ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, სავარაუდო ინფორმაცია |
ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, სავარაუდო ინფორმაცია |
nika |
Oct 10 2009, 12:46
Post
#1
|
Unregistered |
კლუბის გამგეობაზე დამტკიცებული იქნება უახლოეს მომავალში. მარა მანამდე ხალხი მზადებაში რო იყოს შეგატყობინებთ რომ:
ა.წ. 7-8 ნოემბერს, ჩვენი კლუბის მიერ, მოეწყობა ახალი ტიპის ოფროუდ შეჯიბრი ტროფი რეიდი "დიდგორი-2009". შეჯიბრის რეგლამენტი შემუშავების სტადიაშია და როგორც კი მზად იქნება გამოვაქვეყნებთ. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს 1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა 2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი აღჭურვილი ჯალამბარით 3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი რომელიც ტრეკების ჩაწერის და მათზე გაყოლების საშუალებას იძლევა (ოპტიმალურია ლეპტოპი ან პოკეტ პისი რომლებზეც ჩაწერილია OziExplorer-ი) და ციფრული ფოტოაპარატი. 4) უნდა ჰყავდეს შტურმანი. 5) გადაიხადოს შენატანი (შენატანის ოდენობა დამატებით იქნება დაზუსტებული). რა არის ტროფი რეიდი ტროფი რეიდი ტარდება კლასიკური რალის მსგავსად. ანუ შედგება ორი ტიპის მონაკვეთებისგან 1) საგზაო სექცია. აქ მონაწილემ უნდა იაროს ზუსტად დადგენილ დროში (არც უფრო სწრაფად და არც უფრო ნელა) ყველა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით. 2) სპეც მონაკვეთი. რთულად გადასალახი მონაკვეთი რომელიც მონაწილემ უნდა გაიაროს რაც შეიძლება სწრაფად. სპეც მონაკვეთების ზოგ ადგილას მოწყობილი იქნება საკონტროლო წერტილები, რომელთა დალაშქვრა მოხდება ორიენტირების მსგავსად (ფოტოაპარატის საშუალებით დადასტურებით), განსხვავება ისაა რომ ეს წერტილები სავალდებულოდ უნდა დაილაშქოს. ამ მონაკვეთების გავლისთვის მონაწილეებს მიეცემათ GPS ტრეკები. ტრეკიდან მაქსიმალური გადახრა შეზღუდული იქნება. ამის გასაკონტროლებლად მონაწილის ავტომობილში დამონტაჟებული იქნება GPS ლოგერები რომლებიც ჩაიწერენ მათ მიერ მოძრაობის გზას. შეჯიბრი იწარმოებს ორ ჩათვლით ჯგუფში. 1) TR2 - მომზადებული ავტომობილები. აკრძალულია, ტრაქტორის საბურავები და 33"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები, პორტალური ხიდებისთვის და 1400 მმ-ზე ვიწრო ლიანდის მქონე მანქანებისთვის 30"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები. დამონტაჟებული ჯალამბარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს. 2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული იქნება 20-ით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით "ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571 |
marge |
Oct 10 2009, 13:51
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 6,170 Joined: 31-August 06 From: Tbilisi/Didi Digomi Member No.: 5 მანქანა: Stukbaru Outback |
2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა.
