IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მარტვილი-ბალდა-ასხი-კინჩხა, 12-13 სექტემბერი 2015
nika
post Sep 14 2015, 10:36
Post #41


Unregistered









ვიყავით ორი მანქანით ჩემი პაჯერო და ზურაუსტას მოკლე 70.

ჯერ ჩავედით მარტვილში და მოვინახულეთ ღვთისმშობლის მონასტერი. შემდეგ სოფელ ბალდადან შევუყევით ქვებიან გზებს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ჯერ მდ. აბაში სათავეებში მდებარე პატარა ნასოფლარს სადაც უამრავი მწყემსი ბინადრობდა. აქედან მალევე გზა მარცხნივ ქედზე წავიდა და თავიდან კაი საშინელი როქქროულინგი იყო. მერე მიხვეულ მოხვეული დაიწყო და ცოტა გვეშველა. სიმაღლე რომ ავკრიფეთ დაიწყო ხედები. ძირითადად აბაშის ხეობა ჩანდა ჯერ. მერე თითქოს ქედივით გადავლახეთ და გამოჩნდა კარსტული ძაბრები. უამრავი. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ბოლოს ავედით თვითონ ასხის პლატოზე აქ ქვები ნაკლებად იყო და უფრო მელოები იყო სადაც მწყემსებს პირუტყვი ყავდა. ამინდს კი არაუშავდა თუმცა მთების დანახვის დიდი შანსი არ იყო. ჯერ ვცადეთ პლატოს შრდილო მხარესკენ ბქას ტრეკით წასვლა, მაგრამ ერთგან ვერ მივხვდით როგორ გადაიარა ხევი (დაღმართI და აღმართი ჩანდა აუვალი). ამიტომ პირდაპირ ძირითადი გადასახედისკენ წავედით. აქედან გადაიშალა ფანტასტიური ხედი ცხენისწყლის ხეობაზე. ცაგერიც ჩანდა. წინ კი მეორე ნაპირზე ხვამლი, ოღონდ ცხადია პროფილში. შეგვეძლო პლატოს ნაპირს ჩრდილოეთისკენ გავყოლოდით, თუმცა ჩანდა რომ წასვლას აზრი არ ჰქონდა, ამ ამინდში მაინც არაფერი გამოჩნდებოდა. აქვე პატარა ჩაღრმავებაში დავეცით ბანაკი და დავტკბით ხედებით ჩამავალი მზის ფონზე. აქ ტელეფონიც იჭერდა. თან ველოდი ვარსკვლავებს მაგრამ რომ დაღამდა ნისლი ჩამოწვა ამიტომ დავიძინეთ.
