IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მარტვილი-ბალდა-ასხი-კინჩხა, 12-13 სექტემბერი 2015
nika
post Sep 14 2015, 10:36
Post #1


Unregistered









ვიყავით ორი მანქანით ჩემი პაჯერო და ზურაუსტას მოკლე 70.

ჯერ ჩავედით მარტვილში და მოვინახულეთ ღვთისმშობლის მონასტერი. შემდეგ სოფელ ბალდადან შევუყევით ქვებიან გზებს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ჯერ მდ. აბაში სათავეებში მდებარე პატარა ნასოფლარს სადაც უამრავი მწყემსი ბინადრობდა. აქედან მალევე გზა მარცხნივ ქედზე წავიდა და თავიდან კაი საშინელი როქქროულინგი იყო. მერე მიხვეულ მოხვეული დაიწყო და ცოტა გვეშველა. სიმაღლე რომ ავკრიფეთ დაიწყო ხედები. ძირითადად აბაშის ხეობა ჩანდა ჯერ. მერე თითქოს ქედივით გადავლახეთ და გამოჩნდა კარსტული ძაბრები. უამრავი. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ბოლოს ავედით თვითონ ასხის პლატოზე აქ ქვები ნაკლებად იყო და უფრო მელოები იყო სადაც მწყემსებს პირუტყვი ყავდა. ამინდს კი არაუშავდა თუმცა მთების დანახვის დიდი შანსი არ იყო. ჯერ ვცადეთ პლატოს შრდილო მხარესკენ ბქას ტრეკით წასვლა, მაგრამ ერთგან ვერ მივხვდით როგორ გადაიარა ხევი (დაღმართI და აღმართი ჩანდა აუვალი). ამიტომ პირდაპირ ძირითადი გადასახედისკენ წავედით. აქედან გადაიშალა ფანტასტიური ხედი ცხენისწყლის ხეობაზე. ცაგერიც ჩანდა. წინ კი მეორე ნაპირზე ხვამლი, ოღონდ ცხადია პროფილში. შეგვეძლო პლატოს ნაპირს ჩრდილოეთისკენ გავყოლოდით, თუმცა ჩანდა რომ წასვლას აზრი არ ჰქონდა, ამ ამინდში მაინც არაფერი გამოჩნდებოდა. აქვე პატარა ჩაღრმავებაში დავეცით ბანაკი და დავტკბით ხედებით ჩამავალი მზის ფონზე. აქ ტელეფონიც იჭერდა. თან ველოდი ვარსკვლავებს მაგრამ რომ დაღამდა ნისლი ჩამოწვა ამიტომ დავიძინეთ.
ღამე ქარი ამოვარდა და ღრუბლები სრულად გაფანტა, მაგრამ დილისკენ გაწვიმდა, ვიცოდით რა რომ წვიმაში კინჩხასკენ ჩასვლა არ შეიძლებოდა ისევ იმ როქქროულინგით ვიხეთქავდით გულს. თუმცა 1 საათში წვიმამ გადაიღო და ქარი ამოვარდა. თან ძალიან ძლიერი წვიმაც არ იყო. მერე ოდნავ მზემაც ამოანათა. წავიხემსეთ და აი ამ დროს გავიგეთ პირველი გრუხუნი, მერე მეორე, თან ჩანდა რომ ეს ყველაფერი ბალდისკენ ხდებოდა და ჩვენსკენ მოდიოდა. წვიმაში არც იმ ქვებზე სიარული იქნებოდა სასიამოვნო. სწრაფი ტემპებით ავკეცეთ კარვები, ამასობაში ღრუბელმა ახლოს ჩაგვიარა და ცაგერისკენ წავიდა, ოდნავ დაგვაწვიმა მაგრამ არაკრიტიკულად. სანამ გზაგასაყარზე გავედით საიდანაც ან ბალდასკენ ან კინჩხასკენ უნდა გვევლო უკვე გამოჩნდა რომ კინჩხასკენ წვიმა არ იქნებოდა, ამიტომაც გავრისკეთ და წავედით აქეთ. ხედები ძალიან ლამაზი იყო. ჩასასვლელი გზა სასყაულად დაკლაკნილი და თან კაპიტალურად აშენებული. დღემდე ამოუცნობია ჩემთვის თუ ვინ და რატომ ააშენა ეს გზა. mygeorgia.ge-ზე 50-იანი და 25-იანი ტოპორუკების შედარებისას ჩანს რომ 25-იანზე ეს გზა არაა ჯერ დატანილი ასეთი სახით. ანუ კომუნისტებს აუშენებიათ 50-80-იან წლებში.
დავეშვით დაბლა. ტყეში რომ შევედით მალევე დაიწყო 3 ხიდიანების ნავალი ადგილები. თუმცა ძირითადად ხერხდებოდა მათი შემოვლა ტყით. დაზვერვა კი უნდოდა საიდან მოგევლო. ცოტა წამოჟინჟლა კიდევაც მაგრამ ისე საშიშად არა. მერე გავედით მდელოებზე და აი აქ გზაბი უარესი იყო. თუმცა აქაც უვლიდი. და ბოლოს მოულოდნელად სოფელთან ახლოს დაიწყო საკმაოდ დიდი დაღმართები სადაც გზასაც ხან უვლიდი და ხან არა. აი სადაც ვერ უვლიდი აი იქ წვიმაში მოხვედრა არასასიამოვნო იქნებოდა ძალიან რბილად რომ ვთქვა. ბოლოს როგორც იქნა ჩავეით ზედა კინჩხაში. იქიდან ავედით კინჩხა ფერდისკენ მიმავალ გზაზე და მოულოდნელად დაგხვდა ასფალტი. გადაწყდა ჩანჩქერებზე ასვლა (2 კმ იყო). ჩანჩქერებისკენაც გააგანიერეს გზა და მაგ მიდამოების მოწყობას აპირებენ პარკინგით და სპეცეფექტებით. ჩანჩქერიდან 50 მეტრში კი პატარა კაფე დაგვხვდა blink.gif
კანიონში აღარ წავედით რადგან დაგვეზარა და თან დრო ისე იყო რომ ზესტაფონის მშენებარე ავტობანს წესით უსაცობოდ გავივლიდით. ამიტომაც დავგაზეთ თბილისისკენ. თუმცა ბოლოს აგარასთან დოღლაურთან კახამ მანახა არქეოლოგიური მექა.
უძველესი სასახლის ნანგრევები.