ანუ ფბელები აქ გავა არა ? კაია ახალი ტიპის შეჯიბრი ასწორებს -------------------- Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|
nika |
Oct 10 2009, 13:58
Post
#3
|
Unregistered |
marge
კი ყველა ტრაქტორის საბურავი მანდ მოხვდება. გინდ 28 გინდ 40-იანია. |
Geooffroader |
Oct 10 2009, 14:57
Post
#4
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
კარგია კარგიაა
ძალიან კი მინდა გამოსვლა მაგრამ ჯალამბარის გარეშე ვერ გამოვალ ისე მზად ვარ ორგანიზატორთა ჯგუფში ჩავეწერო This post has been edited by gio_86: Oct 10 2009, 14:58 -------------------- come back Nick
|
Neo |
Oct 10 2009, 15:35
Post
#5
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
nika
მეც მინდა გამოსვლა, მაგრამ ეხლა ჯალამბარს ვერ შევიძენ 20 ადამიანი ისე კლუბშიც მოგროვდება უჯალამბრო მანქანებიც თუ დაიშვება უფრო მეტი ხალხიც მიიღებს მონაწილეობას და მეტი ინტერესი იქნება პუბლიკის მხრიდან. -------------------- My way
Always a better way |
nika |
Oct 10 2009, 15:43
Post
#6
|
Unregistered |
Neo
მესმის მარა : 1) კლუბი შეზღუდულია სახსრებში. შეჯიბრი საჭიროებს GPS ლოგერების შეძენას და 20 ცალზე მეტს ვერ გავქაჩავთ. 2) შეჯიბრზე იქნება გაყოფილი სტარტი. შედეგად რაც მეტი მონაწილეებია მით უფრო დიდი დრო წავა დასტარტვაზე. აქაც 20 ოპტიმალურ რიცხვად ჩავთვალეთ (უფრო სწორად კი დავთვალეთ). 3) ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჯალამბარიანი ტრ1 ავტომობილები ჩვენთან ფაქტიურად არაა (მე არ მეგულება ერთადერთი მგონი ბექას ტოიოტაა და ისიც არაა საქართველოში ამჟამად). ხოლო უჯალამბაროების გაშვება წრფივ სპეც მონაკვეთზე დაკავშირებულია საცობების დიდ რისკთან. ერთი მანქანის გაჭედვა ავტომატურად იწვევს მის უკან მომავალი მანქანების გაჩერებას. ორიენტირებაზე ეს პრობლემა არ იყო. წახვიდოდი სხვა წერტილების ასაღებად. ამიტომაც ტრ1 ავტომობილები ამჯერად საერთოდ ამოვიღეთ. თუ ამ შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა შემდეგისთვის უკვე გვექნება ლოგერების მარაგი რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გავზრდით. |
nika |
Oct 10 2009, 15:48
Post
#7
|
Unregistered |
ასევე მინდა დავამატო რო მაყურებლებისთვის იქნება სპეციალური გამოყოფილი ადგილები. სადაც იოლად მივლენ სტანდარტული 4X4 ავტომობილებით და შემდეგ ფეხით მინიმალური მანძილის გავლით შეძლებენ საინტერესო ადგილების ყურებას ისე რომ არ შეუშალონ მონაწილეებს.
|
Neo |
Oct 10 2009, 16:15
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
nika
ნოკიას სპორტტრეკერით შეიძლება მაგის გაკეთება, ჩაწერილი ტრეკის კორექტირება შეუძლებელია ტელეფონით, სიზუსტე ძალიან კარგი აქვს, ეყოფა გზიდან გადახვევების დაფიქსირებას. GPS იანი ნოკიების შოვნა კი ყველა მსურველს შეუძლია. მაგის გარდა GPRS-ზე დაფუძნებული ონლაინ პოზიციონირების რომელიმე სერვისის გამოყენება შეიძლება თუ GSM დაფარვის ზონაა მთელს ტრეკზე. ლოგერების იჯარით აღება ან თხოვება არ შეიძლება ვინმესგან? დარწმუნებული ვარ ბევრს დაწყდება გული, ვინც მთელი წელი შეჯიბრის მოლოდინში იყო. -------------------- My way
Always a better way |
nika |
Oct 10 2009, 16:44
Post
#9