ღამე ქარი ამოვარდა და ღრუბლები სრულად გაფანტა, მაგრამ დილისკენ გაწვიმდა, ვიცოდით რა რომ წვიმაში კინჩხასკენ ჩასვლა არ შეიძლებოდა ისევ იმ როქქროულინგით ვიხეთქავდით გულს. თუმცა 1 საათში წვიმამ გადაიღო და ქარი ამოვარდა. თან ძალიან ძლიერი წვიმაც არ იყო. მერე ოდნავ მზემაც ამოანათა. წავიხემსეთ და აი ამ დროს გავიგეთ პირველი გრუხუნი, მერე მეორე, თან ჩანდა რომ ეს ყველაფერი ბალდისკენ ხდებოდა და ჩვენსკენ მოდიოდა. წვიმაში არც იმ ქვებზე სიარული იქნებოდა სასიამოვნო. სწრაფი ტემპებით ავკეცეთ კარვები, ამასობაში ღრუბელმა ახლოს ჩაგვიარა და ცაგერისკენ წავიდა, ოდნავ დაგვაწვიმა მაგრამ არაკრიტიკულად. სანამ გზაგასაყარზე გავედით საიდანაც ან ბალდასკენ ან კინჩხასკენ უნდა გვევლო უკვე გამოჩნდა რომ კინჩხასკენ წვიმა არ იქნებოდა, ამიტომაც გავრისკეთ და წავედით აქეთ. ხედები ძალიან ლამაზი იყო. ჩასასვლელი გზა სასყაულად დაკლაკნილი და თან კაპიტალურად აშენებული. დღემდე ამოუცნობია ჩემთვის თუ ვინ და რატომ ააშენა ეს გზა. mygeorgia.ge-ზე 50-იანი და 25-იანი ტოპორუკების შედარებისას ჩანს რომ 25-იანზე ეს გზა არაა ჯერ დატანილი ასეთი სახით. ანუ კომუნისტებს აუშენებიათ 50-80-იან წლებში.
დავეშვით დაბლა. ტყეში რომ შევედით მალევე დაიწყო 3 ხიდიანების ნავალი ადგილები. თუმცა ძირითადად ხერხდებოდა მათი შემოვლა ტყით. დაზვერვა კი უნდოდა საიდან მოგევლო. ცოტა წამოჟინჟლა კიდევაც მაგრამ ისე საშიშად არა. მერე გავედით მდელოებზე და აი აქ გზაბი უარესი იყო. თუმცა აქაც უვლიდი. და ბოლოს მოულოდნელად სოფელთან ახლოს დაიწყო საკმაოდ დიდი დაღმართები სადაც გზასაც ხან უვლიდი და ხან არა. აი სადაც ვერ უვლიდი აი იქ წვიმაში მოხვედრა არასასიამოვნო იქნებოდა ძალიან რბილად რომ ვთქვა. ბოლოს როგორც იქნა ჩავეით ზედა კინჩხაში. იქიდან ავედით კინჩხა ფერდისკენ მიმავალ გზაზე და მოულოდნელად დაგხვდა ასფალტი. გადაწყდა ჩანჩქერებზე ასვლა (2 კმ იყო). ჩანჩქერებისკენაც გააგანიერეს გზა და მაგ მიდამოების მოწყობას აპირებენ პარკინგით და სპეცეფექტებით. ჩანჩქერიდან 50 მეტრში კი პატარა კაფე დაგვხვდა blink.gif
კანიონში აღარ წავედით რადგან დაგვეზარა და თან დრო ისე იყო რომ ზესტაფონის მშენებარე ავტობანს წესით უსაცობოდ გავივლიდით. ამიტომაც დავგაზეთ თბილისისკენ. თუმცა ბოლოს აგარასთან დოღლაურთან კახამ მანახა არქეოლოგიური მექა.
უძველესი სასახლის ნანგრევები.

