სახელი, გვარი: ლევან კინწურაშვილი
დაბადების თარიღი: 20.06.1965
ტელეფონი: 899 100 102
ელ-ფოსტა: levani@bk.ru, levani65@hotmail.com
სახელი ფორუმზე: LEVANI65
ავტომობილი: MITSUBISHI PAJERO II
გამოშვების წელი: 1992
ძრავი: 3.0 V6, 12V(6G72), 150PS.
მოკლე ბაზა.
გადაცემათა კოლოფი: 5 სიჩქარიანი, მექანიკური.
დამატებითი ინფორმაცია:GLS
SUPER/SELECT
უკანა დიფერენციალის ბლოკირება
საბურავი:31X10,5 ა/ტ KUMHO
Attached image(s)
"ნამდვილი მეგობარია" ძალიან მიყვარს
Attached image(s)
თოვლიც ძალიან უყვარს
Attached image(s)
და წყალშიც მშვენიერად გრძნობს თავს
Attached image(s)
ჩემ ძმას ყავს ეგეთი და მართლაც კარგი მანქანაა. უკანა ხიდის 100%-იანი ბლოკირება ბევრს ნიშნავს. თან ტრასაზეც კარგად გრძნობს თავს. მინუსებია საწვავის წვა და წინა დაკიდების სიფაქიზე ბალკასთან შედარებით (გიტარებს დროთა განმავლობაში ერხევათ). თუმცა ეგ რომ არა ასე ტრასაზე ვერ ივლიდა. ხოო და შედეგად მაგ მანქანის დალიფტვა შედარებით რთულია. 31 მგონი დგება უპრობლემოდ.
კი 31 დგას ახლა (მგონი R15 265/70- შეესაბამება), მაგრამ უფრო დიდ საბურავებსაც მშვენიერად ეგუება (265/75). სტანდარტული შასი მაქვს მხედველობაში. R16-ც უპრობლემოდ დგება (265/70) და იმხელა "ზაპასები რჩება, რომ უფრო დიდ ზომასაც აიტანს.
ბენზინის პრობლემა დიდად არ მაწუხებს. ბუნებრივი გაზის აპარატურა მაქვს ჩემი დამონტაჟებული. მართალია 1/3 აკლდება წევაში, მაგრამ თუ ამის დეფიციტი მიჩნდება მაშინვე მივმართავ "ჯადოსნურ" ღილაკს და უცბად 40 ცხენი ჩნდება. ასე რომ, 100 კმ-ზე მხოლოდ 6-7 ლარის ხარჯი მაქვს.
R15 265/70 29,6-იანია, რაც ხანდახან 30-ით აღინიშნება.
უკანა ხიდის ბლოკირება მარტო მექანიკიანებს აქვთ? ჩემსას არა აქვს. ავტომატიკაა
მე როგორც ვიცი უკანა ბლოკირება სუპერ სელექტიანი მანქანების დამატებითი ოფციაა.
და რო დავუყენო მთლიანი ხიდი უნდა შევცვალო ზავადსკოი ბლოკიროვკიანით თუ რედუქტორზე დაჩალიჩებაც (ნაწილების შეცვლა იქნება თუ დამატება) ეყოფა?
G ზე მაგისთვის ჩულოკის და დიფის შეცვლა იყო საჭირო, აზრი არ ქონდა. პაჯეროზე არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ჯალამბარის ყიდვა და დაყენება უფრო იაფი დაჯდება. (ან დაშლილებში მთელი ხიდია ასაღები ბლოკირებით და მართვით)
თავისი მილებით ე.წ. "ტრუბკებით"
LEVANI65: მეც მგონია იმდენად დიდი ეფექტი არ ექნება მაგას რამდენიც დაგიჯდება. მართლა ჯობია ჯალამბარზე იფიქრო. ეგ უფრო მიზანშეწონილი დაბანდებაა. მაინც გჭირდება ბლოკირებით თუ უბლოკირებოდ. თან დიდი შანსია რო ბლოკირება რო გექნება უფრო ხშირად დაგჭირდეს ისეთ ადგილებში გაიჭედები.
მთავარია არ იჩქარო. დაელოდე, შალვა აპირებს თავის მანქანასე სტერეორუჩნიკის გაკეთებას და ვნახოთ რა შედეგები ექნება. ეგენ მაგის გაკეთებაც არც ისე ურიგო ეფექტს მოგცემს.
დიფერენციალიც სხვა ქონია ბლოკირებიანს. სურათზე ჩანს 34022 და 23 აქტივატორებია. არა მგონია სტანდარტულ დიფში ეგენი ჩაჯდეს, გარდა ამისა მართვის ბლოკშიც ბევრი ნაწილი შედის. AრB ბლოკირების გაკეთება უფრო იაფი დაჯდება .
თბილისში დარწმუნებული ვარ უკანა ბლოკირების არსებობა პაჯეროს ფასს არ უმატებს. პატრონების უმეტესობამ მისი გამოყენებაც არც იცის და თუ იცის არ ჭირდება.
ბლოკირების დაყენებაზე ჩალიჩს მაინც მანქანის გამოცვლა ან ჯალამბარის დაყენება სჯობს.თუმცა კიდევ განმეორდები, დაშლილებში შეიძლება გადაიცვალოს ხიდი თავისი ბლოკირებით.
Attached thumbnail(s)
რათქმაუნდა თუ დაშლილებში იქნება მაშინ აქვს აზრი მის დაყენებას, აბა ახლის ფასად კი იყიდი მთელ მანქანას თავისი ბლოკირებით. გეთანხმები, ბევრმა არა, თუ ბლოკირება არამედ რაზდატკის სახელურის რომელი მდგომარეობა რას ნიშნავს ის არ იცის. ბევრიც ვიცი ისეთი რომელთაც ეგონათ, რომ ჯიპზე იჯდნენ და როცა თოვლში ჩარჩნენ მერე მიხვდნენ, რომ ერთი ხიდის მეტი არაფერი არ ჰქონდათ
ტააკ, :| როგორც მივხვდი ჩალიჩს აზრი არა აქვს. ანუ შედეგი ხარჯად და წვალებად არ ღირს. თუ მოყვა ზავადსკოი ხო კაი თუ არა და... :ena:
ლიბიოდკა და მისი ჯანი! მთავარია, რო გაგიჭირდება, ტროსისი მოსაბმელი იპოვო ახლოს
პაჯერო არ დაგავიწყდეთ რო დამოუკიდებელ დაკიდებიანია და მაგაზე ბლოკზე ჩალიჩს მართლა სხვა მანქანაზე ფიქრი ჯობია, ან ლებიოტკაზე
რარაც დიდი ეჭვი მაქვს რო პაჯერო სუსტია ამტანობაში:| ბიძაჩემი 40_ს არ აცილებს ისე დინჯად დადის და იაპონურ მართლა სვეჟ მანქანაზე ხან აპორნი დისკი გაუტყდა და ხან რა და ეხლა კიდე კარობკა ჩეშალა (ავტომატიკა). ამ ყველაფრის მერე მაგ მანქანას ცოტა ცერად ვუყურებ:|
უკან ედამოუკიდებელი დაკიდება არა აქვს მაგას. შეიძლება ახლებს აქვს მარა ჩემსას არა აქვს.
გამძლეობას რაც შეეხება, არ ვიცი ბიძაშენი რას უშვება მანქანას მარა მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მშვენოვრად დადის როუდზეც და ბედროუდზეც (ოფროუდზე არ გამომიცდია ჯერ) არც კარობკართან მქონია პრობლემები, არც აპორნებთან (იმსისქეა მაგი რამ უნდა გატეხოს არ ვიცი. ალბათ გავარვარებულზე ცივ წყალს თუ მიასხავ თორე...), არც ხიდებთან, არც ხადავოისთან. და ვაბშე არაფერთან. არადა რო ვთქვა დიდად ვუფრთხილდებიმეთქი ტყუილი იქნება. პატარა და საშუალი იამკებზე არც კი მატორმუზებ ისე გადავდივარ, მწოლიარე პოლიციელებზეც ანალოგიურად (თუ ძაან მაღალი არაა).
ტრადიციული იაპონური ხარისხია.
რავი აბა? შეიძლება 40-ს არ ააცილო მარა დედა უტირო მანქანას. (ქალები იოლად ახერხებენ მაგას მაგალითად) ან მანქანა არ იყო ისეთი სვეჟი როგორიც ჩანდა ან ბიძა იტყუება 40-ს არ ვაცილებო რო იძახის
სხვათაშორის 60 წლისაა ბიძაჩემი და პროფესიით ინჟინერ მექანიზატორია. (ეს მოკლედ რო ვთქვა რა) მანქანები რო იტყვიან დაღეჭილი იცის თუკი ვინმე იცნობს მანქანებზე მასთან დარბის სანახებლად და ერთი წუთით არ შემეპარება მის გამოცდილებაში ეჭვი. მითუმეტეს ქალქგარეთ თითქმის არ გადის (ოფ_როუდზე ზედმეტია ლაპარაკი) და მართლა ძალიან ნელა დაყავს მსუბუქ მანქანაზეა გაზრდილი და არც იამკებზე არბენინებს ჩვენსავით და აპორნი დისკი ჩემ ხელში გატყდა ცივი წყალი მივასხი მუშაობიდან 10 წუთის მერე. მასე ვრეცხავ სურფსაც და უკვე 7 წელია ნივას მარა ვერც კი წარმომდეგნინა როგორ უნდა გაბზარულიყო, აი პაჯეროსი კი გაიბზარა. ამას დავამატებ იმასაც რო იმ პაჯეროს პრაბეგი აქვს 60 000_ი და აქედან 40 000_ი იაპონიაში აქვს გავლილი. ნუ ტოიოტას არ შევადარებ გამძლეობით მარა იაპონურებს შორის მაინც სუსტი მეჩვენება:|
რა ვიცი რა ვიცი...
მანგლისის გზაზე (გზა კი არა გზის პროვოკაციაა. რამდენიმე მონაკვეთის გამოილკებით) მაგრა ვიგაზავე ერთხელ და ვაბშე არაფერი მოსვლია და...
დაბომბილ ასვალტზე და გრუნტზე თავისი ტრამპლინებით და შიფერებით... ნაღდად არ მეგონა უმსხვერპლოდ თუ გადარჩებოდა.
მეც ვერ ვხვდები რატომ არის ბიძის პაჯერო ასეთი პრობლემიანი. მე ორი წლის წინ ჩამოვიყვანე გერმანიიდან და აქ 65000 კმ. გავიარე. სულ აქვს 213000 კმ გარბენა და პრობლემა პრაქტიკულად არ ჰქონია. ტოიოტას უძლიერესი ჯიპები ყავს, მაგრამ ეს ყველა მოდელს არ ეხება. პაჯერო კი თითქმის არ ჩამოუვარდება არც ერთ მათგანს არც ხარისხით, არც გამძლეობით და არც გამავლობით.
