IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ზემო აჭარა გურია 2015
nika
post Aug 24 2015, 16:03
Post #1


Unregistered









წავედით 3 მანქანით მე ლევანი და ზურა უსტა. 14-16 აგვისტოს

მონაყოლს სურათებს მივაწერ.

ტრეკი
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...2t8&usp=sharing


Attached File(s)
Attached File  20150816baxmaro.rar ( 392.98k ) Number of downloads: 246
Go to the top of the page
+Quote Post
rezident
post Aug 24 2015, 16:44
Post #2


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 9,287
Joined: 6-October 09
Member No.: 4,214
მანქანა: MAGDU



რაღაი შენ ცოცხალი ხარ ტრეკი კი არა თუ გინდა რაბინია იზაურას ყველა სერია დადე biggrin.gif


--------------------
www.ipcenter.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beka
post Aug 24 2015, 17:12
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



რამდენი გიწვალიათ biggrin.gif


--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIVI-ა
post Aug 24 2015, 17:37
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,139
Joined: 14-January 14
Member No.: 6,051
მანქანა: ველიკი



საკაიფოდ გივლიათ. რა გააფუჭეთ ეხლა ის მოყევი. ფორუმი დაიზმენებული იყო რომ არ ჩანდი 1 კვირა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beka
post Aug 24 2015, 21:45
Post #5


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



ციტატა(GIVI @ Aug 24 2015, 17:37) *

საკაიფოდ გივლიათ. რა გააფუჭეთ ეხლა ის მოყევი. ფორუმი დაიზმენებული იყო რომ არ ჩანდი 1 კვირა.


ოპელით გაყვებოდი crazy.gif


--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 24 2015, 21:48
Post #6


Unregistered









ციტატა(rezident @ Aug 24 2015, 16:44) *

რაღაი შენ ცოცხალი ხარ ტრეკი კი არა თუ გინდა რაბინია იზაურას ყველა სერია დადე biggrin.gif

რა პრობლემაა?
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1227022

ციტატა(beka @ Aug 24 2015, 17:12) *

რამდენი გიწვალიათ biggrin.gif

ცოტა პირველ დღეს როდესაც გზას ვიკვლევდით, დანარჩენი წვალება უკანა გზაზე იყო ტრასაზე 40-50-ით სიარული
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 24 2015, 22:26
Post #7


Unregistered









სანამ ჩემი ფოტოები მომზადდება გთავაზოვთ კახა ხიმშიაშვილის ფოტოებს
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...i/ZarzmaAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...aVillageAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...usRegionAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...khatauriAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...etiGuriaAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...chiGuriaAug2015
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...atiGuriaAug2015
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Aug 25 2015, 00:10
Post #8


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



ძალიან ვისიამოვნე ამ მოგზაურობით. თუშეთის მერე ასეთი შთაბეჭდილება პირველად მივიღე. განსაკუთრებით ულამაზესი ხედები იშლება ხულო-ბახმაროს გზიდან, რომ გადადიხარ სოფელ გომის მთის მიმართულებით. მინდა ავღნიშო, რომ მაღალი მთის მიუხედავად საკმაოდ ბევრი და თანაც მჭიდროდ დასახლებული სოფლებია. 2-3 კმ-ს ვერ გაივლი, რომ სოფელი არ შეგხვდეს. გასაკვირი ის, არის, რომ ეს ყველაფერი 2000-2500 მ-ზე ხდება.
ნიკა მომეხმარება იმ სოფლის დაახელების გახსენებაში სადაც მან აჭარელი პაპა ჩაისვა რომელიც მეზობელ სოფელში მევალესთან საქმის გასარჩევად მიდიოდა. ეს სოფელი ზუსტად 2400 მ სიმაღლეზე იყო.


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Aug 25 2015, 00:13
Post #9


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა. ფაქტიურად ყველა სოფელში გვეხვეწებოდნენ, რომ მათთან დავრჩენილიყავით სტუმრად smile.gif


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 00:33
Post #10


Unregistered









Levani
ციტატა
ნიკა მომეხმარება იმ სოფლის დაახელების გახსენებაში სადაც მან აჭარელი პაპა ჩაისვა რომელიც მეზობელ სოფელში მევალესთან საქმის გასარჩევად მიდიოდა. ეს სოფელი ზუსტად 2400 მ სიმაღლეზე იყო.

