IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> ტროფი-ექსპედიცია "რაჭა 2016", 29-31 ივლისი
Off-Road Federation
post Sep 19 2016, 13:21
Post #21


Advanced Member
****

Group: Administrators
Posts: 109
Joined: 9-September 16
Member No.: 6,878



ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოფროუდ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ჩვენი ფედერაციის მიერ ამ ექსპედიციაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ. გვინდა გაცნობოთ რომ ჩვენთვის ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი, რომ ექსპედიციაში რთული მარშუტით მხოლოდ 15 მანქანა მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენი ინფორმაციით მხოლოდ 15 მანქანის დაფინანსება მოხდებოდა სპონსორისგან, ხოლო დანარჩენ მსურველებს შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთარი ხარჯით წამოსულიყვნენ ექსპედიციაში რთული მარშუტით. ბოლო მომენტში გაირკვა რომ რთულ მარშრუტზე, ამ 15 ეკიპაჟის გარდა შესვლა ეზღუდებოდა სხვა ეკუპაჟებს. ეს შეზღუდვა კი უნდა უზრუნველყო პატრულს, რომელიც ამ მონაკვეთზე შესასვლელ გზას რამოდენიმე საათით გადაკეტავდა. ასეთი აკრძალვა ჩვენთვის მიუღებელი იყო, რის გამოც საერთოდ უარი ვთქვით ექსპდიციაში მონაწილეობაზე და თავისთავად თანაორგანიზებაშიც. გარდა ამისა ვინაიდან ამ თემაში განთავსებული, ექსპედიციის ორგანიზატორების მიერ დაწერილი ოფიციალური ინფორმაცია, ჩვენი აზრით, ექსპედიციას ცუდ ელფერში აჩვენებდა და ოფროუდ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მოხდა ამ თემის წაშლა ფორუმიდან. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ ოფროუდ საზოგადების უმეტესობამ არასწორად გაიგო ჩვენს მიერ ამ ექსპედიციაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი. ვინაიდან ვხედავთ საჭიროებას, რომ სრულად მიიღოთ ინფორმაცია, ეს თემა ისევ დაბრუნდა ფორუმზე. დისკუსიის თავიდან არიდების მიზნით თემა დახურული დარჩება.

ბოლოს გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ყველას ვინც საქართველოში ექსრემალური ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და აღვუთქვათ ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ წამოწყებაში, რომელიც ჩვენს ძირეულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

საქართველოს ოფროუდის ფედერაციის გამგეობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 Pages V < 1 2
Closed TopicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 09:51