ისე მამაჩემს პაჯერო რო ყავდა ხელოსნები შედარებას ასეთს უკეთებდნენ ხოლმე ტოიოტასათან: ტოიოტა მაინც ტოიოტააო ხოდა რო ნახა მამაჩემმაც რა არის ეს ტოიოტა დღეს ალბათ არცერთ პაჯეროს და საერთოდ მიცუბიშის არ დაუყენებს. (ორი პაჯერო ჩამოიყვანეს მამაჩემმა და ბიძაჩემმა) სურფი ყავს და პაჯეროს ნაღდათ არ შევადარებ იმდენად გამძლეა :ena: მანქანას რადიო ანტენის მეტი პრობლემა არა აქვსო ასე წერენ ინტერნეტში და მართლა მასე იყო ანტენა გაიჭედა. დანარჩენი პაჯერო მაგასთან ბავშვია
გეთანხმები, ტოიოტა მაინც ტოიოტაა და მიცუბიშს ყოველთვის სჯობია. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი LAND CRUISER 80-ს, მაგრამ "მანი, მანი, მანი"B)
დგეს 16-იანი მაგარი დისკები ვიყიდე 5 ცალი და საბურავები. დათოს მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო დახმარებისთვის. გოგიტამ მისი სახელით დიდი პატივი მცა და ძმასავით მიგულეო მითხრა. 5 საბურავი მომცა 300 ლარად და პლიუს კიდევ 1 ცალი მაჩუქა. საბურავები არის "იოკოჰამა" 265/75 მ/ტ. ზუსტად ისეთებია დათოს პაჯეროზე, რომ აყენია. კლირენსი შესამჩნევად აიწია და უფრო გროზნი ვიდი მიიღო მანქანამ. დისკებიც სერიოზულია, სურათებს დავდებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა berketi-ს და RIKO-ს. ჯიგრები ხართ. სხვთაშორის გოგიტა ელ.ჯალამბარსაც შემპირდა.
გილოცავ!!!!!!!
vaaa gilocav levan !
me kide 1 saburavi gamovcvale dges, levanma machuka, protektors naxatshia gansxvaveba tore danarcheni 1 ertze igivea da cota metic aakvs protektori ! DIDI MADLOBA !
გაიხარეთ
დისკები ასეთია
Attached image(s)
ესეც პროტექტორები:roll:
Attached image(s)
ესეც ახალი ბაჩებით
Attached image(s)
IMENA DONEA !
იოკოგამას ფირმამ , პოპულარიზაციისათვის პატივი უნდა გვცეს
გეოლანდერისტების განყოფილება უნდა შევქმნათ ჩვენს კლუბში და ის გოგიტა თავმჯდომარედ ავირჩიოთ (ვინც არ იცის, მეც ასეთი მიყენია და იასნია ,,დიდი ბლატით" 200ლარად 5-ცალი-გოგიტამ მომყიდა):D
ლევან გილოცავ
ძალიან მაგარია
გმადლოოობთ:roll:. გეოლანდერისტების განყოფილება მომეწონა შალვა
Gilocav, ise rom icode maget saburavebs ro ayeneb ori zapaska unda gqondes imitom rom eg aris mimartulebiani saburavi da raici romel mxares chaichuteba. an unda gadaakeno iqve offroadze tu dagtshirda. ert gerdze sxvadasxva mimartulebiani pakrishkis dakeneba reduktoris sikvdils gamoicvevs.
P.S. xoda chemi saburavebi aravis unda etyoba,(vitom zvirad vkidi) caval da davtsvav, magis baboc
ვა ვა ვა ლევან ძაალ მაგარია შენ არ ხუმრობ გეტყობ:| ეგ პაკრიშკები ნიკუშას პაკრიშკების პროტექტორებს წააგავს (უფროს წორად პირიქით ) კაროჩე ძაან მაგარია გილოცავ სულ ტალახებში და ცუდ გზბზე გეცვითოს :roll:
Одна из наиболее оригинальных внедорожных шин, обладает уникальными свойствами благодаря направленному рисунку протектора с точно просчитанной формой каждой шашки. Традиционно выделяется исключительно хорошим качеством использованных материалов и самыми последними технологическими решениями конструкции.
При весьма посредственной тяге, создаваемой на высоком давлении, резина показала очень высокий результат на 0,5 атм. Причем в отличие от остальных испытанных нами шин Geolandar сильнее отклонял стрелку прибора при возрастании скорости пробуксовки (все остальные модели напротив показывали максимальную тягу на момент срыва в пробуксовку, после чего значение тяги падало).
Резина 2,2 атм 0,5 атм
BF Goodrich MudTerrain T/A 800 850
ContiTrac Radial M/T 650 1000
Cooper Discoverer STT 850 1200
Fulda Tramp 4x4 Trac 850 850
GoodYear Wrangler MT/R 750 800
Pirelli Scorpion Mud 750 800
SSR Super Swamper Radial/TSL 1000 1250
Interco TrXus Mud Terrain 730 750
Yokohama Geolandar M/T 630 1100
გამოდის რომ გუდრიჩებზე წნევის დაგდებაზე დროის ხარჯვა არ ღირს. 10%ზეც ვერ უმატებს გაწევას, აი გეოლენდერების პატრონებმდა კი თითქმის 100%-ის გამო აუცილებლად უნდა დააგდოთ წნევა. :roll:
Вопреки нашим опасениям, данная резина уверенно двигает машину не только вперед (рисунок протектора-то направленный), но и позволяет в случае необходимости пятиться задом. Причем если давление в шинах высокое, то эта резина откровенно «просит газку» (при попытке ехать внатяг она легко «замыливает-ся»). Однако на низком давлении на Geolandar можно двигаться уже и внатяг, без пробуксовки. А вот покинуть «глиняные рельсы» не получается даже и при низком давлении.
Резина годится практически для любых условий и является отличным выбором для человека, ведущего настолько активный образ жизни, что его может занести куда угодно. На любом покрытии эти шины не подведут! В городских пробках может раздражать неожиданно высокая вибрация на малых скоростях движения, а при приобретении комплекта вы должны будете уяснить, что у машины есть два правых и два левых колеса...
კოტე, ირაკლი: გმადლობთ რჩევებისთვის და ინფორმაციებისთვის. საბურავების მიმარტულებებს რაც შეეხება ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ დათოს იგივე ზაპასკა აქვს და ისე გავაკეთებთ, რომ სხვადასხვა მიმართულებებით გვქონდეს და დავეხმარებით ერთმანეთს:ena::ena:. თუ არა და მომიწევს გადაყენებების განხორციელება:D
Hushta: მადლობებიიიიი
levan kai saqme gaakete ro aige eg saburavebi. titqmis axalia rogorc suratze chans, kaia. gogitas madloba mouxade dges vnaxe. egeba cota acio kidevac, magari iqneba. libiotka sxvaganac meguleba da iqac ician ro gvinda romelic iafad da kargs gachitavs is avigot.
:omagrad iara pajroom
კი ლევანამ ძაან კარგად იარა. სულ ცოტა აწეული რო ყოფილიყო იქ ბოლოშიც არ ჩაჯდებოდა. იოკოჰამები მე რაც ვნახე აშკარად ჯობნიდა დანლოპებს.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დათოს, რიკოს, გოგიტას და "იოკოჰამა"-ს:ena:. ამ საბურავებით სიარული უკვე სულ სხვაა. იმდენად მომეწონა, განსაკუთრებით 1.2 ატმოსფერომდე დაბერილი, რომ იდეში ჩამიჯდა სულ ახალების ყიდვა. ამით კიდევ უფრო გამავალი გახდება ჩემი პიპი... ნუ ელ.ჯალამბარზე და ლიფტზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. მომავალ გასვლაზე უკვე აწეული იქნება. რაც შეეხება ჯალამბარს, ფინანსებთან დაკავშირებული რამე-რუმეების გამო, ცოტა ხნით გადაიწევს.
მეც ვიფიქრე ახალი საბურავების ყიდვაზე
რაც შეეხება ჯალამბარს 2-3 დღეში მეტყვიან პასუხს, ასე რომ შეიძლება იქეთ კვირას ლებიოდკით მოგევლინოთ(ნეტა დადებითი პასუხი იყოს).
RIK0:კარგია... პასუხიც დადებითი იქნება ბაზარი არაა....
დიდი იმედი მაქვს, რომ ეგრე იქნება
შენი მანქანა დავინახე ლევან ქუთაისის ქუჩაზე თუ არ ვცდები, მოშნად მომატებია სიმაღლე აწევას რით აპირებ?
უკანა ნაწილს დამატებითი ზამბარის საშუალებით უნდა ავწიო, ხოლო წინა ნაწილი ტორსიონების გადაჭერის ხარჯზე
უკან ედებოდა რამე ხიდის გარდა? თუ არა მაშინ ჯერ მარტო წინა აწიე და ნახე. შეიძლება უკან აწევა სულა რ დასჭირდეს.
ნიკა: უკან ბენზობაკი ედება, განსაკუთრებით ციცაბო აღმართზე ასვლისას და უკუ სვლის დროს. ამიტომაც მინდა უკანა მხრის აწევაც. დავიღალე ბაკის დამცავის გასწორებით. არა და არ შემიძლია როცა რაიმე აქვს დეფორმირებული, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ გასვლაზე იგივე დეფორმაცია უნდა განიცადოს. ვფიქრობ რაღაც ძლიერი დამცავი გავუკეთო, დაახლოებით როგორიც წინა მხარეს აქვს.
აუცილებლად ასწიე უკანა მხარეც, ზაპოროჟეცის პრუჟინებზე 3 ვიტოკი მოაჭრევინე და კარგად დადგება, დამიჯერე დიდ განსხვავებას დაინახავ.
ტორსიონები კიდევ, სადღაც 6-7 აბაროტით ასწიე, მეტი არ უნდა და გეყოლება ბლოკირებიანი მონსტრი
მადლობა RIKO;). ზუსტად ამ ნიუანსების კითხვა მინდოდა შენთვის და აჰა... დროულად გამოჩნდი
Levan: rusul saitebze vnaxe da asfaltze zaan male icvitebao... Yokohama MT+ jobia magas zustad egeti proteqtori aqvs magram asfalts udzlebs.
M/T+ tu MS+ ????
ai ra cavikitxe
Езжу на Yokohama Geolender MTG001 + (особое внимание на заначок +)
рисунок такой-же как у Yokohama Geolender MTG001.
Только эта резина (G001 +) меньше пилится.
Отлично держит дорогу на асфальтовых перегонах, низкий уровень шума, в грязи любит движение с пробуксовкой, хорошо плющится, на дорожном давлении тяжело выезжает из колеи,, немного "подшагивает" на скоростях меньше 15км/ч.
Пройдено 40 тысячь км пока доволен, при выборе МТ резины вторым важным критерием было использование этой резины на длинных скоросных перегонах.
Когда искал резину, дотошно разбирался с вопросом ходимости резины, выяснил, что японцы учьли недостаток связанный с повышенным износом Yokohama Geolender MTG001 и скорректировали состав резиновой смеси повысив ходимость MTG001+, заказал эту резину на сайте http://www.tirerack.com/tires/yokohama/yokohama.jsp
В Москве по результатам поиска (полтора года назад) все продавали только MTG001.
M/T+
ისე ლევან ცოტა ჩქარა სიარული თუ გიყვარს ჯობია საერთოდ თავი დაანებო მაგის აწევას. ორ კარიანი პაჯერო ძაან მაგარი კალია ყოფილა. ადრე სადღაც ვრანგლერის საიტებზე დავბოდიალობდი და იქ წავაწყდი ყველა SUV კლასის მანქანებს, მათ შორის პაჯერო ყველაზე ადვილად გადაბრუნებადი მანქანა იყო. მე ნივა უფრო კალია მეგონა და სინამდვილეში სამურაიზეც და ვრანგლერზეც მდგრადი ნივა ყოფილა. მერე რო დავფიქრდი ალბათ ეგ იმიტო რო ფულთაიმია. მოკლე და თანაც ზადნი პრივოდი გრუნტიან (და არა მარტო გრუნტიან) გზაზე ძაან მალე შედის ზანოსში და მერე ზადნის პრივოდს მეტი კი არ უნდა. ვრანგლერი და სამურაი (რესორების) და სიგრუბის ხარჯზე უკეთ მანევრირებენ და პაჯერო კიდე მაგარი რბილია (მე მასეთ რბილ ჯიპზე არ ვმჯდარვარ ნამდვილი ბულკია ) და ალბათ მაგის გამოა რავიცი რა გითხრა:| თან კრიშაც მაგარი მაღალი აქვს.
