IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აკუმულატორები და სხვ., გამოცდლება, ყიდვის რჩევები
irakli
post Nov 18 2008, 00:03
Post #1


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



სანამ ტყვიების მონაცემებში მიდის გაცხოველებული ბაასი მეზობლად, შეიძლება საინტერესო იყოს ამ თემის გახსნა, რადგან ვერ ვიპოვე მსგავსი ფორუმზე. ზამთარი მოდის, ჯალამბარების რაოდენობა იზრდება და ამ დროს ხარისხიანი აკუმულატორი ბევრს ნიშნავს.

3 წლის წინ თეგეტაში ვიყიდე ვარტა ბლუ დინამიკი, 75 ამპერიანი, იმუშავა წინა 460 ზე , თუმცა რადგან გაზზე იყო მანქანა, გარანტია 2წლიდან 6 თვემდე შემიმცირეს. მერე გადმოვაყენე 463 თუმცა, მოგვიანებიტ ვნახე რომ 90-იანი უწერია მანუალში, მაგრამ 2 სეზონი გუდაურში არ დატყობია under ამპერაჟი, პლუს ინტენსიური მუშაობა ჯალამბარზე რამდენჯერმე ბოლომდე დასმამდე (თუმცა დასმას ვარტა ცუდად იტანს როგორც ტესტებში წამიკითხავს). ჯერჯერობით ახალივით არის, თუმცა ცოტა ნაკლებ დროს ამუშავებს ჯალამბარს დასმამდე.

ადრე ნივაზე თურქული ვიყიდე წერეთელზე, ელექტროლიტი გააპარა, კი შემიცვალეს, მაგრამ კაპოტის შიდა ნაწილის შეღებვა მომიწია. საკუთარი გამოცდილებით უფრო ეკონომიურია ბრენდის ყიდვა, რადგან მეტ ხანს ძლებს + ხარისხი + რეალური გარანტია.

ბრენდებიდან ბანერი და ვარტა ვიცი, რაც საქართველოშია არის კიდევ რამე? ხო კიდევ მუტლუ, თუმცა ოფიციალურად თუ არის მაგის დილერი არ გამიგია, სხვანაირად კი გაყალბების საფრთხეა. ახლა ვნახე რომ ვარტას AGM ტექნოლოგია აუთვისებია, ესეიგი კონკურენციას გაუწევს ლეგენდარულ ოპტიმას. კაბელასზე ოპტიმა მხოლოდ გემების მოდიფიკაციებია. რატომღაც. საინტერესოა ამ ვარტა ულტრას თუ შემოიტანენ საქართველოში, წესით მინიმუმ 2ჯერ უნდა გაზარდოს ჯალამბარის უწყვეტი მუშაობის დრო. თუმცა მე მაინც ოპტიმას ვანიჭებ უპირატესობას (მეტი აქვს რექორდი).


Attached image(s)
Attached Image Attached Image

--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 18 2008, 00:12
Post #2


Unregistered









ჯერ ჯერობით მეორე სეზონია რაც აკუმლატორი მიდგას ასე რომ დსაკვნას ვერ გავაკეტებ ჯერ. პირველი სეზონი კარგად იმუშავა მარა ბოლოს აჩის ამოთრევისას დაჯდა თუმცა მიზეზი ეგ იყო თუ ჯალამბარის რელეების გაუმართაობა ბოლომდე ვერ დავადგინე.

ასე რომ არ დავწერ მოდელს სანამ ბოლომდე არ ვნახავ რა და როგორ.
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 18 2008, 00:18
Post #3


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



nika
შეგიძლია დაწერო წინასწარი შეფასებაც და მოდელიც გაგვიმხილო, (უკრაინულია?) თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ რა მარკაც არ უნდა იყოს ჯალამბარი სვამს ნებისმიერ აკუს. როცა ვინმეს ექნება ყვითელი ოპტიმა ან AGM ტექნოლოგიით დამზადებული რომელიმე სხვა აკუ, მაშინ საინტერესო იქნება ჩვეულებრივთან შედარება.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 18 2008, 00:27
Post #4


Unregistered









irakli
წინასწარი შეფასება იმ გასვლამდე იყო 5.
72 ამპერსაათიანი OBERON უკრაინული. 1 წლიანი გარანტიით იყო 135 ლარად თეგეტაში.
იმ ავადხსენებულ გასვლამდე დაჯდა მხლოდ ერთხელ. როცა ჯალამბარით თოვლში აღმართზე მათრია მიახლოებით 100 მეტრი (2-ჯერ თუ 3-ჯერ გადავაბი სხვა ხეზე ბოლომდე გაშლილი ტროსი).

