IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გომბორი-ახშნისველები 3-4 ივლისი 2010, პორნოოფროუდი
nika
post Jul 5 2010, 00:55
Post #1


Unregistered









გასვლაში მონაწილეობდა 2 მანქანა

1) ლევანი+მე პაჯერო 2 33 მ/ტ
2) ჯადო+პერი ვრანგლერ 33 მ/ტ

ამდენ მანქანას შეკრება არ გასჭირვებია. გომბორის გზაზე ცოტა გავწვალდით რადგან საშინელი მტვერი იდგა. ყველაფერი მიგვანიშნებდა რო იოლი გასეირნება იქნებოდა. ჯადომ ეგებ 1 დღეში გავიაროთო. პლან B ამ შემთხვევისთვის მქონდა მერე ახმეტა-თიანეთის გავლით სიონის სყალსაცავთან გაჩერება ღამით. მარა ...
გავიდექით აღმართს. იქვე გამოჩნდა რო ტალახები ჯერ იყო. უბრალოდ ზევიდან შემშრალი იყო. და ბალახი იყო გაზრდილი ამ 2 თვეში ძაან დიდი.
შედარებით იოლად ავედით მგლის მთაზე. მთას გზა მარცხნიდან უვლიდა. ჯერ ტყეში შედიოდა და მერე უკვე ქედს მიუყვებოდა. ტყეში შევედით თუ არა დიდი მეწყერი დავინახეთ. გზა ადრე მანდ გადიოდა. პრინციპში შეიძლებოდა მანდ მანქანებიდ გადატარება მარა კერ მთის მეორე მხრიდან შემოვლა ვიფიქრეთ. აი აქ მივქარე მაგრა. დაზვერვაზე რო წავედი ფეხით ვნახე რო წინ გზა ჩვეულებრივად გრძელდებოდა. უკან კიდე მთის მეორე მხრიდან შემოვლა ვცადე. აი აქ მივქარე. საშინელი ბალახები, ყველანაირი ჯიშის ბუზები და პლიუს სიცხე. წრე მთლიანად ვერ დავარტყი თუმცა მანქანები რო გაივლიდნენ მაგი ვნახე და ასე 500 მეტრი არ მისული მანქანებამდა შველა ვითხოვე. საბოლოოდ ეგ ადგილი გადავლახეთ თუმცა 2 საათზე მეტი დრო აქ დაიკარგა. გზა გავაგრძელეთ თუ არა გამოჩნდა თუ რა გველოდა წინ. ასეთ სიცხეში მაღალ ბალახში თითქმის სულ სველი ტალახიანი მიწა იყო. ლევანის მანქანას საკმაოდ უჭირდა აღმართებში ასვლა რადგან ნიადაგი თიხის მაგვარი იყო. გზა როგორც ასეთი საერთოდ არ იყო. ოდესღაც აქ ალბათ დადიოდა მანქანები მარა ეს 20-ე საუკუნეში ალბათ. საბედნიეროდ (გაუგებრაია აქ რა უნდოდათ) ბევრი ძროხის ნაკვალევი იყო და გზას ამის ხაჯზე არ ვკარგავდით. სულ გვიწევდა დაცემული ხეებისგან და ტოტებისგან გზის გაწმენდა. სადღაც 4 საათზე წავიხემსეთ და ახალი ძალებით შევუდექით გზას. წინ ფაქტიურად ერთი აღმართი გველოდა და მერე უკვე ბოჭორმა-ახშნისველები გზაზე დავეშვებოდით. ამ აღმართის დაძლევაზე ძაან დიდი დრო დავკარგეთ. მარა უფრო მეტი დრო წაიღო დაღმართში გზის ძებნამ. ბოლოს გზა ვიპოვეთ და იქვე გავჩერდით. კარვები გავშალეთ. მერე ჯადოსნური მწვადი შევჭამეთ და დავიძინეთ.

მეორე დღეს დილიდან გზის ძებნა დავიწყეთ, მარა მალე მივხვდით რო უაზრობა იყო. და პირდაპირ დავეშვით სანუკვარი ბოჭორმა-ახშნისველები გზისკენ. ალაგ ალაგ ნაკადულები იყო და გადავლა გვიწევდა. მომენტებში სერიოზული გზა ჩანდა მარა უცებ ბალახებში დაიმალებოდა და ქრებოდა.
