nika Dec 9 2008, 10:00

რაიდერა გაგვიბარიგდა biggrin.gif

Posted by: Hushta Jan 30 2009, 01:26

ეს მინდა და რას მეტყვის დამსწრე საზოგადოება?

http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=141642

Posted by: nika Jan 30 2009, 01:33

Hushta
Sirf StarII ჩიპსეზტეა. არ ვიცი ეგ როგორ მუშაობს (ანუ როგორი მიღება ექნება). შესაბამისად ვერ გიღჩევ იყიდო თუ არა.

თუმცა 180 ლარად ალბათ ღირს ყიდვა biggrin.gif

Posted by: Hushta Jan 30 2009, 01:42

http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=142053
ეს ცოტა ძვირი ხომ არაა??

ციტატა
(ანუ როგორი მიღება ექნება)

მიღემას ვერ გავზრდი თუ ჯპს ჩიპს შევუერთებ???

Posted by: nika Jan 30 2009, 01:44

Hushta

ციტატა
ეს ცოტა ძვირი ხომ არაა??

ძვირია.

ციტატა
თუ ჯპს ჩიმს შევუერთებ???

აზრი? ეგრე მაგ ფასად კოტესი იყიდე. დიდი ეკრანიც აქვს და სხვა პლიუსები.

Posted by: Hushta Jan 30 2009, 01:45

nika
შენი რომელია?? და რა ღირს ფავშე?

პ.ს. შენსას ალბათ ჯპს ჩიპიც უნდა არა?

Posted by: lado Jan 30 2009, 01:47

Hushta

ციტატა
შენი რომელია?? და რა ღირს ფავშე?

პ.ს. შენსას ალბათ ჯპს ჩიპიც უნდა არა?

შენ რა გააჭირე საქმე? კაცი დაასვენე რა?!
viking.gif

Posted by: nika Jan 30 2009, 01:48

Hushta
კოტეს განცხადება ნახე რა. ყველაფერი ზედ აქ ჩიპიც და ჭიპიც.

Posted by: Giga Jan 30 2009, 02:35

Hushta
არ გირჩევ იმის ყიდვას, ჩინურია როგორც ვატყობ.

ეს ყველაზე რეალურია ჩემი აზრით: http://mymarket.ge/product_info.php?product_id=133021

Posted by: vako Jan 30 2009, 13:34

Hushta
HTC-ზე შემიძლია გითხრა რომ მშვენიერი მობილურია, მაგრამ მაგისი GPS-ის გამო ყიდვა არ ღირს. პირადი გამოცდილებიდან გეტყვი: ჩემი მობილურის გპს მიმღები თუ არ ვცდები sirf star II არის (NOKIA 5800). როცა გაშლილ ადგილზე ვდგევარ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში სიზუსტეში 40 მეტრს მიწერს. ხოლო როცა ბლუთუსით ჩემ GPS მიმღებს (qstarz gps extreme BT-Q818EX) ვუერთებ, რომელიც MTK ჩიპსეტზეა, სიზუსტე 1-2 მეტრი ხდება. biggrin.gif

ამიტომ, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი არის pocket pc + კაგი gps მიმღები (100$-ის ფარგლებში ამერიკიდან, თავისი ტრანსპორტირებით)

Posted by: cat Jan 30 2009, 22:23

გავყიდე ჩემი პოკეტი თავის ყველაფრით..... ეხლა ეძებეთ ეგეთი ვარიანტები ena.gif smile.gif

Posted by: nika Jan 30 2009, 22:29

Hushta
მაშინ საკლუბო დახურულში ნახე იქ დავდე მე ვარიანტი კარგი.

Posted by: Hushta Jan 30 2009, 23:04

vako
მოკლედ კარგად მინდა ვიყო აღჭურვილი ამ მხრივ და ლეპტოპის მანქანაში დაყენება 2 მიზეზიზ გამო არ მინდა, ძაან მოუხერხებელი და დიდია + ძვირი სიამოვნებაცაა.

ამიტომ პოკეტი და კარგი ჯპს მიმღები მირჩევნია რა. ხოდა მირჩიეთ აბა რამე?? smile.gif

Posted by: nika Jan 30 2009, 23:10

Hushta
შენა შვილო ჩემ პოსტებს არ კითხულობ?