ფოტოები და ვიდეოები იქნება მერე

გუგლის რუკა
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...-4g&usp=sharing

ტრეკი მიმაგრებულ ფაილშია


Attached File(s)
Attached File  Askhi_plateau.rar ( 221.91k ) Number of downloads: 178
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 11:51
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ნიკა ტრეკიც დადე... გორდიდან ასხზე ასვლა მაქვს გეგმაში და მაინტერესებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 12:20
Post #3


Unregistered









დავდე უკვე wink.gif

გორდიდან თუ ადიხარ გაითვალისწინე რომ არასასიამოვნო აღმართებია. წვიმაში მანდ სიარული ძალიან არარეკომენდირებულია. ჩამოსვლა კი საერთოდ არ შეიძლება crazy.gif
ასევე ტყეში სულ 3 ხიდიანების გაფუჭებული გზებია და უნდა მუარო და ბევრგან წინასწარ არ ჩანს რომელი მხრიდანაა უკეთესი გზა. უნდა გადმოხვიდე, დაზვერო ფეხით და ა.შ.
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 14:47
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ციტატა(nika @ Sep 14 2015, 12:20) *

დავდე უკვე wink.gif

გორდიდან თუ ადიხარ გაითვალისწინე რომ არასასიამოვნო აღმართებია. წვიმაში მანდ სიარული ძალიან არარეკომენდირებულია. ჩამოსვლა კი საერთოდ არ შეიძლება crazy.gif
ასევე ტყეში სულ 3 ხიდიანების გაფუჭებული გზებია და უნდა მუარო და ბევრგან წინასწარ არ ჩანს რომელი მხრიდანაა უკეთესი გზა. უნდა გადმოხვიდე, დაზვერო ფეხით და ა.შ.

