IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მარტვილი-ბალდა-ასხი-კინჩხა, 12-13 სექტემბერი 2015
nika
post Sep 14 2015, 10:36
Post #1


Unregistered









ვიყავით ორი მანქანით ჩემი პაჯერო და ზურაუსტას მოკლე 70.

ჯერ ჩავედით მარტვილში და მოვინახულეთ ღვთისმშობლის მონასტერი. შემდეგ სოფელ ბალდადან შევუყევით ქვებიან გზებს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ჯერ მდ. აბაში სათავეებში მდებარე პატარა ნასოფლარს სადაც უამრავი მწყემსი ბინადრობდა. აქედან მალევე გზა მარცხნივ ქედზე წავიდა და თავიდან კაი საშინელი როქქროულინგი იყო. მერე მიხვეულ მოხვეული დაიწყო და ცოტა გვეშველა. სიმაღლე რომ ავკრიფეთ დაიწყო ხედები. ძირითადად აბაშის ხეობა ჩანდა ჯერ. მერე თითქოს ქედივით გადავლახეთ და გამოჩნდა კარსტული ძაბრები. უამრავი. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ბოლოს ავედით თვითონ ასხის პლატოზე აქ ქვები ნაკლებად იყო და უფრო მელოები იყო სადაც მწყემსებს პირუტყვი ყავდა. ამინდს კი არაუშავდა თუმცა მთების დანახვის დიდი შანსი არ იყო. ჯერ ვცადეთ პლატოს შრდილო მხარესკენ ბქას ტრეკით წასვლა, მაგრამ ერთგან ვერ მივხვდით როგორ გადაიარა ხევი (დაღმართI და აღმართი ჩანდა აუვალი). ამიტომ პირდაპირ ძირითადი გადასახედისკენ წავედით. აქედან გადაიშალა ფანტასტიური ხედი ცხენისწყლის ხეობაზე. ცაგერიც ჩანდა. წინ კი მეორე ნაპირზე ხვამლი, ოღონდ ცხადია პროფილში. შეგვეძლო პლატოს ნაპირს ჩრდილოეთისკენ გავყოლოდით, თუმცა ჩანდა რომ წასვლას აზრი არ ჰქონდა, ამ ამინდში მაინც არაფერი გამოჩნდებოდა. აქვე პატარა ჩაღრმავებაში დავეცით ბანაკი და დავტკბით ხედებით ჩამავალი მზის ფონზე. აქ ტელეფონიც იჭერდა. თან ველოდი ვარსკვლავებს მაგრამ რომ დაღამდა ნისლი ჩამოწვა ამიტომ დავიძინეთ.
ღამე ქარი ამოვარდა და ღრუბლები სრულად გაფანტა, მაგრამ დილისკენ გაწვიმდა, ვიცოდით რა რომ წვიმაში კინჩხასკენ ჩასვლა არ შეიძლებოდა ისევ იმ როქქროულინგით ვიხეთქავდით გულს. თუმცა 1 საათში წვიმამ გადაიღო და ქარი ამოვარდა. თან ძალიან ძლიერი წვიმაც არ იყო. მერე ოდნავ მზემაც ამოანათა. წავიხემსეთ და აი ამ დროს გავიგეთ პირველი გრუხუნი, მერე მეორე, თან ჩანდა რომ ეს ყველაფერი ბალდისკენ ხდებოდა და ჩვენსკენ მოდიოდა. წვიმაში არც იმ ქვებზე სიარული იქნებოდა სასიამოვნო. სწრაფი ტემპებით ავკეცეთ კარვები, ამასობაში ღრუბელმა ახლოს ჩაგვიარა და ცაგერისკენ წავიდა, ოდნავ დაგვაწვიმა მაგრამ არაკრიტიკულად. სანამ გზაგასაყარზე გავედით საიდანაც ან ბალდასკენ ან კინჩხასკენ უნდა გვევლო უკვე გამოჩნდა რომ კინჩხასკენ წვიმა არ იქნებოდა, ამიტომაც გავრისკეთ და წავედით აქეთ. ხედები ძალიან ლამაზი იყო. ჩასასვლელი გზა სასყაულად დაკლაკნილი და თან კაპიტალურად აშენებული. დღემდე ამოუცნობია ჩემთვის თუ ვინ და რატომ ააშენა ეს გზა. mygeorgia.ge-ზე 50-იანი და 25-იანი ტოპორუკების შედარებისას ჩანს რომ 25-იანზე ეს გზა არაა ჯერ დატანილი ასეთი სახით. ანუ კომუნისტებს აუშენებიათ 50-80-იან წლებში.
დავეშვით დაბლა. ტყეში რომ შევედით მალევე დაიწყო 3 ხიდიანების ნავალი ადგილები. თუმცა ძირითადად ხერხდებოდა მათი შემოვლა ტყით. დაზვერვა კი უნდოდა საიდან მოგევლო. ცოტა წამოჟინჟლა კიდევაც მაგრამ ისე საშიშად არა. მერე გავედით მდელოებზე და აი აქ გზაბი უარესი იყო. თუმცა აქაც უვლიდი. და ბოლოს მოულოდნელად სოფელთან ახლოს დაიწყო საკმაოდ დიდი დაღმართები სადაც გზასაც ხან უვლიდი და ხან არა. აი სადაც ვერ უვლიდი აი იქ წვიმაში მოხვედრა არასასიამოვნო იქნებოდა ძალიან რბილად რომ ვთქვა. ბოლოს როგორც იქნა ჩავეით ზედა კინჩხაში. იქიდან ავედით კინჩხა ფერდისკენ მიმავალ გზაზე და მოულოდნელად დაგხვდა ასფალტი. გადაწყდა ჩანჩქერებზე ასვლა (2 კმ იყო). ჩანჩქერებისკენაც გააგანიერეს გზა და მაგ მიდამოების მოწყობას აპირებენ პარკინგით და სპეცეფექტებით. ჩანჩქერიდან 50 მეტრში კი პატარა კაფე დაგვხვდა blink.gif
კანიონში აღარ წავედით რადგან დაგვეზარა და თან დრო ისე იყო რომ ზესტაფონის მშენებარე ავტობანს წესით უსაცობოდ გავივლიდით. ამიტომაც დავგაზეთ თბილისისკენ. თუმცა ბოლოს აგარასთან დოღლაურთან კახამ მანახა არქეოლოგიური მექა.
უძველესი სასახლის ნანგრევები.