Hushta:რა ვიცი რა გითხრა. საკმაოდ სწრაფად დავდივარ, მაგრამ პაჯერო(ჩემი დაკვირვებით) საკმაოდ მდგრადია. ყოველშემთხვევაში ამ მხრივ ელემენტარული დისკომფორტი არ მქონია. ერთხე მე და ჩემი მეგობარი ერთად მოვდიოდით ბათუმიდან, მე პაჯეროთი, ის კი ჰონდა სივიკით. რიკოთზე უკან მოვყვებოდი და დამღალა ისე ნელა მოდიოდა. მერე გადავასწარი და საკმაოდ სწრაფად ვიარე. თბილისში , რომ ჩამოვედით მითხრა რომ ჩემი გულისთვის მოდიოდა მოსახვევებში დაბალი სიჩქარით, რადგან ფიქრობდა, რომ პაჯეროსთვის მაღალი სიჩქარე სახიფათო იქნებოდა. მერე კი გაკვირვებული დარჩა, ამბობდა: საერთოდ არ იტყობდა მოსახვევებში შესვლასო. ასე, რომ ავწევ და გამოჩნდება რა...
ლევან ღმერთმა დაგიფაროს მერე გამოჩნდეს თორე ორ ბორბალზე კი არ გაივლის, ჯვარი სწერია ყველას და ერთი სკუპი უნდა მაგას. ასფალტზე მითუმეტეს ვერც შეატყობ ისე უცებ იზავს ყველაფერს. საერთოდ მოკლე მაინც საშიშია რა, ათამაშებს ტრაკს წამდაუწუმ და მითუმეტეს პართთაიმზე ერთს რო გაათამაშებს თუ ცოტა საზანოსე ნახა წაიღებს და გასწორება მაგხელა მანქანის შეუძლებელი ხდება, ამას მოულოდნელომის ფაქტორის ემატება და ვერ ასწრებ მოქმედებას. ძაან აწევა მაინც არ გინდა.
რჩევებისთვის დიდი მადლობა. ძალიან მაღლა არ ავწევ, ასე 60-80 მმ.
Hushta: რატომ გრუზავ ლევანს?? რა უნდა გადაყირავდეს არა კვერცხი:D ნივა არ ყირავდება და პაჯერო გადაყირავდება?? არ გვინდა ამ ფორუმზე ეგ დენიკინის დროინდელი პროკომუნისტური გამონათქვამები:lol: (ეგ იგივეა სივიკის მერე ჯიპი არ იყიდო გადაყირავდებიო, თუ იდიოტია ადამიანი უმანქანოდაც კარგად მოიტეხავს კისერს:D)მე რომ ჩემ მანქანაზე გავკეთე პირველად რომ დავჯექი რა თქმა უნდა სხვანაირად იქცეოდა მანქანა სიარულისას, მერე რა ვქენი??? შევისწავლე რა ქცევები აქვს და დავდივარ იგივე სიჩქარით და უფრო სწრაფადაც ვიდრე ადრე, სბურავების დიამეტრი მაქვს დიდი.
ასე რომ ლევან როგორც კი დალიფტულ მანქანაში ჩაჯდები იმ წუთას მიხვდები როგორი ტარების ტაქტიკა დაგჭირდება მაგ მანქანისთვის, გამოცდილი მძღოლი ხარ და ეგ არ შეგეშლება:D:D
zurabau
:ena: აუ ზურა მარტო გამოუცდელები ყირავდებიან არა?!:ena: რუსულ საიტებზე მაქვს ნანახი კოტეს ნაირი პრადო მინდორში 40_ით გადაყირავდა არც კი მოუხვევია კაცს, და რატო იცი? იმიტო რო რო მოუცურდა მოულოდნელად ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო მძღოლმა და მშრალი ადგილი ნახა თუ არა საბურავმა ეგრევე ისკუპა იმხელა მონსტრმა. მიუხედავად იმისა რო დალიფტული არ იყო.
მე არ მინდა ვინმეს გული გავუტეხო მარა რაც გამიგია და წამიკითხავს იმას ვამბობ და შეიძლება ზოგჯერ სისულელეს ვამბობ ზოგჯერ კიდე ჭკვიანურს. წ კარიანი პაჯეორზე ბევრი მამაჩემის ტოლი ხალხისგან გამიგია ადვილად ყირავდებაო და იმიტო. მე არ ვიძახი გინდა თუ არა მასეა თქო, უბრალოდ ვთქვი ის რაც გამიგია და რაც ინტერნეტში ვნახე რამოდენიმე საიტზე.
http://reviews.drom.ru/mitsubishi/pajero/აი ამ საიტზე ნებისმიერ იაპონურ მანქანაზე ნახავთ ინფორმაციას და იმ ხალხის აზრს ვისაც ყავს. მაგარი საიტია ძაან.
Hushta:აჩის სამურაიზე ძალიან განიერი დისკები, და დაბალი საბურავები უყენია, მაგრამ მაინც მოახერხა გადაყირავება. მე მგონი გადაყირავების მომენტი დამოკიდებულია მოსახვევში გზის საფარის, სისველის და სიჩქარის შეუსაბამობაზე. და კიდევ უამრავ მიზეზებზე, რომელზე მძღოლი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და შესაბამისად რეაგირებდეს.....
აჩის ადგილას ალბათ ნებისმიერი გადაყირავდებოდა, აჩის განიერი დისკები დიდი ვერაფერია, მთავარია ამორტიზატორები და საერთოდ მანქანის კონსტრუქცია. გრძელი ბაზა რო უფრო მდგრადია მაგას ბაზარი არ უნდა.
აჩი, შენს მძღოლობაში ეჭვი არ მეპარება, ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. შენი შემთხვევა შტურმანის არ ყოფნის ან გაუფრთხილებლობის გამო მოხდა... ასე, რომ მიზეზებს რა გამოლევს. ვინც არ რისკავს....ის შამპანიურის გარეშე რჩება
მეც მქონია მაგის ბედნიერება, სამსახურის, ნივით, სრულიად სტანდარტულით და ახალი საბურავებით, ისეთი მოვსრიალდი და გადავყირავდი რომ ცხვირი მიწას არ შეხებია და ისე დავეცი სახურავზე, უკანა კარების მხარეს(ჩერეზ სებია გავაკეთე სალტო) რომ მანქანა 2 ადგილიან კაბრიოლეტს დაემგვანა, ასე რომ ლიფტი და პადვალი აქ არაფერ შუაშია, ყველას ჩვენი ბედი გვაქვს და როცა ეგ დრო მოვა სულ რომ სახლში გამოიკეტო მაინც რამე დაგემართება, ასე რომ მეგობრებო "წინ-წინ გასწით ნუშედრკება თქვენი გული ";):D:DB)
ასე რომ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ
არა და ასეც ხდება ხოლმეე:D:D
Attached image(s)
ბედი არა ყვავი, ეხლა კარტი არ გამიხსნა რა?:ena: რომელ ბედზე მელაპარაკები ეხლა არ მითხრა რო ჩემი ბედი ზევით ბლოკნოტში წერია და არქივშია შენახული:ena: ყველას თავის რწმენა აქვს რას იზამ.
პაჯეროისტებო ეს საიტი ნახეთ? :|
http://reviews.drom.ru/mitsubishi/pajero/
მე მაქვს დალიფტული ცოტა ჩემი პაჯერო და არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. სადღაც 10 სმ მაქვს აწეული. გადაყირავებით კი ზოგიერთი ნიჭიერი მძღოლი ლამბორჯინის გადაყირავებასაც ახერხებს
4 კარიანზე მე არაფერი არ მითქვამს.
გუშინ გავაკეთე ლიფტოვკა... უკანა მხარეს დამატებითი ზამბარები ჩავდე ისე როგორც რიკომ და დათომ მითხრეს. წინა მხარე კი ავწიე ტორსიონების ხარჯზე. დაახლოებით 10 სმ. მანქანას შესამჩნევად შეეტყო. ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე გარდა შედუღების(ეს პროცესი არ ვიცი და პრინციპში არც დავინტერესებულვარ). ვფიქრობდი მანქანა ხისტი გახდებოდა, მაგრამ არანაირად არაფერს არ იტყობს. დავდივარ ჩვეულებრივად, ოღონდ ცოტა მომატებული სიმაღლიდან ვიყურები. ამ შემთხვევაში უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. ასე, რომ მგონი გადაყირავებას გადავრჩები, მაგრამ იმდენი ილაპარაკეს ამ გადაყირავებაზე, რომ მართლა სადმე არ მომიწიოს მაგ პროცესმა:|
levan kai saqme gagiketebia. nu geshinia eg manqana egre advilad ar kiravdeba. ar dazadno damigere. ogond trasaze mainc did siscrafes mosaxvevshi eride
ლიფტოვკამ და 16-იანმა საბურავებმა შესამჩნევი შედეგები გამოიღო. გუშინ, დიდგორის მერე ორ აგდილას ისე თავისუფლად გავიარე, რომ სხვა დროს ყველა ვარიანტში ჩავჯდებოდი. ტრსაზეც დამჯერია. მითუმეტეს იმისა რომ ფასანაურიდან მცხეთამდე 1.3 ატმ. იყო საბურავებში, სტაბილურად იდგა ასფალტზე.
მშვენიერია.
ეს სურათი ძალიან მომწონს და დავამუშავე ლევანისთვის და თუ გინდა დადე ავატარზე ძაან მაგარიაB)
Attached image(s)
გმადლოოოოოობ ჯიგარი ხარ
დაყენება მინდოდა, მაგრამ არ დადგა. შეიძლება დაპატარავება უნდა:|
ეხლავე დაგიდებ პატარა ვერსიასაც
Attached image(s)
ქაჩავს
გუშინ გამოვცვალე უკანა ბალკის რეზინები და ძრავის ზეთი. დღეს ძრავის სარქველების ღრეჩოების ჰიდროკომპენსატორები უნდა გამოვცვალო. გუშინ ვფიქრობდი , ზეთის გამოცვლის შემდეგ შეიძლებოდა ჰიდროკომპენსატორები გაჩუმებულიყვნენ, მაგრამ არ ეშველათ არაფერი.... ფორუმზე ცოტა მოგვიანებით შემოვალ... და ხვალინდელი გასვლის დეტალებს გადავხედავ
შეცდომაა: ძრავის სარქველების ჰიდროკომპენსატორები
სწორია: ძრავის სარქველების ღრეჩოების ჰიდროკომპენსატორები
:ena::ena:
და მერე მე ასე არ დავწერე?
ვერ მოვასწარი დღეს ჰიდროკომპენსატორების შეცვლა. მთელი დღე სჭირდება შეცვლას. მე კი შუადღის მერე მოვინდომე. არაუშავს ორშაბათამდე ვიკაკუნებ ისევ. რაც მთავარია გასვლაზე პრობლემებს არ შემიქმნის
ლევან მანკანა დასალიფტად სად მიიკვანე? მე მკავს კია სპორტიჯი და მინდა ლიფტინგი გავუკეტო ტუ შესაძლებელია და მაინტერესებს სად გააკეტებინე ლიფტინგი
როგორ გითხრა, ხელოსანთან პრაქტიკულად არ დავდივარ. მე თვითონ შემიძლია ყველაფრის გაკეთება რაც კი შეეხება მანქანას. ხანდახან ვიყენებ ჩემი მეგობრების ბოქსებს და მათ ინსტრუმენტებს. ის ლიფტინგი რაც ჩემს მანქანას გავუკეთე სულ 1 საათის საქმე იყო თავის შედუღებით. სპორტეიჯის დაკიდება არ ვიცი როგორია. თუ წინ დამოუკიდებელი დაკიდება აქვს, მაშინ მისი აწევა ხდება ტორსიონების ხარჯზე და თუ ზამბარით არის მაშინ წ/ზამბარაზე ედება რეზინები. ასევე უკანა მხარეს: ან ზამბარებს ედება დამატებითი რეზინები ან ზამბარის შიგნით თავსდება უფრო მცირე ზომის ზამბარა. მაგ პაჯეროზე უკანა ზამბარის შიგნით თავსდება ზაპოროჟეცის ზამბარა. ასე, რომ კონკრეტულად ხელოსნის მითითება გამიჭირდება. ბერკეტს შეგიძლია დაუკავშირდე და იმას უფრო აქვს გამოცდილება ხელოსნებთან ურთიერთობის
მადლობ. ისე ჩემი მანკანა ზამბარებზეა და აკვს დამოუკიდებელი დაკიდება ციინ.