ასევე რამდენჯერმე დამრჩა ანთებული ფარები და ასე 5-6 საათის შემდეგ მანქანა დაიქოქა ვითომც არაფერი. ეს უკვე 1 წელი გასვლის შემდეგ მოხდა.
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 18 2008, 00:33
Post #5


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



nika
მივხვდი რომ უკრაინულს იყიდიდიsmile.gif ფასი/ხარისხი კარგი აქვს. მეც უკრაინული ვიყიდე და 460-ს გავატანე. (ეგეც თეგეტაში).


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
avto sujashvili
post Nov 18 2008, 00:37
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,589
Joined: 18-July 08
Member No.: 3,463
მანქანა: RRC



მე ბანერის აკუმულატორი დავაყენე 2 კვირაა, ჩემ ახლობელს ედგა ნივაში და მაგარი კმაყოფილი იყო, სადაც ვიყიდე მითხრეს რო 5 წელი არ შეგაწუხებსოsmile.gif 5 წელი თვითონ მანქანა ვერ გაძლებს ალბათsmile.gif ნიკა ისე ბარემ აქ დავწერ, რისი ბრალი უნდა იყოს როცა გაზზე ფეხი მაქ აშველბული ძაბვა აკლდება და რო მივადგავ იმატებს, ანთებულ ფარებზე ეტყობა საგრდძნობლად, მე აკუ მეგონა მარა რო ჩავდგი მაინც ეგრეა.


--------------------

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 18 2008, 00:47
Post #7


Unregistered









avto sujashvili
ტესტერით უნდა ინახოს. ისე კი ეგ საბჭოთა მანქანებს ახასიათებთ ხოლმე. მაგათი გენერატორები დაბალ ბრუნზე დენს არ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობით.
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 18 2008, 00:57
Post #8


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



avto sujashvili
გენერატორს ჰგავს, ან ღვედია დაშვებული, მაგრამ ამას ხმით შეატყობდი.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NEON
post Nov 19 2008, 11:24
Post #9


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,151
Joined: 10-March 08
From: Tbilisi
Member No.: 796



მერამდენედ ვკითხულობ უკვე რომ ჯალამბარის მუშაობისას აკუმულატორი ჯდება და რა მაინტერესებს, ამ დროს მანქანა არ არის დაქოქილი ? თუ არა, რატომ. საერთოდ, ჩამქვრალ მანქანაზე ხდება ჯალამბრით ამოთრევა ?


--------------------
შეცვალეთ ზეთი და იყავით კმაყოფილი :|
იყიდეთ სუზუკი და მოიგეთ შეჯიბრი :|
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 19 2008, 11:34
Post #10


Unregistered









NEON
ჯალამბარი მოიხმარს 300 ამპერამდე დენს. ხოლო მანქანების გენერატორები არის 40-90 ამპერიანები გააჩნია რა მანქანაზეა. სამურაის 35 თუ 40 ამპერიანი აქვს. ბენზინის პაჯეროზე მგონი 65 ამპერიანია. დიზელებზე უფრო მძლავრები იქნება.

ხოდა ცხადია ჯალამბარის მუშაობისთვის საჭირო დენის ძირითადი ნაწილი აკუმულატორიდან მოდის.
Go to the top of the page
+Quote Post
gaga202
post Nov 19 2008, 11:37
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 780
Joined: 13-November 07
Member No.: 479
მანქანა: Daihatsu Rocky 2.0



ეს ნამდვილად გენერატორის ბრალია, უფრო სწორედ შეიძლება დაბალი სიმძლავრისაა გენერატორი და დაბალ აბაროტებზე ფარებს ვერ ქაჩავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 19 2008, 11:38
Post #12


Unregistered









მაგალითისთვის ჩემი ჯალამბარის პარამეტრები

გაწევის ძალა (ფუნტებში) - მოხმარებული დენი (ამპერებში)
0 - 30
2000 - 110
4000 - 150
6000 - 240
8000 - 270
Go to the top of the page
+Quote Post
NEON
post Nov 19 2008, 11:39
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,151
Joined: 10-March 08
From: Tbilisi
Member No.: 796



nika
muagar.gif


--------------------
შეცვალეთ ზეთი და იყავით კმაყოფილი :|
იყიდეთ სუზუკი და მოიგეთ შეჯიბრი :|
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 19 2008, 14:40
Post #14


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



როცა ჯალამბარს ამუშავებ აკუზე, გენერატორი გეხმარება მაგრამ უმნიშვნელოდ20-30%ს მხოლოდ.
შესაბამისად პირველ პლანზე გამოდის აკუმულატორის სარეზერვო მოცულობა. მე რაც ვიცი ყველაზე კარგი აქვს ოპტიმას გელის ყვითელ აკუმულატორებს (AGM ტექნოლოგიაა ეგეც). 75 ამპერიანი 25 ამპერის ხარჯისას 10.5 ვოლტამდე ჩამოსვლისას მუშაობს 155 წუთი ანუ თითქმის 3 საათი.