მერია ყელი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 10:37
Post #11


Unregistered









დილით 6-ზე გავედით ქალაქიდან. გზად ახალციხეში ლევანიმ სამწვადე იყიდა ბაზარში AKHALTSIKHE BAZAAR (აქ და შემდგომში რუკაზე წერტილების სახელებია).
ხედი გოდერძისკენ მიმავალი გზიდან ზარზმაზე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გოდერძის უღელტეხილზე აღმართში გაქვავებული ტყის ნარჩენები ვნახეთ PETRIFIED FOREST.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს კი ხედი მეშუმის მიდამოებისკენ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დაახლოებით 12 საათზე ვიყავით უღელტეხილზე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 11:16
Post #12


Unregistered









გოდერძის უღელტეხილი გადადის არსიანის ქედზე რომელიც წყალგამყოფია შავი და კასპიის ზღვის აუზებს შორის.

ხედები გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბისკენ მიმავალი გზიდან აჭარის მხარეს.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს ახალი საბაგიროა რომელიც წელს უკვე სატესტო რეჟიმში ჩართეს.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მწვანე ტბასთან (GREEN LAKE) ოპელი და კიდევ რაღაც პატარა მანქანა დაგვხვდა.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მე ტბაზე არ ჩავსულვარ (შარშან ნანახი მქონდა) მანქანებთან დავრჩი. ტბასთან მეორე მხრიდანაც მივედით და წავიხემსეთ და შემდეგ ბექას ტრეკით გავუყევით გზას.

ერთი განმარტება. ადგილობრივებთან შემდგომი საუბრებისას გავარკვიეთ რომ აჭარაში მთის საზაფხულო სოფლებს ეძახიან "მთა"-ს. ანუ მაგალითად არის სოფელი დიდაჭარა და "მთა" დიდაჭარა. იმისათვის რომ ნამდვილ რელიეფის მთაში არ აგერიოთ, რუკაზე ასეთ "მთებს" დავარქვი სოფელმთა. შემდგომში შემოკლებით სმ-ს დავწერ.
მაშ ასე მწვანე ტბიდან მოვხვდით სმ დიდაჭარაში და იქიდან სმ ალმაში. შემიძლია ვთქვა რომ ჩემს მიერ ბექასთვის შარშან გახაზული ტრეკი აშკარად არაოპტიმალურია. ბევრად მოკლე გზებითაც შეიძლება ამ სმ-ების გავლა. ჩვენ კი სრულად წრე დავარტყით. თუმცა ეთნოგრაფიის მოყვარულებისთვის ეს გზა უფრო საინტერესო იქნება ალბათ.
ამის შემდეგ ავედით ქედის თხემზე და დაიწყო აღმართები.



ახლო პლანზე სმ ალმა, ცოტა უკან და დაბლა სმ დიდაჭარა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს კი თვითონ თხემია რომელზეც ავედით. აქედან გზა ჩადის სოფელ გელაურაში რომელიც ჩვენ შარშან გავიარეთ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

თხემის მოპირდაპირე მხარესაც რაღაც სახლებია
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს კი ჩვენ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ეს მწვანე ტბა არ გეგონოთ. იქ ახლოს კიდევ რამდენიმე ტბაა და მათ შორის ერთ-ერთია.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

იგივე ხედები ოდნავ სხვა კუთხით.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 11:25
Post #13


Unregistered









ცოტა ხანში გზა არსიანის ქედის თხემზე ავიდა და ადგიგენის ხედები გადმოიშალა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

წინ არის მდ. ქვაბლიანის ხეობა. ჩვენი მიზანია ამ ხეობაში ჩასვლა დაახლოებით სოფელ კიკიბოში (KIKIBO). შემდეგ ამ ხეობას უნდა ავუყვეთ ბადიშის უღელტეხილისკენ (BADISHI PASS) და ამის შემდეგ სმ კიკიბოს გავლით ჭიდილას უღელტეხილით ბახმაროში გადავიდეთ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

პანორამა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სმ კეხოვანი უნდა იყოს ეს
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ისევ ჩვენი გზა და ქვაბლიანის ხეობა წინ. დაღმართი სერიოზული უნდა იყოს. დაახლოებით 2100-2200 მეტრზე ვართ. მდინარე 1400-1500-ზეა და ხეობაში გამავალი გზა მეორე ნაპირს მიუყვება.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ქვაბლიანის ხეობის სოფლები მოხე, ზედუბანი და ა.შ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ჩვენ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