ფოტოები და ვიდეოები იქნება მერე

გუგლის რუკა
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...-4g&usp=sharing

ტრეკი მიმაგრებულ ფაილშია


Attached File(s)
Attached File  Askhi_plateau.rar ( 221.91k ) Number of downloads: 178
Go to the top of the page
+Quote Post
3 Pages V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
Replies(40 - 50)
vais
post Sep 19 2015, 21:50
Post #41


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,630
Joined: 15-January 11
Member No.: 4,937
მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL



GABE84
wasvlas tu daapirebt gamagebinet
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Sep 20 2015, 16:26
Post #42


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



vais


საით ხარ ვაის? სამუშაო დღეებში გცალია?


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vais
post Sep 20 2015, 17:07
Post #43


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,630
Joined: 15-January 11
Member No.: 4,937
მანქანა: toyota prado kzj 78 BMW 740 IL



tbilishi var, kutaishi agar vmushaob, jerjerobit rogorc droebit umushevars sul mcalia)))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABE84
post Sep 20 2015, 20:08
Post #44


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,189
Joined: 9-December 11
From: Kutaisi
Member No.: 5,285
მანქანა: 1999 Toyota 4Runner Manual trans



Parnavaz
როდის აპირებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Sep 21 2015, 10:15
Post #45


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



GABE84

4შაბათის მერე


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABE84
post Sep 21 2015, 10:37
Post #46


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,189
Joined: 9-December 11
From: Kutaisi
Member No.: 5,285
მანქანა: 1999 Toyota 4Runner Manual trans



Parnavaz
განაგებინე წინა დღით და მეც წამოვალ კრესტავინას შევცვლი გზაში რომ არ დავრჩე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jorjika
post Sep 21 2015, 12:10
Post #47


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,164
Joined: 10-January 09
Member No.: 3,739
მანქანა: Pajero II, 33



შაფათ-კვირას


--------------------
сначала девочек интересуют куклы, а мальчиков машины, а потом наоборот:))))


Bombing for peace is like fucking for virginity
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Sep 21 2015, 14:28
Post #48


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



ხოდა გაგებინებ მერე, 4შაბათის მერე.სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 22 2015, 10:34
Post #49


Unregistered









მეორე დღის ვიძიოები მზადდება თავისი პორნოლიანდებით და კინჩხას ჩანჩქერებზე გაყვანილი ავტობანით.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 22 2015, 16:23
Post #50


Unregistered









დღე მეორე
https://www.youtube.com/watch?v=zbtZPzFaiO8...OXiOJet&index=6

მცირე კომენტარი
პირველ ვიდეოში ისეთი არაფერი, ქვებზე დაბოდიალობ
მეორე ვიდეო დაშვებაა პლატოდან ტყემდე აქაც ისეთი არაფერი
მესამე ვიდეო აქ იწყება უკვე სამხიდიანების ნავალი გზები თუმცა აქაც ძალიან სირთულეები არაა. უმეტესად უვლი რა და თან ძირითადად სწორ მონაკვეტებზეა ჯალოს ჩააბავ თუ რამეა.
მეოთხე ვიდეოში ძირითადი ორი ცუდი ადგილი მახსენდება 1:00-ზე, თან დაღმართია და თან რავი მარჯვნივ თუ ჩაგაცურა ოოო. 5:30-ზე ძალიან ციცაბო დაღმართია. აი მაგ ორ ადგილში წვიმაში მოხვედრის არანაირი სურვილი არ მექნებოდა. ცხადია სპეციალურად ოფროუდზე თუ არ წავიდოდი მანდ.
Go to the top of the page
+Quote Post
Cherokaa
post Sep 22 2015, 20:42
Post #51


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 5,692
Joined: 21-December 07
Member No.: 544



მაგარი სურათებია დღევანდელ თემებში

muagar.gif

რატომ გამომრჩა და გამოვტოვე ეს ამბები ან სად ვიყავი თქო ჩემს თავს ვეკითხები ახლა და ვერაფერსაც ვერ ვიხსენებ საერთოდ

...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 Pages V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 18:02