Snorkel, ყველაფერი შნორკელებზე |
Snorkel, ყველაფერი შნორკელებზე |
GIRA |
Oct 8 2009, 13:36
Post
#1
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
რას ქვია ჰაერი არ ეყოფა? ჰაერს ხომ იწოვს მაგარი ძალით. ჩემთან, რომ გავაკეთე კაპოტში მინი შნორკელი, მაღალ გაზზე ხელი, რომ მიადო შეგიწოვს "მთლიანად", ისეთი ძალა აქვს.
ცნობისთვის, ჰაერის შემწოვი ჩემთან ფარიდან გამოვიყვანე უკან, კაპოტშივე, ოღონდ საკმაოდ შორს, პარპრიზისკენ. მაინტერესებს სერიოზულად, მართლა არ მესმის, რას ქვია ჰაერი არ ეყოფა? ჩემთან, რატომ ყოფნის ჰაერი მაშინ? This post has been edited by GIRA: Oct 8 2009, 13:38 -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
diff lock |
Oct 9 2009, 22:39
Post
#2
|
Super Member Group: Moderator Posts: 3,597 Joined: 21-January 07 From: მიშენებული ლოჯიდან Member No.: 133 მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II |
ციტატა diff lock სუფთა ქიზიყელი ხარ რა..... smile.gifsmile.gifsmile.gif რად უნდოდა ამას ამდენი რია რია... დღეს მოვაბრუნე შნორკელის თავი და არანაირი განსხვავება. მაქს. სიჩქარე 90 კმ-სთ wink.gif ახლა ისევ თავის ადგილას დგას. ამ დატენვას ვატარებ ბოლომდე და გაზით შემდეგი დატენვისას სულ მობრუნებული თავით ვივლი. ვნახოთ მთლიანობაში რა განსხვავებას მომცემს. მე არც ბერნული ვარ და არც რაულ ვანტ ჰოფი, მაგრამ იდეები მაინც მაწუხებს. აბა ერთ რამეს გეტყვი და იქნებ შენც დაიხუნძლოთ იდეებით. ესე 60-70 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი მანქანის ფანჯრიდან გამოყავი გაშლილი ხელი (მტევანი) და დაუკვირდი რამხელა წნევას გრძნობ (ანუ ეწინააღმდეგები ჰაერის ნაკადს). -------------------- მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
|
Levani |
Oct 9 2009, 22:53
Post
#3
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
აბა ერთ რამეს გეტყვი და იქნებ შენც დაიხუნძლოთ იდეებით. ესე 60-70 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი მანქანის ფანჯრიდან გამოყავი გაშლილი ხელი (მტევანი) და დაუკვირდი რამხელა წნევას გრძნობ (ანუ ეწინააღმდეგები ჰაერის ნაკადს). ეგ ადვილია, მაგრამ ხელის უკან რამდენად ხდება ჰაერის "გაუხშოება", ამას ვერ განვსაზღვრავ და იქნებ ეს იდეაც მომაწოდო... -------------------- RED DEVIL
|
edison |
Oct 11 2009, 21:42
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 1,868 Joined: 29-April 08 Member No.: 1,910 მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20 |
ეგ ადვილია, მაგრამ ხელის უკან რამდენად ხდება ჰაერის "გაუხშოება", ამას ვერ განვსაზღვრავ და იქნებ ეს იდეაც მომაწოდო... ადვილია მაგისი განსაზღვრა კი არა, გაზომვა თუნდაც შნორკელის შიგნით რამდენად მაღალი ან დაბალია წნევა გარე ატმოსფეროსთან შედარებით. ამ ვიდეოს უყურეთ და მიხვდებით რამდენად მარტივი ინსტრუმენტია საჭირო წლინახევრის წინ გადავიღე ქალაქ ვერონაში, გათბობის ქვაბების ქარხანაში რომ ვიყავი წასული მივლინებით http://www.youtube.com/watch?v=Xb-Jl0k_zsk ეგ U-სებური მანომეტრი სალონში მოთავსდება. მისი ერთი ბოლო ღიაა, და სალონის ატმოსფერული წნევა იმოქმედებს. მეორე ბოლოზე კი რამე წვრილი შლანგი წამოეცმება, და შლანგის მეორე ბოლოს სადაც მივიტანთ გვიჩვენებს წნევის სხვაობას სალონსა და იმ წერტილს შორის. 100 მილიმეტრი წყლის სვეტი 9,8 მილიბარის ტოლია. ამის შემდეგ კი იმის განსაზღვრა თუ რა ექვივალენტურ სიმაღლეზე მუშაობს ძრავი , შნორკელში ჰაერის გაუშოების შემთხვევაში არც თუ რთული მათემატიკის საქმეა -------------------- TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)
Так выпьем же за кибернетиков! :D |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 08:39 |