Posted by: Hushta Jan 30 2009, 23:13

nika
ვაა რო ვკითხულობ მაისში დადებული პოსტია ვაა biggrin.gif

ის რუკებიც ვერ გავიგე რა, ან როგორ უდნა გადმოვწერო ან სად უნდა ჩავყაროო...

მოკლედ არაა ჩემი საქმე და არ მეხერხება ეს ჯანდაბა რა mad.gif
არადა შტურმანიც არ მყავს მცოდნე და მონდომებული... vis.gif

Posted by: nika Jan 30 2009, 23:17

Hushta
მაისში კი არა 1 კვირაც არაა გასული რაც დაცწერე.

რუკებს რაც შეეხება ხალიავა დამთავრდა. თვალების ოპერაციის ფული მაქ ამოსაღები ასე რომ ვისაც მოუნდება ჩავუწერ 50 ლარად biggrin.gif

Posted by: GIGO Jan 31 2009, 00:24

Garmin GPSMap 60CSx ამაზონზე 300$ მდე ღირს ადრე მგონი სადღაც 500$ მეტი ღირდა მგონი სერიოზულია

Posted by: nika Jan 31 2009, 00:45

GIGO
მაგრა გაიაფებულა.

Vista Hcx $199.

Posted by: RACKER Jan 31 2009, 21:43

მითხარით ეს ჯიბის კომპი გამომადგება რამეში? http://www.fujitsu-siemens.co.uk/rl/servicesupport/techsupport/pda/Pocket%20LOOX%20610/PL%20610.htm#Graphics
კიდევ უნდა ამას ბევრი რამე?

ნიკა შენ გეცოდინება ეგ ალბათ ყველაზე კარგათ.

Posted by: nika Jan 31 2009, 22:12

RACKER
GPS დაჭირდება კიდევ.

Posted by: RACKER Jan 31 2009, 22:15

QUOTE
GPS დაჭირდება კიდევ.

ვიცი რომ დაჭირდება.
თან აქაც წავიკითხე რომ მასე ჯობია ცალცალკე.
ხოდა რა ღირს ეგ ჯპს მაგაზე რომ შეერთდეს ისეთი.
რითი ერთდება საერთოდ Bluetooth -ით.
ძალიან სუსტი კომპი ხომ არ არის ეგ.
რამდენის გადახდა ღირს მაგაში?

Posted by: nika Jan 31 2009, 22:39

RACKER
პოკეტი ბანძია. პატარა ეკრანი და 320X240 გარჩევადობა. თუ ყიდვაა ბარემ რამე ნორმალური იყიდე. BT ჯიპიესი $50-მდე ღირს ამაზონზე.

Posted by: RACKER Jan 31 2009, 22:44

QUOTE
პოკეტი ბანძია. პატარა ეკრანი და 320X240 გარჩევადობა. თუ ყიდვაა ბარემ რამე ნორმალური იყიდე. BT ჯიპიესი $50-მდე ღირს ამაზონზე.

ხო ესეიგი არ მირჩევ არა.
კარგი მაშინ ისევ ამაზონიდან ჩამოვიტან.
ნევეგზე ისე უკეთესი ფასებია მგონი

კარგი დიდი მადლობა ნიკა რჩევისათვის

Posted by: nika Jan 31 2009, 22:52

RACKER
ნევეგი რა არის?

Posted by: RACKER Jan 31 2009, 22:58

აი ეს

http://www.newegg.com
ტექნიკა ყველაფერი ბევრათ იაფია ვიდრე ამაზონზე

Posted by: DAVIDUS Jan 31 2009, 23:02

რავარც იქნა ჩამომივიდა garmin 300 colorado, მაგრა მომეწონა, აქამდე არ მქონია ჯიპიესი. მარტის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილ შეჯიბრისთვის დავიწყეთ მზადება. გუგლის რუქებთან საკმაო ცდომილებებს იძლევა, სამხედრო რუქებთანაც სხვაობა მოგვცა, მაგრამ სამხედროებს სპეციალურად ჰქონიათ კოორდინატების ცდომილება (მტრის დასაბნევად smile.gif ). ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტოპიკს თავიდან ბოლომდე გადავიკითხავ, მინდა რუქების ჩაწერა, თუ რამე პრობლემები შემექმნება დახმარებას გთხოვთ.
ერთი კითხვა მაქვს, სხვა ჯიპიესიდან შეიძლება ჩატვირთული რუქების გადმოწერა?