მაშინ ზამბარებზე, ქვედა ან ზედა მხრიდან დამატებითი პადსტავკები უნდა დააყენო. ან რეზინის ან რაიმე ლითონის. 30-40 მმ სიმაღლის, მგონი სავსებით საკმარისი იქნება იმიტომ რომ ძარა საერთო ჯამში უფრო მაღლა აიწევს. დაახლოებით 60-80მმ. საერთოდ ლიფტს აკეთებEნ იმ შემთხვევაში, როცა მაღალ საბურავებს აყენებენ და ძარაზე მიდების საშიშროება იქმნება. თუ არა და ლიფტს აზრი არა აქვს. გამავლობა მაგით არ მოემატება. გამავლობას ძირითადად მაღალი საბურავი განსაზღვრავს...
პაჯეროს ხიდთან გქონიათ რამე პრობლემა? რაგაც ხმა აიღო არადა ზეტი არ აკლია
ხიდთან პრობლემები ჯერ არ მქონია. ხელოსანმა უნდა ნახოს რისი ხმაა, სატელიტის საკისრის თუ რაიმე სხვა... berketi- დაუპოსტე და გეტყვის რომელ ხელოსანთან მიიყვანო...
პაჯეროების მამა ფორუმზე ბერკეტაა
ჰოო ლევან მაგაილ საბურავების დაკენება მინდა . და ტან ძარაც აიცევს უპრო მაგალი საბურავიც დადგება და აგარც გადაედება ხოლმე უბრალო ბუკაროკზე, და ისე 60-80 მმ სავსებიტ საკმარისია
კიაში მემგონი ნივის პადუშკებიც წავა:| ძაან წააგავს მაგის ზამბარები და...
zdarova levan, rogor xar?
beka var:))
rogor chamoxvedi tbilishi?
xo mshvidobit iarare???
გმადლობ ბექა. კარგად ვიარეთ. პატარა "ჩპ" იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება
რომელი ბექა ხარ?
ბექა ჩემი ნაცნობია. ქორწილში გავიცანი
საკონტაქტო ინფო დაგვიტოვე. რამეს დაბარება რო მოგვინდეს რო მიგაგნოთ.
ელ. ფოსტა levani@bk.ru, levani65@hotmail.com. იქაური სიმ ბარათი მაქვს მაგრამ ნომერი არ მახსოვს. პრობლემა არაა, იქიდან დაგიმესიჯებ და ნომერს დაგიწერს
დღეს დიაგნოსტიკა გავუკეთე მანქანას. მაიატნიკს და რულევოის სოშკას დედა არ ჰყავს. არა და ისევ თავისი ქარხნულები უყენია, მანქანა კი 15 წლისაა. ერთი დასკვნა გამოვიტანე: ტიაგა-ნაკანეჩნიკების აღდგენას აზრი არა აქვს. იმდენად ტუგებს აკეთებენ, რომ მერე სოშკას, კალონკას და მაიატნიკს ერხევა. ტიაგა ნაკანეჩნიკები გამოვცვალე. ამ დღეებში მაიატნიკს გამოვცვლი. აი სოშკა კი არ მაქვს. ვფიქრობ, სანამ ახალი ჩამომივა, დროებით აღვადგინო. არა და არ მინდა, მაგრამ სხოდზე ვერ გავასწორებ უმაგისოდ. ბენზინის აბრატკის მილი ერთ ადგილას გაიხვრიტა და რეზინის მილი უნდა ჩავსვა რადგან იქ წნევა არ არის. სხვა ყველაფერი მწყობრშია. შემიძლია ვთქვა, რომ პაჯერო იდეალურად უძლებს ოფროუდს
მომწონს ეს ანდაზა: "ყვავს თავის ბახალა თეთრზე თეთრი ჰგონიაო":) ბოდიშს ვიხდი ოფ ტოპიკისთვის.....მითუმეტეს ჩემი თემაა.... და მთლად ნუ გავაბანძებთ ამ თემას.
აბა ახლა ვორნები დარიგდებააა. რა შუაში აეს ყველაფერი ლევანის მანქანასთან?
ლევანის მანქანას აქვს პრობლემა. წინა ხიდი ეთიშება. ასე მაგრა რომ იცით პაჯერო აბა რისი ბრალია ტქვენი აზრით.
როგორ მუშაობს SuperSelect ტრანსმისია (სრული აღწერა წინა ხიდის გათიშვა/ჩართვის)
მიცუბიშის ბრალია აგერ ფაქტი
აა ნიკა ვორნი არც იფიქრო
აი აქ ვიპოვე ანალოგიური პრობლემები
http://www.pajero4x4.ru/bbs/phpBB2/viewtopic.php?t=5132
Побывал на сервисе и вот что там определили по поводу не всегда четкого включения переднего моста, о чем я писал выше. Оказывается, окислились клеммы разъемов, которые идут к блоку клапанов вакуумной системы активации полного привода. Эти клемы-разъемы расположены на двух проводах, которые находятся под капотом, а точнее под коробом с воздушным фильтром чуть ниже двух патрубков (гибкого и жесткого). Подлезть конечно до них не совсем удобно, но если не бояться выпачкать руки до локтя, то вполне возможно это проделать и самостоятельно. Рассоединив эти два контакта на «папу и маму» мастер побрызгал на них WD-40, а потом соединил обратно, плотно до щелчка. Все пришло в норму. Теперь передок 4Н и пониженная 4L включаются нормально (тьфу-тьфу). Главное чтобы колеса стояли прямо, а рычаг раздатки энергично и до конца подавался в необходимый режим. В момент переключения (включения или выключения раздатки) 2-3 секунды зеленый датчик мигает, а после нажатия на акселератор начинает гореть правильно, т.е. постоянно!
Levani
ამ რუსულ ფორუმზე წერია რო მანდ რამდენიმე დაჩიკია.
IMHO წინა ხიდის ჩართვის სქემა ასეთია.
1) რაზდატკის რიჩაგი მექანიკური არაა. ანუ მექანიკურად არ მართავს კბილანებს.
2) გამორთულ ძრავზე ხიდის პნევმოჩამრთველი არის ჩართული ხიდის მდგომარეობაში. რაზდატკაში კი წინა ხიდი გათიშულია
3) ძრავის დაქოქვის შემდეგ პნევმატიკა თიშავს წინა ხიდს (პოლუოსის გახლეჩა ხდება)
4) 2H-დან 4H-ზე გადართვისას (დაქოქილ ძრავზე) რაზდატკის დაჩიკი აწვდის სიგნალს პნევმატიკას რომ ჩართოს წინა ხიდი (ანუ გახლეჩილი პოლუოსები შეაერთოს). როცა ეს წარმატებით დასრულდება წინა ხიდში მდებარე დაჩიკი აწვდის შესაბამის სიგნალს და ამის შემდეგ ხდება რაზდატკაში წინა ხიდის მიერთება.
რატოა საჭირო ეს მგონი ხვდებით. ჯერ რომ რაზდატკაში მოხდეს მიერთება, გაჩრებული კარდნის დასატრიალებლად სინქრონიზატორი იქნება საჭირო. უფრო მარტივია ჯერ პოლუოსების მიერთება და შემდეგ უკვე დატრიალებული კარდანის მიერთება რაზდატკაში.
გამოდის რომ მიზეზი ამ ორი დაჩიკიდან ერთ-ერთშია. ამის დატესტვაც შეიძლება იოლად. თუ რაზდატკის დაჩიკია მაშინ 4H რეჟიმში დაქოქილ მანქანაზე წინა კარდანი არ იტრიალებს. თუ ხიდის დაჩიკია მაშინ იტრიალებს.
ეს ყველაფერი IMHO
ალბათ ეგ არის. შეიძლება დაჩიკებია დაძველებული
კი, მართალი ხარ, 2 დაჩიკია. საყრადღებოა ისიც, რომ ჩართული წინა ხიდი მუშაობის პროცესში ითიშება და შეიძლება ისევ ჩაირთოს ისე, რომ რაზდადკის სახელურს არ შევეხო. ანუ გამოდის, რომ პოლუოსები კი არის მიერთებული, მაგრამ რაზდადკაში, წინა კარდანი ითიშება პერიოდულად...
MMC -ს მოუსმინეთ ეგ არის ავტორიტეტი პაჯეროებში
ორი დღეა სულ ჩართული ხიდებით დავდივარ სპეციალურად და არ გამორთულა. კიდევ ვივლი და ვნახოთ, რა ვიცი. მინდა მუღამი დავუჭირო რა დროს ითიშება....
Levani
ესეიგი თვითონ დაჩიკები არაფერ შუაშია. გაყვანილობის ბრალია. ნესტი რომ ხვდება ურხევს.
რა ვიცი აბა, ვნახოთ დღეს და ხვალ კიდევ რას იზამს. ბოლო გასვლაზე "პურიჭამის" მერე აურია და ბოლოში ისევ გამოსწორდა. ბოჭორმაზეც მეორე დღეს აურია და მერე ისევ გამოსწორდა.... ამიტომ ვერ ვხვდები. ოფროუდის ბოლო მონაკვეთზე რა, სინესტე და ტალახი არ არის?
ცოტა ხანში კარობკა უნდა ჩამოვხსნა, საკისრები და სინქრონიზატორები მინდა , რომ გამოვცვალო. მაგ დროს უკეთ ვნახავ მთელ ამ გაყვანილობებს და გულდაგულ გადავამოწმებ. ყველა შტეკერს დავაგერმეტიკებ...
დღეს კატალოგი გადავღეჭე. წინა ხიდზეც აქვს დაჩიკი. მე მგონი მაგ დაჩიკიდან მიღებული დენით ირთვება წინა კარდანი რაზდადკაში. ხვალ წინა ზაშიტნიკს მოვხსნი და შევამოწმებ.
აუფ რა გადაიტანს ახლა ამდენ პოსტს.
"BP"-ს ცეპები ვიყიდე, რომბისებური წყობით , წყვილი 250 ლარად. თეგეტაში 450 ლარად რომ იყიდება იმას 10 თავით სჯობია, ინგლისურია ბოლო-ბოლო. აქვთ კიდევ ერთი წყვილი ოღონდ სხვას. ის 270 ლარად ყიდის, მაგრამ 250-ად მომცემია. 33-იანებზე არ მიდის. ბერკეტის საბურავებზე ვცადეთ და არ შეიკრა, მაგრამ შეიძლება ჩამატება. 32-იანებზე ზუსტად ზის.
Levani
სეზონია რა.
ეგ კაია ცეპი საჭიროა, კიდევ ერთხელ გილოცავ.
დღეს გასვლაზე ლევანის ხიდი ისევ გაეთიშა. ამჯერად დრო გვქონდა და სრულად დავტესტეთ.
