Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ დაგეგმვა _ ექსკურსიები - იდეები, მარშრუტები ...

Posted by: nika Dec 21 2009, 12:11

ესეიგი რა ხდება ახლა. ვინაიდან ექიმებმა ამიკრძალეს ოფროუდი, მე კიდე სახლში ნამდვილად ვერ ვიჯდები, მაქვს ორი ალტერნატივა
1) ფეხით ლაშქრობები, რომლებიც ასევე ამიკრძალეს ტვირთის ზიდვის გამო
2) მანქანებით ექსკურსიები ადგილზე იოლი ფეხის გასეირნებებით.

ხოდა დაახლოებით იანვრის მეორე ნახევრიდან ამ საქმეს მოვკიდებ ხელს. ანუ ე.წ. ჯიპტურებს.

ადგილები საკმაოდ ბევრი ვიცი. თქვენს შემოტავაზებებსაც ველოდები

მერე იმედია შესაბამის მანქანასაც შევიძენ (რა მანქანა იქნება უკვე ვიცი უბრალოდ ჯერ მეგუშაა გასაყიდი და მერე მცირეოდენი თანხა იქნება დასამატებელი). მანამდე კიდე შტურმან/პასაჟირ/ბალასტად იმედია წამომიყვანს ვინმე.


დასაწყისისთვის რამდენიმე ვარიანტი აქვე ახლო მახლო (ძირითადად წრიული მარშუტები მხიბლავს)

1) მანგლისი (ზამთარში თოვლი რო მოვა ძაან ლამაზია იქაურობა)
2) რკონისკენ უამრავი ეკლესია.
3) დავათი
4) ბოდორნა
5) ბედიანი გომარეთი
...

Posted by: gio_86 Dec 21 2009, 12:19

nika

ციტატა
1) მანგლისი (ზამთარში თოვლი რო მოვა ძაან ლამაზია იქაურობა)

ბაზარი არააა
მანდ სახლი მაქვს და შეგვიძლია ვიმწვადაოთ კიდეც smile.gif

Posted by: VakhoVaxo Dec 21 2009, 12:20

ეგ ლენდების პრეგატივაა smile.gif

Posted by: SantaFe Dec 21 2009, 12:22

nika

ბოდორნა!!! უმაგრესია, თუმცა კიდევ ერთი იდეა მაქვს, მუმლას გაუსწორდება მაგარი.

გომარეთი, ბედიანა!!! ჰა რავალია ჰა?

Posted by: nika Dec 21 2009, 12:26

SantaFe

ციტატა
გომარეთი, ბედიანა!!! ჰა რავალია ჰა?

ბედიანში ნამყოფი ვარ ზაფხულში და გომარეთში არა.

ზაფხულისკენ მრავალდღიანების ასევე ბევრი იდეა მაქვს.

Posted by: LGio Dec 21 2009, 12:28

ძალიან მაგარია
ოფფროუდისთვის ჯერ ცოტა მენანება მანქანა და ექსკურსიები ძალინ კარგი იქნება

Posted by: nika Dec 21 2009, 12:34

ხო ნუ კახეთისკენ რო უამრავი ადგილია მაგას არც ვწერ.

კიდე ბოლნისი, დმანისისკენაც საკმაოდაა.

მერე ვესტერნ ჯორჯიაში ვესტუმროთ გიოკუტაისკის და იქ ვნახოთ ხვამლიანად ყველაფერი.


(მგონი საიტს სახელი უნდა შევუცვალო crazy.gif )

Posted by: DAVIDUS Dec 21 2009, 12:49

QUOTE
ბალასტად იმედია წამომიყვანს ვინმე.

წონა უპრობლემო გაქვს smile.gifsmile.gifsmile.gif , ჩაგიბალასტებ ხოლმე smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: nika Dec 21 2009, 12:50

ჩამოვწერ კახეთის ადგილებს რაც უცებ გამახსენდა.

ალავერდი, გრემი, ნეკრესი, იყალთო, შუამთა, კვეტერა, ხისრა, ოზაანი, ხორნაბუჯი, გურჟაანის ყოვლადძმინდა, ბოდბე, სიღნაღი, ვაჩნაძიანის სამება, ...

Posted by: Cherokaa Dec 21 2009, 12:51

100% თქვენთან ვარ smile.gif რთული გასვლებისთვის არც ვაპირებდი მანქანის მომზადებას smile.gif

ნიკა რამე 4 კარიანი იყიდე მაგ საქმისთვის smile.gif

Posted by: irakli Dec 21 2009, 12:54

ფიტარეთში გირჩევთ გასეირნებას, თუ თოვლი არ იქნა დიდი.

Posted by: Hushta Dec 21 2009, 12:55

nika

ციტატა
ექიმებმა ამიკრძალეს ოფროუდი

ე.ი. ჯგუფური პორნო არაო? biggrin.gif ცუდია sad.gif

მაგარი წამოწყებაა მე თუ მკითხავთ, უფრო მეტი და მეტი ხალხი შემოგვიერთდება! muagar.gif

Posted by: USU Dec 21 2009, 12:55

პაკროებს დავითრევ და მე ხოდზე ვარ wink.gif

Posted by: marge Dec 21 2009, 12:56

მეც წამოვალ მაგ დროისთვის წესით უკვე ხოდზე ვიქნები smile.gif

Posted by: UTILIZ@TOR Dec 21 2009, 12:58

კახეთში ვაშლოვანის ნაკრზალშიც შეიძლება წასვლა, კარგი ექსკურსია გამოვა.

მიხარია ეს წამოწყება, ჩემი ოცარა ოფფროუდისთვის მზად არაა და ლაით ოფებზე თქვენთან ვარ smile.gif) ოღონდ გასვლები შაბათ კვირას რა sad.gif




გამომრჩა მეთქვა რომ ვაშლოვანში ეხა სეზონია და აუცილებელია ჯიპების ყოლა smile.gif


Posted by: nika Dec 21 2009, 13:04

UTILIZ@TOR

ციტატა
ოღონდ გასვლები შაბათ კვირას რა

ცხადია.

irakli
ციტატა
ფიტარეთში გირჩევთ გასეირნებას, თუ თოვლი არ იქნა დიდი.

თეტღი წყაროს მხრიდან ჩავედი ერთხელ ფეხით. ნივა მყავდა მაშინ და გაუჭირდებოდა გავლა ზოგან. ახლა არ ვიცი როგორი გზაა.

და ტანზიიდან მისვლა არ მხიბლავს. 1 მეტრიანი მდინარის გადალახვა მაინც სარისკოა მანქანების უმეტესობისთვის.

ციტატა
გამომრჩა მეთქვა რომ ვაშლოვანში ეხა სეზონია და აუცილებელია ჯიპების ყოლა

ვაშლოვანი კაია მარა ჯერ ახალი წლებია 27-ში ქოზიპაში მიდის ხალხი მერე არავის ეცლება სამაგისოდ. ალბათ დღესასწაულების შემდეგ ჯობია გასვლა. თუმცა დასაწყისისთვის რაიმე იოლ მარშუტზე რომ გავიცნოთ ერთმანეთი. თორე ვალშოვანი მინიმუმ 2 დღიანია.

Posted by: Otka Dec 21 2009, 13:08

nika
საბოლოოთ ავისრულეფ ოცნებას ამ ტურებით, ძალიან მაგარია!
თქვენთან ვარ!!

Posted by: Photon Dec 21 2009, 13:09

nika

EINE WUNDERBARE IDEE

Posted by: Neo Dec 21 2009, 13:18

nika

მეც მიგულეთ ჯიპტურების მონაწილედ.

Posted by: misho0 Dec 21 2009, 13:30

კაი იდეაა...ეგეთ გასვლებზე მეც ვივლი დიდი სიამოვნებით....არც მანქანა დაიტანჯება არც მე smile.gif

Posted by: nika Dec 21 2009, 13:30

ჭერემი დამავიწყდა. და იქვე გზაზეა ზეგაანი. მე მგონი პირველი გასვლა კახეთისკენ ჯობია.

Posted by: USU Dec 21 2009, 13:37

ციტატა(nika @ Dec 21 2009, 13:30) *

ჭერემი დამავიწყდა. და იქვე გზაზეა ზეგაანი. მე მგონი პირველი გასვლა კახეთისკენ ჯობია.



კეეე, კახეთისკენ ჯობია, თან მარხვაც მორჩენილი იქნება... wink.gif

Posted by: nika Dec 21 2009, 13:55

კიდე გამახსენდა მშვენიერი ადგილი - თვალივი. მდებარეობს ფშავის არაგვის ჟინვალის წყალსაცათან ჩასვლის ადგილას ზევით მთაზე.


პლიუს ამას ვიპოვე Suntni-ს ძველი დისკი აღმოსავლეთ საქართველოს გეოინფორმაციული სისტემა სადაც ძეგლების უმეტესობა დატანილია. თავისი ფოტოებით და კოორდინატებით. ასე რომ არ დავიკარგებით.

Posted by: beka Dec 21 2009, 14:52

მგონი ოფროუდს დაერხა biggrin.gif

ხვამლზე ასვლა მანქანებით კაია, რო გაშრება. ისე ოფროუდი გამოდის biggrin.gif

Posted by: KAXA Dec 21 2009, 15:04

nika

მე და ფირუზა თქვენს გვერდით ვართ.

Posted by: GIRA Dec 21 2009, 15:27

ოფროუდს დაერხა!!!
დააბრუნეთ ალტერტერა თუ რაღაც ჯანდაბა და გოუმარჯოს კარავი. გეს
crazy.gif laugh.gif

პროფილი შეიცვალა ჩვენმა საიტმა sad.gif


შეჯიბრები?


Posted by: GIORGII Dec 21 2009, 15:39

nika

ექიმებმა ოფფ როუდი დროებით აგიგრძალეს თუ საერთოთ??? sad.gif

Posted by: nikasamurai Dec 21 2009, 15:48

ციტატა
ჩამოვწერ კახეთის ადგილებს რაც უცებ გამახსენდა.ალავერდი, გრემი, ნეკრესი, იყალთო, შუამთა, კვეტერა, ხისრა, ოზაანი, ხორნაბუჯი, გურჟაანის ყოვლადძმინდა, ბოდბე, სიღნაღი, ვაჩნაძიანის სამება, ...


.........................................................................................................

nika
კახეთში კაია ჩემი მიწა წყალია smile.gif დზან კარგ ადგილას წახვალთ თუ რამე გადაწყვიტეთ. რაც ჩამოთვალე უმშვენიერესი ადგილებია...

Posted by: Levani Dec 21 2009, 16:03

ციტატა(nika @ Dec 21 2009, 13:30) *

ჭერემი დამავიწყდა. და იქვე გზაზეა ზეგაანი. მე მგონი პირველი გასვლა კახეთისკენ ჯობია.

ჭერემში ზეგაანიდან ახვალ, მაგრამ თბილისში დასაბრუნებლად ისევ ზეგაანში მოგიწევს ჩასვლა. არა და ჭერემიდან კაკაბეთამდე სულ 10 კმ-იც არ არის. ისევ ზეგაანიდან, რომ წახვიდე დაახლოებით 60 კმ-ს გავლა გიწევს ... წრიული მარშრუტიც არ გამოგივა wink.gif

Posted by: Rebecca Dec 21 2009, 16:06

ვაა ვაა biggrin.gif რა კაია კაი როცაა biggrin.gif

Posted by: SantaFe Dec 21 2009, 16:10

გომარეთში და ბედიანაში ახლა უმაგრესი იქნება, დიიიიიიდიიი თოვლი და საყვარლობა ადგილები (ბუღნაობაც)

Posted by: Levani Dec 21 2009, 16:12

ჯიპტურის გასვლებზეც გირჩევ, რომ მაქსიმალურად რბილ მანქანებში ჩაგსვან. სამურაი ასეთ გასვლებზეც არ გამოგადგება.

Posted by: SantaFe Dec 21 2009, 16:15

Levani

ქირავდება სანტაფე და მურანო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჯიპ ტურებისთვის biggrin.gif

Posted by: junior Dec 21 2009, 16:26

გაიხარე, ნიკა
თუმცა საწყენია, რომ ამის გაკეთება ჯანმრტელობის გამო გიწევს

ეს საიტი, კი დამეხმარა იმაში, რო მივხვდი: ოფფ როუდი (ნამეტნავად პორნო) ჩემი საქმე არ არის და ამისათვისაც მადლობა ~პატრულს~.

აი ჯიპ გასვლები და ტურები ნამდვილად ჩემი პროფილია და აქ თქვენს გვერდით ვარ

ნიკა, თუ საიდუმლო არ არის, რა მანქანის ყიდვას ფიქრობ მაგ საქმისთვის (შენი გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია)
მე დისკო1 2,5ს ვაპირებ და ზომიერად მომზადებას.

ქართულ ოფფ როუდს კი არასდროს დაერხევა, ისეთი ლომები ჰყავს და ისეთი გულშემატკივრები(მგლები).....

Posted by: GIORGII Dec 21 2009, 16:29

junior
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5488&pid=176002&st=0&#entry176002

აი ნახე ეს თემა

Posted by: junior Dec 21 2009, 16:38

ვნახე

Posted by: nika Dec 21 2009, 17:43

GIORGII

ციტატა
ექიმებმა ოფფ როუდი დროებით აგიგრძალეს თუ საერთოთ???

საჭესთან ჯერ საერთოდ ამიკრძალეს. პასაჟირად ზაფხულამდე მაინც.

GIRA
2009 წელს ხო სულ ყველა გასვლაში ვიარე და რა შეატყე საიტს ან შეჯიბრებს?



junior
ციტატა
ნიკა, თუ საიდუმლო არ არის, რა მანქანის ყიდვას ფიქრობ მაგ საქმისთვის (შენი გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია)
მე დისკო1 2,5ს ვაპირებ და ზომიერად მომზადებას.


აი აქ გიპასუხე
http://off-road.ge/forum/index.php?s=&showtopic=5488&view=findpost&p=176050

Levani
ციტატა
ჭერემში ზეგაანიდან ახვალ, მაგრამ თბილისში დასაბრუნებლად ისევ ზეგაანში მოგიწევს ჩასვლა. არა და ჭერემიდან კაკაბეთამდე სულ 10 კმ-იც არ არის. ისევ ზეგაანიდან, რომ წახვიდე დაახლოებით 60 კმ-ს გავლა გიწევს ... წრიული მარშრუტიც არ გამოგივა wink.gif

მე გავაწრიულებ მაგას შენ არ ინერვიულო. ახმეტა-თიანეთი ... ესეც შენი წრე wink.gif

Posted by: Giga Dec 21 2009, 17:44

nika
ზაფხულამდე მეც შენ პონტში ვარ. ექიმებმა ამიკრძალეს მძიმე ოფფ-როუდი.
თებერვლიდან უკვე შევძლებ ორი ფეხით სიარულს და შემოგიერთდებით ექსკურსიებზე biggrin.gif

Posted by: nika Dec 21 2009, 17:46

Giga
შენ რაღა გჭირს? მოიტეხე რამე?

