თვის კონკურსების ჩატარების წესები |
თვის კონკურსების ჩატარების წესები |
nika |
Jan 27 2010, 22:59
Post
#1
|
Unregistered |
ფოტოების კონკურსის წესები შემდეგია
1) კონკურსი ტარდება თვეში ერთხელ. 1–10 რიცხვებში ხდება ფოტოების წარდგენა. 10–დან თვის ბოლომდე კენჭისყრა. 2) კონკურსზე ფოტოების შემოტანა. თითო ფორუმის მომხმარებელს შეუძლია შემოიტანოს 1 ფოტო. ფოტოს ზომა უნდა იყოს 800X600 (მცირე გვერდის ზომა შეიძლება ნაკლები იყოს). ნებადართულია მხოლოდ საკუთარი ფოტოების დადება. სხვისი ფოტოს დადება შეიძლება თუ ის არაა ფორუმზე რეგისტრირებული, მისი სახელის მითითებით და მისი ნებართვით. 3) შეფასება: ფოტოების შეფასების უფლება აქვთ ფორუმის წევრებს რომელთაც აქვთ მინიმუმ 10 პოსტი. შემფასებელი ასახელებს მხოლოდ ერთ ფოტოს. 4) შედეგები: გამარჯვებულად გამოცხადდება 3 საუკეთესო ფოტო რომელთაც მეტი ხმა აქვთ. თანაბარი ხმების შემთხვევაში გაიმარჯვებს ის ფოტო რომელიც უფრო ადრე მიიღებს ხმებს. ასევე გამარჯვების შემთხვევაში ავტორმა უნდა მოგვაწოდოს ამ ფოტოს დიდი ზომის ვერსია (დიდი გვერდი მინიმუმ 1600 პიქსელი). თუ ამას ვერ მოახერხებს მაშინ ფოტო დარჩება გამარჯვებულად მაგრამ კალენდარში ვერ მოხვდება. ფოტოების ასატვირთად გამოიყენეთ http://pix.ge |
nika |
Jan 29 2010, 10:12
Post
#2
|
Unregistered |
წესებში შევიდა შემდეგი ცვლილებები.
ფორუმის წევრს შეუძლია წარადგინოს 1 ცალი საკუთარი ფოტო, და ასევე 4 ცალი სხვის მიერ გადაღებული თავისი მანქანის ფოტო (ავტორის თანხმობით). ასეთი ფოტოების წარდგენის შემდეგ მთლიანად კონკურში ერთი ავტორის ფოტოები არ შეიძლება იყოს 5-ზე მეტი. |
nika |
Mar 1 2010, 01:47
Post
#3
|
Unregistered |
პატარა შესწორება წესებში (წითლადაა მონიშნული.
ფორუმის წევრს შეუძლია წარადგინოს 1 ცალი საკუთარი ფოტო, და ასევე 4 ცალი სხვის მიერ გადაღებული თავისი მანქანის ფოტო (ავტორის თანხმობით). თითო ავტორის თითო ფოტო. ასეთი ფოტოების წარდგენის შემდეგ მთლიანად კონკურში ერთი ავტორის ფოტოები არ შეიძლება იყოს 5-ზე მეტი. დამატება წესებში. საკონკურსოდ წარსადგენი ფოტოები უნდა ეხებოდეს ქართული ოფროუდის თემატიკას. |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 18:49 |