|
Unregistered |
Neo
ეგ ყველა ნიუანსი უკვე დაზუსტებულია და დადგენილი. მარტო ლოგერების პრობლემა არაა. იხილე პუნქტი 3. ლოგერებად გამოყენებული იქნება Holux M1000C GPS-ები და ისინი მონაწილის მიერ ვერ იქნება კონტროლირებადი (დაილუქება). ციტატა დარწმუნებული ვარ ბევრს დაწყდება გული, ვინც მთელი წელი შეჯიბრის მოლოდინში იყო. ყველაფერი ავწონ დავწონეთ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდით. მთავარი დაბრკოლება მაინც ჯალამბარები იყო. ნამდვილად არ გვინდა პრეტენზიები რომ ჰქონდს ბევრს იმის გამო რომ მის წინ მანქანა გაიჭედა და ამის გამო ვერ გამოვიდა კარგად. ასევე მინდა აღვნიშნო რომ მონაწილეობა უფრო ძვირი ეღირება ვიდრე წინა შეჯიბრებებზე იყო. ხო ასევე წლის ბოლომდე კიდე ერთი შეჯიბრის ჩატარებას ვაპირებთ. თრაიალი იქნება ოღონდ ახალი წესებით ეგეც და იქ შეძლებენ მონაწილეობას. |
Neo |
Oct 10 2009, 17:04
Post
#10
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
nika
არ შეიძლება რომ უჯალამბაროებისათვის ალტერნატიული მონაკვეთები იყოს? QUOTE ხო ასევე წლის ბოლომდე კიდე ერთი შეჯიბრის ჩატარებას ვაპირებთ. თრაიალი იქნება ოღონდ ახალი წესებით ეგეც და იქ შეძლებენ მონაწილეობას. ეს კარგია -------------------- My way
Always a better way |
nika |
Oct 10 2009, 18:07
Post
#11
|
Unregistered |
Neo
ციტატა არ შეიძლება რომ უჯალამბაროებისათვის ალტერნატიული მონაკვეთები იყოს? მაგაზეც ბევრი ვიფიქრეთ და ისეთი საინტერესო ვერაფერი გამოდიოდა. ტალახიანი მონაკვეთების გარეშე უნდა ყოფილყო მაშინ. თან ისე რომ ერთმანეთი არ გადაეკვეთა ტრ1-ის და ტრ2 და ტრ3-ს ტრასებს, რაც რთულია. თან ეგ მოითხოვს მსაჯების რაოდენობის გაორმაგებას. გარდა ამისა გადასახადი იმხელაა დარწმუნებული ვარ 2/3 მაინც მაგის გამო იტყოდა უარს. ხო აქვე უნდა დავწერო რომ აქაური მანქანების დიდი ნაწილი ტრ1-ში ვერ მოხვდებოდა. ტრ1 იქნებოდა აბსოლუტურასდ სტანდარტული დაულიფტავი ავტომობილები. ხოლო ტრ2-ში ჯალამბარი ყველა ვარიანტში სავალდებულო იქნებოდა ისედაც. მოკლედ ნელ-ნელა საერთაშორისო სტანდარტებზე გადავდივართ. |
Levani |
Oct 10 2009, 18:09
Post
#12
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
Neo
ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ალტერნატიული გზები მოითხოვს დამატებით ხარჯებს და დამატებით მსაჯთა რაოდენობას, მათი მომსახურების ბრიგადას და ა.შ. დაგვაფინანსეთ და რაზეა ლაპარაკი . მარტო ლოგერების შეძენაზე 1500$ გვინდა. ამ შეჯიბრის ნახევარი დაფინანსებაც კლუბის წევრების შენატანებით იფარება. გახდი კლუბის წევრი, შემოიტანე საწევრო და კიდე ერთი პატარა საქმე გაკეთდება. მაგრამ არ სჯობია უამისოდ გამოხვიდე შეჯიბრზე, საპრიზო ადგილი მოიგო და მშვიდად წახვიდე სახლში? -------------------- RED DEVIL
|
Neo |
Oct 10 2009, 18:10
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 7,266 Joined: 1-July 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,428 მანქანა: TLC Prado 150 2.7 |
nika
გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. წყვილებში ხომ არ გაკეთებულიყო შეჯიბრი? ყველა ჯალამბრიანს ყავდეს თავისი მეწყვილე უჯალამბრო უფრო საინტერესო იქნება და გუნდური სულისკვეთებაც კარგად გამოიკვეთებოდა და გვერდში დგომაც -------------------- My way