Posted by: RACKER Jan 31 2009, 23:05

ისე მე რა კომპიც დავწერე ზემოთ ეგ 40 ლარად იყიდება

Posted by: nika Jan 31 2009, 23:55

DAVIDUS
ისეთი არაფერი ცდომილება არ უნდა მოგცეს. სამხედრო რუკებში რუსულებს თუ გულისხმობ მანდ სპეციალურად არაა ცდომილება. უბრალოდ მანდ სხვა კოორდინატთა სისტემაა და 100 მეტრს მოგცემს აცდენას ზუსტად.

RACKER
40 ლარად ცხადია ღირს.

ხო ნევეგი კი არა და ნიუეგი.

Posted by: RACKER Jan 31 2009, 23:58

QUOTE
40 ლარად ცხადია ღირს.

მაშინ ნიკა თუ ძალიან არ შეწუხდები ამაზონიდან იქნება დადო ბმული ისეთი მოდულის მაგაზე რომ წავა?
დიდად მადლობელი დაგრჩები

Posted by: nika Feb 1 2009, 00:01

ნეწეგგ.ცომ-ზე ჰოლუხ-მ1000 ვერ ვნახე საერთოდ. გარმინის ნავიგატორები კიდე ისეთივე ფასშია რაც ამაზონზე უბრალოდ არჩვეანი გაცილებით მცირეა.

Posted by: RACKER Feb 1 2009, 00:05

QUOTE
ნეწეგგ.ცომ-ზე ჰოლუხ-მ1000 ვერ ვნახე საერთოდ. გარმინის ნავიგატორები კიდე ისეთივე ფასშია რაც ამაზონზე უბრალოდ არჩვეანი გაცილებით მცირეა.

ნიკა ამაზონზე ეგ მოდელი რომ ჩავწერე ბევრნაირი ამომიგდო სხვადასხვა ფასებით
ყველაზე იაფიანი 28$ იანი იყო
რა განსხვავებაა მაგათ შორის.
თუ ეგ 28 დოლარიანი მაწყობს ვუკვეთავ ეხლავე და ნავიგაციაც მექნება,
მერე მაგაში რუკებს პირდაპირ ჩავწერ ხო?

Posted by: nika Feb 1 2009, 00:12

RACKER
ნახე გამყიდველის რეიტინგი ნორმალური რომ იყოს. დანარჩენში ეგ ამაზონზე ეგრეა ხოლმე ერთი და იგივე საქონელს ბევრნაირად გიგდებს და დიდი არჩევანია ხოლმე.

ხო რუკებს მაგაში ცხადია ვერ ჩაწერ. ეგ უბრალოდ მიმღებია და მეტი არაფერი. მაგას კომპი უნდა მიუერთდეს, მობილური ან პოკეტ პისი.

Posted by: RACKER Feb 1 2009, 00:16

QUOTE
ნახე გამყიდველის რეიტინგი ნორმალური რომ იყოს. დანარჩენში ეგ ამაზონზე ეგრეა ხოლმე ერთი და იგივე საქონელს ბევრნაირად გიგდებს და დიდი არჩევანია ხოლმე.ხო რუკებს მაგაში ცხადია ვერ ჩაწერ. ეგ უბრალოდ მიმღებია და მეტი არაფერი. მაგას კომპი უნდა მიუერთდეს, მობილური ან პოკეტ პისი.

მაგაში რომ ვერ ჩავწერ ვიცი. კომპში უნდა ჩავწერო. მთლად შუა ქალაქში რომ სანდროა ეგეთი არ ვარ biggrin.gif biggrin.gif

ხვალვე ვიყიდი მაშინ იმ კომპს და მაგასაც შევუკვეთავ
მეტი ხომ არაფერი არ მინდა?
თუ რამე ბარემ ერთად შევუკვეთავდი

Posted by: nika Feb 1 2009, 00:47

RACKER
მეტი რუქები გინდა კიდევ.