1) ჩართო 4H და დავაგორეთ მანქანა. წინა კარდანი ბრუნავს. ეს უკვე კაია.ვერდიქტი ისევ ძველი იყო რომ ხიდის დაჩიკი აჩმახებს და ინფორმაციას არ აწვდის კომპს რომ უკვე შეიძლება რაზდატკაში ხიდის მიერთება. ვცადეთ ამ დაჩიკის დამოკლება მარა შტეკერები ვერ გამოვაერთეთ. მერე ლევანიმ ასეთი სტრანნი რაღაც გვანახა. 4H-ში სიჩქარეში მანქანა არ მიდის. თავიდან ეს ლოგიკურად მგვეჩვენა. წინა ხიდში რაღაცა გახლეჩილკია. დიფერი გახსნილი ცხადია მანქანა ადგილზე დგას. მერე უცებ წინა კარდანს დავხედე და დავინახე რომ ბრუნავდა ამ დროს. ეუფ ესეიგი მიზეზი მაინც წინა ხიდის პოლუოსის გახლეჩის მექანიზმშია ან სულაც შლიცებს დაერხა.
2) გავაგრძელეთ ტესტირება. რაზდატკა 4H-ში ძრავი ჩავაქრეთ კარობკა სიჩქარეში. მანქანის ხელით დაგირვის მცდელობისას ძრავს ატრიალებს. ანუ ყველაფერი საკაიფოდაა მიერთებული. უკვე მოგვეშვა რადგან შლიცები გამოდის რომ წესრიგშია. მანქანა დაიქოქა და ისევ იგივე ხდება. პოლუოსი გაიხლიჩა და არ ირთვება. ბანალურად ჩავხსენით მთელი პნევმატიკა (საკმაოდ მარტივი სქემაა კოლექტორიდან გაუხშოებას ხმარობს). და ვივა! ხიდი მუშაობს!!! მივაერთეთ ტრუბკები. ჩავხსენით იქვე კოლექტორზე მთავარი ტრუბკა, დავახშეთ ლამაზად და ლევანის მანქანა ისევ 4X4 გახდა.
ასფალტზე გადმოსვლის შემდეგ ისევ მივაერთეთ ტრუბკა და წინა ხიდი ისევ გაითიშა.
ახლა კი შესაძლო მიზეზები.
1) რაზდატკაში დგას დაჩიკი, რომელიც პნევმატიკას აძლევს სიგნალს რომ წინა ხიდის კონტურში წნევა დააგდოს. შეიძლება ეს დაჩიკი აჩმახებს და ამ სიგნალს ან არ აწვდის. ან გაყვანილობის დაზიანების გამო ვერ აწვდის.
2) პნევმატიკაში არის ორი დაჩიკი/კლაპანი. ერთი სავარაუდოდ ამოწმებს წნევას კონტურში. მეორე კიდე რაზდატკის დაჩიკიდან მიღებული სიგნალის მიხედვით უერთებს/თიშავს კოლექტორ-წინა ხიდი კონტურის გადაბმას.
ორივე დაჩიკის შტეკერები იმდენად ამოსვილია ტალახში რომ ვერ ჩავხსენით. ამავე დროს წნევის საზომი დაჩიკ/კლაპანზე ტრუბკის ჩახსნით არაფერი იცვლებოდა. ხოლო მეორე დაჩიკ/კლაპანზე ტრუბკის ჩახსნით ხიდი ირთვებოდა. მოკლედ ესენიც სანახავია. შეიძლება ტალახის გამო რომელიმე არ მუშაობს წესიერად.
3) შეიძლება ზედ ხიდზეცაა რაიმე პრობლემა ასე დაბლა არ ჩავმძვრალვართ.
მოკლედ მე ისევ წინა ხიდის პრობლემა მაქვს. დღეს ხიდის ჩამრთველი ელექტრო სარქველები მოვხსენი გავწმინდე. ვაკუუმის მილები შევამოწმე. ვერაფერი უწესრიგობა ვიზუალურად ვერ ვნახე. ავაწყე ისევ. ისევ ის პროცესი გავიმეორე რაც ბოლო გასვლისას. ვაკუუმის მილი ჩავხსენი ჩამქრალ მდგომარეობაში. ამ დროს ხიდი ჩართულია და დაქოქვისას ისევე ჩართული უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ხიდი გამოირთო. ვაკუუმუს ტრუბკა გინ ჩახსენი, გინდ არა ხიდი არ ირთვება.
ვაშააა....მეშველა. ახლა ჩემთან იყო ხელოსანი, რომელსაც გამოცდილება აქვს ესეთ საკითხებში. მოკლედ ხიდის ჩასართავად და გამოსართავად აყენია ორი ელექტრო კლაპანი გვერდიგვერდ. ეს კლაპნები იდენტურია. ორივე კლაპანში შედის ვაკუუმის მილი. ამ ხელოსანმა მითხრა, რომ ტუ ამ მილებს შევანაცვლებდი ჩვეულებრივად იმუშავებდა სისტემა. მე რაღაც დავეჭვდი, მაგრამ როცა შევანაცვლე ტრუბკები, სისტემა ამუშავდა. დასკვნა ასეთია: ორი ელ.კლაპნიდან ერთ-ერთი არ მუშაობს. მაგას კი გამოვცვლი. მითხრა, რომ არ არის საჭიროო, მაგრამ მაინც გამოვცვლი.....რა ვიცი მეორე როდის გაფუჭდება
Levani
ძაან კაი ! მარა ის მოკვდავის ვარიანტი ისევ დატესტე ანუ სულ რომ ჩახნილია ხიდის პნევმატიკა. რა იცი ეგ კლაპნები სად და როდის გიმტყუნებს.
მაგას დავტესტავთ კვირის გასვლაზე
კაია მწყობრში რომ ხარ, ის დეტალები მზად არის და დღეს ვერ მოვასწარი აღება ხვალ ავიღებ და დაგირეკავ
Levani
ხო ეგ კაია უკან სიარულისას თუ არა აქვს ხმა. ჩემსას უკანაც და წინაც აქვს ხმა თან ორივე მხარეს. მარა გამოცვლას მაინც ბოლომდე ვწელავ. ბარემ მთლიანი ნაბორი რო მექნება მერე გამოვცვლი (თუ იშოვე )
ჩემ ნივას ისეთი ხმები ქონდა ქაალაქში რო ვუხვევდი ყველა მე მიყურებდა მარა რო გამოვარეხინე და დავატაოტებინე ეხლა მარტო ძაან მაგარი დატვირთვის დროს აქვს პადიომებში და ისიც იშვიათად.
ასე რომ 90% ეშველება 5_იანზე.
Hushta
ამას სულ აქვს. გინდ მოუხვიო გინდ არა.
nika
ძალა თუ ადგება ჩემსასაც სულ აქვს ახლაც კი. მარა ელმანამ და ლექსომ მითხრეს ეგ კიდე კაი ხანს გატარებსო და პაჯეროსას მმინიმუმ 2 წელი არაფერი მოუვა ალბათ.
ქალაქის პირობებში არ შეიძლება არც მოუვიდეს მაგრამ ოფზე რო მოუვიდეს მერე რა ქნას? ჯობია დაიზღვიოს თავი რო ოფზე არ შეექმნას პრობლემები...
nik_deff90
დააზღვიოს რა ყუმბარა გამოცვალოს? ხო გაიყიდა, თან არ იქნება საჭირო დარწმუნებული ვარ. ყუმბარა ეგრე იოლად არ იბრიდება და რომც დაიბრიდოს არაა პრობლემა სახლამდე მიხვალ და კიდე 1 თვე ივლი თუ გინდა ჩაშლილი.
დღეს ზურამ(ვეშაპი) მომიტანა საბურავები 265/75/16 DUNLOP GRANDTRAK MT2. რიკოს და გია-ბერს ეყენათ ესეთები. 2 ცალია კარგი პროტექტორებით 10-12 მმ. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
""""ჯიგარი ხარ ზურა.""""
ახლა ვფიქრობ ტოიოტას ცენტრში ისევ მივაკითხო გოგიტას და დავუკვეთო 2 ცალი ასეთივე საბურავი, ოღონდ კარგი პროტექტორით. თან ვნახავ გეოლენდერებთან შედარებით როგორ დადის.
Levani
მგონი ღირს. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მაგას და გეოლენდერს ერთად ვერ დააყენებ მანქანაზე (ნუ კი დააყენებ მარა სასურველი არაა მაინც).
გეოლენდერი აჯობებს ეჭვიც არ მეპარება. მაგას კარგი ის აქვს რომ ცვეთაა ნაკლები. მ+ს_ია ანუ კაპრონიც ურევია დუნლოპებს და ყინულზე და თოვლზე საკმაოდ ცუდად დადის.
Hushta
მ+ს ჯიპის ყველა საბურავს აწერია მგონი
ჩემი ქაჯი დაკვირვებით, დანლოფი თავის საქმეს 3+ აკეთებს.
საინტერესო ლევანი რომ შეადარებს, რას იტყვის
Levani
ან 140, ან 150
beka
nika
მაგაშია საქმე, რომ მანცა და მაინც, ტალახებში სიარული არ მიწევს და მ/ტ საბურავების ქონა, ეჭვის ქვეშ მიყენია (დამაყრუა მაგის დედაც, ჯეკ!).
1.0 ჯერ არც დამიშვია. 1.3 მქონდა.
ჭაობში გავრჩი. მიშველა საბურავებმათქო, არა. თავს იწმენდს, თუ სწრაფად ბრუნავს საბურავები. კლირენსი აღარ მიშვებდა და დავდიოდი ჩემსავე გაყვანილ კალეაში.
მიუხედავად 4x4 ბლოკირებისა, კალეადან ამოსვლა, მხოლოდ ჯალამბირს მეშვეობით მოხდა.
შემიძლია ვიდეო შემოგთავაზოთ
გადაღებული სირულია, მარა, საბურავები როგორ ლოღნის ტალახს, ჩანს.
დააგდე....ვნახოთ, როგორ ჩაეფლო შენი მონსტრი
მხოლოდ საინტერესო ნაწილია.
არ გეგონოთ მანქანა საბურავებს მიყავს
http://www.zilony.ru/video/temp/1.rar
beka
თუ დაგაყრუა მაშინ გუდრიჩები გინდა. ბერკეტას მანქანაში რო ვიჯექი ბოლოს აი ვაბშე არანაირი ხმა არ ჰქონდა.
ვნახე...სად იპოვე ასეთი ტალახი? მართალი ხარ, ასეთ ტალახში მარტო ჯალამბარი, თუ დაგეხმარებოდა
თან შენი მანქანა მძიმეა და ბუქსაობისას უფრო ღრმად ეფლობა. ვფიქრობ სამურაი მანდ უპრობლემოდ გაივლიდა, თუმცა ბოლომდე არც ამაში ვარ დარწმუნებული....
მე არ მინდა ზედმეტი ყბედობა გამოივიდეს, მარა რაც ვნახე დუნლოპები ტალახში ძაან ცურავდა. სურფზე გვიყენია ეგ და სულ მაგს ვეუბნები მამაჩემს ეგ რამ გაყიდინა თქო. კრუიზერებს კიდევ აქვთ ბლოკები და გადიან და სურფზე საერთოდ ციგაობდა. გეოლენდერს პაკრიშკა არ ჯობია მემგონი რა.
რა ვიცი, ომარას ეყენა ეგ საბურავები და მერე გეოლანდერები დააყენა. ამბობს, რომ გეოლანდერებზე უკეთ დადიოდაო. ვნახოთ. გეოლანდერს კალეიდან ამოსვლა უჭირს, თორემ ისე მაგარი რამეა
Levani
მაგის ბორტებიც არაა გასაგიჯებელი. ნივის ვლი5 უფრო ადვილად ამოვა ალბათ ვიდრე ეგ.