Posted by: Levani Dec 21 2009, 17:53

ციტატა(nika @ Dec 21 2009, 17:43) *


Levani

მე გავაწრიულებ მაგას შენ არ ინერვიულო. ახმეტა-თიანეთი ... ესეც შენი წრე wink.gif

მაინც სჯობია, რომ ამ პერიოდისთვის საერთოდ შეიკავო მგზავრობაზე თავი. როგორც არ უნდა კომფორტულად იმგზავრო ვიბრაციებს ვერ გაექცევი. არ ღირს დამიჯერე....

Posted by: nika Dec 21 2009, 17:59

Levani
1 თვე არსად მივდივარ სანამ პირველ გამოკვლევას არ ჩამიტარებენ პოსტ ოპერაციულს. მარა გეგმებს უკვე ვამზადებ. ჯერ ასფალტი სადაც მიუდგება იქ ვივლი (თუ ხალხი არ იქნება წინააღმდეგი ვინც წამიყვანს)

Posted by: Hushta Dec 21 2009, 18:01

ისე ზოგჯერ ნაყარი მიწა (გრუნტი) უარესია ვიდრე ჰარდ ოფი.

Posted by: Levani Dec 21 2009, 18:01

წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს....

Posted by: nika Dec 21 2009, 18:03

Hushta
კაი ნუ ფილოსოფოსობ რა. როქქროულინგი მევასებაო და არავინ გიშლის მიმდევრებისთვის რაიმე დაგეგმო და იაროთ ერთად.

Posted by: Giga Dec 21 2009, 18:07

nika
არა, ოპერაცია გავიკეთე, ბარძაყის ძვალი გამიჭრეს. ჯერჯერობით კასტილებით დავბობღავ biggrin.gif

Posted by: Santa_papa Dec 21 2009, 18:09

QUOTE(nika @ Dec 21 2009, 17:59) *

მარა გეგმებს უკვე ვამზადებ. ჯერ ასფალტი სადაც მიუდგება იქ ვივლი (თუ ხალხი არ იქნება წინააღმდეგი ვინც წამიყვანს)



მე მაწყობს ზუსტათ ეგ , და გაზაფხულიდან მე გატარებ , მაგ დროისთვის 33ani MT მექნება და სადაც ჯალამბარი არ უნდა და 4 კარიანი მანქანა ივლის და არ დაიკაწრება იქ ვიაროთ wink.gif მანამდე გუდაურია და ყველა შაბათ-კვირას იქ ვიქნები.

Posted by: nika Dec 21 2009, 18:14

Santa_papa
დაკაწვრაზე ვერ შეგპირდები. სამურაის ზომებით ვსაზღრვარ ხოლმე ყველაფერს biggrin.gif

Posted by: Santa_papa Dec 21 2009, 18:17

QUOTE(nika @ Dec 21 2009, 18:14) *

Santa_papa
დაკაწვრაზე ვერ შეგპირდები. სამურაის ზომებით ვსაზღრვარ ხოლმე ყველაფერს biggrin.gif


მაშინ სამსხლავ მაკრატელს წამოვიღებ ხოლმე laugh.gif

Posted by: nikaP&A Dec 21 2009, 18:25

მსგავს გასვლებში მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ჩემი ფოტომოდელით, გადასარევი იდეაა

Posted by: superselect Dec 21 2009, 19:06

ძაან მაგარი წამოწყებაა, დასავლეთისაკენ თუ გადაწყვეტთ მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით

Posted by: Hushta Dec 21 2009, 19:15

ციტატა(nika @ Dec 21 2009, 18:03) *

Hushta
კაი ნუ ფილოსოფოსობ რა. როქქროულინგი მევასებაო და არავინ გიშლის მიმდევრებისთვის რაიმე დაგეგმო და იაროთ ერთად.

საწინააღმდეგო არაფერი მიგულისხმია კაცო blink.gif

ისე კაი რამე კი თქვი... შევყრი სასტავს. smile.gif

Posted by: junior Dec 21 2009, 19:17

ივლის და არ დაიკაწრება იქ ვიაროთ
მაშინ თბილისში ვიაროთ რაღა..... sad.gif

Santa_papa


ივლის და არ დაიკაწრება იქ ვიაროთ

Posted by: killerbike Dec 21 2009, 20:07

g class ვამთავრებ და შენთან ვარ!
როცა გინდა და სადაც გინდა! wink.gif

Posted by: Neo Dec 21 2009, 20:27

ფოტომოდელების გასვლები უნდა დაერქვას ასეთ გასვლებს, მალე ჩემი მერანის სურათებსაც ნახავთ და მიხვდებით რატომ biggrin.gif

Posted by: nika Dec 21 2009, 21:08

killerbike
G კლასი ცოტა არა მიზნობრივია ეგეთ გასვლებში wink.gif

Posted by: killerbike Dec 21 2009, 22:10

QUOTE(nika @ Dec 21 2009, 21:08) *

killerbike
G კლასი ცოტა არა მიზნობრივია ეგეთ გასვლებში wink.gif

მაშინ გაზ 67 რეტრო გასვლა smile.gif
მაგრამ მაინც შენთან ვარ wink.gif

Posted by: giorgib Dec 21 2009, 22:15

მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით, როგორც ფეხით ლაშქრობებში, ასევე მანქანით...

Posted by: GIRA Dec 22 2009, 01:37

რა გინდათ, ფჯეი მაყიდინოთ? wink.gif biggrin.gif

Posted by: nika Dec 22 2009, 01:38

GIRA
ეგ ბოტასი ოფიციალურად აკრძალული იქნება ექსპედიციებში laugh.gif crazy.gif

Posted by: beka Dec 22 2009, 04:15

ებიჯო იქნება სვანეთში ჩამოაღწიოთ biggrin.gif

GIRA
აი სად დაგჭირდა სტოპიატი biggrin.gif

Posted by: nika Dec 22 2009, 10:57

beka

ციტატა
სვანეთში ჩამოაღწიოთ

სვანეთში ხარ?


მრავალდღიანები არც მიწერია მე ჯერ. იმიტორო ეგ ჰაჰა 2-3 მოეწყოს წელიწადში და რომელ გეზს აირჩევს ხალხი ვნახოთ.

Posted by: Santa_papa Dec 22 2009, 11:08

QUOTE(junior @ Dec 21 2009, 19:17) *

ივლის და არ დაიკაწრება იქ ვიაროთ
მაშინ თბილისში ვიაროთ რაღა..... sad.gif

Santa_papa
ივლის და არ დაიკაწრება იქ ვიაროთ




biggrin.gif Pაჯეროს თანაც ჯუნიორს ჩავიბამ თუ რამეა

სხვათაშორის ახალჩამოყვანილი კარგი მინი მეგულება გასაყიდათ

QUOTE
ვყიდი ჩემს Pajero Mini-ს
ახალი ჩამოთრეული
1995, 0.66, ელ შუშები, კონდინციონერი, ჰიდრავლიკა
არადევებისთვის 2700$


პმ ში მომწერეთ


...................

სვანეთში მინდააააააა მეცცც yea.gif

Posted by: misho0 Dec 23 2009, 19:00

ხევსურეთში ან თუშეთში თU გადაწყვეტთ წასვლას 99% წამოვალ....სხვაგანაც შეიძლება...ოღონდ ცოტა ეგზოტიკური ადგილებს თU შევარჩევთ ჯობია.

Posted by: nika Dec 23 2009, 19:27

misho0
ეგზოტიკურები იქნება უმეტესობა. შეიძლება შენთვის გეგონოს რომ უბრალო ადგილია მარა ბევრ ეგეთ ადგილთან ვიცი საკმაოდ ეგზოტიკური რაღაცეები wink.gif

Posted by: misho0 Dec 23 2009, 19:34

nika

QUOTE
misho0ეგზოტიკურები იქნება უმეტესობა. შეიძლება შენთვის გეგონოს რომ უბრალო ადგილია მარა ბევრ ეგეთ ადგილთან ვიცი საკმაოდ ეგზოტიკური რაღაცეები

უბრალო რა ახლა ისეთ ადგილებს ვგულისხმობ სადაც შაბათ კვირას ბავშვებს ექსკურსიებზე დაატარებენ და ასე შემდეგ smile.gif ხევსურეთში მინდა უკვე რამდენიმე წელია წასვლა და ვერაფრით ვერ მოვაბი თავი...თანაც ესაც არ იყოს 1 მანქანით რომ მიდიხარ იმხელა მიკარგულ მანძილზე რა იცი რა ხდება...რისკია რა..

Posted by: nika Dec 23 2009, 19:48

misho0
ზუსტად ეგეთ ადგილებში ვიცი იქვე 500 მეტრში კაი ეგზოტიკური ადგილები.

მაგალითად იყალთოში, გრემში, ნეკრესში

ხევსურეთში არაერთხელ ვარ წასული ერთი მანქანით (თან ნივით) მანდ ნორმალური გზაა. თუმცა ბევრი როცა მიდიხარ ცხადია სხვა მუღამი აქვს.

Posted by: misho0 Dec 23 2009, 20:14

nika
ვნახოთ ვნახოთ smile.gif გაზაფხულიდან შეიძლება ფიქრი უკვე..

Posted by: GIRA Dec 23 2009, 20:28

nika
ნიკუშ მე შენს გვერდით ვარ, მიგულე პარტნერად.
ოღონდ, ეს 1.75 ქერა თმიანი ქალები, საიდან მოვიყვანოთ ამდენი გიურჯისტანიაში? http://www.ubralo.caucasus.net

Posted by: nika Dec 23 2009, 20:36

GIRA

ციტატა
ოღონდ, ეს 1.75 ქერა თმიანი ქალები, საიდან მოვიყვანოთ ამდენი გიურჯისტანიაში?

მანდედან ჩამოიყვანე.

Posted by: Super Select Dec 23 2009, 22:54

მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით.

Posted by: giorgio Dec 23 2009, 23:39

nika
ნიკა შენს გვერდით მიგულე დასაკაწრ და არა დასაკაწრ ადგილებშიც
sache.gif shturman.gif remont.gif

Posted by: edisson Dec 24 2009, 00:25

უუუუუარამაგარია smile.gif მეც თქვენთან ვარ smile.gif

Posted by: diff lock Dec 24 2009, 01:32

ქვეკლუბი Light Offroaders
ისა და სულ მინდა კიდევ ერთხელ მოვხვდე აი იქ, თუ სახელი სწორად მახსოვს - გუდარეხი.

Posted by: Otka Dec 24 2009, 08:58

გენაო არ მოვინახულოთ biggrin.gif

GEorgian National Astrophysical Observatory
Abastumani

Posted by: nika Dec 24 2009, 09:41

Otka
კი. მაქეთ რამდენიმე დღიანი ოღონდ. ზეკარით გადასვლებით და სპეხეფექტებით.

diff lock

ციტატა
ისა და სულ მინდა კიდევ ერთხელ მოვხვდე აი იქ, თუ სახელი სწორად მახსოვს - გუდარეხი.

რატომღაც მახსოვს რომ ეგ წაუჰარდქორ ოფროუდებს.

Posted by: nika Dec 25 2009, 23:44

უკვე ვმუშაობ პირველ მარშუტზე. რამდენიმე ვარიანტია გააჩნია თოვლი იქნება თუ არა.

პირველი მარშუტი მე ადრე ძაან მომეწონა, მანდ გავიცანი ახლოს გირა.
ესაა არაგვისა და ქსნის ხეობის მონახულება
ბოდორნა-ანანური-ავენისი-ჟინვალი-თიანეთი-ხევსურთსოველი-დავათი

მეორეს მოგვიანებით დავწერ.

Posted by: katcu Dec 25 2009, 23:46

ციტატა(nika @ Dec 25 2009, 23:44) *

უკვე ვმუშაობ პირველ მარშუტზე. რამდენიმე ვარიანტია გააჩნია თოვლი იქნება თუ არა.

პირველი მარშუტი მე ადრე ძაან მომეწონა, მანდ გავიცანი ახლოს გირა.
ესაა არაგვისა და ქსნის ხეობის მონახულება
ბოდორნა-ანანური-ავენისი-ჟინვალი-თიანეთი-ხევსურთსოველი-დავათი

მეორეს მოგვიანებით დავწერ.



muagar.gif muagar.gif საინტერესო მარშრუტია. ნიკა ამ იდეების განხორციელებას ახალი წლის მერე აპირებ ხო?

Posted by: nika Dec 25 2009, 23:54

იანვრის მეორე ნახევარში მოვიერევნებ და მერე.

Posted by: niva4ever Dec 26 2009, 00:08

ნივის ყიდვას ვაპირებ და მეც შემოგიერთდებით თუ ვივლი და თუ მიმიღებთ

Posted by: nika Dec 26 2009, 00:12

იარე რატო არ უნდა მიგიღოთ. უბრალოდ ნივის ყიდვას არ გირჩევ wink.gif

Posted by: giorgio Dec 26 2009, 00:48

ნიკა შენს გვერდით ვარ biggrin.gif wink.gif

Posted by: nika Dec 28 2009, 19:53

მეორე მარშუტი. კახეთი. ჩრდილო-დასავლეთის მხარე

კახეთი ზამთარში და ადრინდელ გაზაფხულზე ძაან ლამაზია. მთავარია კარგი ამინდი იყოს. ამ დროს მთელი კავკასიონი მოჩანს ხოლმე.

მაშ ასე
1) გურჯაანის ყველადწმინდა (ინგრევა და მივუსწროთ სანამ არის) და გზად ქაშვეთი
2) ვაჩნაძიანის ყველადწმინდა და წმ. გიორგის ეკლესია. შეიძლება აქ ცოტა საოფროუდო ელემენტებიც იყოს
3) ახალი და ძველი შუამთა
4) იყალთო
5) ალავერდი
6) გრემი
7) ენისელის ღვთისმშობლის ეკლესია

გზად თუ დროში ჩანს რომ ვეტევით
აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
ოჯიო სამების ბაზილიკა


უკანა გზაზე დრო თუ გვექნა აკურას ელია წინასწარმეტყველი და დავით გარეჯელის ბაზილიკა

და კიდე ბევრი რამეა გზად სია შეიძლება გაიზარდოს. მთავარ სიას გადავამოწმებ რამდენად მოსწრებადია ერთ დღეში.

Posted by: GIRA Dec 28 2009, 20:02

nika
ნიკუშ, სანამ შენს საექსპედიციო მანქანას იყიდი(იმედია მალე იყიდი), მანამდე თანახმა თუ იქნები, რომ ჩემს მანქანაში პილოტის ადგილი დაგითმო თუ არ შეიძლება?

მე უკანა გზაზე ბალასტი მინდა ვიყო ხოლმე http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge

Posted by: NOD-100 Dec 28 2009, 20:07

ლაიტ გასვლა არ მოვაწყოდ რამეე?

Posted by: nika Dec 28 2009, 20:27

GIRA
პრობლემ ჩიკა.

