IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი
zurabau
post Dec 30 2007, 22:48
Post #41


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,010
Joined: 13-February 07
Member No.: 146
მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ!



მოკლედ დილით შევხვდით დიღომში როგორც დაგეგმილი იყო, მანქანებში გადავნაწილდით და გავუდექით გზას. (დეტალურად ნიკა დაწერს, ეს კი დასაწყისისთვის რამოდენიმე სურათი)

ჩვენ და კოტემ ბაზარში გავიარეთ და დანარჩენები იგოეტში გველოდებოდნენsmile.gif


by nika:
ქოზიფას მონასტერი მდებარეობს მდინარე ძამას ხეობის გაგრძელებაზე, მდინარე ტყემლოვანის წყლის ხეობაში. თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში. 1400 მეტრ სიმაღლეზე. ახლანდელი მონასტერი როგორც ჩანს ახალი აშენებულია, თუმცა მრავლადაა შემონახული ძველი ნაგებობების ნაშთები.

გზას რაც შეეხება არანაირი სერიოზული სირთულე არაა. უბრალოდ ზოგან არის გაყინული გუბეები რომლებიც ჩატეხილია და ბოლო 300 მეტრი არის საკმაოდ ციცაბო აღმართი სადაც თოვლში ასვლა ცოტა რთულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქედან არის გადასასვლელი წაღვერისკენ. უფრო მეტიც წაღვერისკენ აბუხალოდანაც გადადის გზა. ანუ შესაძლებელია ლამაზი წრიული მარშუტის შეკვრა. აქვე გზაზეა ბატეთის ტბა, ყინწვისის ულამაზესი მონასტერი (საიდანაც "გზა" ატენის სიონის ხეობაში გადადის), მოკლედ ეს რეგიონი 2008-ში უნდა ავითვისოთ.

რაც შეეხება მანქანებს ჩვენიანებიდან ვიყავით

1) ბერკეტი - პაჯერო 33' მ/ტ
2) გია_ბერ - პაჯერი 32' მ/ტ
3) ლევანი - პაჯერო 32' მ/ტ + ჯაჭვები
4) ქეთ - ტლც78 32' გუდრიჩ სლალომები შიპებით
5) კოტე - ისუძუ ტრუუპერი 32' მ/ტ
6) ტეტე - პაჯერო 32' მ/ტ
7) ნონ - დისკო II 30' ბლიზაკები

კარვიდან იყო ორი ნივა ერთი ვლი-5 და მეორე მგონი კამებზე. პაჯერო 3 რარაც სტრაშნი ჰტ საბურავებით, და სუძუკი ვიტარა ტრასის საბურავებით და ჯაჭვებით.


ესეც რუკა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

პარალელური თემა კარვის ფორუმზე
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1818


ეს კიდევ პირველწყარო:
http://www.urbnis-ruisi.ge/index.php?lang=ge&content=main

ქოზიფა


ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: "მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს".
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, თუმცა აქ მოღვაწე მამების ღვაწლით მოხდა მისი აღდგენა. მეოთხე _ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი 2006 წელს დაემატა კომპლექს, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ნანგრევებად ქცეული ეკლესიები დღეს უკვე გალამაზდა და გამშვენდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.
დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.
XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი აწ განსვენებული არქიმანდრიტი შიოს (ხარძეიშვილი) წინამძღვრობით 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.
ამჟამად მონასტერში 1 სქიმმღვდელმონაზონი, 4 ბერი და 2 მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც სქიმმღვდელმონაზონი გიორგის (ჯამდელიანი) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.
სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით განხორციელდა დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს. საუკუნეების მანძილზე არსებულ სამონასტრო კომპლექს 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაემატა.
1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: "მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს". მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: "ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო".