ეჰ, გეოლენდერის დიდი ზომები არაა ნეტავ? მაგას არაფერი აჯობებს
nika
მაგას რომელი გუდრიჩი აქ? ა/ტ თუ მ/ტ?
Levani
ეგ ტალახი არ არის. ჭაობია
მძიმეა, იცოცხლე! 3.2 ტ.
სამურაი კარგ საბურავებზე, მემგონი ვერაფერი ვერ გააჩერებს.
Levani
შენ ამბობდი 255/85/16 არისო. დატვირთვის ინდექს ვნახამ აპა...
თუ შემორჩა ზაფხულამდე გუდრიჩები, მაშინ გავსყიდი დანლოპებს.
beka
1 კომპლექტიღა დარჩა. 3 ჩამოიტანეს ბერკეტას ზაკაზით მარა 1 მგონ ომარას უნდოდა და აღარ აიღო.
ნახევარი წელი მოქონდათ მგონი არა?
კიდე რა მაინტერესებს, უკრაინიდან არ მოდის? მანდ არბ_ს დილერიც არის...
bridgestone dueler m/T- ს რას უწუნებთ ტო?!
ლევანი გეტყოდა, ბრიჯსტოუნია და იმიტოო!
ეგ საბურავები ჩემს პაჯეროზე მიყენია და არანაირი ნაკლი არ აქვს
საბურავების თემაში ხომ არ გადავსულიყავით ბიჭებო? გავიგდეთ ლევანის განყოფილება
შემოსაგვებურავა
ტოიოტა100ზე მიყენია ბრიჯსტოუნები 275 75 რ16 მ-სებია საერთოდ ვერ დადის თოვლზე და ყინულზე მაგარი ნაგავია
მორჩით ოფტოპიკებს!!!
http://imageshack.us
ახალი ავატარი ასწორებს. მარა ფერებია არეული. ვეცდები გაგისწორო.
ვა...მაგის თავი თუ გაქვს დღეს მალადეეეც
Levani
მაინც ვამუშავებ გასვლის ფოტოებს და ამასაც მივაყოლებ.
აგერ ბატონო. მგონი უკეთესია.
Attached image(s)
გაიხარე...
აი ეს ვაბშე უკეთესი გამომივიდა მგონი
Attached image(s)
მასე ანკეტაში როგორ ჩავსვა სურათი ამიხსენით
გამოჯამრთელებას გისურვებ ლევანჩიკ
სპასიბა დავით.... მალე ჩამოდი, თორემ უშენოდ მოვიწყინეთ. ყველა შეხვედრაზე გნატრობთ...
გაუმარჯოს ლევანის, ორი კითხვა მაქვს 3.0 კუბატურის პაჯეროს ძრავებში წლოვანების მიხედვით თუ არის განსხვავებები და მეორე რაც უფრო მაინტერესებს შენ მანქანას ზეთის კლება როგორი აქვს, ნორმირებული წვა ზეთის გააჩნია რამე?
giga st
მგონი არის 12 კლაპნიანი და 24 კლაპნიანი. 12 კლაპნიანი ჩვენს პირობებში უფრო ამართლებს სიმარტივის და საწვავის ხარისხიხისადმი მოთხოვნების ამბავში. ბაქოს ბენზინი მიდის.
ზეტზე ლევანი გეტყვის.
არა ნახეთ რა მონსტრია რააააა? მართლა წითელი ეშმაკია ვეზდეხოდია სუფთა
ვახ ჩემიიი.
ლევანასაც მივულოცოთ ახალი საბურავებიიიიიი!!!
BFGoodrich Mud-Terrain T/A 255/85/16 aka 33x10.5x16
თუ ვერ მიხვდით კოტეს, ბერკეტას და გია–ბერ–ისნაირებია.
ვაააა რა მაგარიაააა მაგარი სიახლეებია კლუბშიიიი!
აბა გილოცავ ლევან
Levani
ვა ვახ!!!!!!!!!!!!
გილოცავ! მიხარია!
ვაა გილოცავ ლევაან
აუუ დაგლიჯაა
ყველანი mt ებზე ვართ თითქმის
აბა დანარჩენებსაც მალე გავეხარებინოთ
ლევან მშვიდობაში და სულ დიდ-დიდ ტალახებში ჭყაპუნში მაგადია, მაგადიიი!
ახლა მოვედი შალვასგან. ლევანიც მოვიდა იქ. აუ რა მაგარ ვიდზეა მანქანა უნდა ნახოთ. ცოტა ბნელოდა უკვე მარა მაინც. წინ კლირენსი აღარ მახსოვს რაღაც კატასრტოფული აქბს 30-ზე მეტი მგონი. და უკან 26 სანტიმეტრი (ჩემსას 24.5 აქვს უკან). მოკლედ მაგას ახლა ლებიოდკა უნდა და ტანკი იქნება რა.
აი საღოოოლ! ხომ ვამბობდი, გაფრინდებია თქოო?!
ოოო გილოცავ ლევან, მაგარი შენაძენიაა, აბა შენ იცი ბევრი ოფროადებიიიი
გილოცავ ლევან მაგარია რააა !
მემგონი მე დავრჩი მარტო პილიგრიმებით
SAMURAI
გული არ გაიტეხო ძმობილო SUZUKI მაინც მაგადია, თუ გინდა სულ დისკებზე იყვეს მომიტევეთ ხალხო, ოფ ტოპიკია
სუზი ყველამ იცის რითი დადიოდა და როგორ დადიოდა !
ნიკუშ ცაშალე ს პოსტი
პაჯეროს ცუდი საბურავი არ ეკუთვნის, ყოჩაღ ლევან
გილოცავ
მაიცა ეს რა არის? მონტაჟიაა? , მაგარი რამეა მშვიდობაში ხოდა ამ საბურავების ეიფორია რომ ჩაივლის იმედია ჩემ კითხვას პასუხი გაეცემა.
აბა როგორ მოგეწონათ მონტაჟიიიიიი?? არ იყო მაგარიიიიიიი? უხდება ხომ?
ulocav shens citel putankas axal bachiebs LELA
ვაააააააა ახალი საბურავებიიიიიიი? მაგარია მაგარიიიიიი სულ ოფფ როუდებში გაგეცვითოს
მოკლედ დღეს შევცვალე წინა სტუპიცის ყველა საკისრები. ნემსა საკისრები ორივე, მარცხენა წინა პოლუოსი მთლიანად. ქვედა ორი შარავოი. წინა ბამპერს მოვხსენი კლიკები. ხანდახან ედებოდა და ოფროუდზე სადღაც მოვგლიჯავდი. ამიტომ კულტურულად მოვხსენი და დავასაწყობე როგორც ადრინდელი პაროგები და ბრიზგავიკები. მაგათ აღარ დავაყენებ. მათ ადგილს მხოლოდ ძალოვანი ბამპერი დაიკავებს ჯალამბართან ერთად. მოკლედ მანქანა ურჩხულს დაემსგავსა. მაგარი გროზნი როჟა აქვს . სურათები არ გადამიღია. ხვალ ნახავთ და სურათებიც გადაუღეთ.
კლირენსების საფუძვლიანად გაზომვის შემდეგ ასეთი მონაცემები აქვს. წინა კლირენსი 32 სმ. უკანა 26.5
კი... ჩემი, ბერკეტის და გაია-ბერის პაჯეროებს ერთნაირი კლირენსები აქვთ. დღეს გია-ბერმაც დააყენა ჩვენნაირი პადსტავკები თავის პაჯეროზე
მოკლედ, ქვეყანა, რომ დაიქცეს მაინც ვყიდულობ არბ-ს წინა ბამპერს. ხვალ ალბად უკვე დავუკვეთავ მაგის დედაც, ჯეკ
მაგარი გადაწყვეტილებაა, არ ინანებ.
ლიფტ-კომპლექტის ყიდვის მერე მეც მაგას ვაპირებ
ხო ნახაზები გვაქვს ზური ასე რომ კაი უნდა გამოვიდეს
ნახაზების საავტორო უფლება ჩემია... ძვირი დაგიჯდებათ
აებეს ბამპერი მაგარია ძალიან
არა ეს ისე დავდე ვიდისთვის, მაგაში დარწმუნებული ვარ რომ 100 თავით უკეთესი იქნება
Levani
შავს იღებ თუ ვერცხლისფერს?
ისე მამენტ შენსას ვერცხლისფერი შეიძლება უფრო მოუხდეს
diff lock
მაგას ჯობია დავკრეკოთ
ხვალ მანქანის მომსახურების დღე მაქვს.
1. უკანა ბამპერი ისევ უნდა დავაყენო
2. დასაყენებელია ოთხივე ბრიზგავიკი (საშხეფუშკა ) რა თქმაუნდა წითელი ფერის
3. დასამონტაჟებელია ქსენონის განათება თავისი ელ.ბლოკებით
4. პარკინგ სენსორები. ჯერჯერობით მხოლოდ უკანა ბამპერზე.
5. ვცვლი უკანა სტოპებს. უნდა დავაყენო დიოდიანი სტოპები.
შემდეგ კვირას მექნება კარობკის განახლება. ვცვლი ყველა საკისარს, სალნიკს (მათ შორის უკანა ხიდისაც) და ყველა სინქრონიზატორს. მოხსნილ კარობკაზე უფრო ადვილად შევამოწმებ ხიდების ჩამრთველ დაჩიკებს. ასევე უნდა გამოვცვალო სცეპლენიის დისკი(კარგია, მაგრამ მაინც), დავაყენებ ორიგინალს. ასევე გამოვცვლი ვიჟიმნოის. ზეთებს ყველგან, ძრავიდან დაწყებული უკანა ხიდამდე დამთავრებული. გამოვცვლი მარჯვენა გალოვკაზე ყველა გიდროპადუშკას. გლუშიტელის სამაგრი, შუა კრონშტეინი აღსადგენია.
ნუ მოკლედ შემდეგი კვირის ბოლოს ეს ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული
უი, უი.... მთავარი მავიწყდებოდა..... აქტიურად უნდა შევუდგე წინა ბამპერის გაკეთებას. თხოვნა ყველასთან:
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სურათები, ინფოები და ნახაზები სილავოი ბამპერებზე გთხოვთ მომაწოდოთ ფოსტით რა...წინასწარ დიდი მადლობა.
ელ.ფოსტა: levani@bk.ru
ესეც ახალი ქსენონები
http://www.radikal.ru
ესეც დაყენების პროცესი
http://www.radikal.ru
ეს კი უკანა ახალი სტოპები
http://www.radikal.ru
ძაან მაგარია, ესეთი პაჯერო მეორე არ დადის თბილისში
ქსენონები დავაყენე, მაგრამ რატომღაც არ ანთებს ეს დღეები ელექტრიკოსები არ მუშაობდნენ და ვერავის ვერ შევამოწმებინე. ხვალ ვაჩვენებ ვინმეს. სტოპები, ჩემს შვილს უკვე გაუმარიაჟებია . ერთი წინა ბრიზგავიკი მივაყენე, საკაიფოდ მოუხდა. მეორეს დაყენება, რომ დავიწყე აღმოჩნდა, რომ "სამარეზები" არ მყოფნიდა და გადაიდო ხვალითვის. სურათსაც ხვალ დავდებ.
დღეს ელიავაზე ვიყავი "სამარეზებისთვის", ჩვეულებისამებრ გავიარე სბურავებისკენ და........დავბრუნდი სახლში 16-იანი დისკებით. არა და რომ მეძებნა ვერ ვიპოვიდი. ვიცი, რომ ფორუმზეც ბევრს უნდა, მაგრამ მე შემხვდა. ამერიკული ორიგინალი დისკებია თავისი კალპაკებით.