ფოტოები და ვიდეოები იქნება მერე

გუგლის რუკა
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...-4g&usp=sharing

ტრეკი მიმაგრებულ ფაილშია


Attached File(s)
Attached File  Askhi_plateau.rar ( 221.91k ) Number of downloads: 178
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   მარტვილი-ბალდა-ასხი-კინჩხა, 12-13 სექტემბერი 2015   Sep 14 2015, 10:36
*IRAKLI*   ნიკა ტრეკიც დადე... ...   Sep 14 2015, 11:51
nika   დავდე უკვე ;) გორდი...   Sep 14 2015, 12:20
*IRAKLI*   დავდე უკვე ;) გორდი...   Sep 14 2015, 14:47
nika   *IRAKLI* ეგ აღმართი სოფე...   Sep 14 2015, 15:38
beka   *IRAKLI* ეგ აღმართი სოფ...   Sep 14 2015, 15:41
nika   სხვათა შორის ყრნოს...   Sep 14 2015, 15:44
Parnavaz   *IRAKLI* დამირეკე და წა...   Sep 14 2015, 15:56
*IRAKLI*   *IRAKLI* დამირეკე და წა...   Sep 14 2015, 16:41
nika   წრიულს აქვს მუღამი...   Sep 14 2015, 16:12
*IRAKLI*   წრიულს აქვს მუღამ...   Sep 14 2015, 16:45
GIRA   *IRAKLI* რაზე უნდა ინადი...   Sep 14 2015, 16:47
beka   *IRAKLI* რაზე უნდა ინად...   Sep 14 2015, 16:49
*IRAKLI*   *IRAKLI* რაზე უნდა ინად...   Sep 14 2015, 16:53
nika   beka :lol: :lol: :lol: არა და მა...   Sep 14 2015, 16:59
*IRAKLI*   [b]beka :lol: :lol: :lol: არა და მ...   Sep 14 2015, 17:07
Parnavaz   *IRAKLI* მე პაციფისტი ვ...   Sep 14 2015, 17:21
GABE84   ჰე ქუთეისლებო წევი...   Sep 14 2015, 17:27
beka   ჰე ქუთეისლებო წევ...   Sep 14 2015, 17:37
nika   beka Red Alertი ;)   Sep 14 2015, 17:45
Parnavaz   ტკაცა-ტკუცის ხმის ...   Sep 14 2015, 18:09
*IRAKLI*   მე თუ წავალ კაი გვა...   Sep 14 2015, 18:24
Parnavaz   *IRAKLI* მიოერეა მაგის ა...   Sep 14 2015, 18:39
GABE84   Parnavaz ბევრი ელოდა ტკა...   Sep 14 2015, 20:07
beka   Parnavaz ბევრი ელოდა ტკ...   Sep 16 2015, 10:57
Parnavaz   GABE84 33 ინსა + 4რანერი=ტ...   Sep 15 2015, 08:31
nika   *IRAKLI* მაქაური ამინდე...   Sep 15 2015, 10:57
NOD-100   GABE84 ეჰ მეც ეგრე მეგო...   Sep 15 2015, 20:49
nika   წავიდა ფოტოები ბგ...   Sep 17 2015, 11:34
nika   ხედი მარტვილის მონ...   Sep 17 2015, 11:37
nika   ტყეში მოძრაობისას ...   Sep 17 2015, 11:41
nika   ავედით პლატოზე და .....   Sep 17 2015, 11:56
nika   ასხის პლატოს ცენტრ...   Sep 17 2015, 12:09
nika   ასხის პლატოს აღმოს...   Sep 17 2015, 12:15
nika   დილა და ხედები ცხე...   Sep 17 2015, 12:18
nika   ხედები უღელტეხილი...   Sep 17 2015, 12:22
nika   ამ მომენტში ტყის მ...   Sep 17 2015, 12:25
nika   ზედა ჩანჩქერი ზედა...   Sep 17 2015, 12:28
nika   http://vardzelashvili.com/imghost/images/60492IMG_...   Sep 17 2015, 12:32
nika   პირველი დღის ვიდეო...   Sep 19 2015, 18:49
vais   GABE84 wasvlas tu daapirebt gamagebinet   Sep 19 2015, 21:50
Parnavaz   vais საით ხარ ვაის? სა...   Sep 20 2015, 16:26
vais   tbilishi var, kutaishi agar vmushaob, jerjerobit r...   Sep 20 2015, 17:07
GABE84   Parnavaz როდის აპირებ?   Sep 20 2015, 20:08
Parnavaz   GABE84 4შაბათის მერე   Sep 21 2015, 10:15
GABE84   Parnavaz განაგებინე წინ...   Sep 21 2015, 10:37
Jorjika   შაფათ-კვირას   Sep 21 2015, 12:10
Parnavaz   ხოდა გაგებინებ მერ...   Sep 21 2015, 14:28
nika   მეორე დღის ვიძიოებ...   Sep 22 2015, 10:34
nika   დღე მეორე https://www.youtube.com/...   Sep 22 2015, 16:23
Cherokaa   მაგარი სურათებია დ...   Sep 22 2015, 20:42


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 21:10