NOD-100
ლაით გასვლები სხვა გასვლების თემაში დაგეგმე.

Posted by: NOD-100 Dec 28 2009, 21:30

ამ თემის სატაურსი სახელი რაც არის მე ის დავწერე რააა

Posted by: Otka Dec 28 2009, 21:32

nika
მაგარია ძალიან muagar.gif

Posted by: nika Dec 28 2009, 21:36

NOD-100
თემის სათაურის გარდა უნდა ნახო განყოფილაბა და პირველი პოსტი.

Posted by: KAXA Dec 28 2009, 21:46

ციტატა
ნიკუშ, სანამ შენს საექსპედიციო მანქანას იყიდი(იმედია მალე იყიდი), მანამდე თანახმა თუ იქნები, რომ ჩემს მანქანაში პილოტის ადგილი დაგითმო თუ არ შეიძლება?



ციტატა
პრობლემ ჩიკა.



უნდა გადაჯდე ნიკუშ?
wink.gif

Posted by: nika Dec 28 2009, 22:45

KAXA
სანამ ჩემსას ვიყიდი გირასას ვატარებ.

Posted by: giorgib Dec 28 2009, 23:38

ისე ვაშლოვანის ნაციონალური პარკიც არ უნდა იყოს ცუდი იდეა საკმაოდ დიდია და ბევრი რამის ნახვა შეიძლება ?!

Posted by: USU Dec 29 2009, 11:39

ციტატა(GIRA @ Dec 28 2009, 20:02) *

nika
ნიკუშ, სანამ შენს საექსპედიციო მანქანას იყიდი(იმედია მალე იყიდი), მანამდე თანახმა თუ იქნები, რომ ჩემს მანქანაში პილოტის ადგილი დაგითმო თუ არ შეიძლება?

მე უკანა გზაზე ბალასტი მინდა ვიყო ხოლმე http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge


არა რა, ჭეშმარიტი ოფროუდერის პოსტია biggrin.gif

მე ვამაყობ თქვენით, პატივცემულო http://www.SmileS.Ge შესანიშნავი პოზიცია შეგირჩევიათ biggrin.gif

რაც შეეხება აკურას მამადავითს და ელიას - ოოოოო, სუპერადგილ wink.gif და იციან ზოგზოგიერთმა პატივცემულებმა რატომაც biggrin.gif

გურჯაანის ყველაწმინდა არის ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი საქართველოში, და მგონი არა მარტო საქართველოში smile.gif

Posted by: diff lock Dec 29 2009, 14:57

ციტატა
ნიკუშ, სანამ შენს საექსპედიციო მანქანას იყიდი(იმედია მალე იყიდი), მანამდე თანახმა თუ იქნები, რომ ჩემს მანქანაში პილოტის ადგილი დაგითმო თუ არ შეიძლება?

მე უკანა გზაზე ბალასტი მინდა ვიყო ხოლმე

ამას უკვე ეშმაკობაც აღარ ქვია. biggrin.gif

Posted by: Levani Dec 29 2009, 16:19

diff lock
ვირეშმაკობა ჰქვია wink.gif

Posted by: GIRA Dec 29 2009, 18:31

diff lock
Levani
წადით რა, საქმე ნახეთ თქვე ბებერო ოღრაშებო!!!!!!!

შეგშურდათ არაააააა ena.gif

ლევან, შენ ბაჩო გყავს ძმაო და დროა უკვე უკანა გზაზე, მაინც დასვა ხოლმე idea.gif

დიკლოპ, შენ კიდე, არაფერი გეშველება მაინც და ჩემთან ჩაჯექი ხოლმე ბალასტად..........
ჩავეხუტებით ხოლმე ერთმანეთს xaxaxa.gif

Posted by: NNN-504 Feb 12 2010, 17:59

მოგესალმებით ყველას .ვარ ნიკო გოგლიძე...ფორუმში ახალგაწევრიანებულებისთვის თემა ვერ ვნახე ამიტომ გადავწყვიტე აქედან დამეწყო(იმედია მოდერატორი არ გამიბრაზდება)..მყავს პაჯერო 2(6 თვეა შევიძინე) რომელიც "საშუალოდ"-აა მომზადებული ოფფროუდისთვის თუმცა სანადიროდ და სათევზაოდ გადასარევია, გარდა ნადირობისა და თევზაობისა ვმოგზაურობ(რამდენადაც შესაძლებელია) საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ამ მოგზაურობისას ხშირად მხვდებიან თქვენი კლუბის წევრები რომლებიც გზაზე შუქების ანთებით მესალმებიან რაც ძაან სასიამოვნოა....დიდ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რაიმე "გასვლებში" ისტორიული ძეგლების,საინტერესო ადგილების და ა.შ. დალაშქვრაში.....მეც როგორც ყველა გრუზინს მიყვარს კაი სმა ჭამა ,სიმღერა არ ვიცი მაგრამ კაი მსმენელი ვარ კლუბში გაწევრიანების სურვილი მაქვს მაგრამ ჯერ ჯერობით ვხედავ რომ ვერ "ვქაჩავ"...

Posted by: marge Feb 12 2010, 18:09

NNN-504
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5882&st=140
კვირასაა გასვლა ექსკურსია და წამო wink.gif

Posted by: SAMURAI Feb 12 2010, 18:09

მოგესალმები
რატომ ფიქრობ რომ ვერ ქაჩავ ? ანუ რა მხრივ ?

Posted by: NNN-504 Feb 12 2010, 18:13

ციტატა(SAMURAI @ Feb 12 2010, 18:09) *

მოგესალმები
რატომ ფიქრობ რომ ვერ ქაჩავ ? ანუ რა მხრივ ?

კარგად უნდა გიცნობდნენო, მონაწილეობა უნდა გქონდეს შეჯიბრებში მონაწილეობაო და ა.შ

Posted by: LEO Apr 27 2011, 01:16

QUOTE(nika @ Dec 21 2009, 13:04) *

UTILIZ@TOR

ცხადია.

irakli

თეტღი წყაროს მხრიდან ჩავედი ერთხელ ფეხით. ნივა მყავდა მაშინ და გაუჭირდებოდა გავლა ზოგან. ახლა არ ვიცი როგორი გზაა.

და ტანზიიდან მისვლა არ მხიბლავს. 1 მეტრიანი მდინარის გადალახვა მაინც სარისკოა მანქანების უმეტესობისთვის.
ვაშლოვანი კაია მარა ჯერ ახალი წლებია 27-ში ქოზიპაში მიდის ხალხი მერე არავის ეცლება სამაგისოდ. ალბათ დღესასწაულების შემდეგ ჯობია გასვლა. თუმცა დასაწყისისთვის რაიმე იოლ მარშუტზე რომ გავიცნოთ ერთმანეთი. თორე ვალშოვანი მინიმუმ 2 დღიანია.

-------------
ფიტარეთში თეთრიწყაროდან ანუ ზემოდან გზა საკმაოდ დააზიანეს ტყის ბრაკონიერებმა. იო ჩადის და ამოდის მაგრამ აღარ ვარგა.

Posted by: LEO May 14 2011, 23:39

ავრანლოს მეგალითები და მანგლისის ლოდოვანები!!! ძალიან საინტერესოა! აი ბმული!
http://www.youtube.com/watch?v=1kO0TDj8x8M
თუ ვინმე დაგეგმავს, ფლიიზ მომწერეთ!!! იშვიათად შევდივარ ხოლმე ფორუმზე!!!

Posted by: Neo Aug 7 2012, 12:13

მარტვილის კანიონები არ დავლაშქროთ? ან სადმე არ წავიდეთ? გავიდა ზაფხული sad.gif

Posted by: მჟავე Aug 7 2012, 17:12

ციტატა(Neo @ Aug 7 2012, 12:13) *

მარტვილის კანიონები არ დავლაშქროთ? ან სადმე არ წავიდეთ? გავიდა ზაფხული sad.gif
ნარტვილის კანიონებზე შარშან ვიყავი

Posted by: Neo Aug 7 2012, 17:39

მჟავე

სხვაგან წავიდეთ ან ისევ მანდ წავიდეთ, გამეორება – ცოდნის დედააო wink.gif

Posted by: მჟავე Aug 7 2012, 19:12

ციტატა(Neo @ Aug 7 2012, 17:39) *

მჟავე

სხვაგან წავიდეთ ან ისევ მანდ წავიდეთ, გამეორება – ცოდნის დედააო wink.gif
დღეს გააჩნია რამდენ დღიანია კმ აქდან მიახლოებით 300 არის
მანქანა მიდის მარტო ჯიპი დამადაბლებელით
რამდენი კაცი წამოვა შენ მანქანით მოდიხარ თუ პასაჟირათ

Posted by: Neo Aug 7 2012, 22:12

მჟავე
ბექას მანქანით. პარასკევს საღამოს გასვლა და კვირას დაბრუნება.

Posted by: nika Aug 7 2012, 22:19

მარტვილის კანიონს ამდენი ხანი არ სჭირდება.

Posted by: Neo Aug 7 2012, 23:03

nika
მითუმეტეს.

Posted by: მჟავე Aug 8 2012, 09:26

ციტატა(Neo @ Aug 7 2012, 22:12) *

მჟავე
ბექას მანქანით. პარასკევს საღამოს გასვლა და კვირას დაბრუნება.
მაგ მანქანით გზაში არ დაიხოცოთ თან ბენზინი გაგყიდის

Posted by: Neo Aug 8 2012, 10:25

მჟავე

QUOTE
მაგ მანქანით გზაში არ დაიხოცოთ თან ბენზინი გაგყიდის


რატომ? ტრასაზე 10 ლიტრი - კონდიციონერი მშვენივრად მუშაობს.

Posted by: nika Aug 8 2012, 10:29

Neo
2 დღიანი თუ გამომივიდა რამე უფრო მაშტაბური მირჩევნია, სვანეთის წრიული (უკან ცაგერი-ლაჯანურით დაბრუნება) ან ბახმარო

Posted by: 4runner Aug 8 2012, 10:34

ციტატა(nika @ Aug 8 2012, 10:29) *

Neo
2 დღიანი თუ გამომივიდა რამე უფრო მაშტაბური მირჩევნია, სვანეთის წრიული (უკან ცაგერი-ლაჯანურით დაბრუნება) ან ბახმარო

მანდ მეც წამოვიდოდი

Posted by: Neo Aug 8 2012, 10:50

nika

QUOTE
2 დღიანი თუ გამომივიდა რამე უფრო მაშტაბური მირჩევნია, სვანეთის წრიული (უკან ცაგერი-ლაჯანურით დაბრუნება) ან ბახმარო


+5w40 biggrin.gif

Posted by: KODZO777 Aug 8 2012, 11:35

ესეთ მარშუტზე რას იტყოდით:
ბორჯომი-ახალციხე(ციხეების დათვალიერებით +საფარა+ვარძია (თან გაზსეს არაა პრობლემა))-და აქედან გადასვლა აჭარის მთებში(გაიჭყუმპალავებდა კაცი ცოტას )-ქუთაისი-და თბილისი biggrin.gif

Posted by: Neo Aug 8 2012, 11:54

KODZO777

QUOTE
ბორჯომი-ახალციხე(ციხეების დათვალიერებით +საფარა+ვარძია (თან გაზსეს არაა პრობლემა))-და აქედან გადასვლა აჭარის მთებში(გაიჭყუმპალავებდა კაცი ცოტას )-ქუთაისი-და თბილისი


ესეც კარგია - გოდერძით გადასვლა აჭარაში.

Posted by: KODZO777 Aug 8 2012, 12:08

აჭარაში გადასასვლელი სოფელი ზედ სასაზღვრო ზოლზეა და ჩემზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა.... ირმის ჭალა ქვია სექტორს და სოფელს არ მახსოვს biggrin.gif

Posted by: nika Aug 8 2012, 12:09

გაზზე როგორ არაა პრობლემა სანამ ახალციხეში არ აშენდება. ისე რაბათი ჯერ არაა გახსნილი 16-ში იხსნება

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: Neo Aug 8 2012, 12:10

nika

ეს რეალური ფოტოა თუ მაკეტია? შთამბეჭდავია muagar.gif

Posted by: nika Aug 8 2012, 12:19

Neo
რაის მაკეტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Neo Aug 8 2012, 12:22

nika

QUOTE
Neo
რაის მაკეტი


ისეთი ფოტოა, რენდერი გეგონება კაცს muagar.gif

Posted by: KODZO777 Aug 8 2012, 12:24

რაბათი მე დავათვალიერე და პრობლემა არ მქონია..... გაზიც არის ახალქალაქისკენ 20 კილომეტრში--

Posted by: nika Aug 8 2012, 12:25

KODZO777

ციტატა
გაზიც არის ახალქალაქისკენ 20 კილომეტრში--

საად? ახალქალაქში რომ არის ეგ ვიცით და მეტი სადაა? ნუ კიდე ნინოწმინდაში. პრინციპში ვარძიაში თუ მიდიხარ შეიძლება ყუმურდოზეც ასვლა და მაშინ ახალქალაქშიც მოხვდები.

Posted by: KODZO777 Aug 8 2012, 12:30

ახალციხედან-ახალქალაქისკენ რო მიდიხარ სადღაც 20-30 კმ შია. ღამე მომიწია სიარული და ზუსტად ვერ გეტყვი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რო ყვითელი ფერის განათების "ზაპრავკაა"

Posted by: nika Aug 8 2012, 16:07

KODZO777

ციტატა
ხალციხედან-ახალქალაქისკენ რო მიდიხარ სადღაც 20-30 კმ შია

ანუ ასპინძამდე არ მისული? გამაოცე ახლა შენ. სადაა მანდ გაზის კალონკა ვერ ვიხსენებ.

Posted by: dato_dato Aug 8 2012, 23:28

KODZO777

ციტატა
აჭარაში გადასასვლელი სოფელი ზედ სასაზღვრო ზოლზეა და ჩემზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა.... ირმის ჭალა ქვია სექტორს და სოფელს არ მახსოვს

ძაა ნ მაგარია შაბათს ვიყავი ზაზალო მერე ეილები და ბეშუმამდე 4-5 კილომეტრია

Posted by: beka Aug 8 2012, 23:45

მარტვილის კანიონებიზა წეისვლება დასავლეთში ჯო? წაით სვანეთში, და.

Posted by: KODZO777 Aug 9 2012, 13:15

მანდ შიგნით შეშვებაზეთ არ იქნება პრობლემა.... საშვების აღება და ეგაა.... აუ რა ადგილებია შიგნით იციიიით..... წარმოუდგენელი წარმოუდგენელი წარმოუდგენელი და კიდევ ერთხელ წარმოუდგენელი მარა ჩემი უფროსი ზედაც არ უყურებდა biggrin.gif შენ აჭარაში უნდა წაგიყვანო და იქ ნახე სილამაზეო biggrin.gif იქაც საშვებითაა დაშვება როგორც ვიცი...