ესეც ფოტო. ამ დისკებზე ჩავაცმევ იოკოჰამებს და გუდრიჩებს შევინახავ. დავაყენებ მხოლოდ ოფროუდზე. მაგრად გამისწორდა ეს დისკები. გუდრიჩები მაგრად მეცოდებოდა და, აჰა...ახლა ეკონომიურად მოვიხმარ.
http://www.radikal.ru
ადგილზევე შევამოწმე. დავაყენე წინა მხარეს და არაფერს არ ედება. უკან არ დამიყენებია, მაგრამ თუ წინ არ მოედო არც უკან არაფერს არ მოედება. საკმარისად მძიმეა და გაგრილების პონტში აქვს ნახვრეტებს მომართულება.
ქსენონის ნათურებს ინსტრუქცია არ მოყვა. ადვილად ყენდება როგორც გამიგია.
ინსტრუქცია მოყვა. ადვილადაც ყენდება, მაგრამ ფაქტია, რომ არ ანთებს. შეიძლება მასები მივეცი ცუდად.
აკუმულიატორიდან კაბელები რომ გაჭიმე კვეთა პატარა ხომ არ მოგივიდა და დენი არ ყოფნის გამაძლიერებელს. მე ტუმანიკი რომ დავაყენე კვეთა შემეშალა და ყვითელი შუქი ქონდა
კვეთა როგორ მომივიდოდა პატარა.... ყველა საჭირო კაბელი კომპლექტში მოჰყვა. მე სხვა კაბელი არ გამომიყენებია.
ელექტროობა მესმის. თუ არ ვნახე ისე მიჭირს საუბარი. მად ელემენტარული რაღაცა იქნება.
მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ელექტროობაზე ჩალიჩი და უწესრიგობების ძებნა არ მიყვარს სასტიკად. ამიტომ მინდა ისეთი ვინმე, რომელიც ტესტერით შეამოწმებს ყველაფერს.
სამსახურს 8 საათზე ვამთავრებ. მერე თუ შევძლებ დახმარებას დაგეხმარები. ტესტერი მაქ და ელექროობაში ხარვეზების ძებნაც შემილია
ჯიგარი ხარ, მაგრამ მაგ დროს მე სახლში ვიქნები და როგორ გითხრა ფონიჭალაში მოდითქო. მე თვითონ მეზარემა ამ სიშორე გზაზე სიარული
არა და მაგრად ტეხავს. დღეს, რომ მოსაღამოვდა სასწრაფოდ დავაწექი სასხლში, რომ არ დამღამებოდა
მანძილი პრობლემა არ არის. თუ დაგჭირდები დამირეკე 877-99-66-44. მე დილის 9 საღამოს რვამდე ვერაზევარ ობიექტზე და იქიდან დავეშვები.
ოკ. საღამოს დაგირეკავ. თუ დღის განმავლობაში ქალაქში გამოვედი, მაშინ მე თვითონ შემოგივლი სამსახურში. სპასიბა.
ოკ ტესტერი თან მექნება.
გილოცავ ლევან მრთლა გულით გამიხარდა, როგორც ყოფილ "პაჯეროისტს" მიხარია ნავაროჩენი პაჯერობეის ნახვა.
დღეს წავედი ელექტრიკოსთან, ბერკეტის რჩევით, გაეროს გარაჟში. საკმარისი გამოცდილება აქვთ და ქსენონებზე მუშაობენ. თვითონაც აქვთ ქსენონები და იქვე ამონტაჟებენ კიდეც. მისვლისთანავე დამიბრაკეს ელ.ბლოკები, შეაერთეს ერთ მხარეს თავიანთი ბლოკი და აინთო. მაგრად გამიტყდა. მერე დავბრუნდი მაღაზიაში და ავუტანე კიდევ 7 კომპლექტი, რომ შემემოწმებინა რამდენი ბრაკი იყო და რამდენი კარგი. შემდეგი ახალი კომპლექტიდან ერთი ბლოკი კარგი აღმოჩნდა და მეორე ისევ ბრაკი. გავსულელდი, წარმოიდგინეთ რამდენი თანხა მქონდა 8 კომპლექტში გადახდილი და თითქმის ნახევარი ბრაკი გამოდგა. ეს რაღაც შეუძლებლად მომეჩვენა და ერთერთი დაბრაკული ბლოკი, მე თვითონ ჩავრთე, ოღონდ შტეკერი შევატრიალე(რატომღაც ორივე მხრიდან ჯდება შტეკერი) და ჰოი საოცრებავ.....დაბრაკული ბლოკი ამუშავდა . არა და იმ ბლოკების გადაყრას, ანუ იქვე დატოვებას ვაპირებდი. იმათაც "გაუკვირდათ". ასე, რომ ყველა ბლოკი მთელი აღმოჩნდა. უბრალოდ მე მქონდა შეცდომით მერთებული შტეკერი. არა და როცა შტეკერს არასწორად აერთებ, შედარებით უფრო პლოტნად ჯდება და მე ვიფიქრე, რომ ასე უფრო საიმედოდ იჯდებოდა ბუდეში. ასე, რომ ვცდებოდი.
ახლა დასკვნები თქვენ გააკეთეთ. ის "მაგარი" ხელოსნები მე მაგოიმებდნენ, თუ თვითონ არიან უვიცები? მე, თუ მკითხავთ არც ერთი ვარიანტი მათზე კარგად არ მოქმედებს.....ამის დედა ვატირე, ყველა ერთი ყალიბით როგორაა გაკეთებული???????
ხო მაგრამ მე მაინც ნაწილობრივ მაგის გამომშვებს ვადანაშაულებ შტეკერი წესით სხვანაირად არ უნდა ჯდებოდეს. ეს უკვე ხარისხიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
ე.ი წითელი ეშმაკი ყველაზე მაგარ ვიდზეა,რომელიც დადის ყველგან და არაფერი მოსდის. ფუი ეშმაკს თვალი არ ეცეს. ხო კიდე სტოპები ძააან მაგარია
ხო უკან არ უნდა დაუდგე ღამით. თუ დაამუხრუჭა ჩათვალე რო დაბრმავებული ხარ ასე 5 წუთით
სამი დღეა ხელოსნებს დავდევ, რომ რამის საყრდენები დამედუღებინა. როგორც იქნა შემთხვევით ნაცნობი გავჩითე და გუშინ, მე როგორც მინდოდა ისე გავაკეთებინე შედუღება "უსილენიებით". დღეს ვიურტის წებო-ჰერმეტიკს ავიღებ და დარჩენილ ღეჩოებს ამოვავსებ. ქარხნულადაც ასე იყო.
Attached thumbnail(s)
კი მაგრამ რა მოუვიდა? პოლი ამოგლიჯა?
არა, პოლი არ ამოუგლეჯია. დაჟანგებული იყო და თან დამსკდარი. სიარულის დროს ტკაცატკუცი გაჰქონდა და ფაქტიურად ორ პადუშკა ჰაერში იყო.
ამ პროცესის დროს კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი. როცა პადუშკებს ვიღებდი, კუზაო რამიდან ავწიე, გამოდის , რომ 5 სმ-ით აწევა არაფერს ხელს არ უშლის. არც შლანგებს უნდა დაგრძელება, არც რადიატორის შლანგები არ იჭიმება, არც კოლოფის და რაზდადკის სახელურების პრობლემა არ არის. ნუ მოკლედ 5 სმ-იანი ლიფტის გაკეთება შეიძლება თავისუფლად. პრასტავკებს დავუყენებ პადუშკებს და ამით გათავდა საქმე. სავალ ნაწილს კი ცოტას დავუშვებ, რომ ხოდები მოემატოს, წინა პოლუოსების კუთხე ისევ სტანდარტულს დაუბრუნდეს და მანქანამაც გაცილებით თავისუფლად იაროს.
კიდეც დავფრინავთ და კიდევაც ვცურავთ
"წყალია თუ ჰაერია პაჯერო ყველგან გამვლელია"
ara, nuc ar aofeb. chems temashi sruli tavisupleba gaqvs. :-)
ra ubeduebaa, poketit qartul shriftebs vkitxulob, magram qartulad ver vcer. batono derexturo, damexmaret raa....
ეს მანქანა შენ გელის
Attached image(s)
ვინაიდან ჩემი მანქანის თემა არა მაქვს, აქ დავწერ და იმედია ლევანი არ მიწყენს. კაროჩე ორი სრული დღეა ლებიოდკას ვაყენებ და სავარაუდოდ კიდევ ორი დღე გაგრძელდება. ცუდათა ვარ, ფიზიკურად გადავიღალე და მორალურად დავძაბუნდი, დავეთრევი ნავთლუღში სადღაც მაკარონის ქარხანასთან და დილიდან სღამომდე ამოგანგლული დავდივარ. იტოგში ლებიოდკა უკვე დავამაგრე, ეხლა ქვედა ზაშჩიტნიკის გადაკეთებაა საჭირო და რაც მთავარია სილავოი ბამპერს უნდა დამზადება. კაროჩე რაა.
diff lock
მიდი მიდი!
მაგარი ხარ!
ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია??
ლევან უკატსრავად!
Levani
diff lock
ამ ყველა შენ გაჭირვებასთან ერთად ბანის ღირსიც ხარ
ისე ჩვენში დარჩეს და შეჯიბრამდე ლებიოდკის დაყენება რა საჭირო იყო? მე ჩემის მოხსნას ვაპირებ შეჯიბრის დროს რო დავამჩატო მანქანა. ვნახოთ რამდენად იოლად მოვხსნი. დაყენებისას მაგაზე არ მიფიქრია და ეჭვი მაქ გამიჭირდება.
მეც შეჯიბრის გამო გადავდე ჯალამბარის დაყენება.
ზურა, თუ სილავოი ბამპერის დაყენებას აპირებ მაშინ ჯალამბარი რატომ დააყენე წინასწარ? გააკეთებდი ბამპერს, რომელსაც ექნებოდა ჯალამბარის ჩასაყენებელი ადგილი და მერე აწყობილ ბამპერს, თავის ჯალამბარიანად მიაყენებდი მანქანაზე. მე ასე ვაკეთებ.
ეს პატარა, "წითელი ეშმაკუნა" დღეს ბიძაჩემმა მაჩუქა. დიდი მადლობა პატრულს....ეეეეე...ბიძას
Attached thumbnail(s)
მაგარია
გილოცავ.
შენი ფერის.
თანაც ევოლუშენს გავს
აქედას ის დასკვნაა რომ მაგი მოდელი უნდა იყიდო სასწრაფოდ.
მაგარია
კი, ევოლუშენია. მაგ მოდელზე ნაღდად არ ვიტყოდი უარს. მადლობა კარგი სურვილებისთვის
მიდი, მიდი....მე არ დაგბან
ra sayvareliaaaaaa. imedia male geyoleba egeti ogond satamasho agar uplis wyalobit egec iqneba male
მადლობა ნუცი იქნება, ყველაფერი იქნება...
Levani
მერე ეგ უკანაც დამოუკიდებელი როა?
მაინც?
ლევან აი ეს პატარა ციტატები სილავოი ბამპერის თემის შესახებ შედარებით გამოცდილი ოფროადერებისგან
Дааа- учить дело неблагодарное и нет пророка в своем отечестве, но всеж... Немного рассуждений на заданную тему. Пластиковый бампер - это гражданский городской вариант, зачастую это декоративное изделие, выполняющее еще аэродинамическую функцию в джипе, но никак не защиту авто и поэтому сравнения с силовым некорректны по сути. Однако хочу сразу развеять существующее предубеждение - силовой бампер на джипе не таран и не отвал в бульдозере и не средство для ведения боевых действий - любой силе найдется противодействие. Его назначение - предохранить переднюю часть авто и + множество других функций, не исключая эстетическую! Вот во многофункциональности бампера и состоит главная задача при его строительстве. Когда я задумывал свой бампер, то руководствовался сразу несколькими параметрами - это:
1-защита,
2-малый вес,
3-прочность,
4-малые свесы,
5-открытый въезд колеса на препятствие,
6-геометрия позволяющая не ломать деревья, а отгибать их и отводить в сторону, благодаря чему отсутствует лишнее сопротивление движению машины,
7-защита радиатора,
8-открытая установка лебеды!!! позволяющая быстро ее снять и установить. Благодаря этому трос на барабане всегда виден и все операции с лебедой удобны.