შეიძლება მთლად პროპორციული არ არის დამოკიდებულება მაგრამ უხეშად, თუ ჩამქრალ ძრავზე 8000 იანი ჯალამბარი ვამუშავეთ უმაღლეს დატვირთვაზე, რასაც ჭირდება 270 ამპერი, ოპტიმას აკუ გაქაჩავს 15 წუთს. არა AGM აკუმულატორი კი ვერ გაქაჩავს 5 წუთზე მეტს. შეგიძლიათ შეამოწმოთ. ეს ნიშნავს 2-3 ჯერ მეტ მანძილს, რაც ხანდახან სასიამოვნოა ხოლმე. muagar.gif

სხვა უპირატესობა გელის აკუების არის ის რომ გადაყირავებისას არაფერი არ იღვრება, უძლებს დარტყმებს და ვიბრაციებს, ასევე ნაკლებად ფუჭდება სრული დაცლის დატენის ციკლისგან, რასაც ჩვეულებივებს არ უყვართ. შედეგად 2-3ჯერ მეტ ხანს ძლებენო, ხო კიდევ 12 თვის განმავლობაში შეიძლება იდოს და მერე ჩვეულებრივად დაიქოქოს.

ღირს ყიდვა, მაგრამ აქ არ იშოვება, ფასით დაახლოებით 1,5-2 ჯერ ძვირია ჩვეულებრივ აკუზე,.


Attached image(s)
Attached Image

--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bako
post Mar 8 2009, 19:33
Post #15


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 171
Joined: 24-February 09
Member No.: 3,829
მანქანა: toyota hilux surf



ხომ ვერ მირჩევთ 93-იან ჰილუხზე 2.4 ტურბო-დიზელია,რა აკუმულატორი ჩავაყენო?ამპერაჟი მინიმუმ 90 დასჭირდება იასნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Mar 8 2009, 19:44
Post #16


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



bako
90-იანზე ნაკლები არ იყიდო, მე ვარტას გირჩევდი, ისე ,,იგიტის,, აკუმულატორმა მე 4 წელი მამუშავა, ეგ იყო რომ შემოდგომით ცოტა წყალს ვამატებინებდი, მაგრად მამუშავა და კმაყოფილი ვარ ძალიან, ეხლა ვარტა 95-იანი მიდგას და ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ smile.gif ეხლა არ ვიცი იგიტი კიდევ თუა გაყიდვაში


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Santa_papa
post Mar 8 2009, 20:38
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,329
Joined: 20-December 06
From: планета киндзадза 1301 в центуре
Member No.: 100
მანქანა: Nissan Patrol TD42, 2007, MT



ჩემი ინფორმაციით კალციუმ- კალციუმ თექნოლოგიით დამზადებული აკუმულატორები ანუ უმეტესობა თანამედროვე, ბოლომდე თუ დაჯდება გადასაგდები ხდება სულ მცირე დროში. ამიტომ ჯალამბარს ვინც ხმარობს , ისევ ურჩევნია , ჩვეულებრივი "ტყვიის" დააყენოს ვინაიდან მისი ბოლომდე დასმა არ იწვევს ფატალურ შედეგს.


--------------------
დევები სვავენ დაა დევები მღერიაან, გამოდიი გამოდიი დევები გელიაან!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Mar 8 2009, 23:27
Post #18


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



... დამჯდარ აკუმულატორს რამე თუ ეშველება?

ორი დღე იდგა მანქანა და თურმე რადიო იყო ჩართული დღეს დილით აკუმულატორი სულ მკვდარი დამხვდა
ისედაც ვერ იყო კარგად ეს ბოლო ხანები ეგ საწყალი სულ დაბერდა....

sad.gif

ეხლა მეზობელთან ვტენი შიგ მჟავაც დაუმატა იქნება გააცოცხლოს, როგორ ფიქრობთ ახალის ყიდვას გადავრჩები თუ ტყუილად ვაწვალებ მეზობელს და ბებერ varta-ს

დილით გაირკვევა მოკლედ. ეჰ.... varta varta.....


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Mar 9 2009, 17:32
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



VAZHAFJ70
რა ქნა შენმა ბებერმა ვარტამ?


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Mar 9 2009, 20:29
Post #20


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



chezitto

ერთი ბანკა მკვდარია დანარჩენი 5 ცოცხალი biggrin.gif
suicude.gif
მოკლედ ქოქავს რა...

ახლის ყიდვა ხვალვე შემიძლია, მაგრამ

ზაფხულში მგონი აკუმულატორები ცოტა გაიაფდება და თუ გაქაჩა varta-მ მანამდე მოვიცდი, blush.gif


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

36 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 08:12