Posted by: RACKER Feb 1 2009, 00:50

QUOTE
მეტი რუქები გინდა კიდევ.

რუქბს მერე აქ ვიშოვი იქედან რას ჩამოვიტან

Posted by: zura1982 Feb 10 2009, 15:08

QUOTE(' date='Nov 30 2006, 13:09 @ Nov 30 2006, 13:09) *

ჯეოლენდ გეს სტიკერებს თუ დაიკრავთ მანქანებზე თუნდაც 1 წლის განმავლობაში, მაშინ ალბათ თხოვნა არ დაგჭირდებათ უფასოდ ჩაგიწერენ რუქებს. თუ დაინტერესდებით მე დაველაპარაკები.

მაინტერესებს მობულური ტელეფონი, რომელსაც GPS აქვს შეასრულებს GPS Navigator ის ფუნქციას?

Posted by: vako Feb 10 2009, 15:37

zura1982

ციტატა
მაინტერესებს მობულური ტელეფონი, რომელსაც GPS აქვს შეასრულებს GPS Navigator ის ფუნქციას?

ძალიან ცუდად მაგრამ შეასრულებს, ცუდი GPს მიმღებები აქვს მობილურებს....

Posted by: Neo Feb 10 2009, 16:00

vako

ჩემი Nokia N95 რომ კარგად მუშაობს?


biggrin.gif

გააჩნია მოთხოვნები რა გაქვს ჯიპიეს ნავიგატორთან

Posted by: vako Feb 10 2009, 16:06

Neo
ჩემ GPს მიმღებთან შედარებით, ნოკიას მიმღებები (N95 და 5800 express music) ძალიან სუსტია, ჩემი მიღები რო 3-5 მეტრს წერს სიზუსტეს, ტელეფონის მიმღებები 40 მეტრს აჩვენებს biggrin.gif

Qstarz extrem მაქვს gps მიმღები (usb + bluetooth navigation)

Posted by: nika Feb 10 2009, 16:37

Neo
შენი მანქანა ტენტიანი არაა? რკინის სახურავიანში სცადე აბა.

თუმცა ეგ პრობლემაც დაძლევადია. გარე მიმღები უერთდება.

vako
სიზუსტე ეგ პირობითია. 40 მეტრს თუ ანახებს ჩათვალე რო ტრუპია. ნებისმიერ მომენტში დაკარგავს სიგნალს. რეალურად უნდა ნახო რამდენ ტანამგზავრს იჭერს. ჩემი ჰოლაქსი როგორც წესი 7 თანამგზავრს მაინც ხედავს. საოცრებაა მარა არეკლილი სიგნალების დაჭერა შეუძლია. სახლში სამხრეთით გამავალ ფანჯარასთან ცღდილოეთით მდებარე თანამგზავრებს იჭერს ხოლმე.

Posted by: vako Feb 10 2009, 17:00

nika
თქვენი პოსტით დაინტერესებულმა ეხლა შევამოწმე ჩემი მიმღები, დასავლეთის ფანჯრიდან 4 სატელიტი დაიჭირა დასავლეთით და 3 აღმოსავლეთით rolleyes.gif , მობილურის (nokia 5800) gps-მაც დაიჭირა იგივე სატელიტები ოღონდ მტლიანობაში საკმაოდ ცუდი მიღებით, 2 აღმოსავლეთის სატელიტის სიგნალი კი საერთოდ მინიმუმზე იყო biggrin.gif

Posted by: Neo Feb 10 2009, 17:06

nika

წინა საქარე მინის დამჭერი წყვეტს მეტალის სახურავის პრობლემას.

ტრეკს მშვენივრად იწერს და ადგილმდებარეობას მშვენივრად აჩვენებს.

რუქებზე არ მიწვალია ჯერ და არც მჭირდება.

ჭილზე შეჯიბრის დროს ორიენტირება არ გამჭირვებია ჩემი ტელეფონით (უბრალოდ ხელით მომიწია შეყვანა, დიდგორზე კი უკვე ფაილად შეიძლებოდა წერტილების შეყვანა).