აი ეს კი უკვე მწვანე ტბაა.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 11:34
Post #14


Unregistered









ამ ფოტოებზე ჩანს ჩვენი გზა ალაგ ალაგ. ასევე ქვაბლიანის ხეობა და უკანა პლანზე აჭარა-იმერეთის ქედი, რომელზეც გურიის მხრიდან ნისლები გადმოდის.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შარშან ბექა აქეთ გავუშვი და გაიარა ამ სმ-ებში. თუ არ ვცდები უფრო უკან და შუისკენაა სმ კუნტულეთი, ხოლო დაბლა და მარჯვნივ კვალმინდორი ან ქვაბის ჯვარი (რუკაზე არ დამიტანია, შეგიძლიათ ოსმ-ზე ნახოთ).
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მაგრამ მანამდე ეს მონაკვეთია გასავლელი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ამ მომენტში მოვაწყეთ პატარა თათბირი. კიკიბოსკენ ჩამავალი გზა არც ისე ნავალი ჩანდა. გვქონდა ალტერნატივა, ბექას მიერ გავლილი ცუდი დაღმართის ასარიდებელი გზა მოგვეძებნა სმ ნათელათიდან ქვაბლიანის ხეობაში. თუმცა აქვე ჩანდა ერთი საკმაოდ ნავალი გზა რომელიც მიდიოდა უსახელო სმ-სკენ (SOFELMTA). ვიფიქრეთ რომ შეიძლება ქვაბლიანში აქედანაც ჩადიოდა გზა თან უკეთესი. ამიტომ მივადექით მას.

დაგვხვდა ასეთი მოულოდნელი სტადიონი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 11:47
Post #15


Unregistered









ადგილობრივებს გავესაუბრეთ და აქედან მდ. ქვაბლიანისკენ მხოლოდ ბილიკები ჩადისო. კიკიბოში კი საერთოდ არააო გზა. დავბრუნდით უკან. ამ ადგილიდან ჩანდა რომ ის უვალი გზა კიკიბოსკენ შემდეგ საკმაოდ ნავალი ხდებოდა. ამიტომ დავუბრუნდით ისევ მაგ გზას და ჩავედით სმ მოხეში. აქ ბევრი გამოკითხვით გავიგეთ რომ კიკიბოში ან ჩავიდოდით ან არა. გზა ქვევით კი ჩადიოდა, მაგრამ კიკიბოზე უფრო დაბლა და მერე აქეთა ნაპირს მიუყვებოდა, მოკლედ საკმაოდ დიდი წრე გვიწევდა. თუმცა მერე ერთი ქალი გამოჩნდა და სხვა გზა მიგვასწავლა ასე შეიძლება ჩახვიდეთო. რუკაზე თუ უყურებთ ვართ SOFELMTA MOKHE-ში. აქედან წავედით DOWNHILL STOP წერტილამდე და აი რატომ გავჩერდით მანდ. გზა მარჯვნივაც მიდიოდა და მარცხნივაც. ზევიდან რომ ვნახეთ ჩვენ ის გზა მარცხნივ იყო თუმცა აღმართი იყო. ჩვენ კი დაღმართი გვინდოდა ამიტომაც მარჯვნივ წავედით. სადღაც მდელოზე მარცხნივ წადითო სოფელში გვითხრეს მაგრამ ეს სხვა მდელო უნდა ყოფილიყო. მოკლედ მივდიოდით 3 ხიდიანების ნავალი გზით. რომელიც შუაში საკმაოდ ჩახრამული იყო ალაგ ალაგ, და თან მიმართულება კიკიბოსკენ არ გვეჭირა. იქ ქვევით "ტენდერის ხალხი" უნდა ყოფილიყო და იქიდან უკვე კარგი გზები. ახლა გუგლზე რომ ვუყურებ ვხედავ რომ 400-ოდე მეტრში გზა მარცხნივ გაიყოფოდა და სოფელი დერცელისკენ ჩავიდოდა, ან არ ჩავიდოდა. ასეა თუ ისე დავტრიალდით (რაც არ იყო მარტივი ამ ვიწრო გზაზე) და ახლა უკვე მარცხენა გზით წავედით. თავიდან გზა საკმაოდ ნავალი იყო. ა/ტ საბურავის ნაკვალევებიც იყო. მაგრამ მალე ძირითადი გზა საერთიდ გაქრა და მიგდებული გამოდგა (ABANDONED ROAD) ხოლო ნავალი გზა ტყის ჭრის ადგილთან მივიდა და ასევე დასრულდა (END OF ROAD). დრო უკვე 5 საათს უკაკუნებდა. ფაქტიურად ბახმაროში დღეს მისვლის იმედები აღარ გვქონდა, დავტრიალდით და ისევ ბექას მიერ გავლილი გზით გავნაგრძეთ სიარული სმ ნათელათისკენ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 11:50
Post #16