მიუხედავად ამისა 10 საათზე გავედით გზაზე. მარა სადაა გზა. ზუსტად ისეთივე დღეში დაგვხვდა. აი აქ გავიფიქრეთ რო დაგვერხა. ასეთი გაიკვალავი გზის გავლას შეიძლება კიდე 1 დღე დაჭირვებოდა. მარა უფრო იმის შიში მქონდა რომ სადმე ჩავარდნილი არ ყოფილიყო გზა და ამიტო ხო არ იყო ასე უვალი. ლევანის კიდე ბენზინის დაჩიკი ცოტას უჩვენებდა ...
ნელ-ნელა გავუყევით ლიანდებს. პირველ მდელოზე გასვლის ადგილი სულ ჩახერგილი იყო. ფაქტიურად 1 საათში 500 მეტრი გავიარეთ. ერთი იმედი იყო რო დიდ მდელოზე (სადაც აზიას ჟაჭვები მოვხსენით ადრე) რო მივიდოდით იქიდან ცოტა უკეთ ვივლიდით. შემდეგი 200-300 მეტრი საშინელება იყო. მარა მერე ცოტა დაიკლო ბალახებმა. გზაც მეტ-ნაკლებად გამოჩნდა და მეორე მდელოზე სადღაც 2.5 საათში გავედით. პირველის ნახევარი იყო და აქ წავიხემსეთ. მანქანები აქამდეც არ იყო მოსული თუმცა ამის იქით გზა უკვე ერთი მიდიოდა და გზის ძებნაზე მაინც აღარ გვეხარჯებოდა დრო. აქ უკვე ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ვისაც ეგ გზა ახსოვს შეუძლია წარმოიდგინოს თუ რამდენად რთული იქნება ის ნახევარმეტრიანი ბალახით დაფარული. კაი დიდი მონაკვეთი მოგვიწია მანქანის წინ სიარული და ტრაექტორიების ძებნა. როგორც იქნა გუბეები დასრულდა, გზა ისევ ტყეში შევიდა და დაიწყო ლიანდები. ჩვენ და გასაკვირად დიდი გუბეები სულ დამშრალი იყო და იოლად გავიარეთ. უკვე ამოვისუნთქეთ და მოულოდნელად წინ ჩახრამული ადგილი გამოჩნდა. ლევანის მანქანას ვერ გაუძლო მიწამ და ჩაწვა. აქაც კაი დრო დავკარგეთ. მანქანა რო გასწორდა წინ ისევ ჩახრამული იყო და სანამ ქვებით ავსებდნენ მე წინ დაზვერვაზე წავედი. გზაზე 4 ხე იყო დაგდებული. საბოლოოდ შემოვლითი ტრაექტორია ვიპოვე და ამ ოთხიდან 2 ხეს უვლიდა გზა მარა დანარჩენ ორზე მაგრა ვიწვალეთ. სულ ჩახრამულის და ხეების გავლას ალბათ 2 საათი დავახარჯეთ. მარა არც ამის მერე გაუმჯობესდა დიდად გზა. ლიანდებს შემოვუარეთ ერთგან და მანდ დიდი დრო მოვიგეთ. მარა ფაქტიურად სოფლის პირველ სახლამდე გზა სულ უვალი იყო. სადღაც 6 საათზე გავედით სოფლის პირას მდინარეზე და აქ ცოტა დავისვენეთ და ვიბანავეთ. დანარჩენი უკვე ტრასით, ნელ-ნელა დაბრუნება იყო.