ისე ვფიქრობ VAKO-ს ნაირი მიმღები ვიყიდო და მივუერთო ჩვეულებრივ ლეპტოპს.

საინტერესოა google pro-ს თუ ექნება ონლაინ თრეკინგის მხარდაჭერა თავის რუქაზე, სახლში უნდა დავაყენო საღამოს და ვცდი.

vako

QUOTE
გააჩნია მოთხოვნები რა გაქვს ჯიპიეს ნავიგატორთან
- მეთქი biggrin.gif

Posted by: nika Feb 10 2009, 19:05

Neo

ციტატა
წინა საქარე მინის დამჭერი წყვეტს მეტალის სახურავის პრობლემას.

დატესტილი მაქვს და არ წყვეტს სამწუხაროდ. გარდა ამისა სადმე ღრმა ხეობაში ან უღრან ტყეში როცა ხარ ...
დიდგორი-2008-ზე არაერთხელ დაკარგა თანამგზავრები ჩემმა eTrex Summit-მა როცა Holux-ს მაგისი ნიშნებიც კი არ ჰქონდა. მოკლედ თუ ეგ GPS გაქვს ცხადია არაა ცუდი მარა ახლის ყიდვაზე როცა ფიქრობ მინიმუმ Sirf Star III-ს დონის დაჭერა უნდა ჰქონდეს. Holux კიდე ძაან მაგარია. იმ დღეს მანგლისში რო ვიყავით 9-11 თანამგზავრს იჭერდა მანქანაში ჯიბეში როცა მედო.

გუგლს რაც შეეხება გიგას აქვს დატესტილი და მუშაობსო. პაგისთვის პრო ვერსია არაა საჭირო პლუსიც მუშაობს.

Posted by: irakli Feb 12 2009, 14:11

გუგლმა ჩვეულებრივ ვერსიას დაუმატა პლიუსის ოფციები, ასე რომ აწი უფასოდ შეიძლება რეალტაიმის და გავლილი ტრეკების ნახვა გუგლში.

Posted by: nika Feb 12 2009, 14:14

ვაა. განვაახლებ აბა ვერსიას.

Posted by: nika Feb 12 2009, 14:31

ეტყობა შეცდომაა ისევ. ნუ ყოველ შემტხვევაში ჩემ გარმინთან ისტორიული მონაცემების გაცვლა არ უნდა. მოწყობილობაზე დაიწერა Transfer Complete და გუგლი წერს რომ ვერ იპოვა გარმინის ტიპის მოწყობილობა.

ახლა real time-ში ვნახავ თუ იზავს.

ვაა. მაპ სორსით რო დავანახე ახლა ესეც ხედავს. მოკლედ ჩავთვალოთ რო მუშაობს ეს ფუნქცია.

Posted by: Neo Feb 12 2009, 15:39

nika

მეც ჰოლუქს ვფიქრობ. ვაკოს ვეთხოვები (თუ მათხოვა wink.gif ), გავტესტავ და მერე გადავწყვიტავ ყიდვას.

გუგლმა პლუსი სულ გააუქმა, დატოვა მარტო პრო, რომელიც 400 დოლარი ღირს წელიწადში, პლუსის ხელმომწერებს კი სპეციალურ ფასად სთავაზობს (99 აშშ დოლარი) და თან 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით უფასოდ.

ისე უწერიათ რომ პრო-ს და ჩვეულებრივის გარჩევადობა იგივეაო, დამატებით ფუნქციებშია სხვაობა, GIS მონაცემების ამოღება შეიძლება და უფრო დიდი რეზოლუციის სურათების დამახსოვრება, ვიდრე უფასო ვერსიიდან.



Please note that the imagery in both Google Earth and Google Earth Pro is exactly the same as the imagery in Google Earth Plus.

Posted by: nika Feb 12 2009, 18:40

მოკლედ დაივიწყეთ გუგული დეიდა. ნუ ეს ისე ხუმრობით. ამ წუთას დავტესტე უსერიოზულესი პროგრამა Franson GPSGATE. გატეხილი ვერსია დავითრიე პოკეტისთვისაც და დიდი კომპისთვისაც.