Unregistered









ეს ხედები სმ ნათელათისკენ მიმავალ გზაზე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 12:34
Post #17


Unregistered









ნათელათიდან PPC DOWNHILL START ადგილამდე ძალიან ნავალი გზა იყო რომელიც მაგ წერტილთან ახლომახლო უცაბედად გაქრა. არის ეჭვი (და გუგლზეც ჩანს) რომ ამ ადგილს მარჯვნიდან უვლიან ამჟამად და იქ გადის უკეთესი გზა. მეორე ეჭვია რომ აქ იწყება ტყე და უბრალოდ ტყემდე დადიან ხოლმე შეშაზე და მეტი არა. კიდევ ერთი გზა სავარაუდოდ უნდა იყოს მარცხენა მხრიდან თუმცა უფრო ლიანდებიანი.

ასე თუ ისე ეს დაღმართი ჩავიარეთ. ზაფხულში მშრალზე დიდი პრობლემა მისი გავლა არაა თუ მანქანის დაკაწრვის არ გეშინია. მთავარია არ აცდე მიმართულებას, რასგან უკან ამოსვლა ძალიან ძნელი იქნება ისეთი დაქანებაა. დაახლოებით დაღმართის შუაში გადიხარ მდელოზე და უკვე 3 ხიდიანების გზაზე ხვდები. აქ ქვებიცაა და ჩახრამულიც. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ის მარცხნიდან შემოვლის გზა. PPC DOWNHILL END ადგილას გადიხარ მდელოზე სადაც მდინარეა ქვაბლიანის შენაკადი და იქვე უკვე ქვაბლიანიც.

ალტერგზები. სავარაუდოდ მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ნათელათიდან დაბლა თუ არ დაეჭვები შესაძლებელია გააგრძელო გზა და ჩახვალ სოფელ ნამონასტრევში იქიდან აგარაში და ღორღომით ხულო-ბახმარო გზით ახვალ ბადიშის უღელტეხილზე. დაღმართის დასასრულში სადაც ქვაბლიანს შენაკადი უერთდება, ამ შენაკადს მიუყვება ძალიან ნავალი გზა, გუგლზეც ჩანს ეს გზა სერპანტინით როგორ ადის მთაზე და ჩადის სოფელ მინაძეებში. აქედანაც ღორჯომში ხვდები და ა.შ. სამომავლო მარშუტებისთვის გამოდგება.

ჩვენ კი გვეგონა რომ აწი კარგი გზაა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ხეობაში ჯერ არაუშავდა გზას, თუმცა მალე მდინარე ორად გაიყო. მარცხენა შენაგადს უფრო კარგი გზა გაყვა, ჩვენ კი მარჯვენა შენაკადი გვინდოდა. გზა ჯერ მდინარის კალაპოტით მიდიოდა, შემდეგ მარცხენა ნაპირზე ავიდა, მდინარის ხეობა შევიწროვდა. ძალიან ლამაზი იყო. ამ ეტაპზე უკვე ვფიქრპბდით სად დავბანაკებულიყავით, მაგრამ კარგი ადგილი არ ჩანდა არსად.

ცოტა ხანში სმ-ებიც დაიწყო
ეს უსახელოა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ისევ გვეგონა რომ გვეშველა, თუმცა მთავარი როქქროულინგი თურმე წინ იყო. ბოლო ბოლო როგორც იქნა გავედით სმ კარხალამდე. აქედან უფრო კარგი გზა იყო და ფორდ ტრანზიტიც კი იდგა.