--------------------
RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com

Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига...........
Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
zurabau   ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი   Dec 30 2007, 22:48
lado   უჰ, როგორც იქნააა? ე...   Dec 30 2007, 22:50
zurabau   RE: ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი   Dec 30 2007, 22:51
lado   ვახ, ვახ, გუშინაც ვი...   Dec 30 2007, 22:54
mishka_15   ისე მეც მაინტერესე...   Dec 30 2007, 23:15
zurabau   დისკოს ზამთრის საბ...   Dec 30 2007, 23:32
nik_deff90   ცისფერი ვიტარა როა...   Dec 30 2007, 23:37
zurabau   სიმართლე რომ ვთქვა...   Dec 30 2007, 23:41
non   დისკომ კარგად, ბოლ...   Dec 31 2007, 00:10
marge   კაი გასვლა იყო როგ...   Dec 31 2007, 00:59
nika   ბოლო აღმართამდე (300 ...   Dec 31 2007, 01:06
dato 85   ხო საინტერესოა ყოფ...   Dec 31 2007, 10:37
nika   გაკვალული იყო. კაი ...   Dec 31 2007, 11:07
misha vitara   ვიტარათი ვინ იყო? ჩ...   Dec 31 2007, 11:58
zurabau   კარველია :)   Dec 31 2007, 12:19
nika   misha vitara კარველი იყო. ჯ...   Dec 31 2007, 12:19
nik_deff90   სურათები აღარ არი ...   Dec 31 2007, 13:10
nika   nik_deff90 როგორ არაა. ახლ...   Dec 31 2007, 13:27
nika   ესეც ფოტკებიიიი ვ...   Dec 31 2007, 14:14
nika   თოვლი დნება და http://vard...   Dec 31 2007, 14:30
nika   ჩამოსვლისას ხალხი ...   Dec 31 2007, 14:38
nika   ბილბორდა ეწევა :arvarga...   Dec 31 2007, 14:49
nika   მღერიან http://vardzelashvili.com/im...   Dec 31 2007, 15:29
Hushta   აუ ნიკა ეს ამდენი ფ...   Dec 31 2007, 15:29
nika   Hushta საიდან და ბაკურ...   Dec 31 2007, 15:35
Hushta   Hushta საიდან და ბაკურ...   Dec 31 2007, 15:38
nika   Hushta კი   Dec 31 2007, 15:43
Hushta   ვაა, მაიცა დავრეგი...   Dec 31 2007, 15:44
nika   Hushta ერთი მეორე მონა...   Dec 31 2007, 15:55
nik_deff90   მაო ისაა თეთრი ნივ...   Dec 31 2007, 18:08
nika   nik_deff90 კი ეგაა. მარა ა...   Dec 31 2007, 18:46
nik_deff90   ბევრი მანქანა დატო...   Dec 31 2007, 20:15
berketi   გილოცავთ ხალხნო ახ...   Jan 1 2008, 01:33
berketi   ძალიან კარგი და მხ...   Jan 1 2008, 13:11
zurabau   RE: ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი   Jan 1 2008, 13:51
zurabau   RE: ქოზიფა 30.12.2007 -- რეპორტაჟი   Jan 1 2008, 14:11
nika   http://www.urbnis-ruisi.ge   Jan 3 2008, 11:50
nika   ესთეც ვიდეო http://www.link.ge...   Jan 3 2008, 20:38
crimson   nika რა იყო გონკაობდ...   Jan 3 2008, 21:14
nika   crimson შენ ბერკეტას არ ...   Jan 3 2008, 21:25
Levani   ნიკუშ, რა მაგარი ვი...   Jan 4 2008, 16:35
zurabau   თემას შეხედეთ და ი...   Jan 5 2008, 00:30
gio_86   თემა გახსნილია გად...   Jan 5 2008, 00:40
zurabau   მოკლედ ყველა ოფტოპ...   Jan 5 2008, 00:57
gio_86   www.bazara.net   Jan 5 2008, 01:00
diff lock   ეხლა ვცადე შესვლა ...   Jan 5 2008, 03:59
gio_86   http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=1001   Jan 5 2008, 10:32
nika   აი ეს ფოტო კარავზე ...   Jan 15 2008, 21:36
cacxvi   იცი რა მაინტერესებ...   Jan 12 2009, 16:01
OFF-ROADER   cacxvi ქარელის რაიონშ...   Jan 12 2009, 16:04
cacxvi   ეგ მეც წავიკიტხე ძ...   Jan 12 2009, 17:22
cacxvi   იტოგში შაბათს ან კ...   Jan 12 2009, 17:42
Hushta   "მდე" ალბათ კი : ):...   Jan 12 2009, 20:01
cacxvi   მდე რატო მერე დზაა...   Jan 12 2009, 20:53
Rebecca   cacxvi 20 მანქანიდან მო...   Jan 13 2009, 01:41
/// RiDER   სამურაის არაფერი კ...   Jan 13 2009, 02:21
cacxvi   Rebecca რა მანკანები ა...   Jan 13 2009, 03:20
Neo   cacxvi HONDA CRV-მ იარა ჩვენთ...   Jan 13 2009, 09:20


Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th June 2024 - 12:25