რა შეუძლია ამ პროგრამას.
1) მიიღოს ნებისმიერი ტიპის GPS მონაცემები (მაგალითად ახალი თაობს გარმინის) და გადააქციოს ნებისმიერ მონაცემში. ახალ გარმინებში მოიხსნა NMEA-ს პრობლემა.
2) შექმნას ნესბისმიერი რაოდენობის პორტები. შედეგად GPS-თან მუშაობა შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროგრამას და თანაც აწარმოებს ტრეკის ჩაწერას ამ პროგრამებისგან დამოუკიდებლად.
3) და რაც მთავარია! საშუალება აქვს უფასოდ(!) გააგზავნოს gprgate.com სერვერზე თქვენი მდებარეობის მონაცემები. ხოლო იქ ნებისმიერს შეუძლია ნახოს თქვენი მდებარეობა.

ამ წუთას დავრეგისტრირდი იქ და ვუყურებ ჩემ თავს. ცხადია ამ დროს ხმარობს გუსლის რუკებს.




ხო და კიდევ. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაშI რაც იქ ვაგზავნი მონაცემებს ტრაფიკმა შეადგინა 10 კილობაიტი!!!

ამ ეტაპზე მე პირადად გამიჩნდა ასეთი პრობლემა. ჩემი პოკეტი GPS-საც და მობილურსაც უკავშირდება BT-თი. და ცხადია ორივეს ერთდროულად ვერ იზავს sad.gif. გამოსავალი კი მაქ მივაერთო გარმინის GPS და ... მარა ჩემი გარმინი საკმაოდ ცუდ მიღებიანია. მოკლედ რამე უნდა მოვიფიქრო.

Posted by: nika Feb 12 2009, 18:53

ესეიგი ცოტა ცუდად მცოდნია მე Bთ-ს შესახებ. ორივე დაუკავშირდა უპრობლემოდ და აი ახლა ჩემ მონაცემებს ვაგზავნი სერვერზე. მობილურით!

Posted by: nika Feb 12 2009, 19:30

ვისაც სურვილი აქ შეგიძლიათ ნახოთ რეგისტრაციის შემდეგ invite მიეცით და იქ ვარ nikusha.

Posted by: nika Feb 12 2009, 20:16

IPB-ს სურათი

აი მე აქ ვარ ახლა. პლიუს მე ტრეკსაც მანახებს ცჰემსას. იდეაში სხვებსაც უნდა ანახებდეს ხვალ დავტესტავ.

ტრაფიკი მინიმალურია. 15 წამიანი განახლება მქონდა ჩართული და ნახევარ საათში 60 კილობაიტი იყო.

Posted by: irakli Feb 12 2009, 20:22

აბა აწი რეალ ტაიმში იქნება შესაძლებელი გასვლების ტრეკის ნახვა, თუ ტელეფონი იჭერს იქsmile.gif

და ოფიციალურად მაგ პროგრამის ყიდვა არ შეიძლება? ვიყიდე პლიუსი, სულ ტყვილა არ გააკეთა რეალ თაიმში ორეგონთან. ახლა უფასო მაქვს პრო, მაგრამ ეგეც არაფრის მაქნისია. იქნებ მაგ პროგრამამ იმუშაოს ორეგონთან?

Posted by: nika Feb 12 2009, 20:26

irakli
ოფიციალურად მგონი $30 ღირს პოკეტის ვერსია და მაგდენივე ვინდოუსის ვერსია. წესით ორეგონთან უნდა იმუშაოს და მერე ორეგონის მიერ მიღებული მონაცემები გუგლში უნდა გაუშვას. ძაან სერიოზული პროგრამაა.

ხო მობლურის დაჭერას რაც შეეხება. თუ კავშირი გაწყდა ბუფერში იმახსოვრებს და როგორც კი აღდგება უშვებს მთლიან მონაცემებს სერვერზე wink.gif ასე რომ წყვეტების არ ეშინია.

Posted by: nika Feb 13 2009, 20:40

დღეს ბევრი რამე დავტესტე ამ პროგრამის ამბავში. მოკლედ ასეთი მაგარი რამეა რო რავი, სამსახურში რო გავალ ვყიდულობ $30-ად. ნაღდად ღისები არიან ავტორები რომ გადაუხადო.