Posted by: nika Aug 9 2012, 13:58

შეიძლება შაბათს "უხმაურო"-ში მომიწიოს წასვლა. მოგიყვებით მერე

Posted by: nika Aug 10 2012, 13:36

მოკლედ. დღეს მთელი დღეა ვსწავლობ კარსტულ რაიონს რომელიც გამოირჩევა კანიონებით ძაბრებით და მღვიმეებით. ეს რეგიონი დასავლეთით დაახლოებით მარტვილთან იწყება, აქაა განლაგებული გაჭედილის კანიონი და რამდენიმე ჩანჩქერი და მღვიმე. მაქსიმალური სიგანე აქვს ასხის პლატოს რაიონში სადაც რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გადაშლილი ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აქ მდებარეობს ოკაცეს ჯანიონი, და ჩანჩქერები, პრომეთეს და სათაფლიის მღვიმე. ხვამლი და ა.შ. აღმოსავლეთით შაორის აქეთ გრძელდება და ფაქტიურად საჩხერემდე მიდის.

რამდენჯერმე აქ უკვე ვიყავი(თ). ვნახე როგორც ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერები ასევე ხვამლი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, გაჭედილის კანიონი.

დღეს წავაწყდი საინტერესო მარშუტს.
http://www.travelgis.ge/ge/routs_full_15

განსაკუთრებით დამაინტერესა ამ ჩანჩქერმა (მღვიმეები არა მგონია სათაფლიის და პრომეთეს შემდეგ დიდად საინტერესო იყოს)

ტობას კასკადოვანი (234 მ),

234 მეტრიანი ჩანჩქერი არც თუ ისე პატარაა. ცუდი რაცაა ისაა რომ ამ ბმულზე მოცემული მარშუტი ძირითადად საფეხმავლოა. დაახლოებით 600 მეტრი სიმაღლის აკრეფა გიწევს. შემთხვევით რუკა აღმოსავლეთიტ გავწიე და აღმოვჩნდი ...
სოფელ გორდიში. აქ ჩემი პირველი ვიზიტისას საკმაოდ მარტივი სამანქანე გზით ავედით ქედზე
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SOVIET_TOPO&target=42.4825825202823,42.467138748053,13&session=5d40fde7-fd50-4dd5-b654-fb0e4db6d9ac&culture=ka-GE
აი აქ მარჯვენა ქვედა კუტხეშია ნაჩვენები ეკლესია სადამდეც მანქანით ავედით და გზა კიდევ გრძელდებოდა. ტოპორუკაზეც და გუგლზეც ჩანს რომ გზა მიდის ჩანჩქერებისკენ. ტობას ჩანჩქერი არის მარცხენა ზედა კუთზეში 3 ჩანჩქერიდან ქვედა.

დანარჩენი უკვე ფანტაზიის ამბავია.
კინჩხას ჩანჩქერები+კანიონი+ტობას ჩანჩქერი
2 დღიანი მარშუტია.

Posted by: nika Aug 10 2012, 14:55

ოკაცეს კანიონის კეთილმოწყობა იგეგმება.
http://www.facebook.com/media/set/?set=a.386293004770643.86189.144606052272674&type=1

Posted by: nika Aug 10 2012, 15:32

აი კიდევ ერთი საინტერესო ადგილი მაგ მიდამოებში
http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SOVIET_TOPO&target=42.4915621782865,42.4779860215722,16&session=5d40fde7-fd50-4dd5-b654-fb0e4db6d9ac&culture=ka-GE
ვეებერთელა კარსტული ძაბრი 2 კილომეტრი დიამეტრში. და მასში გამოქვაბულიდან გამოედინება მდინარე ტურჩუ და ისევ გამოქვაბულშივე იკარგება.

Posted by: Neo Aug 10 2012, 16:03

nika

ძალიან საინტერესო ექსპედიცია გამოვა - იმედია ამ შაბათ-კვირას და იქითა შაბათ-კვირას არ დაემთხვევა sad.gif თორემ დავრჩი ექსპედიციის გარეშე.

Posted by: nika Aug 10 2012, 16:27

Neo
ჯერ არც მე მცალია 2 დღით.

Posted by: Levani Aug 10 2012, 16:44

ციტატა(nika @ Aug 10 2012, 13:36) *

მოკლედ. დღეს მთელი დღეა ვსწავლობ კარსტულ რაიონს რომელიც გამოირჩევა კანიონებით ძაბრებით და მღვიმეებით. ეს რეგიონი დასავლეთით დაახლოებით მარტვილთან იწყება, აქაა განლაგებული გაჭედილის კანიონი და რამდენიმე ჩანჩქერი და მღვიმე. მაქსიმალური სიგანე აქვს ასხის პლატოს რაიონში სადაც რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გადაშლილი ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აქ მდებარეობს ოკაცეს ჯანიონი, და ჩანჩქერები, პრომეთეს და სათაფლიის მღვიმე. ხვამლი და ა.შ. აღმოსავლეთით შაორის აქეთ გრძელდება და ფაქტიურად საჩხერემდე მიდის.

რამდენჯერმე აქ უკვე ვიყავი(თ). ვნახე როგორც ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერები ასევე ხვამლი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, გაჭედილის კანიონი.

დღეს წავაწყდი საინტერესო მარშუტს.
http://www.travelgis.ge/ge/routs_full_15

განსაკუთრებით დამაინტერესა ამ ჩანჩქერმა (მღვიმეები არა მგონია სათაფლიის და პრომეთეს შემდეგ დიდად საინტერესო იყოს)

ტობას კასკადოვანი (234 მ),

234 მეტრიანი ჩანჩქერი არც თუ ისე პატარაა. ცუდი რაცაა ისაა რომ ამ ბმულზე მოცემული მარშუტი ძირითადად საფეხმავლოა. დაახლოებით 600 მეტრი სიმაღლის აკრეფა გიწევს. შემთხვევით რუკა აღმოსავლეთიტ გავწიე და აღმოვჩნდი ...
სოფელ გორდიში. აქ ჩემი პირველი ვიზიტისას საკმაოდ მარტივი სამანქანე გზით ავედით ქედზე
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SOVIET_TOPO&target=42.4825825202823,42.467138748053,13&session=5d40fde7-fd50-4dd5-b654-fb0e4db6d9ac&culture=ka-GE
აი აქ მარჯვენა ქვედა კუტხეშია ნაჩვენები ეკლესია სადამდეც მანქანით ავედით და გზა კიდევ გრძელდებოდა. ტოპორუკაზეც და გუგლზეც ჩანს რომ გზა მიდის ჩანჩქერებისკენ. ტობას ჩანჩქერი არის მარცხენა ზედა კუთზეში 3 ჩანჩქერიდან ქვედა.

დანარჩენი უკვე ფანტაზიის ამბავია.
კინჩხას ჩანჩქერები+კანიონი+ტობას ჩანჩქერი
2 დღიანი მარშუტია.

აი ამას არ გამოვტოვებ არც ერთ შემთხვევაში. დიდი ხანია მინდა ამ რაიონის დათვალიერება.

Posted by: shapokliak Aug 10 2012, 17:01

Levani
+1

Posted by: nika Aug 10 2012, 17:24

ოპტიმალური თარიღები 24–25 აგვისტო გამოდის მგონი.

Posted by: Lika Aug 10 2012, 17:40

ტობას ჩანჩქერზე რომ მიხვიდეთ, ფეხით სასიარულოა ტყეში და პლუს ეგ ჩანჩქერი არის კასკადოვანი... თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთ-ერთ კასკადს მიადგეთ, რომელიც არც დიდია და სანახაობრივადაც არაფერია... მაგას ჯობია, იქვე, 10 წუთის სავალზე, მოინახულოთ ონიორეს ჩანჩქერი, სადაც კარვების გაშლაც შეგიძლიათ ლამაზ გამხმარ ბზის ტყეში... ბზები კი გამხმარია, მაგრამ ხავსით არის შემოსილი და ამით სილამაზე მაინც აქვს შემორჩენილი მაგ ადგილს smile.gif

კსტაწი, გზაზედ ამ ჩანჩქერებისკენ, არის კიდევ ერთი ჩანჩქერი, ჟუჟღა (კაღუ)... მის ქვეშ შეგიძლიათ დადგეთ და იბანაოთ smile.gif

ისე ცნობისათვის, მარშრუტი იწყება სოფელ პირველი ბალდიდან და მარკირებულია, ვაი მაგ მარკირებას, მაგრამ მაინც smile.gif

რაც შეეხება მღვიმეებს, ნუ დიდი არაფერი, მარა მოთენას მღვიმეში ტრავერტინებია და ბოლოში ტბააა... ეგ მღვიმე სოფელთანაა ახლოში...

შემიძლია ამ ყველაფრის ფოტოები დავდო და მიხვდეთ რისი ნახვა ღირს და რისი არა... smile.gif

Posted by: khniera Aug 10 2012, 17:46

24-25_ში ექსტრიმ ფესტია და არაუშავს? თუ გადაწყდა რომ ოფფროუდ კლუბი არ მიდის.

Posted by: nika Aug 10 2012, 17:54

Lika
ჩვენ გორდიდან გვინდა გადასვლა და ჩანჩქერებზე ჩასვლა. ძალიან უტოპიური აზრია ვითომ? ზევიდან მანქანა ბევრად ახლოს უნდა მიდიოდეს ჩანჩქერებამდე (1 კმ-ზე ნაკლებს ვვარაუდობ). თუ არ გამოვიდა ზევიდან მისვლა და მაშნ ქვევიდან მოვუვლით.
ონიორეს ჩანჩქერსაც ვნახავთ აუცილებლად.
კიდე თუ გამოვიდა მანამდე კინჩხაფერდიდან ეგებ ასხის პლატოზეც გამოვიდეს ასვლა.

khniera

ციტატა
24-25_ში ექსტრიმ ფესტია და არაუშავს?

უი. დამავიწყდა. თრაიალი 23-შიო და პარასკევს მე მაინც ვერ მივდიოდი და ამიტომაც ეგ უქმეები თავისუფლად ჩავთვალე.
როგორც წამსვლელები მოიფიქრებენ ისე ვქნათ.

Posted by: nika Aug 10 2012, 18:09

აჰა. OSM-ზე დევს ქვედა კინჩხიდან ასხის პლატოზე ასასვლელი გზის ტრეკი muagar.gif

Posted by: მჟავე Aug 10 2012, 18:21

ციტატა(nika @ Aug 10 2012, 18:09) *

აჰა. OSM-ზე დევს ქვედა კინჩხიდან ასხის პლატოზე ასასვლელი გზის ტრეკი muagar.gif
17-19 წავიდეთ მაქეთ

Posted by: nika Aug 10 2012, 18:21

ციტატა
17-19

მე ალბათ ვერა

Posted by: beka Aug 10 2012, 18:41

კაღუ ჟვერობაა biggrin.gif

ტობა, მართალია წინა ორატორი, ვეფერს ვერ დეინახავ. წადით ონიორეს ჩანჩქერზე. მე არ მაქ ნანახი (რომ არ დამიწყოთ, გვირჩიეო).

Posted by: beka Aug 10 2012, 18:54

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

იქინებ გამოგადგეთ. მაგის ზეით, ვეღარ წახვალ მაქნანით.

Posted by: nika Aug 10 2012, 19:45

beka
ხო დავწერე ზემოდან გვინდა თქო მივადგეთ.

რაცხა ასეთი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

Posted by: beka Aug 10 2012, 19:49

მაემზადეთ აღმათების დასაძლევად. ასევე ერიდეთ უტორმუზო ხით დატვირთულ ურალებს biggrin.gif

Posted by: მჟავე Aug 10 2012, 19:54

ციტატა(beka @ Aug 10 2012, 19:49) *

მაემზადეთ აღმათების დასაძლევად. ასევე ერიდეთ უტორმუზო ხით დატვირთულ ურალებს biggrin.gif
რამდენი კმ არის მაგი ქუთაისიდან?

Posted by: nika Aug 10 2012, 20:05

მეზარება გაზომვა.

Posted by: beka Aug 10 2012, 23:36

მჟავე ხზ

Posted by: KODZO777 Aug 11 2012, 10:17

QUOTE(nika @ Aug 10 2012, 13:36) *

მოკლედ. დღეს მთელი დღეა ვსწავლობ კარსტულ რაიონს რომელიც გამოირჩევა კანიონებით ძაბრებით და მღვიმეებით. ეს რეგიონი დასავლეთით დაახლოებით მარტვილთან იწყება, აქაა განლაგებული გაჭედილის კანიონი და რამდენიმე ჩანჩქერი და მღვიმე. მაქსიმალური სიგანე აქვს ასხის პლატოს რაიონში სადაც რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გადაშლილი ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აქ მდებარეობს ოკაცეს ჯანიონი, და ჩანჩქერები, პრომეთეს და სათაფლიის მღვიმე. ხვამლი და ა.შ. აღმოსავლეთით შაორის აქეთ გრძელდება და ფაქტიურად საჩხერემდე მიდის.

რამდენჯერმე აქ უკვე ვიყავი(თ). ვნახე როგორც ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერები ასევე ხვამლი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, გაჭედილის კანიონი.

დღეს წავაწყდი საინტერესო მარშუტს.
http://www.travelgis.ge/ge/routs_full_15

განსაკუთრებით დამაინტერესა ამ ჩანჩქერმა (მღვიმეები არა მგონია სათაფლიის და პრომეთეს შემდეგ დიდად საინტერესო იყოს)

ტობას კასკადოვანი (234 მ),

234 მეტრიანი ჩანჩქერი არც თუ ისე პატარაა. ცუდი რაცაა ისაა რომ ამ ბმულზე მოცემული მარშუტი ძირითადად საფეხმავლოა. დაახლოებით 600 მეტრი სიმაღლის აკრეფა გიწევს. შემთხვევით რუკა აღმოსავლეთიტ გავწიე და აღმოვჩნდი ...
სოფელ გორდიში. აქ ჩემი პირველი ვიზიტისას საკმაოდ მარტივი სამანქანე გზით ავედით ქედზე
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SOVIET_TOPO&target=42.4825825202823,42.467138748053,13&session=5d40fde7-fd50-4dd5-b654-fb0e4db6d9ac&culture=ka-GE
აი აქ მარჯვენა ქვედა კუტხეშია ნაჩვენები ეკლესია სადამდეც მანქანით ავედით და გზა კიდევ გრძელდებოდა. ტოპორუკაზეც და გუგლზეც ჩანს რომ გზა მიდის ჩანჩქერებისკენ. ტობას ჩანჩქერი არის მარცხენა ზედა კუთზეში 3 ჩანჩქერიდან ქვედა.

დანარჩენი უკვე ფანტაზიის ამბავია.
კინჩხას ჩანჩქერები+კანიონი+ტობას ჩანჩქერი
2 დღიანი მარშუტია.

