დიდგორი-შიხანი-ქსილისი-წინარეხი 21.06.2015 |
დიდგორი-შიხანი-ქსილისი-წინარეხი 21.06.2015 |
nika |
Jun 21 2015, 22:16
Post
#1
|
Unregistered |
თავდაპირველად იგეგმებოდა ოფროუდ გასვლა ჭილი-დიდგორი. შევიკრიბეთ სულ 3 მანქანით მე, მაჭარა და ბაგი. ჩემი მანქანა ბირჯაზევე დავტოვეთ რადგან ჭრაჭუნობდა რაღაცა წინა ბორბალში და აღარ გავრისკე. ასეა თუ ისე 11 საათზე უკვე ჭილიდან დიდგორზე ავედით. გზა იგივე იყო რაც ყოველთვისაა. რა გვექნა? ნუ ჯერ გავედით შიხანის მთისკენ. აქედან შეგვეძლო ან მანგლისში ჩასვლა და მერე კლდეკარისკენ წასვლა. ან ქედზე გაყოლებით კლდეკარისკენ გასვლა. გადავწყვიტეთ ეს მეორე ვარიანტი. შიხანიან გავნაგრძეთ გზა და მალევე კავთურას სათავის თავზე ქედით გადავედით. მერე იყო მოროქქროულინგო აღმართი და აღმოვჩნდით თრიალეთის ქედის ამ ნაწილზე რმელსაც ობოლი კლდის ქედი ქვია (ობოლი კლის მთა კიდე ცალკეა). ქედით წესით დასავლეთით უნდა გვევლო, თუმცა გზა არ ეტყობოდა. აღმოსავლეთით კი იყო ნავალი და ასე მივედით მეცხვარეებთან. გზა გამოვკითხეთ და აქედან დასავლეთით გზა არააო. გოსტიბეშიც კი ვერ ჩახვალთო. არის ცუდი გზა გუდალეთისკენ და კარგი გზა ბოტისისკენო. ვინაიდან კლდეკარი მაინც აღარ გამოვიდოდა, წავედით ბოტისისკენ. მანქანის ახალი ნავალიც ჩანდა. გზად ქსილისის მთასთან შევჩერდით და ფეხით ავედით ქსილისზე. მერე დავეშვით ბოტისისკენ. გზად მანქანის ნაკველევებმა მწყემსების ბინაში მიგვიყვანა. აქედან ერთი მწყემსი წამოგვწვა და სწორ გზაზე დაგვაკვალიანა (გადასახვევი გავმაზეთ იქვე 200 მეტრში). სერიოზული დაღმართის ჩავლის შემდეგ ჯერ წინარეხი-პარატისი-ბოტისი გზაზე ჩავედით, შემდეგ კი პარატისის გავლით გავედით ქვათახევის მონასტრის მთავარ გზაზე. ფინიში სალობიეში გვქონდა ხინკლაობით.
ფოტოები მოგვიაებით. მანამდე კი ტრეკს დავდებ. გუგლის რუკა https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...kOU&usp=sharing Attached File(s) 20150621ksilisi.rar ( 41.32k ) Number of downloads: 176 |
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 17:00 |