ეს კი ხედებია გზად ბადიშის უღელტეხილისკენ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 12:40
Post #18


Unregistered









უკვე ღამდებოდა და იქვე ბადიშის უღელტეხილთან ვნახეთ მდელო სადაც გავშალეთ კარვები. ლევანიმ და ზურამ მწვადი შეწვეს, ვარსკვლავებიანი ცა და ა.შ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 12:42
Post #19


Unregistered









დილით ბადიშზე ნისლი იყო, რომელიც მზის ამოსვლისას ნელ-ნელა გაიფანტა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 25 2015, 13:01
Post #20


Unregistered









პატარა ექსკურსი გეოგრაფიაში (მოიმარჯვეთ გუგლის რუკა). ვისაც გეოგრაფია არ აინტერესებს გადაახტით ამ აბზაცს

ადიგენი-ხულო-ღორჯომი-ბახმარო გზა 3-ჯერ გადადის ქედებზე. პირველი გასაგებია რომ არის გოდერძის უღელტეხილი არსიანის ქედზე. აქედან ჩავდივართ ხულოში და შემდეგ ხულოდან სოფელ ღორჯომის გავლით ბადიშის უღელტეხილზე ავდივართ. ჩვენ და მოულოდნელად ეს უღელტეხილი ისევ არსიანის ქედზეა და ისევ მტკვრის (ანუ კასპიის ზღვის) აუზში ვხვდებით. უკვე ჭიდილას უღელტეხილი არის აჭარა-იმერეთის ქედზე (იგივე მესხეთის ქედი) და ვხვდებით გურიის მხარეს მდინარეების აუზში.

წინა დღის დაგვიანებამ აგვირია ცოტა გეგმები. ამიტომაც გადავწყვიტეთ დიდიდან ბახმაროში არ გადავსულვიყავით (დღისით იქ არაფერი გვესაქმებოდა) და პირდაპირ გომისმთისკენ გადაგვეხვია. სამწუხაროდ ზურას მოუწია ამ დღეს ჩვენი ჯგუფის დატოვება და ბახმაროთი დაბრუნდა. ჩვენ კი 3 ვარიანტი გვქონდა
1) გადასვლა გომისმთაზე, იქიდან გურიაში ჩასვლა და ამოსვლა ბახმაროში ტრასით.
2) გადასვლა გომისმთაზე, იქიდან ჩასვლა შუახევისკენ სოფ. ირემაძეებამდე და უკან ამოსვლა სოფ. ნაღვარევის მხრიდან. შემდეგ ბახმაროსი დაბრუნება. გზის ნაწილი სოფ. ირემაძეებიდან სმ ტყისველამდე არც ერთ რუკაზე დატანილი არ იყო. თუმცა ხედებიდან ყოველთვის ჩანდა მანდ საკმაოდ კარგი და ნავალი გზა. გარდა ამისა სმ მერია ყელში ძირითადი გზა სწორედ მანდედან უნდა ყოფილიყო.
3) გადასვლა გომისმთაზე, სმ მერია ყელში გაგება არის თუ არა და თუ არის როგორი გზა გადადის ბახმაროსკენ. გადასვლა გომისმთაზე, მერე იგივე გზით უკან დაბრუნება სმ მერია ყელში და შემდეგ ამ ახალი ზით მისვლა ბახმაროში.

ყველა ვარიანტსი ჯერ სმ მერია ყელში უნდა მივსულიყავით და გზად ბევრი სილამაზე გველოდა.

ჯერ იყო ლეგენდარული სმ კიკიბო თავისი ფანტასტიური ხედებით სოფლებზე გორი ყული და ნაღვარევი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

უკანა ტყეში კარგად ჩანს გზა. ეს სწრე ის გზაა რომელიც (2) ვარიანტში უნდა ამოვიაროთ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ისევ ნაღვარევი (მარცხნივ შორს) და გორი ყული
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ისევ აღმართი ტყეში. ხოლო მარცხენა ზედა კუტხეში ჩანს უკვე სმ ტყისველიდან სმ მერია ყელში მიმავალი გზა. მარცხნივ კი სამწყხაროდ ღრუბლებია რომლებიც მალევე მოგვადგებიან sad.gif
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ლევანი ზევით ადის ხედის გადასაღებად
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მანქანები ხევის პირზე.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post

4 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 01:25