გორდი ხონისააა biggrin.gif მაგარი ადგილია ძაან. მანდ ერთი ადგილია ადგილობრივები "სამოთხეს" ეძახიან აი ძაან მაგარი ადგილია რა.... მანდ კიდე დადიანების სასახლეა რომელსაც უკვე გიტლერ-კაპუტ ააქ გაკეთებული მარა აღდგენაზე იყო ლაპარაკი და მთაში რო ადიხარ იქედან გადმოსახედია, ხეები ისეა დარგული დადიანი წერია რაღაც განსხვავებული ჯიშის ხეებია... როგორც ბაბუაჩემი იტყოდა: "თუ გინდა კაცი გამოხვიდე ხონში უნდა ჩამოხვიდე"...

Posted by: KODZO777 Aug 11 2012, 10:20

ხო კიდე კინჩხის ლობიო საუკეთესოა მთელს დედამიწაზე და წამოღება არ დაგავიწყდეთ..... ხონში მარტო გორდი და კინჩხაა სანახავი მეტი არაფერი biggrin.gif

Posted by: Lika Aug 11 2012, 16:51

ციტატა(nika @ Aug 10 2012, 17:54) *

Lika
ჩვენ გორდიდან გვინდა გადასვლა და ჩანჩქერებზე ჩასვლა. ძალიან უტოპიური აზრია ვითომ? ზევიდან მანქანა ბევრად ახლოს უნდა მიდიოდეს ჩანჩქერებამდე (1 კმ-ზე ნაკლებს ვვარაუდობ). თუ არ გამოვიდა ზევიდან მისვლა და მაშნ ქვევიდან მოვუვლით.
ონიორეს ჩანჩქერსაც ვნახავთ აუცილებლად.
კიდე თუ გამოვიდა მანამდე კინჩხაფერდიდან ეგებ ასხის პლატოზეც გამოვიდეს ასვლა.



როგორც გავიგე, გორდიდან მიდის მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მაგ ჩანჩექერებამდე...

არის კიდევ ერთი გზა, რომელიც ასევე მარკირებულია, მაგაზე მითხრეს, რომ მანდ მაქანა ყველაზე ახლოს უახლოვდება ჩანჩქერებს, მაგრამ სამ ხიდიანი მანქანებს თუ შეუძლიაო გავლაო... არ ვიცი, თქვენ რას იზამთ ამ შემთხვევაში... რუკაზე წითEლი ხაზით ნაჩვენებია რა გზაზეც მაქვს საუბარი...

ხოლო ის გზა რაც მე გამოვიარე ფეხით, ჩემი აზრით თქვენ მაქანები შეძლებენ მისვლას იქამდე, სადამდეც არის ლურჯი ხაზი გავლებული, მერე უკვე საცალფეხო ბილიკებია და აღმართებია, მაგრამ ძალიან ლამაზი გზააა...

http://bin.ge/file/64553/martvili.jpg.html

Posted by: nika Aug 12 2012, 12:07

Lika
მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: beka Aug 12 2012, 17:00

წითელხაზიან გზას რაც შეეხება, წელს დავადექი მაგის დასაწყის. წვიმდა და მანქანაში პატარა გვეჯდა, წასვლა არ გავრისკეთ.

დასაწყისი როქროულინგია. მერე რა ხდება ვერ გეტყვით.
სავარაუდოდ, ეგ გზა ავლილი მაქ პაჯეროთი 2005 ში? ხზ. ადგილობრივები კი იყვნენ გაოცებულნი, სო მეურქ წიეო! ათაქ ხვალე სუმხიდიდანი ურალეფი გიურსო. მარა რაღა დროის იყო, ქე ევედი. მერე ჩამოსვლა.
ასე ერთი კილო დავიკელი ნერვიულობაში მგონი და დევიგინე რომ აქ მეორეჯერ ამ მანქანით არ ამევიდოდი biggrin.gif

მოკლედ თუ ეგ იგივე გზა არის, მაშინ დასაწყისში როქქროულინგია, მერე კი გამომხმარი ნიადაგი, რომელიც ადვილად იფშვნება. ეგ განსაკუთრებით აქტუალურია დაშვებისას. ერთი ზედმეტი მუხრუჭი და შხუილ შხუილით მიდიხარ მოთილამურესავით biggrin.gif

მგზავრებმა ნახევარი გზა ფეხით იარეს, პოლი რომ არ მეჯაჯგურებინა.

გასართობად ნამევილად კარგი გზა არის, მაგრამ სარისკოც არის. კოლონით კიდე, მთელი დღე მოუნდებით ასვლას.

მოკლედ ვინც კაკალს ტეხავთ და რეზბას ჭრით, ზედ გამოწერილია biggrin.gif

Posted by: Levani Aug 12 2012, 22:15

ციტატა
მგზავრებმა ნახევარი გზა ფეხით იარეს, პოლი რომ არ მეჯაჯგურებინა.

ჟიგულით იყავი? პოლი რა შუაშია. თუ პაროგებს და კარნიზებს გულისხმობ?

Posted by: beka Aug 13 2012, 10:58

Levani
ხომ მიმიხცვი და

Posted by: nika Aug 13 2012, 11:32

------------

Posted by: irakli Aug 15 2012, 00:33

აქაც თუ წახვალთ ისიამოვნებთ, დღეს ჩამოვედი, 2000 მდე მანქანა ადის, სტანდარტით ასვლა გასართობი იქნება. მერე პირველ ტბამდე 6 სთ კარგი ტემპით.მეორემდე კიდევ 3.


http://img443.imageshack.us/i/p1040471panorama.jpg/



http://img210.imageshack.us/i/p1040521panorama.jpg/

მადლობა ნიკას ტრეკის მოწოდებისთვის smile.gif

Posted by: beka Aug 15 2012, 01:02

ოხ გიყვართ ეგ ფეხით სიარული biggrin.gif

სადაა მაინც?

Posted by: nika Aug 15 2012, 09:21

beka

ციტატა
სადაა მაინც?

დას ისტ ტობა.

Posted by: irakli Aug 15 2012, 12:12

პირველი ცაშკიბულთან ტობა ვარჩხილი (ცის კიბის ვერცხლის ტბა) 2500 მ, შეცდომით ოხოჯეს რომ უძახიან.
მეორე დიდი ტობა ვარჩხილი. 2650 მეტრი.
თბილისი-ჩხოროწყუ-მუხური-თებიფურუ - მანქანით
დანარცენი 10+3 კმ ცხენი/ფეხით.
აგერ კიდევ:

http://img254.imageshack.us/i/photofunstudio.png/


Posted by: nika Aug 15 2012, 13:24

irakli
იალბუზი არ ჩანდა?

Posted by: Neo Aug 15 2012, 13:30

irakli

ძალიან მაგარია, რაც გავიგე მაგ ადგილის შესახებ და ფოტოები ვნახე სულ მინდა წასვლა sad.gif

Posted by: cat Aug 15 2012, 13:35

ტობას ტრეკი მეც მაქვს (21-29 ივლისი მანდ ვიყავით). 1200 მეტრამდე სტანდარტები უპრობლემოდ ადიან. მერე იწყება პაწა გასართობი გზა. TR1 მანქანები უპრობლემოდ ავლენ (ისე რომ ჩამოვდიოდი სტანდარტი ნივა ვნახე 2000ზე ამოსული აფსოლუტურად "ლისი" საბურავებით, ვეჭვობ მძღოლი იყო არასტანდარტული smile.gif ).
მაგრამ ასვლა საჭიროებს ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას.

Posted by: Neo Aug 15 2012, 13:40

cat

რაც დაძლევადია ავიდეთ მანქანით და მერე ცხენით და ფეხით გავაგრძელოთ.

3-4 დღეში ვერ ჩავეტევით?

Posted by: cat Aug 15 2012, 13:56

ციტატა(Neo @ Aug 15 2012, 13:40) *

cat

რაც დაძლევადია ავიდეთ მანქანით და მერე ცხენით და ფეხით გავაგრძელოთ.

3-4 დღეში ვერ ჩავეტევით?


5 დღე მინიმუმ გინდა+ პრიმუსები და ბენზინი უნდა წაიღო(შეშა იოკ).

1 დღე თბილისი-მუხური-2000მ ბანაკი
2 დღე 2000მ ბანაკი - ცაშკიბულის(ოხოჯეს) ტბა - ფეხით ან ცხენებით ან ზურგჩანთები ცხენებზე
3 დღე "ნალეგკე" გადადიხარ ტობა ვარჩხილზე, ათვალიერებ და გადმოდიხარ უკან
4 დღე ცაშკიბულის(ოხოჯეს) ტბა - 2000მ ბანაკი
5 დღე 2000მ ბანაკი-მუხური-თბილისი

შესაძლებელია კიდე 2 დღის დამატება სანახავი ბევრი რამ არის მანდ...

Posted by: Neo Aug 15 2012, 14:21

cat

5 დღე უკვე ოოო smile.gif

Posted by: nika Aug 15 2012, 14:59

ციტატა
მერე ცხენით

ცხენი მანქანით უნდა აიყვანო 2000-ზე? wink.gif

ციტატა
4 დღე ცაშკიბულის(ოხოჯეს) ტბა - 2000მ ბანაკი
5 დღე 2000მ ბანაკი-მუხური-თბილისი

ეს 1 დღეში როგორ ვერ მოესწრება? თამარის ტბიდან ჩამოვედი ლაგოდეხში (მანძილი 20-25 კმ. დაშვება ვერტილაკში 2500 მ.-მდე) და მერე თბილისსი დავბრუნდი ნივით crazy.gif

Posted by: beka Aug 15 2012, 20:13

ტრეკი დადეთ ებალაიტუნგ

Posted by: nika Aug 15 2012, 20:34

beka
OSM-ზე არის ტრეკი. მაქედან ამოღების ინსტრუქცია youtube-ზე მიდევს.

Posted by: irakli Aug 16 2012, 12:56

ციტატა(nika @ Aug 15 2012, 13:24) *

irakli
იალბუზი არ ჩანდა?


ტბებიდან არ ჩანს. დილით ადრე შეიძლება გამოჩენილიყო კალიაშის ან ჭითაგორას გადამყურე უღელტეხილიდან. ფოტოზე ლაჰილაა სვანეთის ქედზე. ტრეკს დავდებ მოგვიანებით. ტრეკის ან კარგი რუქის ზედ დატანილი ბილიკის გარეშე წასვლა არ ღირს. გასამაზი ადგილები ბევრია, ერთი საცოდავი რუსი შემხვდა, გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებით წასულა და 6 კმ უვლია უაზროდ. 21 საუკუნეში ერთი მიმანიშნებლის დაყენება რა გახდაო, შემომჩივლაsmile.gif

ცხენებს გახვედრებენ 2000 მეტრზე, იქ ბევრი მწყემსია, სულგუნს აკეთებენ და შეიძლება ელარჯზე დაგპატიჟონ. ადრე უფრო უხაროდათ ჩასულები, ახლა იმდენი ნაგავი დაუტოვეს ზოგიერთმა ვაი ტურისტებმა ქოხებში და მიმდებარედ, რომ უკვე უფრო ცივად გიყურებენ. ბლომად პლასტმასის ბოთლი და ცელოფანი შევაგროვე უკანა გზაზე. ცოტა ხანში შეიძლება "დანაგვიანებულ საქეიფო ადგილად" აქციონ იქაურობა, ასე თუ გაგრძელდა.

ერთ დღეში რეალურია 10 კმ-ს გავლა, თუ ცხენი იქირავე და ჩასვლა პირველ ტობაზე. ჩვენ უღელტეხილის აქეთ დავრჩით, გვიან გავედით ცხენებით - 2 საათზე, რადგან დააგვიანეს ცხენების მოყვანა. ტბამდე კიდევ 1 საათი იყო.

მანქანა ღირს 250 ლარი +120 ლიტრი ბენზინი. ცხენი დაახლოებით 50-70 ლარი. შეიძლება რომანთან 59995039- ცხრა დარეკვა და ტურის შეკვეთა - კაცი 140 ლარი: შედის სასტუმრო 2 ღამე ჩხოროწყუში ბასეინით და საუნათი, smile.gif მანქანა, გიდი, ცხენი.

ისე მაგარი მანქანა ყავთ სამხედრო ზისი, 3 ხიდიანი და საბურავების პნევმოდაბერვით. დავდებ მერე ფოტოს.

Posted by: nika Aug 16 2012, 12:57

irakli

ციტატა
21 საუკუნეში ერთი მიმანიშნებლის დაყენება რა გახდაო, შემომჩივლა

არა და 21-ე საუკუნეში GPS-ის გარეშე სიარული რა გახდა wink.gif

Posted by: irakli Aug 16 2012, 12:59

1 დღე კალიაშის უღელტეხილამდე ან ტობამდე.
2 დღეს ორივე ტობას ნახვა და დაბრუნება,
3 დღე უკან ჩამოსვლა.
ასე გავაკეთეთ ჩვენ, ეს მინიმუმია და სჯობს კიდევ ერთი დღის დამატება, რომ ერთი სრული დღე გაატარო რომელიმე ტობავარჩხილზე. ან საერთოდ გააგრძელო გზა და ჯვარში ჩახვიდე, მაგანას ხეობა ლამაზიაო. ქვაცანცარაც შეგხვდებათ გზაზეო.

ციტატა(nika @ Aug 16 2012, 12:57) *

irakli

არა და 21-ე საუკუნეში GPS-ის გარეშე სიარული რა გახდა wink.gif


მე ვიცი ხალხი, ვინც სპეციალურად დადის მაგის გარეშე, რადგან უფრო ხალისია, რუქებით და კომპასით გზის გაგნება. დამეთანხმები ალბათ.wink.gif

Posted by: Neo Aug 16 2012, 13:07

irakli

სეზონი როდემდეა?

Posted by: irakli Aug 16 2012, 13:11

ციტატა(Neo @ Aug 16 2012, 13:07) *

irakli

სეზონი როდემდეა?


სექტემბერის მეორე ნახევრიდან თოვლის წამოყრა იცისო ხანმოკლეო.

დაურეკე რომანს და სრულ ინფორამციას მოგაწვდის., თუ დააპირებ მაქეთკენ.

Posted by: nika Aug 16 2012, 13:13

irakli

ციტატა
მე ვიცი ხალხი, ვინც სპეციალურად დადის მაგის გარეშე, რადგან უფრო ხალისია, რუქებით და კომპასით გზის გაგნება. დამეთანხმები ალბათ.

მე პირადად GPS-საც ჩავიგდებდი ზურგჩანთაში. რო დაიკარგო მერე რომ არ დაგჭირდეს გზის ძებნა.

Posted by: irakli Aug 16 2012, 13:16

წელს მტირალას ეროვნულ პარკში ვიყავი, ჩაქვიდან არის შესასვლელი მგონი 17 კმ. ორი მარკირებული მარშუტია, დიდზე ჯიპით შეიძლება წასვლა. მე მოკლე გავიარე ფეხით 7 კმ. ჩანჩქერია და საბანაო კანიონი. ასევე რესტორანი გემრიელი აჭარული კერძებით და წითელკოპლიანი კალმახით.

