იდეები 2014 |
იდეები 2014 |
nika |
Dec 22 2013, 21:23
Post
#1
|
Unregistered |
2013-ში ბევრი საინტერესო ექსკურსია იყო. თუმცა ბევრიც ვერ განვახორციელეთ. მაგრამ წინ კიდევ ერთი წელი გვაქვს. მაშ ასე ჩამოვწერ საინტერესო ადგილებს სადაც ვერ წავედი შარშან მაგრამ წელს გეგმაში მექნება. დავიწყებ ისეთებით რაც ზამთარი-გაზაფხული სეზონზეც შეიძლება.
შესრულებული 14.10.2014 1) ვაშლოვანი 2) დავით გარეჯი (შარშან საბერეები ვნახეთ და წელს უფრო აღმოსავლეთით რაც დარჩა იმეების ნახვა შეიძლება) 3) ბნელეთი 4) ხოვლე-ტანას ხეობა 5) წალკიდან გადასვლა თეძამის და შემდეგ ტანას ხეობაში, რასაც შეიძლება მიყვეს იქიდან გადასვლა გუჯარეთის წყლის ხეობაში და შემდეგ ტაბაწყურზე. 6) ასპინძის რაოინი (ვარძიიდან ჩრდილო დასავლეთით) 7) ხევი, თრუსო ჯუთა და ა.შ. 8) ტანადან გადასვლა წალკაში, შემდეგ გუჯარეთისკენ და შემდეგ ძამასკენ 9) სამსარის კალდერა 10) გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა, ხულო, ბახმარო (მზის ჩასვლა ამოსვლებით), გომისმთა, შუახევი 11) სვანეთები 12) თუშეთი დარჩა 1) დმანისი-ფარავანი 2) აბულზე ასვლა კარგ ამინდში და ლევანის ტბა. 3) ლებარდე და ტობავარჩხის ტბა (არ აგერიოთ ტობა ვარჩხილში ეს სხვაა და ფეხით ცოტაა სასიარულო) 4) კინჩხა ჩანჩქერები და ა.შ. 5) მარტვილის კანიონი, ჩანჩქერები გამოქვაბულები. 6) რაჭა 7) ზემო იმერეთი ეს რაც აზრად მომდის და კიევ რა მომინდება კაცმა არ იცის |
N67 |
Aug 10 2020, 23:26
Post
#2
|
Advanced Member Group: Registered Posts: 446 Joined: 21-September 14 From: ჩირდილელიაანთკარი Member No.: 6,267 მანქანა: Suzuki Vitara |
გუშინ დავბრუნდი თუშეთიდან, გზა იყო წოვათას მხარეს. დიდ ფერდობზეა მეწყერი, 10 მეტრია სიგანისგავაკეთეთ წელსო და 3 მეტრი იყო დარჩენილი. ჯვარბოსელის შემდეგ მდინარეზე ჩასასვლელ ამოსასვლელიც ნორმალურია ახლა. მანამდე 2 მანქანამ გააფუჭა ჰიდრომუფტა წელს, ცხვირის წყალში ჩაგდებით და გაზის მიცემით. კამაზით წამოიღეს უკან. ვინც არ ყოფილხართ წოვა თუშეთში, გირჩევთ. გზად წაროსაც ნახავთ, 20 საუკუნის დასაწყისში ჭირით ამოწყვეტილ ყველაზე დიდ და გამაგრებულ სოფელს თუშეთში კაი ინფოა, მადლობები მაქეთ გზის გაწმენდაც გამიხარდა, 2 სხვადასხვა ცდის მერეც რომ ნაშალი დამხვდა, ბოლოს ფეხით ინდურთამდე მივედი. წელს ამ თვის ბოლოსკენ ვფიქრობ, იმედია, მეწყერები ან კორონა მეტად არ არევს ამბებს.. -------------------- ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
OnlY Z BesT 2WD OO 4WD oooo 8WD ●●●● ●●●● ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊ |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 13:34 |