Attached File(s)
Attached File  filtered.plt ( 460.27k ) Number of downloads: 577
Attached File  forumistvis.gpx ( 511.79k ) Number of downloads: 456
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   გომბორი-ახშნისველები 3-4 ივლისი 2010   Jul 5 2010, 00:55
berketi   nika ველით სურათებს დ...   Jul 5 2010, 01:31
giorgio   nika ფოტო და ვიდეო მას...   Jul 5 2010, 01:37
nika   მე მარტო ვიდეოები ...   Jul 5 2010, 10:53
defi   nika ვინტი დაამატე ვი...   Jul 5 2010, 11:28
nika   ცოტა დაუმუშავებელ...   Jul 5 2010, 12:10
Jeep Peri   ეხლა დავიწყებ სურ...   Jul 5 2010, 12:15
Jeep Peri   http://a.pix.ge/q/neq1h.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 12:39
Levani   ტხრ :)   Jul 5 2010, 12:51
Jeep Peri   http://b.pix.ge/z/t8rdv.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 12:59
Jeep Peri   http://b.pix.ge/n/vyl7w.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 13:23
Jorjik@   ტიხარი   Jul 5 2010, 13:26
Jeep Peri   http://a.pix.ge/k/a36lj.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 13:44
Levani   გავტიხროთ :)   Jul 5 2010, 13:48
cat   კარგია მომწონს :)   Jul 5 2010, 14:06
Jeep Peri   http://a.pix.ge/m/4nh4c.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 14:10
defi   ერთი დრუჟბა დაგხატ...   Jul 5 2010, 14:13
Jeep Peri   http://b.pix.ge/m/475l0.jpg [url=http://pix.ge/][i...   Jul 5 2010, 14:37
Levani   :):):)   Jul 5 2010, 14:42
beka   კარგია! ნიკა, ვიდ...   Jul 5 2010, 14:58
Jeep Peri   ამათმაც კარგათ გვ...   Jul 5 2010, 15:00
Levani   :):):)   Jul 5 2010, 15:05
Jeep Peri   მაგარი რამეა :D http://a.p...   Jul 5 2010, 15:19
Levani   :muagar: :muagar: :muagar:   Jul 5 2010, 15:22
Jeep Peri   http://a.pix.ge/j/10cyh.jpg სულ ეს ...   Jul 5 2010, 15:26
Levani   სულ ეს იყო :) ჯადო ...   Jul 5 2010, 15:27
MS4X4   ვააა რა მაგარი გას...   Jul 5 2010, 15:40
KAXA   მურადი და ჯიპიესი ...   Jul 5 2010, 15:45
gugs   მაგარი ჯანგლ როუდი...   Jul 5 2010, 15:48
nika   ცალკე უნდა მოვყვე ...   Jul 5 2010, 15:54
junior   ვა რა მაგარია,,, დამ...   Jul 5 2010, 16:07
Levani   განსაკუთრებით სას...   Jul 5 2010, 16:33
Jeep Peri   Levani მადლობა შექები...   Jul 5 2010, 16:39
DAVIDUS   ანტიკოღოს სპრეი არ...   Jul 5 2010, 16:47
nika   ოფროუდი იყო მისი ყ...   Jul 5 2010, 16:48
giorgio   Levani :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ...   Jul 5 2010, 16:49
Levani   Levani :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ...   Jul 5 2010, 17:16
giorgib   ძალიან საინტერესო ...   Jul 5 2010, 17:12
marge   კაი გასვლა ყოფილა :D...   Jul 5 2010, 17:50
Jeep Peri   Levani აი მაქვს სურათე...   Jul 5 2010, 18:47
Levani   Levani აი მაქვს სურათ...   Jul 5 2010, 19:47
Otka   :muagar: ის სურათი მომე...   Jul 5 2010, 19:03
Levani   :muagar: . მაინტერესებ...   Jul 5 2010, 20:21
nika   Levani პირველ პოსტში.   Jul 5 2010, 20:30
Levani   Levani პირველ პოსტში. ...   Jul 5 2010, 20:32
nika   არა მე მაქვს ხაია :lol...   Jul 5 2010, 20:36