და კიდევ კინტრიშის ნაკრძალში ვიყავით, დედათა მონასტრამდე. მერე მამათა მონასტერია, და მერე ფეხით არის გზა ტბამდე 15 კმ. სანახავი 3-4 თამარის ხიდია, ბზის და უთხოვარის ტყე, საბანაო ჩანქჩქერები. 2 ზე მანქანით შეიძლება გადასვლა.

ორივეს გირჩევთ ჯიპებით ზღვაზე თუ მოხვდებით,wink.gif

ციტატა(nika @ Aug 16 2012, 13:13) *

irakli

მე პირადად GPS-საც ჩავიგდებდი ზურგჩანთაში. რო დაიკარგო მერე რომ არ დაგჭირდეს გზის ძებნა.


მეც ვცდილობ ნაკლებად გამოვიყენო ხოლმე, ორიენტაციაში გაჩლუნგებს. თუმცა დიდია ცდუნება smile.gif

Posted by: nika Aug 16 2012, 13:20

irakli
სხვათა შორის ურუკო ეტრექსი რო მქონდა აი მაგითი ორიენტირება იყო სახალისო. წერტილების სახით მქონდა ხოლმე ძირითადი მთები და სხვა მინიშნებები შეყვანილი. არც რელიეფი ჩანდა და არც სხვა რამე.

Posted by: Lika Aug 16 2012, 15:46

ციტატა(irakli @ Aug 16 2012, 12:59) *

მაგანას ხეობა ლამაზიაო. ქვაცანცარაც შეგხვდებათ გზაზეო.




აი მაგაში არ დაგეთანხმები smile.gif სად ქუაქანცალია და სად მდინარე მაგანა smile.gif

მე მაინტერესებს თქვენ გარდა იმ ორივე ტობასი, რა ტბები ნახეთ კიდევ? და გსმენია თუ არა დიდი ჩანჩქერის შესახებ, რომელიც ტობავარჩხილიდან გადმოდის? (ჩასვლით 1 საათში ჩავა კაცი მაგ ჩანჩქერამდე)


Posted by: irakli Aug 17 2012, 00:13

ციტატა(Lika @ Aug 16 2012, 15:46) *

აი მაგაში არ დაგეთანხმები smile.gif სად ქუაქანცალია და სად მდინარე მაგანა smile.gif

მე მაინტერესებს თქვენ გარდა იმ ორივე ტობასი, რა ტბები ნახეთ კიდევ? და გსმენია თუ არა დიდი ჩანჩქერის შესახებ, რომელიც ტობავარჩხილიდან გადმოდის? (ჩასვლით 1 საათში ჩავა კაცი მაგ ჩანჩქერამდე)


სხვა ორი ტბის ნახვა 3 დღეში შეუძლებელია. თან ისინი პატარაა. ჩანჩქერის შესახებ მსმენია და ფოტოც მინახიაsmile.gif კარავი.ჯე ზე არის დეტალური ინფორმაცია. მე მხოლოდ პატარა ტობადან გამოსული ჩანჩქერი ვნახე. wink.gif

Posted by: san-dro Aug 17 2012, 11:55

QUOTE(irakli @ Aug 16 2012, 13:16) *

წელს მტირალას ეროვნულ პარკში ვიყავი, ჩაქვიდან არის შესასვლელი მგონი 17 კმ. ორი მარკირებული მარშუტია, დიდზე ჯიპით შეიძლება წასვლა. მე მოკლე გავიარე ფეხით 7 კმ. ჩანჩქერია და საბანაო კანიონი. ასევე რესტორანი გემრიელი აჭარული კერძებით და წითელკოპლიანი კალმახით.

და კიდევ კინტრიშის ნაკრძალში ვიყავით, დედათა მონასტრამდე. მერე მამათა მონასტერია, და მერე ფეხით არის გზა ტბამდე 15 კმ. სანახავი 3-4 თამარის ხიდია, ბზის და უთხოვარის ტყე, საბანაო ჩანქჩქერები. 2 ზე მანქანით შეიძლება გადასვლა.

ორივეს გირჩევთ ჯიპებით ზღვაზე თუ მოხვდებით,wink.gif
მეც ვცდილობ ნაკლებად გამოვიყენო ხოლმე, ორიენტაციაში გაჩლუნგებს. თუმცა დიდია ცდუნება smile.gif



მანდ თუ იცი გაჩერება მოსულა სადმე 1 დღე? რაღაც პატარა სასტუმრო მახსოვდა. ან კარვებით თუ შეიძლება რომ გაჩერდე?

Posted by: irakli Aug 17 2012, 16:50

ციტატა(san-dro @ Aug 17 2012, 11:55) *

მანდ თუ იცი გაჩერება მოსულა სადმე 1 დღე? რაღაც პატარა სასტუმრო მახსოვდა. ან კარვებით თუ შეიძლება რომ გაჩერდე?

მტირალაში არის სასტუმრო ქვემოთაც და ზემოთაც ტრეკის ბოლოს.

Posted by: nika Aug 17 2012, 16:55

irakli
სინესტე იყო?

Posted by: irakli Aug 18 2012, 11:46

ციტატა(nika @ Aug 17 2012, 16:55) *

irakli
სინესტე იყო?

2000 მეტრს ქვემოთ კიsmile.gif

Posted by: Neo Sep 17 2012, 10:11

ამ შაბათ კვირას თუშეთში ხომ არ წავსულიყავით, გავიდა სეზონი და ერთი სერიოზული ექსპედიცია არ გვქონია დიდი შემადგენლობით (შეჯიბრებებს თუ არ ჩავთვლით).

Posted by: nika Sep 17 2012, 10:21

Neo
2 დღე ცოტაა თუშეთისთვის. sad.gif მეორეს მხრივ მაგდენით მაქვს შანსი რო გამიშვან სამსახურიდან. ლამას მიყავს ხალხი ამ უქმეებზე.

Posted by: nika Sep 17 2012, 10:23

2008-ს მერე არ ვყოფილვარ და მაგრა მომენატრა თუშეთი.

Posted by: Neo Sep 17 2012, 10:27

nika

QUOTE
ლამას მიყავს ხალხი ამ უქმეებზე.


მაგან გამახსენა მოუშუშებელი იარა, თუშეთის ნახვის სურვილის sad.gif

ან პარაკსევს გავიდეთ საღამოს, თელავში დავრჩეთ და მერე იქიდან წავიდეთ ძალიან ადრე შაბათს ან თბილისიდან გავიდეთ შაბათს ძალიან ადრე და კვირას გვიან წამოვიდეთ. 100 თუ არა 60%-ს მაინც ხომ ვნახავთ და დანარჩენს შემდეგ წასვლაზე ვნახავთ.

Posted by: otk Sep 17 2012, 10:28

Neo
nika
მეც შემოგიერთდებით თუ ძაან არ შეგაწუხებთ მეც მინდა ასვლა smile.gif

Posted by: Neo Sep 17 2012, 10:35

otk

QUOTE
მეც შემოგიერთდებით თუ ძაან არ შეგაწუხებთ მეც მინდა ასვლა


შევგროვდეთ 2-3 მანქანა და წავიდეთ smile.gif

nika

ფერები უკვე შემოდგომის დაგვხვდება ხომ?

Posted by: rodeo Sep 17 2012, 10:35

ციტატა(otk @ Sep 17 2012, 10:28) *

Neo
nika
მეც შემოგიერთდებით თუ ძაან არ შეგაწუხებთ მეც მინდა ასვლა smile.gif


თუ გადაწყვეტთ წასვლას მეც ძაან დიდი სურვილი მაქვს წამოსვლის და ადგილი თუ იქნება წამოვალ smile.gif smile.gif . თან გაგიცნობთ

Posted by: D.E.F. Sep 17 2012, 10:41

შაბათს შირაქში ვიყავი და კავკასას თავები სავსემ თეთრი ჰქონდა

Posted by: nika Sep 17 2012, 10:58

Neo

ციტატა
ფერები უკვე შემოდგომის დაგვხვდება ხომ?

არა მგონია.

დავაზონდირებ აბა შაბათის ამბებს.

Posted by: Jorjika Sep 17 2012, 16:17

29-30-ისკენ შემოგელოთ ჩემი თავი smile.gif მე და ჩემი პახერო მანდ ვართ smile.gif თუშეთში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც თბილისიდან 40 წუთში ომალოში ვიყავი smile.gif

Posted by: rezo_ozer Sep 17 2012, 19:51

Neo
ცრ-ვ ივლის თუშეთში?

Posted by: D.E.F. Sep 17 2012, 19:53

rezo_ozer
ფიატ ჩინქუეჩენტო ვიხილე მე ქირევთან არ მისული biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rezo_ozer Sep 17 2012, 19:57

D.E.F.
ე.ი ვივლი თავისუფლად. მეც მაგრად მინდა რო ვნახო თუშეთი

Posted by: D.E.F. Sep 17 2012, 20:00

rezo_ozer
ნუ ეხლა რა გზაა ვერ გეტყვი მაგრამ მგონი ორი წლის წინ იქსტერათი ვიარეთ ერთი არ დაუხველებია მანქანას(კი მეტყვი სად ის და სად ესო მაგრამ ისიც ძალიან სტოკი იყო)მოკლეთ აი თინქ რომ ივლი

Posted by: irakli Sep 17 2012, 23:37

ციტატა(rezo_ozer @ Sep 17 2012, 19:57) *

D.E.F.
ე.ი ვივლი თავისუფლად. მეც მაგრად მინდა რო ვნახო თუშეთი

ომალოდან დართლომდე მიხვალ მშრალ ამინდში, შეიძლება ფასმამდეც მიხვიდე,

აი დიკლო შენაქოს მხარეს და ჯვარბოსელის მიმართულებით გაგიჭირდება.

თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო. smile.gif

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 00:09

ესეიგი ჩემი მანქანა თავისუფლად ივლის, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული იქ წასვლა??? ამხელა კაცი ვარ და არ ვარ ნამყოფი sad.gif

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 00:15

თელავიდან რამდენი კმ-ა???

Posted by: nika Sep 18 2012, 10:06

გააჩნია იქ რამდენს ივლი. თელავიდან ომალომდე 100 კმ იქნება დაახლოებით.

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 10:17

nika

ციტატა
გააჩნია იქ რამდენს ივლი. თელავიდან ომალომდე 100 კმ იქნება დაახლოებით.

სულ 1-2 სიჩქარით სასიარულო ალბათ ხო? სადღაც 30 ლიტრი დაჭირდება ესეიგი, ანუ ბაკი და ერთი გაზის ზაპრავკა თელავში აუცილებელია ესეიგი 60 ლარის გაზი და 140 ლარის ბენზინი თბილისიდან-თბილისამდე უნდა მეყოს + საჭმელი 50-70 ლარი და იქ სასტუმრო იქნება ალბათ 30-40 ლარიც ეგ
300-350 ლარია საჭირო sad.gif

Posted by: nika Sep 18 2012, 10:33

ადგილობრივი მანძილები
ომალო-გირევი 30 კმ
ომალო-გომეწრის ხეობა (სადამდეც მანქანა მიდის) 25 კმ
ომალო-დიკლო 12 კმ

ანუ სამივეგან თუ წახვედი 135 კმ იქ უნდა იარო.

dato_dato

ციტატა
სულ 1-2 სიჩქარით სასიარულო ალბათ ხო?

არა. თელავი-ფშაველი-ლეჩური კარგი გზაა სადღაც 35 კმ. აი მაგის მერე 65 კმ არის ცუდი გზა. ჩემ მანქანას სრული თუშეთისთვის დასჭირდება უხეშად 50 ლარის გაზი და 50 ლარის ბენზინი.

Posted by: nika Sep 18 2012, 10:34

ციტატა
იქ სასტუმრო იქნება ალბათ 30-40 ლარიც ეგ

რაის სასტუმრო. კარვები როცა არსებობს.

პ.ს. ორდღიანში გამორიცხულია სამივე ხეობა რო ნახო.

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 12:22

dato_dato
ხარჯის პონტში პასაჟირები ჩაისვი და წილში შემოვლენ საწვავ-საჭმელში
ეგრე ხდება ყოველთვის smile.gif
ეგ 300 ლარი 4-ზე რომ გაყო უკვე ადამიანური თანხაა smile.gif)

წავიდეთ რა , მაგარი იქნება smile.gif
nika
პარასკევს დილით ადრე რომ გავიდეთ, კვირა საღამომდე ვერ ჩავეტევით დროში?

Posted by: Neo Sep 18 2012, 12:33

Jorjika
პარასკევს დილით ბევრი ვერ წამოვა, შაბათი ადრე არის ყველაზე კარგი ვარიანტი.

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 12:35

Jorjika

ციტატა
ხარჯის პონტში პასაჟირები ჩაისვი და წილში შემოვლენ საწვავ-საჭმელში
ეგრე ხდება ყოველთვის
ეგ 300 ლარი 4-ზე რომ გაყო უკვე ადამიანური თანხაა )

ეგ კაი აზრია მარა ცოლი და 2 შვილი არაფერს გადამიხდის უეჭველი ვიცი, მეტი კიდე ვინ ჩავსვა და ვის გამოვართვა ფული? biggrin.gif
nika
ციტატა
რაის სასტუმრო. კარვები როცა არსებობს.

ჩემ ძვირფას მეუღლეს კარავში იარაღის მუქარით თუ სევაგდებ თორე ისე შანსი არაა biggrin.gif
Jorjika
ციტატა
წავიდეთ რა , მაგარი იქნება
nika
პარასკევს დილით ადრე რომ გავიდეთ, კვირა საღამომდე ვერ ჩავეტევით დროში?

მეც ძაან მინდა წამოსვლა, მარა პარასკევს დილიდან ვერ შევძლებ, მე და ბიჭი ვმუშაობთ გოგონა სწავლობს ასე რომ შუადღის მერე კიდე მოჟნა, გადავხედავ კარგად ფინანსებს

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 12:37

dato_dato

QUOTE
ეგ კაი აზრია მარა ცოლი და 2 შვილი არაფერს გადამიხდის უეჭველი ვიცი, მეტი კიდე ვინ ჩავსვა და ვის გამოვართვა ფული?

biggrin.gif
მაშინ ხოოო smile.gif))
Neo
QUOTE
პარასკევს დილით ბევრი ვერ წამოვა, შაბათი ადრე არის ყველაზე კარგი ვარიანტი.

რავიცი, ნიკა ბიძიამ თქვა 2 დღეში ვერ მოვასწრებთო...


Posted by: dato_dato Sep 18 2012, 12:39

ორი ადგილი რო მქონდეს ნეტა პასაჟირობის მსურველი მეყოლება??? "2კაციცდაგავდივარსმაილიკი" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 12:41

2 ადგილი მეც მაქვს ჯერჯერობით

მოდით სია გავაკეთოთ ვინ ვართ წამსვლელები
1. Jorjika
2.?

Posted by: nika Sep 18 2012, 12:42

dato_dato
სასტურმო ძალიან არამობილურ გხდის თუშეთის შემთხვევაში. მანდ ისეთი სიტუაციაა ხოლმე რო სადაც დაგაღამდება იქ ახლომახლო ჯობია ბანაკის გაშლა.