რა გავაკეტე დღეს. ბევრი ვათვალიერე პროგრამის ინტერფეისი და ვნახე რომ აქვს სერვერზე მონაცემების როგორც გაგზავნის, ასევ მნიღების ფუნქცია. შედეგად

1) ჩემი BT ჯიპიესი მობილურით აგზავნის ინტერნეტში მონაცემებს.
2) დიდ კომპზე ჩართული GPSGATE client კი იღებს ამ მონაცემებს. რას ნიშნავს მისთვის მონაცემების მიღება? ეგ იგივეა როგორც მას GPS მიუერთო. ანუ სულერთია მისთვის ონაცემებს საიდან მიიღებს. მთავარია მიიღოს საიდანმე.
3) მიღებული მონაცემები მას შეუძლია: გააგზავნოს ვირტუალურ კომ პორტზე (ოზიექსპლორერმა რომ იმუშაოს), ჩაწეროს ტრეკის სახით, გააგზავნოს ინტერნეტში (ისევ biggrin.gif) და ასევე მიაწოდოს Google Earth-ს.

შედეგად მონაცემები უკვე ვებ ინტერფეისში კი არ გვექნება - Google earth-ში დავინახავთ!
იმავდროულად ოზიშიც იქნება.

Posted by: irakli Feb 13 2009, 20:54

ციტატა(nika @ Feb 13 2009, 16:40) *

დღეს ბევრი რამე დავტესტე ამ პროგრამის ამბავში. მოკლედ ასეთი მაგარი რამეა რო რავი, სამსახურში რო გავალ ვყიდულობ $30-ად. ნაღდად ღისები არიან ავტორები რომ გადაუხადო.

მეც სიამოვნებით ვიყიდი თუ ორეგონს მიუერთდა

Posted by: kos_ta Feb 13 2009, 20:57

ვა რა მაგარი რაღაცაა!!!

პრინციპში თუ ვინმეს GPS-მობილი აქვს ნოკია ან რამე მაშინ შეგიძლია პირდაპირ დაინახო რეალური ადგილმდებარეობა და დაჟე ტრეკიც ჩაწერო? !!! მაგარიააა
გაუშვი მობილზე ეგ პროგი, ჩაუდე ვინმეს მანქანაში და უყურე პირდაპი ეთერში სად მოძრაობს smile.gif

Posted by: GIRA Feb 13 2009, 21:11

მირჩიეთ რომელი ჰოლაქსი ავიღო რაააა.
http://www.amazon.com/Holux-M-1000-Notebook-Bluetooth-Receiver/dp/B000QJFOTM/ref=pd_bbs_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1234544289&sr=8-1

http://www.amazon.com/Channel-Bluetooth-Receiver-Smart2go-Navigation/dp/B000VVD582/ref=pd_bbs_2?ie=UTF8&s=miscellaneous&qid=1234544289&sr=8-2

http://www.amazon.com/Holux-GPSlim-Bluetooth-laptop-Receiver/dp/B000AOMPS6/ref=pd_bbs_3?ie=UTF8&s=electronics&qid=1234544289&sr=8-3


Posted by: jado Feb 13 2009, 21:16

nika.
მაგის მსგავსი პროგრამა მაქვს თუ დაინტერესდებით, რა თქმა უნდა უფასოდ ინტერნეტიდან გადმოვწერე. ოღონდ ნოკიასთვის არის, სხვა მობილურისთვის უბრალოდ არ მიძებნია. მე ნოკიაში დავტესტე მუშაობს მხეცივით. მთავარია ცოტა ანგარიშზე იყოს თანხა მონაცემების გასაგზავნი.

Posted by: nika Feb 13 2009, 21:23

irakli
100% მიუერთდება. 3 ტიპის გარმინის ინტერფეისი აქვს in-ში და ასევე out-შიც შეუძლია გარმინის იმიტაცია muagar.gif

Posted by: jado Feb 13 2009, 21:26

http://www.gmap-track.com/ აქ შედით და Public Map აირჩიეთ. მერე თბილისში რომელი წერტილიც არის ის ჩემი მობილურია

Posted by: nika Feb 13 2009, 21:30

jado
საინტერესოა ეგ რა პრინციპით მუშაობს.