9-желательна конструкция бампера, позволяющая наматывать вытянутый трос от лебеды без лишних рогов, которые травмоопасны.
10-в бампере есть места под хай-джек.
11-немаловажный фактор - внешний вид машины, что меня тоже волновало. Бампер не должен был напоминать забор и своего я добился, хотя на вкус и цвет...
Спустя год практика показала, что мысли были правильные и все в бампере работает, хотя сварен он был за одну ночь.
მე პირადად ვეთანხმები ავტორს
აი ეს კიდევ ARB-ს რაც შეეხება
АРБ тяжел и свесы большие. Вот под Диско более удачный вариант. Вообще-то АРБ, на мой взгляд, не лучший пример для подражания, хотя на некоторые джипы у них есть удачные модели, наприм ТЛК-80.
დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე შენ უკვე ნაფიქრი გაქვს
აბა გისურვებე წარმატებებს ბამპერის შექმნაში
სადღაც წავიკითხე რო ჯერ უნდა ააგოო ჯალამბარის დასამაგრებელი ადგილი (ხისტად მიმაგრებული რამაზე) და მერე მაგაზე დემპფერებით უნდა მიამაგრო სილავოი შედეგად არც რამა დაზიანდება დარტყმისას და ჯალამბარიც ხისტად იქნება დამაგრებული დემპფერი კიდე რამე რო იყოს ადვილი გასასწორებელია რამე მაგარს გამოაბავ ტროსით დაქაჩავ და გასწორდება (შეიძლება აქაც წერია ეგ არ წამიკითხავს)
ამ კვირას ვაკეთებ ბოდი ლიფტს. ჩემი ვარაუდები გამართლდა 50 მმ-იანი ლიფტის თაობაზე. რუსული საიტებიდან შევიტყვე, რომ პაჯერო II-ზე 60 მმ-იანი ბოდი ლიფტი ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე სრულდება. სულ სამი რამეა გასაკეთებელი.
1. უნდა დაეშვას საჭის ღერძის და საჭის კარდანის გადაბმის ადგილი, რათა ლიფტის დროს მოხდეს შლიცებზე გასრიალება. სიგრძე საკმარისია, იმისთვის რომ გადაბმა კვლავ საიმედო დარჩეს. ლიფტის შემდეგ კი კვლავ უნდა გადაეჭიროს.
2.უნდა მოიხსნას ვენტილატორის დიფუზორიდან ქვედა სეგმენტი, რათა ლიფტის შემდეგ არ მოხდეს მისი კონტაქი ვენტილატორთან. მიცუბიშმა ეს ამბავი ეტყობა თავიდანვე გათვალა და ქვედა სეგმენტი მოსახსნელი გააკეთა.
3.წინა მხრუჭების მილების ხვიებიდან ერთი ხვია უნდა გაიშალოს.
სულ ეს არის. გამოიჩარხება 8 ცალი კაპროლონის ვტულკა სიმაღლით 60 მმ. დიამეტრით იმ საყრდენი რეზინის დიამეტრისა, რომელზეც იგი უნდა მოთავსდეს. უნდა გამოიცვალოს სამაგრი ბოლტები. ახალი ბოლტები 60 მმ -ით გრძელი უნდა იყოს ძველზე.
ჯერ გათავისუფლდება ცალი მხარე და დაედება ე.წ "პრასტავკები" ხოლო ამის შემდეგ იგივე ოპერაცია ხდება მეორე მხარეზე. ერთდროულად არ შეიძლება, რათა არ მოხდეს რამის და ძარის წანაცვლება.
ამის შემდეგ წინა დაკიდებას დავწევ 2-3 სმ-ით ქვემოთ, რათა ყუმბარის ღერძი ისევ ჰორიზონტალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ამით თავიდან ავიცილებ ყუმბარებზე მომეტებულ დატვირთვას, გაიზრდება წინა დაკიდების სვლები და გაცილებით რბილიც გახდება.
ამ ყველაფრის გაკეთება ერთ დღეში არის შესაძლებელი.
Levani
აბა წარმატებებიიიი!!!
Levani
ახალი კუზაო თუ ავაგდე მეც ეგრე დავაყენებ ალბათ. ნუ ჯერ ავაგდო და მერე გავარკვევ რამდენი cm მჭირდება რომ ჩემი საბურავები არკებდაუჭრელად დადგეს.
nika:
მეგუშა რაც მალე ჩადგება ფორმაში მით უკეთესი
hushta:
გაიხარე
Levani
იმედია შალვასა და ზურაბაუსავით არ გამეწელება. მაქვს იმედი რომ შემოდგომის სეზონისთვის მოვახერხებ ყველაფერს.
აქ დაგროვილი გამოცდილების მიხედვით, აწი პაჯეროს დალიფტვა გავლილი ეტაპი იქნება, შენთვისაც კარგია და სხვა პაჯერისტებსაც გამოადგება, წარმატებები.
ლევან ნახე რა მაგარი საავატარე ფოტოა
მიაპატარავე და დადე მაგარია ძაან!!!
Attached image(s)
Hushta
მაგარია . როგორც წესი კარგ სურათებს ჩითავ ხოლმე. სპასიბა.
დღეს ბერკეტის მანქანა ვნახე პროფილაქტიკაში. თვითონ იქ არ იყო. ვნახე, რომ მანქანას ზეთი გასდიოდა წინა კარდანი სადაც უერთება რაზდადკას იქიდან. საქმე იმაშია, რომ ასეთი ნიუანსი მქონდა მეც ორი კვირის უკან.
პაჯეროისტების საყურადღებოდ.
თუ წინა კარდნის მიდამოებიდან გასდის ზეთი, ნუ იჩქარებთ სალნიკის შეცვლას. კარგად დაუკვირდით. თუ ზეთით მოსვრილია კარდნის,...უფრო სწორად ხვასტავიკის ის მხარე, რომელიც კრესტავინას უყურებს, მაშინ სალნიკი არაფერ შუაშია. უნდა მოიხსნას კარდანი, ჩაიხსნას კრესტავინა და დაინახავთ ჯეშტის ზაგლუშკას. სწორე ამ ზაგლუშკიდან იპარება ზეთი. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, გამოვარდეს ეს ზაგლუშჯკა, გაიჩარხოს ახალი და წებო გერმეტიკის საშუალებით ჩაჯდეს თავის ადგილას. არის მეორე, უფრო ადვილი ვარიანტი. მიდიხართ იმასთან ვისაც აქვს კემპი და უბრალოდ, ზაგლუშკის ნაპირებს აკურატულად შეადუღებინებთ.
როგორც ირკვევა, პაჯეროებს საკმაოდ Xშირად აქვთ ეს მომენტი და მინდა, რომ ყველა პაჯეროს პატრონმა იცოდეს ეს ინფო.
ბრელოკი გავრეცხე და მაგარია,. რაც მთავარია, თურმე წითელი ყოფილა დიდი მადლობა.
რედ დევილი მაგ წითელ პაჯეროს ქვია შალვამ შეარქვა როგორც ვიცი
დღეს ზურაბაუმ ააწყო ჩემი ჯალამბარი. აქამდე არც მე მეცალა და ვერ მოვაბი თავი. შევაერთეთ ელექტრობა. მშვენიერად მუშაობს. მაგრამ როგორც ყველა ვარნს, მიკაკუნება დასჭირდა. კონტაქტებს გავასუფთავებ და პრობლემა არ უნდა იყოს. რაც მთავარია ჯალამბარი საბრძოლო მდგომარეობაშია. აბურდული ტროსი გავშალე ბოლომდე და ნორმალურად დავახვიეთ. ტროსზე ერთგან რამოდენიმე ძაფი არის გაწყვეტილი, მაგრამ პრობლემა არ უნდა იყოს. აი თითებისთვის კი სახიფათოა .
მოვხსენი წინა მხარეს ბამპერი, დუგა, ჰალოგენები. ბალგარკით ავაჭერი ბამპერის სტანდარტული სამაგრები. რამის წინა, ორი დაბოლოება სულ გავათავისუფლე. ხვალ შველერი უნდა, დავამუშავი, მივცე ცოტა ტრაპეციის ფორმა და დავამაგრო რამაზე. ამის მერე, ზედ შველერზე ისევ დავადუღებ ბამპერის სამაგრ კრონშტეინებს და დავამონტაჟებ ჯალამბარს. გამოდის გაცილებით მარტივად, ვიზუალურად სრულყოფილია და კონსტრუქციულად უფრო გამართლებული. ხვალ მუშაობის პროცესში გადავიღებ სურათებს და დავყრი. ვინმეს გამოადგება. ამას, რომ მოვრჩები მერე უკვე გადავალ ბამპერის გაკეთებაზე.
ლევან, რელეებზე სილავოი კაბელების მოშვებისას ფრთხილად იყავი, (ისე საერთოდ თუ არ მოკიდებ ხელს უკეთესი იქნება) ძალა არ დაატანო თორემ ეგ ბოლტები ტყდება და მერე გაგიხდება საწვალებელი.
დღეს მივაზომ მოვაძომეთ რაღაცეები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
კავალერია კი იყო რედ დევილი ახლა მძიმე კავალერია ხდება ეტყობა, ისე ამ ამბავში პაჯეროს ყიდვა ჯობია როგორც ვატყობ, იმხელა გამოცდილება დაგროვდა თქვენს თავებში რომ ნახევარი მანქანა ეგაა უკვე.
აი ეს მომწონს. თორე დიფლოქმა და ვეშაპმა უკვე მიაყენეს და შენ მაგათზე 1 თვით ადრე გქონდა ეგ ჯალამბარი და ისევ უსაქმოდ იყო.
პ.ს. "ტუჩები" იშოვე?
ჯალამბარის დასაყენებელი უკვე მოვჭერით ზომებზე. და მგონი აყენია კიდეც. ჩავალ ეხლა მეც ცოტახანში ხელებს გავავარჯიშებ და მივეხმარები სურათებსაც გადავიღებ და დავდებ
NIKA მგონი ვერა ჯერ ტუჩები რავიცი თვალში არ მომხვედრია
დაწყებისას
http://www.radikal.ru
მერე მივაზომეთ
http://www.radikal.ru
კიდევ მივაზომეთ
http://www.radikal.ru
შემდეგ ლებიოტკიანად ჩავსვით
http://www.radikal.ru
ჟანგები მოვაცილეთ და შესაღებად გავამზადეთ
http://www.radikal.ru
შევღებეთ
http://www.radikal.ru
ესეც შორი რაკურსით
http://www.radikal.ru
ჯალამბარიც გავრეცხეთ
http://www.radikal.ru
ჩავამაგრეთ
http://www.radikal.ru
და მივაყენეთ
http://www.radikal.ru
ესეც შორი რაკურსეთ
http://www.radikal.ru
ესეც ახლო ხედი
http://www.radikal.ru
და ბოლოს ვნახეთ რომ წითენი "კრუჩოკი" ც გვქონია
http://www.radikal.ru
ვოტ
ვა რამაგრობაა. განსაკუთრებით წითელი hook-ი მომეწონა.
ლევან აღფრთოვანებული ვარ. респект
Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)