ერთი მანქანით წასვლა სისულელეა შენი დახასიათებიდან ასე გამოდის smile.gif მთის ამინდს რას გაიგებ, რომ მოწვიმოს მაგ აგმართზე ჯალამბარს იხმარ? ან ჯაჭვით უკანა ხიდზე ივლი ნაწვიმარზე? (წინ ვერ ვაყენებ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 15:38
Post #5


Unregistered









*IRAKLI*
ეგ აღმართი სოფელთან ახლოსაა და მანდ მთა აღარაა. ჯაჭვები კი დაგეხმარება და ჯალოც.

და ერთი მანქანით სიარულო ზოგადად არარეკომენდირებულია wink.gif


ეს კი ნელ ნელა ფოტოები კახა ხიმშიაშვილის პიკასადან
ჯერ ბაგრადი იყო ქუთაისიდან
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...hedralSept2015#

მარტვილის ღვთისმშობელი
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...thedralSept2015

ასხის მასივი თავისი პლატოთი
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...i/AskhiSept2015

კინჩხა
https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...terfallSept2015
Go to the top of the page
+Quote Post
beka
post Sep 14 2015, 15:41
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



ციტატა(nika @ Sep 14 2015, 15:38) *

*IRAKLI*
ეგ აღმართი სოფელთან ახლოსაა და მანდ მთა აღარაა. ჯაჭვები კი დაგეხმარება და ჯალოც.


ვითამ წვიმაში აუვლი? crazy.gif


--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 15:44
Post #7


Unregistered









სხვათა შორის ყრნოს პროგნოზმა გაარტყა ძალიან ზუსტად. მე პროგნოზი ვნახე კინჩხა ფერდის და იქ ოდნავი წვიმა იყო 10-12 საათზე. აი ზევით პლატოზე კი 5 საათზე გაწვიმდა დილით და კაი ერთი საათი გვასხავდა. შედეგად სოფელთან ყველაფერი ისევ მშრალი დაგვხვდა და ამ ცუდ გზებზე საკმაოდ ილოად გავიარეთ.

beka
ციტატა
ვითამ წვიმაში აუვლი?

წვიმაში ვერ აუვლი და არც უნდა წახვიდე. უბრალოდ სოფელთან ახლო რადგან არის შესაძლებელია ამინდის მეტ-ნაკლებად ზუსტად ნახვა თუ როგორი იქნება იმ დღეს wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Sep 14 2015, 15:56
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



*IRAKLI*

დამირეკე და წამოგყვები,გორდიდან თუ წაყვალ მანქანაში ჩაგიჯდება, ნორმალური გზიდან თუ წახვალ მანქანით წამოვალ


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 16:12
Post #9


Unregistered









წრიულს აქვს მუღამი ისე. ბალდას მხარეს უფრო ძაბრებია. და ერთი ლამაზი მდელო ჩანს ქვევით, ფოტოებს რომ დავყრი განახებთ.
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 16:41
Post #10


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ციტატა(Parnavaz @ Sep 14 2015, 15:56) *

*IRAKLI*

დამირეკე და წამოგყვები,გორდიდან თუ წაყვალ მანქანაში ჩაგიჯდება, ნორმალური გზიდან თუ წახვალ მანქანით წამოვალ

მე სანადიროდ მინდა წასვლა და საიდანაც უკეთესი გზაა იქედან ავალ რატო ვიწვალო მითუმეტეს თუ წვიმა ან ახალი ნაწვიმარი იყო. მთავარია ალპურში მოვხვდე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 16:45
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ციტატა(nika @ Sep 14 2015, 16:12) *

წრიულს აქვს მუღამი ისე. ბალდას მხარეს უფრო ძაბრებია. და ერთი ლამაზი მდელო ჩანს ქვევით, ფოტოებს რომ დავყრი განახებთ.

ოკ. თან მივხვდები სანადიროთ თუ ღირს წასვლა (სავარაუდოთ კარგი ადგილები იქნება) ნამყოფი არ ვარ მაქეთ

ნიკა ჯაჯის ტბაზე თუ ხარ ნამყოვი? სოფ. უხუთიდან ადის გზა მაგარი ადგილებია მერე გურიის მთებში გადადიოდა როგორც ვიცი მარა ბოლო წლებია ჩაკეტილია ტბამდე 4 კმ ფეხით უნდა იარო გზა არის დავიწროებული მანქანა ვერ ეტევა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIRA
post Sep 14 2015, 16:47
Post #12


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 17,389
Joined: 5-September 07
From: GEORGIA TBILISI
Member No.: 348
მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN



*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?