irakli   ძალიან მაგარი ტრეკ...   Jul 5 2010, 20:41
superselect   ამხელა ბალახი ცხოვ...   Jul 5 2010, 20:42
irakli   ხო და ჩახერგილ ხეე...   Jul 5 2010, 20:51
GIRA   გაიხარეთ, ხოშიანი ...   Jul 5 2010, 21:25
giorgio   ვიდეოები დადეთ რა ...   Jul 5 2010, 21:30
nika   კი. თუმცა როგორც ერ...   Jul 5 2010, 21:36
giorgio   nika ნიკუშ ეს ტრეკი რო...   Jul 5 2010, 21:40
nika   giorgio ოზით იხსნება ერ...   Jul 5 2010, 21:56
giorgio   nika ნიკუშ ოპენ ვიზ ოზ...   Jul 5 2010, 21:59
nika   არა ოზიში მიეცი ფი...   Jul 5 2010, 22:00
beka   ანტი კოღო უნდა. თუ შ...   Jul 5 2010, 22:20
shalva-zimin   კარგი მარშრუტია :muaga...   Jul 5 2010, 22:59
jado   ძლივს მოვახწიე კომ...   Jul 5 2010, 23:14
jado   ნელნელა ავტვირთავ ...   Jul 6 2010, 00:57
jado   sPduAODUlhc   Jul 6 2010, 01:14
jado   eFvRqMQ4UP0   Jul 6 2010, 01:42
jado   სოსო კოღოებისგან ი...   Jul 6 2010, 02:35
კა2   :muagar: nika კოღოები ძლიე...   Jul 6 2010, 08:27
nika   მე ეგ სპრეები აფერ...   Jul 6 2010, 09:02
avto sujashvili   nika სპრეები არვიცი მ...   Jul 6 2010, 10:09
beka   გაპუტული მთვრავლი ...   Jul 6 2010, 10:42
nika   პირველი ვიდეო მზად...   Jul 6 2010, 10:50
badri20   მაგრად გივლიათ მაგ...   Jul 6 2010, 10:50
cat   კოღოებს მაგრად შვე...   Jul 6 2010, 11:49
jado   ეხლა ჩვენ კოღოებზე...   Jul 6 2010, 11:56
Neo   კაი გზა გივლიათ, მა...   Jul 6 2010, 11:57
jado   arKUoJbiuWg   Jul 6 2010, 12:08
jado   h62H1Pdkk5s fySePqA1WTg O-mlhcbizvc ZBxqjm2FH0...   Jul 6 2010, 12:25
კა2   jado ძაან მიზერულია შ...   Jul 6 2010, 13:56
avto sujashvili   კა2 მაგას პლიუს კიდ...   Jul 6 2010, 14:02
nika   ნეტა იქ გველები ყო...   Jul 6 2010, 14:05
კა2   avto sujashvili გველის სახოე...   Jul 6 2010, 14:19
Jeep Peri   nika შენი ვიდეოები არ ...   Jul 6 2010, 15:03
nika   Ys9PcBCHth0 ეგეთი ტყე იქ ა...   Jul 6 2010, 15:05
Levani   დილით სანამ დავიძ...   Jul 6 2010, 15:25
avto sujashvili   კა2 გრიმუჩაიაზე(ჩხ...   Jul 6 2010, 15:15
კა2   ჩემი აგარაკის გვერ...   Jul 6 2010, 15:49
nika   კა2 კი ადრე გავიარე...   Jul 6 2010, 16:49
DAVIDUS   მაგარი გასვლა ყოფი...   Jul 6 2010, 16:52
badri20   მაგარი გასვლა ყოფ...   Jul 6 2010, 17:26
Levani   მაგარი გასვლა ყოფ...   Jul 6 2010, 17:36
DAVIDUS   badri20 არა, ისე მაინტე...   Jul 6 2010, 17:43
badri20   [b]badri20 არა, ისე მაინტ...   Jul 6 2010, 17:57
Hushta   DAVIDUS მემგონი F-ბეელე...   Jul 6 2010, 21:55
nika   როგორც ლევანიმ თქვ...   Jul 6 2010, 18:09
gio-kutaiski   ამ სურათების შემხე...   Jul 6 2010, 19:17
giorgio   აუ ძალიან მაგარი ო...   Jul 6 2010, 21:06
nika   ხოო ყუმბარის მანდ ...   Jul 6 2010, 22:03
nika   py_3RxjgiiI 3tf9dEhfInE RrT0mRH15Ak   Jul 7 2010, 10:51
nika   ცოტა Blur დავადე ვიდე...   Jul 7 2010, 11:18
Otka   nika :muagar: ვისიამოვნე ყ...   Jul 7 2010, 11:37
jado   ცოტახნით ისევ იქ დ...   Jul 7 2010, 12:20
badri20   ცოტახნით ისევ იქ დ...   Jul 7 2010, 12:42
jado   badri20 რამდენი მაწვალ...   Jul 7 2010, 12:48
2 Pages V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 21:20