Jorjika
პარასკევი დილა კი არა შაბათი თუ გამომივა ეგეც კარგი იქნება.

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 12:44

nika

ციტატა
სასტურმო ძალიან არამობილურ გხდის თუშეთის შემთხვევაში. მანდ ისეთი სიტუაციაა ხოლმე რო სადაც დაგაღამდება იქ ახლომახლო ჯობია ბანაკის გაშლა.

სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ, სხვა გზა თუ არ იქნება მანქანაში დაიძინებს და ეგაა
ჩამწერეთ "ძაან მინდა"-თა სიაში smile.gif და გადავწყვიტავ ხვალისთვის

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 12:50

nika
რავიცი, სადაც ხალხი, იქაც მე.
ხვალიდან 10 დღე შვებულება მაქვს, მაგრამ 23-ის ჩათვლით ვერ მოვახერხებ. დიდი ფესტივალი გვაქვს ტრეკზე..
24-დან სადაც გინდათ, იქ წავიდეთ smile.gif

28-29-ის ბაზარია ხო?
smile.gif

Posted by: irakli Sep 18 2012, 13:03

dato_dato
სასტუმროების ნახვა შეიძლება თითქმის ყველა სოფელში. ორდღიანში ან ომალოში უნდა დარჩეთ ან დართლოში.

Posted by: dato_dato Sep 18 2012, 13:07

irakli

ციტატა
სასტუმროების ნახვა შეიძლება თითქმის ყველა სოფელში. ორდღიანში ან ომალოში უნდა დარჩეთ ან დართლოში.

მადლობ ინფოსთვის
სავარაუდოდ შიტოკები რო დავხსნა არ იქნება ალბათ ცუდი თუ არაა ეგეთი გზები??? იოლად არ ედება არსად

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 13:15

მგონი რომ სტანდარტი მანქანები უპრობლემოდ დადიან...
გზები საერთოდ არ მინახავს, ზემოდანაც არ ჩანდა smile.gif


Posted by: Neo Sep 18 2012, 13:53

nika
ჩამოყალიბდი მალე smile.gif

Jorjika
მე ამ შაბათ-კვირას ვგულისხმობ. მაგარი ივენთი იქნება ტრეკზე ვიცი, მაგრამ ვერ გავმაზავ მაგის გამო თუშეთს, შემდეგ კვირას არ ვიცი რა იქნება. ამიტომ ეს მირჩევნია.

მე უკვე მზად ვარ, ჩემი ძმის მანქანით წამოვალ, სავარაუდოდ ადგილი არ მექნება, უკან ჯდომას ვერც შევთავაზებ ვერავის თუ თვითონ ძალიან არ მოინდომა. უკანა ადგილებზეც გაირკვევა მალე მაქვს თუ არა ადგილი.

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 14:11

Neo

QUOTE
მე ამ შაბათ-კვირას ვგულისხმობ

აბა მაშინ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ smile.gif
ორგანიზატორი რომ არ ვიყო, ან რამე სხვა ევენთი იყოს, ნაღდად დავიკიდებდი და წამოვიდოდი..

Posted by: otk Sep 18 2012, 18:51

Neo
მეც მოვდივარ პროსტა კიათი წამოვიდე თუ სევროლე ნივით არ ვიცი მეც აღარ მაქვს ადგილი უკან 2კაიც უეჭველი მიჯდება მესამე არ ვიცი მესამეს ვერც მოერისო შეიძლება

წინა წლის ზაფხულში ვიყავი მანქანით ომალომდე 15წუთიანი საქმის გამო და გზა ბევრად უკეთესია ძველ წლებთან შედარებით ხეობების ნახვა მინდა მეც და წამოვალ უეჭველი პროსტა მე მარტო ბენზინზე ვარ და იმედია ფინანსებში გავქაჩავ კარვებით თუ წავალთ კა თბილ თბილი სპალნიკები გვინდა smile.gif

Posted by: otk Sep 18 2012, 18:54

nika
თემას არ გახსნი ამ ამბავზE?

Posted by: nika Sep 18 2012, 18:57

otk
ჩემი წამოსვლის ალბათობას 15/85 შევაფასებდი ანუ 15% რო წამოვალ sad.gif

Posted by: otk Sep 18 2012, 19:01

nika
აბა მე და ნეო მივდივართ? კიდევ ვის უნდა წამოსვლა?

Posted by: otk Sep 18 2012, 19:02

nika
აბა შემდეგ შაბათ კვირაზე რომ გადავიტანოთ მერე ჯორაც წამოვა და შენ შეძლებ ?

Posted by: nika Sep 18 2012, 19:06

არა. მე ყველა შაბათი ეგრე მაქვს. თან მომავალ კვირას მოყვარულთა რალია.

Posted by: otk Sep 18 2012, 19:13

nika
ამ შაბათსაც არის ტრეკის ფედერაცია ატარებსო თუ რაღაც მეც ვერ გავიგე ბოლომდე თუ გინდა მოგწერ თუ რამეს გავიგებ:|

Posted by: Neo Sep 18 2012, 19:21

otk

მე არ ვარ ნამყოფი, ჩემი ძმის ტრეკერიც ბენზინზეა. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა ძმა ვიქნებით. პატარა რა უკვე 21 წლისაა biggrin.gif

Posted by: nika Sep 18 2012, 19:22

თავისუფალში დაწერე აბა

Posted by: Jorjika Sep 18 2012, 19:47

otk

QUOTE
აბა შემდეგ შაბათ კვირაზე რომ გადავიტანოთ მერე ჯორაც წამოვა და შენ შეძლებ ?

ხო რა,, წამოვალ და ამამთრევი მაინც გეყოლება ვინმე biggrin.gif

Posted by: otk Sep 18 2012, 20:19

Neo
ნუ ომალომდე ბესპრაბლემ ავალთ და დანარჩენი რა გზა უნდა იყოს ეგეთი smile.gif)

მეც მეუღლესთან ერთად და მეგობრებსაც წამოვიყვან

დაწერე აბა სხვაგანაც ავაგდოთ სასტავი smile.gif

Jorjika
რავი აბა ბევრი თუ წავიდოდით გაასწორებდა მაგრამ ზოგს ამ შაბათს ცალია ზოგს შემდეგზე არ ცალია და ასე რა biggrin.gif

Posted by: Neo Sep 18 2012, 20:21

otk

ტობაც მიდის მაგ დროს და მათ ხომ არ შევუერთდეთ?

Posted by: dato_dato Sep 19 2012, 00:59

მეც შეილება ვერ შევძლო ამ შაბათ-კვირას და ეხლა თუ ვერა იქით შაბათს უეჭველი წამოვალ

Posted by: Jorjika Sep 19 2012, 09:47

ხო და 1 კვირით გადადების ამბავია რა biggrin.gif + ბუნებაც უფრო გალამაზდება, შემოდგომის ფერები შეეპარება smile.gif))

Posted by: otk Sep 19 2012, 13:17

შემდეგ შაბატ კვირას წავიდეთ მაშინ ჟორდანა არ გადამაგდო იცოდე

Posted by: Jorjika Sep 19 2012, 23:23

otk

QUOTE
ჟორდანა

ჯორდანაც ხარ და ჟანა დარკიც ბლიად biggrin.gif
ეხლა მაგას ვფიქრობ, რამდენად ღირს 1 ღამით წავლა ...
nika
ჰა რას იტყვი მისტერ ექპედიტორ?
smile.gif

Posted by: Jorjika Sep 19 2012, 23:27

გახსენით შესაბამისი თემა გასვლებში, თუ გადაწყვეტილი გვაქვს ესდვლს, იქნებ შემოგვემატოს წამომსვლელი ხალხ-მანქანები...

Posted by: nika Sep 20 2012, 00:19

Jorjika

ციტატა
ეხლა მაგას ვფიქრობ, რამდენად ღირს 1 ღამით წავლა ...

თუ საშუალება გაქვს 2 ღამე არის მინიმუმი.

Posted by: Jorjika Sep 20 2012, 09:33

otk
პარასკევს ვერ მოიცლი?

Posted by: Neo Sep 21 2012, 11:56

მეც აღარ მივდივარ. იქითა შაბათ კვირა არჩევნების წინა შაბათ-კვირაა და ჯობია მომდევნო შაბათ-კვირას წავიდეთ 6-7 ოქტომბერს.


Posted by: Jorjika Sep 21 2012, 18:53

Neo
მერე ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი...

Posted by: Neo Sep 21 2012, 18:57

Jorjika

QUOTE
მერე ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი...


smile.gif და იქითა შაბათკვირას ზუსტად იცი რომელი იქნება?

Posted by: Jorjika Sep 21 2012, 19:27

Neo

QUOTE
და იქითა შაბათკვირას ზუსტად იცი რომელი იქნება?

წასვლის შანსების ალბათობა უფრო მეტია ჩემი აზრით smile.gif

Posted by: nika Sep 21 2012, 19:41

30-1 დასვენების დღეებია.

Posted by: Neo Sep 21 2012, 21:05

nika
არჩევნებზე უნდა წავიდეთ ყველანი.

Posted by: Jorjika Sep 22 2012, 10:29

QUOTE
რჩევნებზე უნდა წავიდეთ ყველანი.

თუშეთი 28-29-30 უწევს, თუ 2 ღამით წავალთ და არჩევნებზე აქ ვიქნებით ყველა ვარიანტში

Posted by: nika Sep 22 2012, 10:31

ციტატა(Neo @ Sep 21 2012, 21:05) *

nika
არჩევნებზე უნდა წავიდეთ ყველანი.

ძლივს 2 დღე დასვენება დამემთხვა 2 წლის განმავლობაში მგონი პირველად sad.gif

დიდი ამბავი შალიკომ ჩემი ხმა თუ ვერ მიიღო.

Posted by: otk Sep 23 2012, 12:43

Jorjika
პარასკევის ამბავზე რა გითხრა აბა მე მცალია და ნამცხვარას ეცლება თუ არა ეგ აღარ ვიცი sad.gif((

Posted by: Jorjika Sep 24 2012, 11:07

otk
შატილზე ვფიქრობდით შაბათს მე და ნეო. ხინთოსაც უნდა წამოსვლა, მე ჩამიპასაჟირდება ალბათ..
ბევრი ვიმსჯელეთ მაგ საკითხე და თუშეთისთვის 1 ღამე ძალიან ცოტაა რა.. 3 ხეობაა და ბევრს ვერაფერს ვერ ვნახავთ 2 დღეში.. შატილში არ გინდათ შენ და ნამცხვარას?
პარასკევს მეც ვერ ვახერხებ, სამსახურის პონტში გეგმები შეიცვალა...
შაბათ-კვირაში უნდა ჩავეტიოთ რა...

Posted by: nika Sep 24 2012, 11:39

დღეს ვესაუბრე კისტეის (ჩამოსული იყო რუსეთიდან) და ჯვრის უღელტეხილზე რო გავიარეთ მთები სულ თოვლიანიაო და ულამაზესიაო.

Posted by: misho0 Sep 24 2012, 11:50

10 დღIს უკან ვიყავი შატილსა და მუცოში,ამინდი კარგი დაგვემთხვა თუმცა რომ მოვდიოდით მოიღრუბლა და წვიმა დაიწყო,ზემოთ პერევალის მიდამოები დათოვლილი იყო და თუ ამინდმა არ გაგიმართლათ და მზე არ გამოვიდა ჩათვალეთ იმის 10% სილამაზეს ვერ ნახავთ რასაც კარგ ამინდში smile.gif



Posted by: nika Sep 24 2012, 13:45

Jorjika

ციტატა
შატილზე ვფიქრობდით შაბათს მე და ნეო.

ეგებ 30-1 იყოს elk.gif

Posted by: otk Sep 24 2012, 13:47

Jorjika
ომალოში გვინდა რა ჩვენ ველოსპედებით ისე ჩემი ოჯახის წევრებსაც უნდათ ამ შაბათ კვირას შატილში მაგრამ მეათეჯერ ხომ არ წვალ წელს sad.gif((

რავი რამე მოვიფიქროთ ჩემები ყველანი თუ წამოვლენ ნამცხარას ჩაგისვამ გავაკრვკევ მაგას ამ დღეებში smile.gif)

კრიშაზე გაქვს რამე საბარგული?

Posted by: nika Sep 24 2012, 13:49

otk

ციტატა
კრიშაზე გაქვს რამე საბარგული?

არა აქვს

Posted by: otk Sep 25 2012, 00:00

დღეს რომ მოვედი სახლთან ის უხნაურმა ხმამ ტვინი გამიბურღა და ბოლოს აღმოვაჩინე რომ ამორტიზაოტორი იჭედება მომენტებში :|

ეხლა რა ვუყო აღარც ვიცი ველოსიპედებით მინდოდა წამოსვლა და ვინმეს 2 ადგილი თუ ექნება წამოვალთ ჩვენ თუ ვერ გავაკეთე კვირამდე sad.gif((

Posted by: Jorjika Sep 25 2012, 01:08

otk
რა ველოსიპედი შეჩ,მაინცდამიანც ვიქტორას სახლიდან უნდა დაეშვა? წავედით შატილში smile.gif))
ნამცხვარამ კი გამოაცხოს რა smile.gif))

Posted by: otk Sep 25 2012, 01:22

Jorjika
ველოსიპედებით გვიწორდება თან თუ გგონია რომ დროს დაგაკარგინებს ძაან ცდები ბევრად სწაფად დავდივართ ველოებით ვიდრე მანქანით მაგ გზაზე smile.gif)

იმედია რამეს მოვახარხებ ხვალ უნდა დავშალო და ვნახო შტოკი გადარჩენილია თუ არა 1 წელი გასხმული ამოებით დავდივარ მაგის ....

Posted by: Jorjika Sep 25 2012, 17:21

ეხლა მითხრა თანამშრომელმა , რაჭიდან იმერეთში საინტერესო გადასასვლელიაო...
რაჭიდან, სოფელ ზემო თლუღიდან,ადიხარ მთაში, არის ხშირი ტყე, გზა არის მეშეშეების და ურმების გაკეთებული...
ტყის მერე ადის ალპურ ზონაში და ეშვება იმერეთში.
ადრე ყოფილან 3 ხიდიანი ურალით და მშრალზე მაგრად გაგვიჭირდაო...

რაცხა საინტერესო ჩანს მგონი smile.gif

Posted by: D.E.F. Sep 25 2012, 17:23

ვაისას დაურეკე რაჭაში მაგ გზით გადადის მთელი ზაფხული და დაგაკვალიანებს

Posted by: Jorjika Oct 23 2012, 11:04

ვარძიისკენ, ვანის ქვაბების და ხერთვისი გარდა, არის რამე საინტერესო სანახავი?
ვიღაც ყვებოდა, 12 კმ-ს მოშორებით, მიწისქვეშა კატაკომბებია, რომლებიც დღემდე არაა გამოვლეულიო..