--------------------
კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beka
post Sep 14 2015, 16:49
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



ციტატა(GIRA @ Sep 14 2015, 16:47) *

*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?


ძროხები, ცხენები, მეგრელები crazy.gif


--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 16:53
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ციტატა(GIRA @ Sep 14 2015, 16:47) *

*IRAKLI*
რაზე უნდა ინადირო მაქეთ?

სურათებიდან რაც ვნახე არჩვი იქნება ალბათ მარა სამწუხაროდ მაგაზე ნადირობის ლიცენზია არაა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 16:59
Post #15


Unregistered









beka
ციტატა
ძროხები, ცხენები, მეგრელები

laugh.gif laugh.gif laugh.gif

არა და მართალია, ნადირი იქ მგონი არაა. საქონელია გაშვებული ისე.

ჯაჯის ტბაზე არ ვარ ნამყოფი. 4 კმ ფეხით კი გაივლიდა კაცი თუ ძაან აღმართი არაა.
ისე ადიგენიდან უფრო ახლოა მისასვლელი ბინებია იქვე ახლომახლო.
Go to the top of the page
+Quote Post
*IRAKLI*
post Sep 14 2015, 17:07
Post #16


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,417
Joined: 19-September 07
From: KUTAISI
Member No.: 365
მანქანა: NISSAN PICK UP D22 2.5TD 103hp 5MT 31 tires BFG KO2



ციტატა(nika @ Sep 14 2015, 16:59) *

beka

laugh.gif laugh.gif laugh.gif

არა და მართალია, ნადირი იქ მგონი არაა. საქონელია გაშვებული ისე.

ჯაჯის ტბაზე არ ვარ ნამყოფი. 4 კმ ფეხით კი გაივლიდა კაცი თუ ძაან აღმართი არაა.
ისე ადიგენიდან უფრო ახლოა მისასვლელი ბინებია იქვე ახლომახლო.

აარაა ცუდი სასიარულო მე ვიყავი მარა ნისლი იკო და აზრი არ ქონდა ტბა ვერ ვნახე მოვბრუნდი უკან smile.gif უხუთიდან არანაირი ლიანდები უბრალოდ ქვიანი გზა არის და აგმართები მაგრამ მანდ შარშან სექტემბრის ბოლოს მოთოვა და ივლისის ბოლომდე ასვლა გამორიცხულია ადიგენიდან არ ვიცი მაქეთ მინდოდა გადმოსვლა მაგრამ გზა აგარ იკო
https://www.facebook.com/tlomtadze/media_se...56296592&type=3
ბოლო სურათები გრუბლებს ზემოდან გადაგებული არის მანდ. კარგ ამინდში კარგი სანახაობაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Sep 14 2015, 17:21
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



*IRAKLI*


მე პაციფისტი ვარ და ხალხის გარდა არაფერს ვესვრი smile.gif


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABE84
post Sep 14 2015, 17:27
Post #18


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,189
Joined: 9-December 11
From: Kutaisi
Member No.: 5,285
მანქანა: 1999 Toyota 4Runner Manual trans



ჰე ქუთეისლებო წევიდეთ ერთ დღეს უკეთესი ვარიანტი რა გინდათ ულამაზესი ხედებია და თან სამაიმუნო გზა. crazy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beka
post Sep 14 2015, 17:37
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



ციტატა(GABE84 @ Sep 14 2015, 17:27) *

ჰე ქუთეისლებო წევიდეთ ერთ დღეს უკეთესი ვარიანტი რა გინდათ ულამაზესი ხედებია და თან სამაიმუნო გზა. crazy.gif


აცალე რო გაწვიმდება და იმაიმუნეთ მერე crazy.gif


--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 14 2015, 17:45
Post #20


Unregistered









beka
Red Alertი wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post

3 Pages V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th April 2024 - 03:05