Posted by: jado Feb 13 2009, 21:33

მობილური ინტერნეტიტ აგზავნის მონაცემებს სერვერზე და იქიდან ყველას შეუზლია გიყუროს უნდა დარეგისტრირდე. მე 2 დგის წინ მთელი თბილისი მოვიარე და სახლში ყოველ მეტრს უყურებდნენ სად დავდიოდი. რუქა გოოგლე მქონდა არჩეული

საცდელად შემიზლია გავიდე მანქანით და თქვენ დააკვირდით როგორ მუშაობს

Posted by: shalva-zimin Feb 13 2009, 21:38

მორჩა! ნიკუშ შენს სპორტულ კარიერას წერტილი დაესვა biggrin.gif შეჯიბრზე ყველა შენ გამოგეკიდება და როგორღა მოიგებ laugh.gif laugh.gif
ის დროა უმთავრესი მსაჯი -ორგანიზატორი გახდე(ჩვენი- ვ. ოვჩინნიკოვი)

Posted by: jado Feb 13 2009, 21:40

nika.
ეხლა გავდივარ მანქანით და ნახე როგორ მუშაობს

Posted by: nika Feb 13 2009, 21:48

ხო იგივე პრინციპია მუშაობის. მარა სოფტი უფრო ნავაროჩენნია.

Posted by: jado Feb 13 2009, 21:50

მოკლედ მაგ საიტზეა ეგ სოფტი და ნოკიაზე კარგად მუშაობს, ისე არის სხვა მობილურებისთვისაც გადმოწერისას არჩევა უნდა

Posted by: nika Feb 13 2009, 21:55

jado
ხო დავაყენე ნოკიაზე მარა მერე იმდენი პარამეტრი იყო დავიბენი უცებ biggrin.gif

თან ხო იცი როცა რაღაც გაქ რაც იგივე ფუნქციას ასრულებს გეზარება ახალზე ჩალიჩი.

Posted by: jado Feb 13 2009, 21:57

GPS უნდა შეხვიდე და WEB სლეჟ უნდა ჩართო

Posted by: nika Feb 13 2009, 22:14

jado
ხო გავარკვია მადლობა. უნდა ვჩანდე ალხა მეც. მარა gpsgate-ს უფრო მეტი ფუნქცია აქვს როგორც მე მივხვდი. ანუ მონაცემები დიდ კომპში NMEA ფორმატში მოდის და მერე რასაც გინდა იმას უშვები.

Posted by: jado Feb 13 2009, 22:22

nika.
კი ჩანხარ. კიდე ერთი ნიუანსი, მობილურიდან ნავიგაცია უნდა გაითიშოს სადაც ვებ არის ჩართული იქიდან რო რუქების გადმოწერაზე ფული არ დახარჯოს და ეკოონომიისთვის ინტერვალი გადაცემის შეიძლება გაიზარდოს

Posted by: nika Feb 14 2009, 11:46

ახლა გავატან აჩის ჩემ GPS-ს და მობილურს და დავტესტავთ. მაინტერესებს დიდი ხანი GPRS როგორ იმუშავებს.

Posted by: jado Feb 15 2009, 10:36

nika
დიდგორის ორიენტირების KMZ ფაილი თუ გაქვს შეგიძლია გამომიგზავნო?

Posted by: nika Feb 15 2009, 10:49

jado
სადღაც იდო მოვძებნი

აგერაა. KMZ არაა მარა იგივეა რა KML


Attached File(s)
Attached File  didgori2008.kml ( 14.44k ) Number of downloads: 325

Posted by: jado Feb 15 2009, 10:53

nika
მადლობა ნიკა

Posted by: vako Feb 15 2009, 14:55

GIRA
რამდენათაც ზოგადი აღწერიდან გავიგე ამ სამიდან ყველა მიმღები მარტო ბლუთუსზე მუშაობს, ჩემი აზრით ისეთის ყიდვა სჯობია რომელიც USB-ზეც იმუშავებს და bluetooth-ითაც. და კიდევ, აუცილებლად MTK ჩიპსეტზე უნდა იყოს თორე sirf star ჩიპსეტები საკმაოდ სუსტია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)