Posted by: nika Oct 23 2012, 11:06

Jorjika

ციტატა
ვიღაც ყვებოდა, 12 კმ-ს მოშორებით, მიწისქვეშა კატაკომბებია, რომლებიც დღემდე არაა გამოვლეულიო..

დემური (auto builder) ყვებოდა.

Posted by: Jorjika Oct 23 2012, 11:15

ხომ არ... ჰა? smile.gif)
კი ცივა , მაგრამ ....

Posted by: irakli Oct 23 2012, 12:46

ციტატა(Jorjika @ Oct 23 2012, 11:04) *

ვარძიისკენ, ვანის ქვაბების და ხერთვისი გარდა, არის რამე საინტერესო სანახავი?
ვიღაც ყვებოდა, 12 კმ-ს მოშორებით, მიწისქვეშა კატაკომბებია, რომლებიც დღემდე არაა გამოვლეულიო..

ვაიოს ველებზე დუმალას მიწისქვეშა საცხოვრებელი. ქვის კარები მომეწონა ფოტოზე. მანდ მარკირებული ჯიპ ტურია 50 კმ-მდე. ჩამოდიხარ თმოგვის ციხესთან. კარგი მეგზური გამოცემული აქვს ელკანამ, პროექტი ქონდათ და მარკირება გააკეთეს. გაზაფხულის ქუჩაზე იყიდება მაგათ მაღაზიაში. ალბათ სხვაგანაც. წიგნი 18 ლ. რუქა 5 ლარი.

Posted by: Jorjika Oct 23 2012, 13:02

სანიტერესო იქნება..

Posted by: Neo Oct 23 2012, 16:46

Jorjika

QUOTE
ვარძიისკენ, ვანის ქვაბების და ხერთვისი გარდა, არის რამე საინტერესო სანახავი?
ვიღაც ყვებოდა, 12 კმ-ს მოშორებით, მიწისქვეშა კატაკომბებია, რომლებიც დღემდე არაა გამოვლეულიო.


nika
QUOTE
დემური (auto builder) ყვებოდა.


ფოტოებიც ედო მგონი ფეისზე.

Posted by: Jorjika Oct 23 2012, 16:59

ვნახე, ვებაზრე და კარგი რაღაცეებიც დავგეგმეთ ახლო მომავალში smile.gif
კახეთის მხარეს

იქით ცივა და შორიაო smile.gif

Posted by: irakli Oct 27 2012, 01:18

გეოლენდის საიტზე დაიწყეს კვალის (ასე თარგმნეს ტრეკი) დადება, ზოგიერთი საინტერესოა, მაგრამ მარელისის და კლდეკარის გარდა, უმეტესობა საფეხმავლოა. ვინც არ ყოფილხართ ხადა =გუდაურს გირჩევთ, ჯერ კიდევ შეიძლება კარგ ამინდში.

http://www.geoland.ge/ge/free-maps

გრაფიკული რუქებიც არის უფასოდ/


Posted by: Jorjika Oct 31 2012, 15:10

ნაროდ შაბათ-კვირას სადმე რამე არ ვქნათ? smile.gif

Posted by: nika Oct 31 2012, 15:14

კვირას სოფელში მივდივარ. თუ გინდათ წამოდით.

Posted by: Jorjika Oct 31 2012, 15:22

სად გაქვს სოფელი? და ღვინო და ბუხარი თუ არის, მოვიდავართ სამწვადეთი smile.gif))

Posted by: Neo Oct 31 2012, 15:32

Jorjika

QUOTE
ღვინო და ბუხარი


მომენატრა sad.gif

Posted by: nika Oct 31 2012, 15:38

ციტატა(Jorjika @ Oct 31 2012, 15:22) *

სად გაქვს სოფელი? და ღვინო და ბუხარი თუ არის, მოვიდავართ სამწვადეთი smile.gif))

ხარაგაულის რაიომშია. ღვინო და ბუხარი არაა. დაკონსერვებულია სახლი და უნდა ჩავიდე დავხედო.

Posted by: Neo Dec 3 2012, 10:24

nika

osm-ზე ფიტარეთისკენ მიმავალი წყვეტილი არის ტანძიიდანაც (ბოლნისის მხრიდან) და ჭივჭავიდან ან ნავთიანიდანაც - თეთრიწყაროს მხრიდან. ეგ წყვეტილი გზად შეიძლება ჩაითვალოს თუ ბილიკია?

გუგულის დედამიწაზეც თითქოს გზად ჩანს.

ჭივჭავიდან დაახლოებით 20 კმ-გამოდის.

საინტერესო იქნება მაგ მარშურტის გავლა.

Posted by: nika Dec 3 2012, 10:45

Neo
ადრე ვარ ნამყოფი ფეხით. ნავთიანიდან. სტოკი ჯიპი ალბათ ვერ გაივლიდა და მომზადებულისთYვის არაფერი გზა არ იყო. წელს გაზაფხულზე რო ვიყავი გუდარეხში გზად ვნახე დიდი აბრა ეწერა ფიტარეთისკენ კილომეტრაჟის მინიშნებით. მაგრამ რო გავიკითხე გზას დედა არ ყავსო ეგრე მიტხრეს, მამაოები ისევ ტანძიიდან დადიანო. ცდა შეიძლება. თუ არ გამოვა მანდ ჩასვლა საექსკურსიოდ მანდ უამრავი სხვა სანახავიცაა.

Posted by: Neo Dec 3 2012, 10:49

nika

QUOTE
ცდა შეიძლება. თუ არ გამოვა მანდ ჩასვლა საექსკურსიოდ მანდ უამრავი სხვა სანახავიცაა.


კვირას წავსულიყავით არ გინდათ?

Posted by: nika Dec 3 2012, 10:51

კარავზე გავიკითხავ აბა გზას რა ჭირს.

Posted by: Neo Dec 3 2012, 10:53

nika

გუდარეხი და გარშემო რეებიცაა იმასაც დავუმატებდით მარშრუტს. არ ვარ გუდარეხში ნამყოფი.

Posted by: nika Dec 3 2012, 10:57

Neo
გუდარეხში ცოტა ცუდი გზა არის თან ახლახან ვიყავი მანდ.

Posted by: Neo Dec 3 2012, 10:59

nika

მე ფიტარეთი უფრო მაინტერესებს. სხვა დროს ვნახავ ბოლო-ბოლო.

Posted by: nika Dec 3 2012, 11:05

Neo
ვარკვევ გზის ამბავს. ისე ნფს-ას ეცოდინება აგერ მამაოები ხო ავიდნენ იქით კვირაში.

Posted by: Neo Dec 3 2012, 12:26

nika

აქაც აჩვენებს გზას.

http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_Geoland%20Roads&target=44.2997202673285,41.4897099019833,12&session=25cf1a59-2190-4f30-ac48-131fbcdc0c96&culture=ka-GE

Posted by: irakli Dec 3 2012, 13:42

ციტატა(Neo @ Dec 3 2012, 12:26) *

nika

აქაც აჩვენებს გზას.

http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_Geoland%20Roads&target=44.2997202673285,41.4897099019833,12&session=25cf1a59-2190-4f30-ac48-131fbcdc0c96&culture=ka-GE


ალექსეევკა–ნავთიანიდან ჩვეულებრივი ჯიპებით დადიოდნენ ფიტარეთში. ახლა ალბათ ნიკა გაარკვევს, როგორ მდგომარეობაში გზა.

მე როცა ვიყავი ადრე, მაგ გზას ვერ მივაგენით, ქვემო ახკალაფასთან დავტოვეთ მანქანები, და ფეხით ვიარეთ დაახ.2 კმ.ლამაზ, პატარა ხეობაში, რუქაზე ჩანს. მანქანით თუ იქნებით, ხულუთის ციხის ნახვაც ღირს.

Posted by: nika Dec 3 2012, 13:54

irakli
ახლა დიდი აბრა არის გზაზე. ყოველ შემთხვევაში გაზაფხულზე იყო. ოღონდ ახკალაპადან არა. დმენისთან იყო აბრა.

Posted by: dato_dato Dec 3 2012, 14:20

ციტატა
ალექსეევკა–ნავთიანიდან ჩვეულებრივი ჯიპებით დადიოდნენ ფიტარეთში

დადიოდნენ 2 წლის წინ ვიყავით ჩვეულებრივი ჰაილუქსით, ცოტა უკანა შიტოი გავაფუჭეთ ურტყავდა კუდს ზოგ ადგილას გრძელი როა მაგის გამო

Posted by: irakli Dec 3 2012, 14:23

ციტატა(nika @ Dec 3 2012, 13:54) *

irakli
ახლა დიდი აბრა არის გზაზე. ყოველ შემთხვევაში გაზაფხულზე იყო. ოღონდ ახკალაპადან არა. დმენისთან იყო აბრა.


ეტყობა ზუსტად ვერ დავწერე: ახკალაფადან მანქანის გზა არ არის

Posted by: nika Dec 3 2012, 17:12

irakli

ციტატა
ეტყობა ზუსტად ვერ დავწერე: ახკალაფადან მანქანის გზა არ არის

ახლა მივხვდი. ახკალაპამდე ჩადიხარ მანქანით, იქიდან ფიტარეთამდე 2 კმ არის. ანუ რეალურად მანქანა ყველაზე ახლოს მანდ უდგება (თუ ხრამში ბანაობიან გზას არ ჩავთვლით)

Posted by: nika Dec 3 2012, 17:22

მოკლედ მგონი შეიძლება დმენისიდან ჩასვლა ვცადოთ, და თუ არ გამოვიდა ახკალაპადან ჩავიდეთ (2 კმ ფეხით ვივლით რა მოხდა ახლა).

Posted by: nika Dec 3 2012, 17:36

ყრნომ წვიმები იქნებაო
http://www.yr.no/place/Georgia/Other/Pitareti/long.html

Posted by: Neo Dec 3 2012, 17:41

nika

მოკლედ მგონი შეიძლება დმენისიდან ჩასვლა ვცადოთ, და თუ არ გამოვიდა ახკალაპადან ჩავიდეთ (2 კმ ფეხით ვივლით რა მოხდა ახლა).

ოკ.

ამინდი კიდევ ბევრჯერ შეიცვლება 1 კვირა წინ, მაგრამ კვირას 10 საათიდან მზე წერია.

Posted by: ShadoW Dec 3 2012, 17:48

nika

ხო შემპირდი რამე ლაითს დავგეგმავთო, დაგეგმეთ რა მანქანის გაფუჭება მომენატრა sache.gif remont.gif

სადმე ახლომახლო გავიდეთ რა ისე რო ტურიზმის მანქანები მაქსიმუმ 3-4 გან გავიჭედოდ, (ოღონდ რო გავიჭედოთ რა ) ჭილზე რო ვიყავით არც კი დავბუქსავებულვარ და მაგარი ნიხვატკაში დავრჩი.

Posted by: Neo Dec 3 2012, 17:49

ShadoW

გაჭედვა არ ვიცი, მაგრამ ეს მარშრუტი საინტერესო უნდა გამოვიდეს.

Posted by: nika Dec 3 2012, 17:58

ციტატა
დმენისიდან

დუმანისი ყოფილა ამ სოფლის ზუსტი სახელი.

Posted by: Neo Dec 3 2012, 17:59

nika

გავხსნათ თემა?

Posted by: nika Dec 3 2012, 18:02

მიდი გახსენი.

Posted by: Jorjika Dec 3 2012, 18:03

ინწირესნო...

Posted by: Neo Dec 11 2012, 11:10

nika
Jorjika

სომხეთში მე ვერ მივდივარ შაბათს. შესაბამისად კვირას აქ ვიქნები და სიამოვნებით წავიდოდი სადმე.

ვისაც კვირას გცალიათ და გსურთ საინტერესო ადგილ(ებ)ის მონახულება ოფროუდის ელემენტებით ჩამოყარეთ იდეები.

შორეულ 2009 წელს მარტის ცივ ღამეს გავიარეთ მუხათწყარო, მსხალდიდი, წყრულეთი, წვერი, პანტიანი - დიდი არაფერი გზა არ იყო (კინაღამ გადავწექით, "გზაზე" გაზრდილი ხეები ვტეხეთ, კინაღამ დავიკარგეთ biggrin.gif ), მაგრამ ღამე საინტერესო იყო. შეგვიძლია მანდედან დაწყება და რაიმეს მიბმა:

ა) ორბეთი 2009 - ტრ-1-ის წერტილების ნაწილის (ბირთვისის მიმართულებით). ძალიან ლამაზი ხედები იყო იმ ადგილებიდან.

ბ) დიდგორი, ნიჩბისი, ქვათახევი;

სხვა მიმართულებაზეც იფიქრეთ:

რკონის მხარე - თეძამის ხეობა.


Posted by: nika Dec 11 2012, 11:23

Neo
აქ გავაგრძელოთ
http://off-road.ge/forum/index.php?showforum=23

Posted by: ShadoW Dec 11 2012, 11:30

QUOTE(Neo @ Dec 11 2012, 11:10) *

nika
Jorjika

სომხეთში მე ვერ მივდივარ შაბათს. შესაბამისად კვირას აქ ვიქნები და სიამოვნებით წავიდოდი სადმე.

ვისაც კვირას გცალიათ და გსურთ საინტერესო ადგილ(ებ)ის მონახულება ოფროუდის ელემენტებით ჩამოყარეთ იდეები.

შორეულ 2009 წელს მარტის ცივ ღამეს გავიარეთ მუხათწყარო, მსხალდიდი, წყრულეთი, წვერი, პანტიანი - დიდი არაფერი გზა არ იყო (კინაღამ გადავწექით, "გზაზე" გაზრდილი ხეები ვტეხეთ, კინაღამ დავიკარგეთ biggrin.gif ), მაგრამ ღამე საინტერესო იყო. შეგვიძლია მანდედან დაწყება და რაიმეს მიბმა:

ა) ორბეთი 2009 - ტრ-1-ის წერტილების ნაწილის (ბირთვისის მიმართულებით). ძალიან ლამაზი ხედები იყო იმ ადგილებიდან.

ბ) დიდგორი, ნიჩბისი, ქვათახევი;

სხვა მიმართულებაზეც იფიქრეთ:

რკონის მხარე - თეძამის ხეობა.



ჩემი დინოზავრით რო ვიარო (ნუ რომც გავიჭედო 1-2 ჯერ ) ეგეთი ადგილი შევარჩიოთ და ჩემი ეკიპაჟითურთ მზად ვარ smile.gif

Posted by: Jorjika Dec 11 2012, 12:08

გუდაურში კარგად მოთოვაო და რამე ხომ მოვიფიქროთ? smile.gif

Posted by: nika Dec 11 2012, 13:20

მოიფიქრეთ. ექსკურსია ჯობია თუ გასვლა. ექსკურსიისთვის არის მაგარი იდეა დავით გარეჯის საბერეების ნახვა, მაგრამ ცუდ ამინდში არა მგონია ღირდეს მანდ წასვლა.

Posted by: Jorjika Dec 11 2012, 15:29

ზეგ საღამოს მე ავ-good-აურ-დები smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)