Always a better way |
nika |
Oct 10 2009, 18:18
Post
#14
|
Unregistered |
Neo
ციტატა წყვილებში ხომ არ გაკეთებულიყო შეჯიბრი? ყველა ჯალამბრიანს ყავდეს თავისი მეწყვილე უჯალამბრო smile.gif უფრო საინტერესო იქნება და გუნდური სულისკვეთებაც კარგად გამოიკვეთებოდა და გვერდში დგომაც wink.gif ეგეც იქნება. მარა ვინაიდან ჯერ პირველად ვატარებთ ასეთი ტიპის შეჯიბრს არ გვინდა რომ ეგრევე რაიმე წყალქვეშა ქვებს დავეჯახოთ. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავარჩიეთ. ასევე გავითვალისწინეთ უცხოური (ძირითადად უკრაინელების) პრაქტიკა. იმათთანაც ტრ1 და სტანდარტულ მანქანებს სულ უფრო და უფრო ხშირად აღარ უშვებენ ეგეთ შეჯიბრებებზე. ცალკე ტურიზმის კატეგორიაა და რაღაც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე დაყავთ. ორიენტირებაზე კი ბატონო. რო ავწონ დავწონეთ ჩვენ ეგეთი რამე არ გამოგვივიდოდა. არც ხალხს მოეწონებოდა დიდგორის გარშემო ისტორიული ადგილების მონახულება და თან არც ისე ბევრია ეგეთი ადგილი. თანაც ორგების ძირითადი ძალისხმევა ამ მიმართულებაზე ვერ დაიხარჯება. და ხალხის დიდი ნაკლებობაცაა. რამე უინტერესოს ჩატარებას კიდე ვამჯობინეთ არაფერი ჩაგვეტარებინა. ისე როგორც ხედავთ მონაწილეთა რაოდენობა ტრ2 და ტრ3 კატეგორიებშიც შეზღუდულია. სტანდარტებიც რომ იყოს უკვე მინიმუმ 30-მდე უნდა გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა. ხო და კიდე არავინ უშლის ხალხს შტურმანებად გაყვეს მონაწილეებს. ამ შეჯიბრზე შტურმანობაზე გაცილებით მეტი იქნება დამოკიდებული. სწრაფი ტემპით ტრეკის წაკითხვა და თან სს-ის დროზე გავლისას არაა იოლი საქმე. |
nika |
Oct 10 2009, 18:30
Post
#15
|
Unregistered |
gio_86
ციტატა ისე მზად ვარ ორგანიზატორთა ჯგუფში ჩავეწერო მსაჯებში ჩაეწერე. |
chezitto |
Oct 10 2009, 18:35
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
დაიძრა, დაიძრაა........ ძალიან კარგი, საინტერესო იქნება ძალიან, ახალია და თან ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო მონაწილეების, არამედ მაყურებელის მხრიდანაც, ვნახოთ რა იქნება..........
ძოხო რამე ვქნათ რააა.............. -------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
nika |
Oct 10 2009, 18:35
Post
#17
|
Unregistered |
დიდი შანსია რომ ჩემ ჯალამბარს გავაქირავებ ვინმე მჩატე მანქანიანზე
|
chezitto |
Oct 10 2009, 18:41
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
nika
აბა შენი ჯალამბარი ჩვენ არ გამოგვადგება თორე დიდი სიამოვნებით.......... -------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
nika |
Oct 10 2009, 18:43
Post
#19
|
Unregistered |
chezitto
ციტატა აბა შენი ჯალამბარი ჩვენ არ გამოგვადგება თორე დიდი სიამოვნებით.......... sad.gif თქვენ ვინ ხართ? Warn M8000-ია ჩემი ჯალამბარი. სპუტნიკზე კი არ მაქ საუბარი. მაგას ისე ვათხოვებ მინმეს ვისაც ვუბალელშიკებ გამარჯვების პონტში. |
chezitto |
Oct 10 2009, 18:52
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
nika
ძოხოს ეკიპაააააჟ............. -------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 08:09 |